"საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება, მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის, რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: "როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება“. შემდეგი შეიძლება საქართველო იყოს" - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა.
როგორც ევროპარლამენტარი განმარტავს, დღეს, მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკური კურსი არ არის ევროპული გზისკენ მიმართული.
"საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება - მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება. შემდეგი შეიძლება საქართველო იყოს, შეიძლება სწორედ საქართველოს საზღვრებთან ვნახოთ რუსული დანაყოფების კონცენტრაცია და ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს - უკრაინა საქართველოზე ლამის ათჯერ დიდია და, როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, ჯერ ყველაზე დიდი და მსუყე ნაჭრით დაიწყოს. იმედგაცრუებები ჩნდება და ქრება ხოლმე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მზარდ წინააღმდეგობას ვაწყდებით პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართ. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, მმართველ პარტიაში არიან სხვადასხვა ადამიანები, რომელთაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მთლიანობაში, ვერ ვხედავთ მმართველი ძალის სრულ მზაობას, საქმე ევროპული გზისადმი ერთგულებით აკეთონ. ისინი აცხადებენ, რომ ევროკავშირი მათ დღის წესრიგშია, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს დღის წესრიგი ძალიან პოლიტიზებული და ინდივიდუალურია და არ შეესაბამება ევროპულ აღქმას, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს საქმე. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საუკეთესო მაგალითი, რაც, თავის მხრივ, შიდა პოლიტიკისადმი ნდობას არ აძლიერებს. ვწუხვარ, მაგრამ მომიწევს თქმა, რომ ქართული ე.წ. ლიდერშიფის განცხადებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას”, - განაცხადა აუსტრევიჩიუსმა.
იქნება და თქვენი ჯერიც დგება, ადექით და თქვენ დაიწყეთ ომი და გახსენით მეორე ფრონტი, თქვენ უფრო ბევრი მოსახლეობა გყავთ და დანაკარგს აიტანთ.
ის რაც უკრაინაში ხვდება, საქართველომ, 1994- ში და გასაგებად 2008- ში გამოვიარე, და ცივილიზებული სამყარო აღარ დაუშვებს, ხოლო ჩვენთვის დააჩქარებს NATO ში ინტეგრაციას მე5 მუხლის შეზღუდვით ოკუპირებულ რეგიონებში,, კრემლი ცაიტნოტში აღმოჩნდა, საფრანგეთის პასუხით, და გერმანიის პასუხით ლავროვს, ფაქტიურად, სამხრეთ ნაკადის ხელშეკრულების ბათილობის, ამერიკამ ერთი გასროლით ორი კურდღელი დაიჭირა, ანგლო ამერიკული ნორმატიული გაზით, სადაც მერკელი იყო პუტინს კაპრიზო გადიოდა, ახლა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, უკან კრახის, ბოლომდე ეცდება, პუტინი სახის შენარჩუნებას, მაგრამ სვიფტი ბლოკადით ფინანსური გზაც მოეწერება, ყველა მისი ფეხით დაეკიდება( კარიბის კრიზისი, მირჩია იყო აქ კი მარცხია)...