"პუტინი ემზადება პროვოკაციებისთვის, ის ემზადება დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ ის ამავე დროს ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის და ის, რომ აქაური ხელისუფლება დამალულია სულ ფეხებზე ჰკიდია პუტინს. ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ჩვენი დამხმარე არავინ არ იქნება, ეს იქნება ივანიშვილის და პუტინის ერთობლივი თამაში" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ ხალხმა ხმა არ ამოიღო, საქართველოს სხვა გამოსავალი არ ექნება.
"მე ვარ უკრაინის სიმბოლიკით და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს რთული სიტუაცია. მე მგონია, რომ უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის, ის ემზადება დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ ის ამავე დროს ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის და ის, რომ აქაური ხელისუფლება დამალულია სულ ფეხებზე ჰკიდია პუტინს. ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ჩვენი დამხმარე არავინ არ იქნება, ეს იქნება ივანიშვილის და პუტინის ერთობლივი თამაში, ამიტომ თუ ხალხმა არ ამოიღო ხმა, ჩვენ არ გვექნება სხვა არანაირი გამოსავალი. გუშინ გამოქვეყნდა ჩემი ეკონომიკური პროგრამა და როცა ქვეყანა მდიდარია, ყველა მდიდარი იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მერე რას გამოიპარე ხაჭოს კონტეინერით? შენისთანა "ლომგული" მეომრები ახლა წყალივით ჭირდება უკრაინას))) მახსოვს რა მედგრად იდექი გორში, წარბიც არ შეგიხრია "მხედართმთავარო")))
ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიო კაცოოო! თვითონ არ აღადგინა ეგ დასახელება და ახალგორიც დააბრუნა მის შემადგენლობაში, შეფუთა კარგად და გადასცა რუსებს?! მეტი რაღა ანექსია უნდა მოახდინონ. ნაღიარებიც ყავთ და ჯარიც უყენიათ?!