სპორტი
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ის გოგონაა, რესტორანში რომ ფულს გვაყრევინებსო... კაცი ვარ და ქუდი მხურავს - ამას ვგულისხმობო" - უცნობი ფაქტები ცნობილ მთარგმნელზე და ერთი ლექსის ისტორია
"ეს ის გოგონაა, რესტორანში რომ ფულს გვაყრევინებსო... კაცი ვარ და ქუდი მხურავს - ამას ვგულისხმობო" - უცნობი ფაქტები ცნობილ მთარგმნელზე და ერთი ლექსის ისტორია

"ეს სიმ­ღე­რა ქარ­თველ კაცს ამო­უხ­სნელ სი­ა­მა­ყეს უღ­ვი­ძებ­და, ამ სიმ­ღე­რას დღე­საც მღე­რი­ან, მაგ­რამ ბევ­რმა არ იცის, რომ ის 60-იან წლებ­ში, სტუ­დენ­ტი გო­გო­ნას, თა­მარ ერის­თა­ვის მიერ ნა­თარ­გმნი, შოტ­ლან­დი­უ­რი პო­ე­ზი­ის მო­ტი­ვე­ბი­და­ნაა... ცოლი მყავს და ნა­მუ­სი მაქვს, არ და­ვუთ­მობ არა­ვის, რქებს ვე­რა­ვინ ვერ და­მად­გამს, არც და­ვად­გამ არა­ვის. ფულს დავ­ხარ­ჯავ თუ მაქვს ჩემი, არ ვუ­მად­ლი არა­ვის, არა მაქვს რა გა­სა­ცე­მი, არც სესხსა ვთხოვ არა­ვის. მე არა­ვის ვე­მო­ნე­ბი, არც ვბა­ტო­ნობ არა­ვის, მტერს შიშ­ვე­ლი ხმლით ვხვდე­ბი, ქედს არ ვუხ­რი არა­ვის. გა­ვი­ხა­რებ, გავ­ლაღ­დე­ბი, არ ვი­დარ­დებ არა­ვის, თუ არა­ვის ვე­ნაღ­ვლე­ბი, არც მე ვნაღ­ვლობ არა­ვის. რო­ბერტ ბერნ­სი" - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეს პოს­ტი გიგი ბი­წა­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რა­საც უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და 24 სა­ათ­ში 170 ათა­სი ნახ­ვა ჰქონ­და...

გიგი ბი­წა­ძე ლექ­სის და თარ­გმა­ნის შე­სა­ხებ თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა..

- პო­ე­ზია ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს, ბოლო რამ­დე­ნი­მე წელი კი სის­ტე­მა­ტუ­რად ვკი­თხუ­ლობ და ვეც­ნო­ბი ქარ­თველ პო­ეტ­თა შე­მოქ­მე­დე­ბას... გან­სა­კუთ­რე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი ქარ­თვე­ლი მთარ­გმნე­ლე­ბით, მათ შო­რის ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ ერის­თა­ვის თარ­გმა­ნე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, წიგ­ნებ­ზე ნაკ­ლე­ბად მი­მიწ­ვდე­ბა ხელი, თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს სხვა და სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ი­ტებ­ზე მო­ვი­ძიო და წა­ვი­კი­თხო, ის რაც ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა..

სწო­რედ ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­იტ­ზე "litklubi" წა­ვი­კი­თხე ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის ლექ­სის თარ­გმან­ზე, რო­მელ­ზე­დაც მა­ნამ­დეც მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია რომ შოტ­ლან­დი­ურ პო­ეტს - რო­ბერტ ბერნ­სის ეკუთ­ვნო­და. ეს ავ­ტო­რი ჩემ­თვის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რად­გან სწო­რედ მისი თარ­გმა­ნის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნი­ლა ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც ას­რუ­ლებ­და ან­სამ­ბლი "ორე­რა" და არა მარ­ტო. სხვა­დას­ხვა მომ­ღერ­ლებ­მაც შე­სა­რუ­ლეს სხვა­დას­ხვა დროს... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ თა­მარ ერის­თა­ვის შემ­დეგ, 1969 წელს ეს ლექ­სი თარ­გმნა მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე­მაც... თა­მარ ერის­თა­ვის ხსე­ნე­ბუ­ლი თარ­გმა­ნი შექ­მნი­ლია 1959-1964 წლებ­ში.

- თა­მარ ერის­თა­ვის ბი­ოგ­რა­ფია რომ გაგ­ვაც­ნოთ...

- თა­მარ ერის­თა­ვი, ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი და მთარ­გმნე­ლი და­ბა­დე­ბუ­ლია 1932 წლის 30 აპ­რილს... 1974 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 1993 წლამ­დე მწე­რალ­თა სახ­ლის, მხატ­ვრუ­ლი თარ­გმა­ნი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მთა­ვა­რი სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის ახალ­გაზ­რდა მთარ­გმნელ­თა სექ­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. თარ­გმნა და შე­ად­გი­ნა შოტ­ლან­დი­უ­რი პო­ე­ზი­ის ან­თო­ლო­გია, რო­მე­ლიც გა­მოს­ცა 1979 წელს, თუმ­ცა მა­ნამ­დე ნა­თარ­გმნი აქვს რო­ბერტ ბერნ­სის ლექ­სე­ბი 1959 და 1964 წელს.

ქალ­ბა­ტონ თა­მარს ამ ლექ­სის შე­სა­ხე­ბაც აქვს და­წე­რი­ლი. იგი ძა­ლი­ან ამ­გვა­ნებ­და შოტ­ლან­დი­ე­ლებს და ქარ­თვე­ლებს ხა­სი­ა­თი­თაც და ის­ტო­რი­ი­თაც... მა­თაც სულ ბრძო­ლე­ბი უწევ­დათ და ერ­თნა­ი­რი ხა­სი­ა­თი გვაქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლიო...

თა­მარ ერის­თა­ვის შე­სა­ხებ მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი მაგ­და და­ურ­ჯიშ­ვი­ლიც გვე­სა­უბ­რა...

- ამ ლექსზე მას­თან გი­სა­უბ­რი­ათ?

- ამ ლექსზე როცა ვკი­თხე, რომ რა­ტომ იყო რამ­დე­ნი­მე ტა­ე­პი შეც­ვლი­ლი, მი­პა­სუ­ხა, რომ როცა გოგი ცა­ბა­ძეს წა­უ­კი­თხავს და მოს­წო­ნე­ბია, მე­ლო­დი­უ­რად ვერ ჯდე­ბო­და და მას­თან შე­თან­ხმე­ბით შე­უც­ვლია...ზო­გა­დად თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარ­და, ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ. სა­კუ­თა­რი ლექ­სე­ბის რამ­დე­ნი­მე კრე­ბუ­ლი აქვს და ასე­ვე და­წე­რა წიგ­ნი "დე­ი­და მზია", რო­მე­ლიც მა­მი­დას მი­უ­ძღვნა...

რო­გორც ვიცი, ეს ლექ­სი მოგ­ვი­ა­ნე­ბით თარ­გმნა მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე­მაც, მაგ­რამ ეს სა­სიმ­ღე­რო ვერ­სია ნამ­დვი­ლად თა­მა­რი­საა... ერთხელ, სუფ­რა­ზე, ფი­ზი­კოს­მა - ვახო ტუს­კი­ამ, თა­მა­რის სა­დღეგ­რძე­ლოს შეს­მი­სას თქვა, ეს ის გო­გოა, რეს­ტო­რან­ში ფუ­ლებს რომ გვაყ­რე­ვი­ნებ­სო... მე ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და და იქვე ახ­სნა, მისი "კაცი ვარ და ქუდი მხუ­რავს" ვი­გუ­ლის­ხმეო.

ამ თარ­გმან­ზე მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი ით­ვლე­ბა შოტ­ლან­დი­უ­რი პო­ე­ზი­ის და კერ­ძოდ ბერნ­სის სა­უ­კე­თე­სო მთარ­გმნე­ლად. ეს ვიცი რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა, ფაქ­ტი­უ­რად მის ხელ­ში გა­ვი­ზარ­დე ...

იგი მე­ტად გა­მორ­ჩე­უ­ლი ოჯა­ხი­დან იყო... ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის დედა გახ­ლდათ ნუნუ მა­ყაშ­ვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლი ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის, პოეტ კოტე მა­ყაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი და მარო მა­ყაშ­ვი­ლის და... მამა ლე­ვან ერის­თა­ვი გახ­ლდათ ენერ­გე­ტი­კო­სი და რო­გორც მახ­სოვს, მა­ხუნ­ცე­თ­ჰე­სი მისი თა­ოს­ნო­ბი­თაა აგე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­გორც იმ ავ­ბე­დით, 1937 წელს ხდე­ბო­და, ხალ­ხის მტრად შე­რა­ცხუ­ლი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს..

ბა­ბუა ალექ­სან­დრე ერის­თა­ვი, მას ყვე­ლა საშა ბა­ბუს ეძახ­და, ვა­ნის რა­ი­ონ, სო­ფელ სა­ლო­მი­ნა­ო­ში ცხოვ­რობ­და, მისი მე­უღ­ლე გახ­ლდათ ასე­ვე დიდ­გვა­რო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი, როს­კან ნი­ჟა­რა­ძე. საშა ერის­თავს ეკუთ­ვნო­და სა­ირ­მის ტყე­ე­ბი, სა­დაც ხში­რად მცი­რე ლაშ­ქრო­ბებ­ში დაჰ­ყავ­და ხოლ­მე შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და ერთ-ერთი ასე­თი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნა სა­ირ­მის სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბი. ეს ის­ტო­რი­უ­ლა­დაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია..

ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა თა­მარ ერის­თა­ვის მა­მი­დას, ქალ­ბა­ტონ მზია ერის­თავს, მან მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნა ძმიშ­ვი­ლებს და ზო­გა­დად ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას...იგი ით­ვლე­ბა ბავ­შვთა ტუ­რიზ­მის და­მა­არ­სებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში. ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში სა­ლაშ­ქროდ და­ყავ­და რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა ოჯა­ხის შვი­ლე­ბი და ასე უმ­სუ­ბუ­ქებ­და, ულა­მა­ზებ­და მათ ბავ­შვო­ბას.

ვფიქ­რობ, თუ კი რამე არ­სე­ბობს ჩემ­ში თბი­ლი და ტკბი­ლი, ის რომ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს (პე­და­გო­გი ვარ 20 წე­ლია) დე­ი­და მზი­ას და დე­ი­და თამ­რი­კო დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მე მქონ­და მათ­თან ყოფ­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბა ბავ­შვო­ბა­ში და სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­შიც თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი. შემ­დეგ უკვე ჩემს უფ­როს ქა­ლიშ­ვილ­საც. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი ყო­ველ 30 აპ­რილს, თამ­რი­კო დე­ი­დას და­ბა­დე­ბის დღეს მის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სა­მე­გობ­როს­თან ერ­თად მეც რომ ვზე­ი­მობ­დი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზაბელ
2

საინტერესო სტატიაა.....

მაიკო
0

აი, ასეთ ადამიანებზე უნდა წერონ ჟურნალისტებმა სტატიები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ეს ის გოგონაა, რესტორანში რომ ფულს გვაყრევინებსო... კაცი ვარ და ქუდი მხურავს - ამას ვგულისხმობო" - უცნობი ფაქტები ცნობილ მთარგმნელზე და ერთი ლექსის ისტორია

"ეს ის გოგონაა, რესტორანში რომ ფულს გვაყრევინებსო... კაცი ვარ და ქუდი მხურავს - ამას ვგულისხმობო" - უცნობი ფაქტები ცნობილ მთარგმნელზე და ერთი ლექსის ისტორია

"ეს სიმღერა ქართველ კაცს ამოუხსნელ სიამაყეს უღვიძებდა, ამ სიმღერას დღესაც მღერიან, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის 60-იან წლებში, სტუდენტი გოგონას, თამარ ერისთავის მიერ ნათარგმნი, შოტლანდიური პოეზიის მოტივებიდანაა... ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს, არ დავუთმობ არავის, რქებს ვერავინ ვერ დამადგამს, არც დავადგამ არავის. ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი, არ ვუმადლი არავის, არა მაქვს რა გასაცემი, არც სესხსა ვთხოვ არავის. მე არავის ვემონები, არც ვბატონობ არავის, მტერს შიშველი ხმლით ვხვდები, ქედს არ ვუხრი არავის. გავიხარებ, გავლაღდები, არ ვიდარდებ არავის, თუ არავის ვენაღვლები, არც მე ვნაღვლობ არავის. რობერტ ბერნსი" - სოციალურ ქსელში ეს პოსტი გიგი ბიწაძემ გამოაქვეყნა, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და 24 საათში 170 ათასი ნახვა ჰქონდა...

გიგი ბიწაძე ლექსის და თარგმანის შესახებ თავად გვესაუბრება..

- პოეზია ბავშვობიდან მიყვარს, ბოლო რამდენიმე წელი კი სისტემატურად ვკითხულობ და ვეცნობი ქართველ პოეტთა შემოქმედებას... განსაკუთრებით დავინტერესდი ქართველი მთარგმნელებით, მათ შორის ქალბატონი თამარ ერისთავის თარგმანებით. სამწუხაროდ, წიგნებზე ნაკლებად მიმიწვდება ხელი, თუმცა საბედნიეროდ შესაძლებლობა მაქვს სხვა და სხვა ლიტერატურულ საიტებზე მოვიძიო და წავიკითხო, ის რაც ჩემთვის საინტერესოა..

სწორედ ლიტერატურულ საიტზე "litklubi" წავიკითხე ქალბატონი თამარის ლექსის თარგმანზე, რომელზედაც მანამდეც მქონდა ინფორმაცია რომ შოტლანდიურ პოეტს - რობერტ ბერნსის ეკუთვნოდა. ეს ავტორი ჩემთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა, რადგან სწორედ მისი თარგმანის საფუძველზე შექმნილა ყველასათვის საყვარელი სიმღერა, რომელსაც ასრულებდა ანსამბლი "ორერა" და არა მარტო. სხვადასხვა მომღერლებმაც შესარულეს სხვადასხვა დროს... აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თამარ ერისთავის შემდეგ, 1969 წელს ეს ლექსი თარგმნა მურმან ლებანიძემაც... თამარ ერისთავის ხსენებული თარგმანი შექმნილია 1959-1964 წლებში.

- თამარ ერისთავის ბიოგრაფია რომ გაგვაცნოთ...

- თამარ ერისთავი, ქართველი პოეტი და მთარგმნელი დაბადებულია 1932 წლის 30 აპრილს... 1974 წლიდან მოყოლებული 1993 წლამდე მწერალთა სახლის, მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის ახალგაზრდა მთარგმნელთა სექციას ხელმძღვანელობდა. თარგმნა და შეადგინა შოტლანდიური პოეზიის ანთოლოგია, რომელიც გამოსცა 1979 წელს, თუმცა მანამდე ნათარგმნი აქვს რობერტ ბერნსის ლექსები 1959 და 1964 წელს.

ქალბატონ თამარს ამ ლექსის შესახებაც აქვს დაწერილი. იგი ძალიან ამგვანებდა შოტლანდიელებს და ქართველებს ხასიათითაც და ისტორიითაც... მათაც სულ ბრძოლები უწევდათ და ერთნაირი ხასიათი გვაქვს ჩამოყალიბებულიო...

თამარ ერისთავის შესახებ მისი უახლოესი მეგობარი მაგდა დაურჯიშვილიც გვესაუბრა...

- ამ ლექსზე მასთან გისაუბრიათ?

- ამ ლექსზე როცა ვკითხე, რომ რატომ იყო რამდენიმე ტაეპი შეცვლილი, მიპასუხა, რომ როცა გოგი ცაბაძეს წაუკითხავს და მოსწონებია, მელოდიურად ვერ ჯდებოდა და მასთან შეთანხმებით შეუცვლია...ზოგადად თავის შემოქმედებაზე საუბარი არ უყვარდა, ძალიან თავმდაბალი ქალბატონი გახლდათ. საკუთარი ლექსების რამდენიმე კრებული აქვს და ასევე დაწერა წიგნი "დეიდა მზია", რომელიც მამიდას მიუძღვნა...

როგორც ვიცი, ეს ლექსი მოგვიანებით თარგმნა მურმან ლებანიძემაც, მაგრამ ეს სასიმღერო ვერსია ნამდვილად თამარისაა... ერთხელ, სუფრაზე, ფიზიკოსმა - ვახო ტუსკიამ, თამარის სადღეგრძელოს შესმისას თქვა, ეს ის გოგოა, რესტორანში ფულებს რომ გვაყრევინებსო... მე ძალიან გამიკვირდა და იქვე ახსნა, მისი "კაცი ვარ და ქუდი მხურავს" ვიგულისხმეო.

ამ თარგმანზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ქალბატონი თამარი ითვლება შოტლანდიური პოეზიის და კერძოდ ბერნსის საუკეთესო მთარგმნელად. ეს ვიცი როგორც ოჯახის ახლობელმა, ფაქტიურად მის ხელში გავიზარდე ...

იგი მეტად გამორჩეული ოჯახიდან იყო... ქალბატონი თამარის დედა გახლდათ ნუნუ მაყაშვილი, შვილიშვილი ეკატერინე გაბაშვილის, პოეტ კოტე მაყაშვილის ქალიშვილი და მარო მაყაშვილის და... მამა ლევან ერისთავი გახლდათ ენერგეტიკოსი და როგორც მახსოვს, მახუნცეთჰესი მისი თაოსნობითაა აგებული, მაგრამ როგორც იმ ავბედით, 1937 წელს ხდებოდა, ხალხის მტრად შერაცხული სიკვდილით დასაჯეს..

ბაბუა ალექსანდრე ერისთავი, მას ყველა საშა ბაბუს ეძახდა, ვანის რაიონ, სოფელ სალომინაოში ცხოვრობდა, მისი მეუღლე გახლდათ ასევე დიდგვაროვანი ქალბატონი, როსკან ნიჟარაძე. საშა ერისთავს ეკუთვნოდა საირმის ტყეები, სადაც ხშირად მცირე ლაშქრობებში დაჰყავდა ხოლმე შვილები, შვილიშვილები და ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას აღმოაჩინა საირმის სამკურნალო წყლები. ეს ისტორიულადაც დადასტურებულია..

ხოლო რაც შეეხება თამარ ერისთავის მამიდას, ქალბატონ მზია ერისთავს, მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ძმიშვილებს და ზოგადად ახალგაზრდა თაობას...იგი ითვლება ბავშვთა ტურიზმის დამაარსებლად საქართველოში. ომის შემდგომ პერიოდში სალაშქროდ დაყავდა რეპრესირებულთა ოჯახის შვილები და ასე უმსუბუქებდა, ულამაზებდა მათ ბავშვობას.

ვფიქრობ, თუ კი რამე არსებობს ჩემში თბილი და ტკბილი, ის რომ ახალგაზრდა თაობა ძალიან მიყვარს (პედაგოგი ვარ 20 წელია) დეიდა მზიას და დეიდა თამრიკო დამსახურებაა. მე მქონდა მათთან ყოფნის ბედნიერება ბავშვობაში და სტუდენტობის წლებშიც თითქმის ყოველდღიური. შემდეგ უკვე ჩემს უფროს ქალიშვილსაც. ძალიან ბედნიერი ვიყავი ყოველ 30 აპრილს, თამრიკო დეიდას დაბადების დღეს მის არაჩვეულებრივ სამეგობროსთან ერთად მეც რომ ვზეიმობდი.