სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამაყრუებელი სიჩუმე - პუტინს არ ეშინია კადიროვის, მაგრამ შურს მისი..." - რუსების მწვავე შეფასებები კადიროვის მორიგ სისასტიკესა და კრემლის დუმილზე
"დამაყრუებელი სიჩუმე - პუტინს არ ეშინია კადიროვის, მაგრამ შურს მისი..." - რუსების მწვავე შეფასებები კადიროვის მორიგ სისასტიკესა და კრემლის დუმილზე

"მიდი, რამ­ზან, შე­ნია ეს ქვე­ყა­ნა, და­ავ­ლე ხელი, ვი­საც გინ­და და გა­ა­ქა­ნე ცი­ხე­ში, დი­ლეგ­ში, ჯურღმულ­ში, სარ­დაფ­ში... ქალი, კაცი, ახალ­გაზ­რდა, გო­გო­ნა, ბიჭი, არა­ვინ და­ინ­დო, სა­ერ­თოდ არა­ვინ, გამ­კი­თხა­ვი არა­ვი­ნაა, პი­რი­ქით, ზურგს "მეფე" გი­მაგ­რებს..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რუ­სეთ­ში კა­დი­რო­ვის მო­რიგ და­უ­ჯე­რე­ბელ ქმე­დე­ბას.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩე­ჩენ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ქა­ლაქ ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­ი­ტა­ცეს ჩე­ჩე­ნი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ე­ვის დედა ზა­რე­მა მუ­სა­ე­ვა.

ამ ფაქტს მთელ რუ­სეთ­ში ძალ­ზე კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა. თუმ­ცა, ამას პუ­ტი­ნის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია თა­ვის ფა­ვო­რიტს შეხ­ვედ­რო­და. რუ­სეთ­ში არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენს სა­ი­დუმ­ლოს, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს კრემ­ლი უმაგ­რებს ზურგს.

ზა­რე­მა მუ­სა­ე­ვა

ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­ზო­ნან­სის მი­უ­ხე­და­ვად, კა­დი­რო­ვი ტონს არ იც­ვლის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის არამ­ხო­ლოდ რუ­სეთ­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ხში­რად ხვდე­ბა წამ­ყვა­ნი მე­დი­ი­სა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი...

მის ან­გა­რიშ­ზეა ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბე­ბი, წა­მე­ბა, გა­უ­სა­მარ­თლებ­ლად დას­ჯა, ლგბტ-თე­მის წევ­რე­ბის დევ­ნა და ხში­რად უგზო-უკვლოდ და­კარ­გვა. ამას­თან, ცნო­ბი­ლია, რომ ევ­რო­პა­ში ხო­ცა­ვენ ჩეჩ­ნებს, რომ­ლე­ბიც რამ­ზან კა­დი­როვს აკ­რი­ტი­კე­ბენ და ყვე­ლა კვა­ლი ჩეჩ­ნეთ­ში მი­დის....

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრეს-მდი­ვან­მა პეს­კოვ­მა 3 თე­ბერ­ვალს ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ პუ­ტინ­მა და კა­დი­როვ­მა ჩეჩ­ნეთ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს. თუმ­ცა, უფრო ადრე, კა­დი­რო­ვის პრეს­სამ­სა­ხურ­მა თქვა, რომ პუ­ტი­ნი და ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ერ­თმა­ნეთს მოს­კოვ­ში 2 თე­ბერ­ვალს შეხ­ვდნენ, რათა ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხე­ბი და ჩეჩ­ნეთ­ში პან­დე­მი­ის შე­ზღუდ­ვა გა­ნე­ხი­ლათ.

პუ­ტი­ნის ოპო­ნენ­ტე­ბი თვლი­ან, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი თვალს ხუ­ჭავს თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა­ზე, იმის ნაც­ვლად, რომ კა­დი­რო­ვი მკაც­რი ხე­ლის პრინ­ცი­პით ჩეჩ­ნეთ­ში (და არა მხო­ლოდ) სე­პა­რა­ტის­ტულ გან­წყო­ბას გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

  • რაც შე­ე­ხე­ბა გა­ტა­ცე­ბულ ქალს ზა­რე­მა მუ­სა­ე­ვას, ოჯა­ხის წევ­რებ­მა მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ის იცი­ან, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ცო­ცხა­ლია...

გა­ტა­ცე­ბუ­ლი ქალი ჩეჩ­ნეთ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს. კა­დი­როვ­მა პირ­და­პირ თქვა, რომ ზა­ი­რა მუ­სა­ე­ვას ვაჟი ოპო­ზი­ცი­ურ ტე­ლეგ­რამ-არხს მარ­თავს, რო­მე­ლიც მისი მწვა­ვე კრი­ტი­კით არის და­კა­ვე­ბულ და მთე­ლი ოჯა­ხის სას­ტი­კად დას­ჯის პი­რო­ბაც დადო. მუ­სა­ე­ვას ვაჟი, აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ე­ვი ტე­ლე­კომ­პა­ნია Дожд-თან სა­უ­ბარ­ში მომ­ხდარს "ჯო­ჯო­ხეთს" უწო­დებს.

აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ე­ვი

"ბო­ლომ­დე მა­ინც არ მჯე­რა, რომ ასე­თი რამ შე­იძ­ლე­ბა ხდე­ბო­დეს რუ­სეთ­ში. ვი­დე­ო­ზე, რო­მე­ლიც ახლა ვრცელ­დე­ბა დედა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია..." - ამ­ბობს იან­გულ­ბა­ე­ვი.

მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სეთ­ში ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი, ფონდ "პერ­სპექ­ტი­ვას" პრე­ზი­დენ­ტი ლე­ო­ნიდ გოზ­მა­ნი.

"და­მაყ­რუ­ე­ბე­ლი სი­ჩუ­მე - პუ­ტინს არ ეში­ნია კა­დი­რო­ვის, მაგ­რამ შურს მისი..." - წერს ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი.

"კრემ­ლი­სა და მისი შვი­ლო­ბი­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის, დუ­მი­სა თუ პრო­კუ­რა­ტუ­რის დუ­მი­ლი იან­გულ­ბე­ვე­ბის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ­დე­ნად ყრუა, რომ გარ­შე­მო ყო­ველ­გვარ ხმა­ურს ახ­შობს. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა არის სიმ­ხდა­ლე. კა­დი­რო­ვი ძლი­ე­რია და ეს არის სი­მარ­თლე.

თუმ­ცა, არის კი­დევ ერთი რამ - მომ­ხდა­რი არა­ნა­ი­რად არ არ­ღვევს რე­ა­ლო­ბას, ჩვენ ად­რე­ფე­ო­და­ლურ სა­ხელ­მწი­ფო­ში ვცხოვ­რობთ... კა­დი­როვ­ზე რა უნდა ვთქვა, რო­დე­საც მის უკან კონ­სტი­ტუ­ცია, სის­ტე­მა დგას?.. პუ­ტი­ნის ჩა­რე­ვა კი, რო­დე­საც საქ­მე თა­ვის ვა­სალს ეხე­ბა, სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია.

იბ­რა­გიმ იან­გულ­ბა­ე­ვის ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ჰგავს ოპო­ზი­ცი­ის ფარ­თო სპექტრის, ბლო­გე­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ ფე­დე­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას. იბ­რა­გი­მიც ისე­თი­ვე დამ­ნა­შა­ვეა, რო­გორც ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლეგ­რამ-არხი, ჩვე­ნი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც კა­დი­რო­ვის კი არა, პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან... ჩვენ ხომ მა­ინც ევ­რო­პა ვართ, ჰალ­სტუ­ხი გვი­კე­თია, იტა­ლი­ის­კენ მივ­დი­ვართ, ოღონდ, შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დრო­ინ­დე­ლის­კენ, სა­დაც ოპო­ნენ­ტებს თავს აჭ­რიდ­ნენ ან წამ­ლავ­დნენ..." - წერს გოზ­მა­ნი.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ გროზ­ნო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქ­ცია, აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა კა­დი­როვ­ზე... ბუ­ნე­ბა­ში არა­ფე­რი იკარ­გე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად მოვა მისი დროც, მთა­ვა­რია ვი­ღა­ცამ სა­მარ­თლი­ა­ნად ჰკი­თხოს - რა­ტომ აკე­თებ­და ამას, რის­თვის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის, თუ პუ­ტი­ნის მო­ნო­ბის­თვის? ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ნა­ძი­რა­ლაა" - წერს აჰ­მედ ბუ­ზურ­ტა­ნო­ვი.

"კა­დი­რო­ვი სჭირ­დე­ბა პუ­ტინს, რო­გორც ერთ-ერთ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი სა­ო­მა­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ირ საქ­მე­ზეა წამ­სვლე­ლი... მათ შო­რის - "ვაგ­ნე­რე­ბი" და "კა­დი­როვ­ცე­ბი". ბრძო­ლა ხომ სჭირ­დე­ბა? და­ნარ­ჩე­ნებს მხო­ლოდ ტუ­ა­ლე­ტის ხეხ­ვას ას­წავ­ლი­ან. კი­დევ გვყავს როსგვარ­დია, ოღონდ არ­სე­ბობს ეჭვი, რომ პირ­ვე­ლი­ვე გას­რო­ლა­ზე და­ი­ფან­ტე­ბი­ან. ამი­ტომ სჭირ­დე­ბა კა­დი­რო­ვი, თა­ვი­სი ულ­მო­ბე­ლი კა­დი­როვ­ცე­ბით" - წერს ნა­ტა­ლია ხი­მუ­ხი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აჰაა
26

და კადიროვი რომ სპორცმენებს ჩუქნის: მანქანებს, სახლებს, ფულს, ვარჯიშს უფინანსებს, ამ ყველაფერ რატომ არ აჟღერებთ ჰა? რამდენი მართლმადიდებლური ტაძარი გახსნა ჩეჩნეთში კადიროვმა, მაგაზე რატომ არ წერთ? მოძებნეთ აბა იუთუბში рамза кадыров открывает православный храм, და რომ არ დევნის მართლმადიდებლებს. დაწერეთ ხოლმე ამ ყველაფერზეც 1-2 სიტყვა

არ დაბლოკოთ

maxi
67

ჩვენი მთავრობის უმოქმედობა და გაჩუმება, იმ მოვლენებთან რაც უკრაინის გარშემო მიმდინარეობს, ბნელ ოთახში ჯდომას გავს. ვერაფერს ვერ ვხედავთ, არაფერი არ გვესმის.... ასე დავრჩებით ბნელ ოთახში და ჭაობში, თუ არ დააფიქსირა ჩვენმა მთავრობა ხალხის სურვილი. ჩვენი ხალხის 83% ვრეოპისკენ და 77% ნატოსკენ მიისწრაფის. ჩვენი მთავრობა არ გამოხატავს ჩვენს ხალხის სურვილს, ჩვენი მთავრობა გამოხატავს ერთი ადამიანის სურვილს. მას ყავს მომხრეები ქოცების და მათი მხარდამჭერთა სახით, რომელთაც ძალიან დიდი ნაწილიც იგივე აზრეზეა რაც მთელი მოსახლეობა ევროპა და ნატო მათ არჩევანიცაა. ისმის კითხვა. რა ხდება ერთ ვიღაც ვიგინდარას ვანაცვალოთ მთელი ქვეყანა, რომ შემდეგ კადიროვები გაგვიჩინოს იმ ერთმა პიროვნება? კადიროვები ყველგან არიან, ყველა ქვეყანაში შეიძლება იშვან თუ ამის შესაძლებლობას სისტემა მისცემს. დემოკრატია თავისით არ მოდის, ბნელ ოთახში ჯდომით. აგერ პოლონეთის პრეზიდენტი თვითონ ჩამოვიდა ჩენებმა თავი რომ არ შეიწუხეს. სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები ყველანი ახსენებენ საქრთველოს. კალთებს არავინ დაგვახევს, დავრჩებით ჭაობში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დამაყრუებელი სიჩუმე - პუტინს არ ეშინია კადიროვის, მაგრამ შურს მისი..." - რუსების მწვავე შეფასებები კადიროვის მორიგ სისასტიკესა და კრემლის დუმილზე

"დამაყრუებელი სიჩუმე - პუტინს არ ეშინია კადიროვის, მაგრამ შურს მისი..." - რუსების მწვავე შეფასებები კადიროვის მორიგ სისასტიკესა და კრემლის დუმილზე

"მიდი, რამზან, შენია ეს ქვეყანა, დაავლე ხელი, ვისაც გინდა და გააქანე ციხეში, დილეგში, ჯურღმულში, სარდაფში... ქალი, კაცი, ახალგაზრდა, გოგონა, ბიჭი, არავინ დაინდო, საერთოდ არავინ, გამკითხავი არავინაა, პირიქით, ზურგს "მეფე" გიმაგრებს..." - ასე ეხმაურებიან რუსეთში კადიროვის მორიგ დაუჯერებელ ქმედებას.

რამდენიმე დღის წინ ჩეჩენმა სამართალდამცველებმა ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს ჩეჩენი უფლებადამცველის აბუბაქარ იანგულბაევის დედა ზარემა მუსაევა.

ამ ფაქტს მთელ რუსეთში ძალზე კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. თუმცა, ამას პუტინისთვის ხელი არ შეუშლია თავის ფავორიტს შეხვედროდა. რუსეთში არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ჩეჩნეთის ლიდერს კრემლი უმაგრებს ზურგს.

ზარემა მუსაევა

ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მიუხედავად, კადიროვი ტონს არ იცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ის არამხოლოდ რუსეთში, მთელ მსოფლიოში ხშირად ხვდება წამყვანი მედიისა და უფლებადამცველების კრიტიკის ობიექტი...

მის ანგარიშზეა ადამიანის გატაცებები, წამება, გაუსამართლებლად დასჯა, ლგბტ-თემის წევრების დევნა და ხშირად უგზო-უკვლოდ დაკარგვა. ამასთან, ცნობილია, რომ ევროპაში ხოცავენ ჩეჩნებს, რომლებიც რამზან კადიროვს აკრიტიკებენ და ყველა კვალი ჩეჩნეთში მიდის....

ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა 3 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინმა და კადიროვმა ჩეჩნეთში სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაზე იმსჯელეს. თუმცა, უფრო ადრე, კადიროვის პრესსამსახურმა თქვა, რომ პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი ერთმანეთს მოსკოვში 2 თებერვალს შეხვდნენ, რათა ეკონომიკური განვითარების საკითხები და ჩეჩნეთში პანდემიის შეზღუდვა განეხილათ.

პუტინის ოპონენტები თვლიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი თვალს ხუჭავს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კანონის დარღვევაზე, იმის ნაცვლად, რომ კადიროვი მკაცრი ხელის პრინციპით ჩეჩნეთში (და არა მხოლოდ) სეპარატისტულ განწყობას გააკონტროლებს.

  • რაც შეეხება გატაცებულ ქალს ზარემა მუსაევას, ოჯახის წევრებმა მის შესახებ მხოლოდ ის იციან, რომ ჯერჯერობით ცოცხალია...

გატაცებული ქალი ჩეჩნეთში ჩაიყვანეს. კადიროვმა პირდაპირ თქვა, რომ ზაირა მუსაევას ვაჟი ოპოზიციურ ტელეგრამ-არხს მართავს, რომელიც მისი მწვავე კრიტიკით არის დაკავებულ და მთელი ოჯახის სასტიკად დასჯის პირობაც დადო. მუსაევას ვაჟი, აბუბაქარ იანგულბაევი ტელეკომპანია Дожд-თან საუბარში მომხდარს "ჯოჯოხეთს" უწოდებს.

აბუბაქარ იანგულბაევი

"ბოლომდე მაინც არ მჯერა, რომ ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს რუსეთში. ვიდეოზე, რომელიც ახლა ვრცელდება დედა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია..." - ამბობს იანგულბაევი.

მომხდარს სოციალური ქსელში ეხმაურება რუსეთში ცნობილი პოლიტოლოგი, ფონდ "პერსპექტივას" პრეზიდენტი ლეონიდ გოზმანი.

"დამაყრუებელი სიჩუმე - პუტინს არ ეშინია კადიროვის, მაგრამ შურს მისი..." - წერს ცნობილი პოლიტოლოგი.

"კრემლისა და მისი შვილობილი სტრუქტურების, დუმისა თუ პროკურატურის დუმილი იანგულბევების ოჯახთან დაკავშირებით, იმდენად ყრუა, რომ გარშემო ყოველგვარ ხმაურს ახშობს. ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებული ახსნა-განმარტება არის სიმხდალე. კადიროვი ძლიერია და ეს არის სიმართლე.

თუმცა, არის კიდევ ერთი რამ - მომხდარი არანაირად არ არღვევს რეალობას, ჩვენ ადრეფეოდალურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ... კადიროვზე რა უნდა ვთქვა, როდესაც მის უკან კონსტიტუცია, სისტემა დგას?.. პუტინის ჩარევა კი, როდესაც საქმე თავის ვასალს ეხება, სრულიად გასაგებია.

იბრაგიმ იანგულბაევის ჩეჩნეთის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია და ჰგავს ოპოზიციის ფართო სპექტრის, ბლოგერებისა და ჟურნალისტების მიერ ფედერალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. იბრაგიმიც ისეთივე დამნაშავეა, როგორც ოპოზიციური ტელეგრამ-არხი, ჩვენი პოლიტპატიმრების უმეტესობა, რომლებიც კადიროვის კი არა, პუტინის წინააღმდეგ გამოდიან... ჩვენ ხომ მაინც ევროპა ვართ, ჰალსტუხი გვიკეთია, იტალიისკენ მივდივართ, ოღონდ, შუასაუკუნეების დროინდელისკენ, სადაც ოპონენტებს თავს აჭრიდნენ ან წამლავდნენ..." - წერს გოზმანი.

"რამდენიმე დღის წინ გროზნოში ჩატარებული აქცია, აუცილებლად აისახება კადიროვზე... ბუნებაში არაფერი იკარგება. აუცილებლად მოვა მისი დროც, მთავარია ვიღაცამ სამართლიანად ჰკითხოს - რატომ აკეთებდა ამას, რისთვის, ძალაუფლებისთვის, თუ პუტინის მონობისთვის? ორივე შემთხვევაში ნაძირალაა" - წერს აჰმედ ბუზურტანოვი.

"კადიროვი სჭირდება პუტინს, როგორც ერთ-ერთ მცირერიცხოვანი საომარი დაჯგუფების მეთაური, რომელიც ყველანაირ საქმეზეა წამსვლელი... მათ შორის - "ვაგნერები" და "კადიროვცები". ბრძოლა ხომ სჭირდება? დანარჩენებს მხოლოდ ტუალეტის ხეხვას ასწავლიან. კიდევ გვყავს როსგვარდია, ოღონდ არსებობს ეჭვი, რომ პირველივე გასროლაზე დაიფანტებიან. ამიტომ სჭირდება კადიროვი, თავისი ულმობელი კადიროვცებით" - წერს ნატალია ხიმუხინა.