პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანტიკვარები არ მიყვარს... აქ რემონტი 11 წლის წინ დავიწყეთ" - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც მილიონერი დეპუტატი 3 შვილთან ერთად ცხოვრობს
"ანტიკვარები არ მიყვარს... აქ რემონტი 11 წლის წინ დავიწყეთ" - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც მილიონერი დეპუტატი 3 შვილთან ერთად ცხოვრობს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე და ბე­დის სა­ჩუ­ქა­რი შვი­ლე­ბია, თუმ­ცა კა­რი­ე­რა­საც დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს. ამ­ბობს, რომ და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად ცდი­ლობს სამ შვილ­თან მეტი დრო გა­ა­ტა­როს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დე­პუ­ტა­ტი მე­უღ­ლეს, ბიზ­ნეს­მენ ვლა­დი­მერ აბუ­ლა­ძეს და­შორ­და და ამ­ჟა­მად შვი­ლებ­თან ერ­თად მარ­ტო ცხოვ­რობს.

სახ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტილ­შია მო­წყო­ბი­ლი და რო­გორც დე­პუ­ტა­ტი ჰყვე­ბა, რე­მონ­ტსა და თი­თო­ე­უ­ლი დე­კო­რა­ცი­ის შექ­მნა­ში თა­ვად იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"ამ სახ­ლში და­ი­ბა­და მა­რი­ა­მი. შე­სა­ბა­მი­სად, 11 წლის წინ და­ვი­წყეთ რე­მონ­ტი და ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი დე­კო­რა­ცია ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბით არის გა­კე­თე­ბუ­ლი.

სახ­ლი უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე სტილ­ში მაქვს მო­წყო­ბი­ლი. ან­ტიკ­ვა­რე­ბი და ასე შემ­დეგ, არ მიყ­ვარს, მაგ­რამ კა­რა­დებ­ში არის დე­და­ჩე­მის ნა­ჩუ­ქა­რი ჭურ­ჭე­ლი. ეს ჭურ­ჭე­ლი არ არის საგ­ვა­რე­უ­ლო. პე­რი­ო­დუ­ლად მიგ­რო­ვებს ხოლ­მე ან თა­ვი­სას მაძ­ლევს.

ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­წევს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის ყუ­რე­ბა, თუმ­ცა ეს ტე­ლე­ვი­ზორ­ში არ ხდე­ბა, რად­გან მინ­და შვი­ლე­ბი და­ძა­ბულ პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მოს მო­ვა­შო­რო. ამი­ტომ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებთ ფილ­მებს, რო­მელ­საც ერ­თად შე­ვარ­ჩევთ.

აქ მაქვს ფორ­ტე­პი­ა­ნოც, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლის­თვის არის. თე­მოს ძა­ლი­ან უყ­ვარს დაკ­ვრა, თვით­ნას­წავ­ლი პი­ა­ნის­ტია.

თემო არის 19 წლის, სწავ­ლობს ბრი­ტა­ნეთ­ში. ნი­კო­ლო­ზი არის 15 წლის, არის კა­ლათ­ბურ­თე­ლი, თა­მა­შობს ბას­კო­ნი­ის გუნდში და მა­რი­ა­მი არის 10 წლის. ერთი გოგო გვყავს სახ­ლში და გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ.

ჩემს შვი­ლებს ალ­ბათ ექ­ნე­ბათ სათ­ქმე­ლად, რომ დედა ძა­ლი­ან ცოტა დროს ატა­რებს მათ­თან, თუმ­ცა რა­საც ვა­ტა­რებ, ვა­ტა­რებ ხა­რის­ხი­ა­ნად და ბო­ლომ­დე მათ ვუთ­მობ.

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვა­ტა­რებთ ყვე­ლა­ზე დიდ დროს. თუ სახ­ლში ვარ სწო­რედ აქ ვმუ­შა­ობ. აქ მუდ­მი­ვად ჩემი სა­ბუ­თე­ბია მი­მო­ფან­ტუ­ლი. ცო­ცხა­ლი სივ­რცეა ეს. სამ­ზა­რე­უ­ლო ყვე­ლა­ზე მე­ტად დი­ლის სა­ა­თებ­შია დატ­ვირ­თუ­ლი. ვარ­ჯიშ­ზე წას­ვლამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად ვსა­უზ­მობ.

ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ, არ ვჭამ სა­ერ­თოდ ხორცს, მხო­ლოდ ბოსტნე­ულს და ხილს. ასე­ვე მიყ­ვარს რძის პრო­დუქ­ტე­ბი. ჩემი ოც­ნე­ბაა, რომ რა­ღაც ასაკ­ში სა­კუ­თა­რი ბაღი გა­ვა­შე­ნო და ჩემი ხე­ლით მო­ვუ­ა­რო" - ამ­ბობს წი­ლო­სა­ნი გა­და­ცე­მა "პოს­ტა­ლი­ონ­ში" სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგა
0

მაგარი გოგო!!

Eka
9

რატომ გონიათ ამ ნიუგეორგიანელ პოლიტიკოსებს რომ ანტიკვარი(ესეც რაა ვერ გავიგე) თუ არ გიყვარს ღარიბ ამომრჩეველს შეუყვადები?😂 უბრალოდ ვერ ერკვევიან თორემ იციცხლე აავსებდნენ ზალებს😂

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ანტიკვარები არ მიყვარს... აქ რემონტი 11 წლის წინ დავიწყეთ" - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც მილიონერი დეპუტატი 3 შვილთან ერთად ცხოვრობს

"ანტიკვარები არ მიყვარს... აქ რემონტი 11 წლის წინ დავიწყეთ" - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც მილიონერი დეპუტატი 3 შვილთან ერთად ცხოვრობს

საქართველოს პარლამენტის წევრი და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატი ნინო წილოსანი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ მისი ყველაზე დიდი სიმდიდრე და ბედის საჩუქარი შვილებია, თუმცა კარიერასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამბობს, რომ დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ცდილობს სამ შვილთან მეტი დრო გაატაროს.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ დეპუტატი მეუღლეს, ბიზნესმენ ვლადიმერ აბულაძეს დაშორდა და ამჟამად შვილებთან ერთად მარტო ცხოვრობს.

სახლი თანამედროვე სტილშია მოწყობილი და როგორც დეპუტატი ჰყვება, რემონტსა და თითოეული დეკორაციის შექმნაში თავად იღებდა მონაწილეობას.

"ამ სახლში დაიბადა მარიამი. შესაბამისად, 11 წლის წინ დავიწყეთ რემონტი და ძალიან მიყვარს, რადგან თითოეული დეკორაცია ჩემი ჩართულობით არის გაკეთებული.

სახლი უფრო თანამედროვე სტილში მაქვს მოწყობილი. ანტიკვარები და ასე შემდეგ, არ მიყვარს, მაგრამ კარადებში არის დედაჩემის ნაჩუქარი ჭურჭელი. ეს ჭურჭელი არ არის საგვარეულო. პერიოდულად მიგროვებს ხოლმე ან თავისას მაძლევს.

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მიწევს საინფორმაციო გამოშვებების ყურება, თუმცა ეს ტელევიზორში არ ხდება, რადგან მინდა შვილები დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს მოვაშორო. ამიტომ ტელევიზორში ვუყურებთ ფილმებს, რომელსაც ერთად შევარჩევთ.

აქ მაქვს ფორტეპიანოც, რომელიც ჩემი შვილისთვის არის. თემოს ძალიან უყვარს დაკვრა, თვითნასწავლი პიანისტია.

თემო არის 19 წლის, სწავლობს ბრიტანეთში. ნიკოლოზი არის 15 წლის, არის კალათბურთელი, თამაშობს ბასკონიის გუნდში და მარიამი არის 10 წლის. ერთი გოგო გვყავს სახლში და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ.

ჩემს შვილებს ალბათ ექნებათ სათქმელად, რომ დედა ძალიან ცოტა დროს ატარებს მათთან, თუმცა რასაც ვატარებ, ვატარებ ხარისხიანად და ბოლომდე მათ ვუთმობ.

სამზარეულოში ვატარებთ ყველაზე დიდ დროს. თუ სახლში ვარ სწორედ აქ ვმუშაობ. აქ მუდმივად ჩემი საბუთებია მიმოფანტული. ცოცხალი სივრცეა ეს. სამზარეულო ყველაზე მეტად დილის საათებშია დატვირთული. ვარჯიშზე წასვლამდე აუცილებლად ვსაუზმობ.

ვეგეტარიანელი ვარ, არ ვჭამ საერთოდ ხორცს, მხოლოდ ბოსტნეულს და ხილს. ასევე მიყვარს რძის პროდუქტები. ჩემი ოცნებაა, რომ რაღაც ასაკში საკუთარი ბაღი გავაშენო და ჩემი ხელით მოვუარო" - ამბობს წილოსანი გადაცემა "პოსტალიონში" საუბრისას.