პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, მითი არ არის" - მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს აქვეყნებს
"სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, მითი არ არის" - მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ხედ­ვის ძი­რი­თად თე­ზი­სებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "სი­ღა­რი­ბის და უმუ­შევ­რო­ბის დაძ­ლე­ვა, მითი ნამ­დვი­ლად არ არის“.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ეკო­ნო­მი­კუ­რი ხედ­ვის პროგ­რა­მა­ში 9 ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია გა­მო­ყო­ფი­ლი, მათ შო­რის: სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა, ინ­გლი­სუ­რი სა­მარ­თა­ლი, არ­ბიტ­რა­ჟი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია; დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის კა­ნო­ნის მი­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა; ენერ­გე­ტი­კუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა; ბი­უ­როკ­რა­ტია ხალ­ხის­თვის და არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯე­ბის გა­უქ­მე­ბა; ერთი გა­და­სა­ხა­დის პრინ­ცი­პის შე­მო­ღე­ბა; ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა; ლა­ზი­კის მშე­ნებ­ლო­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ქარ­თუ­ლი სი­ლი­კო­ნის ველი.

"ჩვენ დავ­კარ­გეთ ძვირ­ფა­სი წლე­ბი რო­დე­საც ეკო­ნო­მი­კა ვერ გან­ვი­თარ­და, პი­რი­ქით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და. შე­დე­გად გა­ჭირ­ვე­ბამ, ტრან­სპორტზე, საკ­ვებ­ზე და მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე მა­ღალ­მა ფა­სებ­მა, უზარ­მა­ზარ­მა კო­მუ­ნა­ლურ­მა გა­და­სა­ხა­დებ­მა, უპერ­სპექ­ტი­ვო­ბამ და ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან დაც­ლის პო­ლი­ტი­კამ, ჩვენს ასო­ბით ათას თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს და­ა­კარ­გვი­ნა ჯან­მრთე­ლო­ბა, ბევ­რს სი­ცო­ცხლე და ბევ­რსაც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ათ­ქმე­ვი­ნა უარი.

ამ ყვე­ლა­ფერს და­ე­მა­ტა პან­დე­მი­ის არას­წო­რი მარ­თვა, რის შე­დე­გა­დაც პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლომ 15 000 მდე სი­ცო­ცხლე და­კარ­გა. შე­დე­გად, ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო 1 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე უა­რე­სი შე­დე­გის მქო­ნე 5 ქვე­ყა­ნა­ში მოხ­ვდა.

წლე­ბია, მთავ­რო­ბა, რო­გორც სი­ტყვით, ისე საქ­მით, ხალ­ხს უმ­ტკი­ცებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ არის ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რე­ბის ად­გი­ლი, წლე­ბია გვიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ ჩვენ არ დავ­ბა­დე­ბულ­ვართ იმის­თვის, რომ ჩვენს სამ­შობ­ლო­ში ვი­ცხოვ­როთ ღირ­სე­უ­ლად და ბედ­ნი­ე­რად“, - აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, "ტყუ­ი­ლია, რომ ჩვენ არ გვაქვს გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი და ჩვენ ამას არ ვიმ­სა­ხუ­რებთ“.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია შევ­ქმნათ სა­ხელ­მწი­ფო რო­მე­ლიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც ქარ­თვე­ლო ხალ­ხის კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ის და იდენ­ტო­ბის დაც­ვას, ისე უზ­რუნ­ველ­ყოფს მის პროგ­რე­სულ მო­მა­ვალს და კე­თილ­დღე­ო­ბას.

ჩვენს ახლო სა­მე­ზობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო სა­ზღვრი­დან 1000-1500 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს შან­სი იყოს ნამ­დვი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რი.

სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს, სიმ­შვი­დის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის და გან­ჭვრე­ტა­დი და პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ "ჩვენ უნდა ვი­ყოთ და­ბა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის, და­ცუ­ლი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის და ეფექ­ტუ­რი მცი­რე ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ქვე­ყა­ნა“.

"ჩვენ უნდა გვქონ­დეს ბევ­რად ნაკ­ლე­ბი ბი­უ­როკ­რა­ტია, მთლი­ა­ნად დი­გი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბი; თა­ვი­სუ­ფა­ლი, არა­კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი სა­სა­მარ­თლო; ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სტა­ბი­ლუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლა; ბევ­რად მცი­რე მთავ­რო­ბით და სა­ხელ­მწი­ფოს ნაკ­ლე­ბი ჩა­რე­ვით ეკო­ნო­მი­კა­ში; მეტი უსაფრ­თხო­ე­ბა, ვიდ­რე მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში; გა­დამ­წყვე­ტი კი კო­რუფ­ცი­ის სრუ­ლი აღ­მო­ფხვრა და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის დაც­ვაა.

ეს მო­ი­ტანს გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის კე­თილ­დღე­ო­ბის ზრდას. ჩვენ ვი­დე­ქით ამ გზა­ზე 2013 წლამ­დე. შემ­დეგ მოხ­და თით­ქმის 10-წლი­ა­ნი წყვე­ტა და ახლა უნდა მი­ვი­ღოთ 2012 წლამ­დე არ­სე­ბუ­ლის ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი მო­დე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უნდა იყოს უმუ­შევ­რო­ბის ერთციფ­რი­ან მაჩ­ვე­ნებ­ლამ­დე დაყ­ვა­ნა და ქვეყ­ნი­დან გა­სუ­ლი ყვე­ლა­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი, გარ­წმუ­ნებთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნავს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვის გეგ­მას, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად უნდა შე­იც­ვა­ლოს. უნდა შე­იქ­მნას სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სია, სა­დაც გა­დამ­წყვე­ტი სი­ტყვა ექ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კის მიღ­მა მყოფ არა­პო­ლი­ტი­კურ აქ­ტო­რებს - არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რო­მელ­თა აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს უნდა და­უბ­რუნ­დეს ნდო­ბა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის კა­ნონს, სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ "ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვისი ქო­ნე­ბაც აღე­მა­ტე­ბა მშპ-ს 5%-ს, უნდა აეკ­რძა­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის შექ­მნა ან/და პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ან/და სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. უნდა მო­ვახ­დი­ნოთ დი­დძა­ლი ფუ­ლის და პო­ლი­ტი­კის გან­ქორ­წი­ნე­ბა“.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­საც კი შე­იძ­ლე­ბა მო­ზი­დულ იქ­ნეს მი­ნი­მუმ 10 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია. მი­უ­ხე­და­ვად, რომ ლა­ზი­კის პორ­ტი იმ დატ­ვირ­თვით პირ­ველ ეტაპ­ზე ვე­ღარ ამუ­შავ­დე­ბა, რო­გორც 9-10 წლის წინ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში ახა­ლი დიდი ქა­ლა­ქის აშე­ნე­ბის იდეა უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ვიდ­რე ოდეს­მე“, - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ეკო­ნო­მი­კუ­რი ხედ­ვის პროგ­რა­მა­ში ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს ლა­ზი­კის მშე­ნებ­ლო­ბას, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ "სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­საც კი შე­იძ­ლე­ბა მო­ზი­დულ იქ­ნეს მი­ნი­მუმ 10 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია. მი­უ­ხე­და­ვად, რომ ლა­ზი­კის პორ­ტი იმ დატ­ვირ­თვით პირ­ველ ეტაპ­ზე ვე­ღარ ამუ­შავ­დე­ბა, რო­გორც 9-10 წლის წინ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში ახა­ლი დიდი ქა­ლა­ქის აშე­ნე­ბის იდეა უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ვიდ­რე ოდეს­მე“.

ეკო­ნო­მი­კუ­რი ხედ­ვის პროგ­რა­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, "ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
1

ვაახ ვის ხელში იყავი საცოდავო საქართველო.შენ რის გამკეთებელი ხარ? შენი საქმენი საგმირონი ვნახეთ ხალხმა.სულ სისხლი და გაუბედურებული ხალხი მახსოვს,უბრალოდ ამის დავიწყება შეუძლებელია.მხოლიდ ეგ შეგიძლიათ სექტას.თქვენთვის სიყვარული და სიკეთე წარმოუდგენელია რამ არის.

ლაშა
44

სულ არ მაინტერესსებს ვინ იქნება სათავეში მიშა თუ გრიშა, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ ეს რომ იყოს დღეს, ქვეყნის და ხალხის საქმე გაცილებით უკეთესად იქნებოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, მითი არ არის" - მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს აქვეყნებს

"სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, მითი არ არის" - მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს აქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ "სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, მითი ნამდვილად არ არის“.

სააკაშვილის ეკონომიკური ხედვის პროგრამაში 9 ძირითადი მიზანია გამოყოფილი, მათ შორის: სასამართლო რეფორმა, ინგლისური სამართალი, არბიტრაჟი, ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია; დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების საჭიროება; ენერგეტიკული განვითარება; ბიუროკრატია ხალხისთვის და არამიზნობრივი ხარჯების გაუქმება; ერთი გადასახადის პრინციპის შემოღება; ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის განვითარება; ლაზიკის მშენებლობა, სოფლის მეურნეობის განვითარება და ქართული სილიკონის ველი.

"ჩვენ დავკარგეთ ძვირფასი წლები როდესაც ეკონომიკა ვერ განვითარდა, პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად გაჭირვებამ, ტრანსპორტზე, საკვებზე და მედიკამენტებზე მაღალმა ფასებმა, უზარმაზარმა კომუნალურმა გადასახადებმა, უპერსპექტივობამ და ქვეყნის ყველაზე ქმედუნარიანი მოქალაქეებისგან დაცლის პოლიტიკამ, ჩვენს ასობით ათას თანამოქალაქეს დააკარგვინა ჯანმრთელობა, ბევრს სიცოცხლე და ბევრსაც საკუთარ ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობაზე ათქმევინა უარი.

ამ ყველაფერს დაემატა პანდემიის არასწორი მართვა, რის შედეგადაც პატარა საქართველომ 15 000 მდე სიცოცხლე დაკარგა. შედეგად, ამ მაჩვენებლით საქართველო 1 მილიონ ადამიანზე გაანგარიშებით მსოფლიოში ყველაზე უარესი შედეგის მქონე 5 ქვეყანაში მოხვდა.

წლებია, მთავრობა, როგორც სიტყვით, ისე საქმით, ხალხს უმტკიცებს, რომ საქართველო არ არის ბედნიერად ცხოვრების ადგილი, წლებია გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ არ დავბადებულვართ იმისთვის, რომ ჩვენს სამშობლოში ვიცხოვროთ ღირსეულად და ბედნიერად“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, "ტყუილია, რომ ჩვენ არ გვაქვს განვითარების პოტენციალი და ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ“.

"ჩვენი მიზანია შევქმნათ სახელმწიფო რომელიც მოემსახურება როგორც ქართველო ხალხის კულტურის, ტრადიციის და იდენტობის დაცვას, ისე უზრუნველყოფს მის პროგრესულ მომავალს და კეთილდღეობას.

ჩვენს ახლო სამეზობლოში, საქართველო საზღვრიდან 1000-1500 კილომეტრის რადიუსში, საქართველოს აქვს შანსი იყოს ნამდვილი და გამორჩეული ლიდერი.

საქართველო უნდა გახდეს, სიმშვიდის, სტაბილურობის და განჭვრეტადი და პროგნოზირებადი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მქონე სახელმწიფო“, - წერს სააკაშვილი და დასძენს, რომ "ჩვენ უნდა ვიყოთ დაბალი გადასახადების, დაცული კერძო საკუთრების და ეფექტური მცირე ბიუროკრატიის ქვეყანა“.

"ჩვენ უნდა გვქონდეს ბევრად ნაკლები ბიუროკრატია, მთლიანად დიგიტალიზებული სახელმწიფო სერვისები; თავისუფალი, არაკორუმპირებული და კომპეტენტური სასამართლო; ხელისუფლების სტაბილური და დემოკრატიული ცვლა; ბევრად მცირე მთავრობით და სახელმწიფოს ნაკლები ჩარევით ეკონომიკაში; მეტი უსაფრთხოება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში; გადამწყვეტი კი კორუფციის სრული აღმოფხვრა და კერძო საკუთრების დაცვაა.

ეს მოიტანს გეომეტრიული პროგრესიით თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას. ჩვენ ვიდექით ამ გზაზე 2013 წლამდე. შემდეგ მოხდა თითქმის 10-წლიანი წყვეტა და ახლა უნდა მივიღოთ 2012 წლამდე არსებულის ბევრად გაუმჯობესებული მოდელი. საქართველოს ახალი ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს უმუშევრობის ერთციფრიან მაჩვენებლამდე დაყვანა და ქვეყნიდან გასული ყველაზე კვალიფიციური და შრომისუნარიანი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ეს ყველაფერი, გარწმუნებთ, შესაძლებელია“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

რაც შეეხება თითოეული მიზნის მიღწევის გეგმას, როგორც სააკაშვილი წერს, სასამართლო სისტემა ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. უნდა შეიქმნას სასამართლო რეფორმის საკონსტიტუციო კომისია, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ექნება პოლიტიკის მიღმა მყოფ არაპოლიტიკურ აქტორებს - არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა აქტიური ჩართულობით სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს ნდობა და ეფექტიანობა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, სააკაშვილი აცხადებს, რომ "ყველა ადამიანს, ვისი ქონებაც აღემატება მშპ-ს 5%-ს, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის შექმნა ან/და პარტიების დაფინანსება ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მათ საქმიანობაში მონაწილეობა. უნდა მოვახდინოთ დიდძალი ფულის და პოლიტიკის განქორწინება“.

"საქართველოში დღესაც კი შეიძლება მოზიდულ იქნეს მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. მიუხედავად, რომ ლაზიკის პორტი იმ დატვირთვით პირველ ეტაპზე ვეღარ ამუშავდება, როგორც 9-10 წლის წინ იყო შესაძლებელი. საქართველოს შავიზღვისპირეთში ახალი დიდი ქალაქის აშენების იდეა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე“, - აცხადებს სააკაშვილი.

ეკონომიკური ხედვის პროგრამაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლაზიკის მშენებლობას, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს, რომ "საქართველოში დღესაც კი შეიძლება მოზიდულ იქნეს მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. მიუხედავად, რომ ლაზიკის პორტი იმ დატვირთვით პირველ ეტაპზე ვეღარ ამუშავდება, როგორც 9-10 წლის წინ იყო შესაძლებელი. საქართველოს შავიზღვისპირეთში ახალი დიდი ქალაქის აშენების იდეა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე“.

ეკონომიკური ხედვის პროგრამა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში, "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.