პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევანი მე მოვიყვანე ჟურნალისტიკაში, ის კი ცდილობს მამღეროს“ - "დილის პალიტრის" წამყვანი თათა ჩიკვილაძე კარიერასა და პირადზე
"ლევანი მე მოვიყვანე ჟურნალისტიკაში, ის კი ცდილობს მამღეროს“ - "დილის პალიტრის" წამყვანი თათა ჩიკვილაძე კარიერასა და პირადზე

ად­ვი­ლი არ არის, და­ი­წყო დღე მა­შინ, როცა ქა­ლაქს სძი­ნავს. თათა ჩიკ­ვი­ლა­ძე პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია -პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთე­რი­დან იც­ნობს. ადრე თა­თას ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა მი­უწ­ვდო­მელ სურ­ვი­ლად მი­აჩ­ნდა, ახლა კი ბედ­ნი­ე­რია, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა სწო­რედ იმ სფე­რო­ში შეძ­ლო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს.

რა გზა გა­ი­ა­რა მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად და კმა­ყო­ფი­ლია თუ არა იმით, რა­საც მი­აღ­წია? რა ხდე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის ცხოვ­რე­ბა­ში, კადრს მიღ­მა? გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს -პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვან თათა ჩიკ­ვი­ლა­ძეს­თან.

- რო­გორ მოხ­ვდი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში? იყო თუ არა ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა შენი ოც­ნე­ბა?

- პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი და მე 2018 წელს შევ­ხვდით, რო­დე­საც პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის კურ­სის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, facebook-ზე -სქ­როლ­ვი­სას“ შე­ვი­ტყვე. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა რთუ­ლი გა­მოდ­გა. პრინ­ცი­პუ­ლად არ მინ­დო­და სხვა საქ­მის კე­თე­ბა, თუმ­ცა მა­შინ ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან ძა­ლი­ან შორს მდგო­მი საქ­მის კე­თე­ბა მო­მი­წია ერთი თვით. რო­დე­საც იქ და­ვას­რუ­ლე მუ­შა­ო­ბა, მე­ო­რე დღეს მხო­ლოდ ერთი დღით იყო გა­სა­უბ­რე­ბა და მივ­ხვდი, რომ ეს იყო ნი­შა­ნი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა მიჩ­ვე­ნებ­და, რომ არ უნდა დავ­შო­რე­ბო­დი ჟურ­ნა­ლის­ტი­კას. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მო­ვო დამ­თხვე­ვა იყო ისიც, რომ ზუს­ტად ის თან­ხა, რაც გა­მო­ვი­მუ­შა­ვე ერთი თვის მან­ძილ­ზე, სრუ­ლი­ად ჰყოფ­ნი­და პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის სამ თვი­ან კურსს. ეს იყო ყვე­ლა­ზე კარ­გი ინ­ვეს­ტი­ცია, რად­გან ამ ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­მიხ­სნა კარი ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში. სწო­რედ მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად მი­ვიჩ­ნიე, რომ აქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, -პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის­თვის“ მი­მე­ძღვნა და ერ­თგუ­ლად მემ­სა­ხუ­რა. -პა­ლიტ­რა­ნი­უს­მა“ მა­პოვ­ნი­ნა ჩემ­ში ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. საქ­მე, რო­მელ­საც დღეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი - -ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა“ წინა წლებ­ში გა­ფიქ­რე­ბის­თა­ნა­ვე ქრე­ბო­და ჩემი წარ­მოდ­გე­ნი­დან, რად­გან მი­უწ­ვდო­მე­ლი მე­გო­ნა და კადრს მიღ­მა მუ­შა­ო­ბა­ზე უფრო მეტს ვფიქ­რობ­დი. გა­ნათ­ლე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და რო­დე­საც იმ დროს, -პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­დი­უ­სერ­მა მაკა ლო­მი­ძემ წამ­ყვა­ნო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, ჯერ კი­დევ სტა­ჟი­რე­ბას გავ­დი­ო­დი, ამი­ტომ ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე, რომ ჩემს თავ­ზე მე­მუ­შა­ვა და რე­ა­ლო­ბად მექ­ცია ის, რა­ზეც ადრე ფიქ­რსაც ვე­რი­დე­ბო­დი. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ე. წ. ნაც­ნო­ბე­ბის გა­რე­შე, ჩე­მით ავ­დი­ვარ ყვე­ლა სა­ფე­ხურს, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას კი თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის სივ­რცე მაძ­ლევს.

- დი­ლის პა­ლიტ­რა“ ლე­ვან ლა­უ­და­ძეს­თან ერ­თად მიგ­ყავს და რო­გორც ვიცი, დიდი ხა­ნია, რაც წყვი­ლი ხართ. მოგ­ვი­ყე­ვი, რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

- მე და ლე­ვან­მა ერ­თმა­ნე­თი 5 წლის წინ გა­ვი­ცა­ნით, თუმ­ცა მა­ნამ­დე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ვამ­ჩნევ­დით ერ­თმა­ნეთს თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში. მა­გა­ლი­თად, და­ახ­ლო­ე­ბით 8 წლის წინ, ორი­ვე კა­რა­ო­კე ბარ­ში დავ­დი­ო­დით და ერთ დღეს, რო­დე­საც სცე­ნა­ზე ვმღე­რო­დი the killers- ის mr brightside-ს, ლე­ვან­მა მე­ო­რე მიკრო­ფო­ნი აიღო და ჩემი სიმ­ღე­რა გა­და­ფა­რა. არა­ფე­რი რომ აღარ ის­მო­და, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ჩა­მო­ვე­დი. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს lOUDspeakers-ის ვო­კა­ლის­ტი არი­სო, აქე­დან გა­ვი­გე ბენ­დის შე­სა­ხე­ბაც და და­მა­მახ­სოვ­რდა.

შემ­დეგ, რო­გორც გო­გო­ებს გვჩ­ვე­ვია, მოვ­ძებ­ნე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და უბ­რა­ლოდ და­ვა­მა­ტე, რად­გან ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და. ვინ იცის, რო­დის დამ­ჭირ­დეს-მეთ­ქი (იცი­ნის). სა­ერ­თო მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა აღ­მოგ­ვაჩ­ნდა, რა­საც აზი­ა­რებ­და, მეც მომ­წონ­და და ასე მახ­სე­ნებ­და თავს. შემ­დეგ ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას ისევ გა­და­იკ­ვე­თა ჩვე­ნი გზე­ბი. ბენდმა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ჩა­მიქ­რო­ლა გვერ­დით და დიდ­ხანს ვხე­დავ­დი მათ. თით­ქოს ჩემ­მა არაც­ნო­ბი­ერ­მა ჩემ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ასე­თი ფრა­ზა თქვა, რომ მინ­დო­და ლე­ვანს მო­ე­წე­რა ჩემ­თვის და ასეც მოხ­და. თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან კარ­გად გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს. მუ­დამ კომ­ფორ­ტს და სიმ­შვი­დეს ვგრძნობ­დი და ასე, ერთ ტალ­ღა­ზე ვართ დღემ­დე.

- რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა, როცა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად მუ­შა­ობ? კომ­ფორ­ტუ­ლია ეს, თუ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, როცა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ე­ბი­და­ნაა წყვი­ლი?

- ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია ერ­თად მუ­შა­ო­ბაც. არ ვართ წყვი­ლე­ბის ის კა­ტე­გო­რია, რომ­ლებ­საც ხში­რად აქვს კონ­ფლიქ­ტი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მით უმე­ტეს, ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა. ჩვენ ახლა დი­ლის გა­და­ცე­მა­ში გვი­წევს ხოლ­მე პე­რი­ო­დუ­ლად ერ­თად ყოფ­ნა და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ორი­ვეს­თვის, რო­დე­საც გვერ­დით შე­ნი­ა­ნი გყავს, სა­ერ­თო იუ­მო­რი გვაქვს, გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის, თვა­ლე­ბით ვაგ­რძნო­ბი­ნებთ ერ­თმა­ნეთს, რომ რეკ­ლა­მის დროა თუნ­დაც (იცი­ნის). ზო­გა­დად სხვა ქვეყ­ნებ­შიც წამ­ყვა­ნე­ბად რე­ა­ლურ წყვი­ლებს ეძე­ბენ ხოლ­მე და ჩვენც მოგ­ვწონს, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ გვაქვს - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში.

რა­შია თქვე­ნი წყვი­ლის სტა­ბი­ლუ­რო­ბის სა­ი­დუმ­ლო?

- ჩვენ ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბით ერ­თმა­ნე­თის­გან. ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც დღის გეგ­მა აქვს და მიჰ­ყვე­ბა. მე ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მაქვს. მუ­დამ სა­დღაც ვაგ­ვი­ა­ნებ, სულ დავ­რბი­ვარ. თუმ­ცა, თა­ვი­დან­ვე რაც ჩა­მო­ყა­ლიბ­და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ეს არის პა­ტი­ვის­ცე­მა ერ­თმა­ნე­თი­სად­მი და ალ­ბათ ეს არის ურ­თი­ერ­თო­ბის -ლან­გა­რი“, რო­მელ­ზეც ჩვენს გრძნო­ბებს ვდებთ და ვა­შე­ნებთ.

- შენი აზ­რით, რა არის მთა­ვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- ჩემი აზ­რით, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი ისაა, რომ ორი­ვე მხა­რე უნდა იყოს სა­კუ­თარ საქ­მე­ში რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, რათა მე­ო­რე ადა­მი­ან­თან თავი კარ­გად იგ­რძნოს და ისიც გა­ამ­დიდ­როს ემო­ცი­უ­რად. ჩვენ ყო­ველ­თვის ვზრუ­ნავთ ერ­თმა­ნე­თის საქ­მე­ზე და ერ­თმა­ნე­თის­კენ ვართ. ეს გვერ­დში დგო­მა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რაა.

- რა­ი­მე შემ­თხვე­ვას თუ შე­უც­ვლია შენი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად?

- მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი. ამას რო­დე­საც ვამ­ბობ­დი, ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ გა­ვიზ­რდე­ბი და ასე აღარ ვი­ფიქ­რებ, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბას სწო­რედ ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ცვლი­ან. ცუდი თუ კარ­გი ყვე­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის და ეს ვის­წავ­ლე დროს­თან ერ­თად, ყვე­ლაფ­რის ჩემს სა­კე­თილ­დღე­ოდ გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ უფრო მეტი ვის­წავ­ლო, დავ­ფიქ­რდე და გავ­ზარ­დო ჩემი პი­როვ­ნე­ბა. ასე რომ, ადა­მი­ა­ნე­ბი მი­მაჩ­ნია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უმ­თავ­რე­სად, რად­გან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პე­რი­ო­დებ­ში, სკო­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი - დღემ­დე, ყო­ველ­თვის ჩნდე­ბო­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ჭკვი­ა­ნი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის -მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზის“ როლს ას­რუ­ლებ­და და სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბებს მაძ­ლევ­და.

- კმა­ყო­ფი­ლი ხარ იმით, რო­გორც ახლა ხარ და რო­გო­რი გა­რე­მოც­ვაც გაქვს?

- კმა­ყო­ფი­ლი არა, - ბედ­ნი­ე­რი ვარ ჩემი ცხოვ­რე­ბით! მე არ ვოც­ნე­ბობ უპ­რობ­ლე­მო ცხოვ­რე­ბა­ზე, სა­დაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ბევ­რი ციფ­რის­გან შედ­გე­ბა. მე ვარ უფრო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა ჰქონ­დეს, რად­გან ძა­ლი­ან მო­ვი­წყენ. ამი­ტომ, მჭირ­დე­ბა სურ­ვი­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა და მათი მო­პო­ვე­ბის ემო­ცი­ე­ბით ტკბო­ბა.

- შენი ტოპ 3 წესი ცხოვ­რე­ბა­ში?

- არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ბედ­ნი­ე­რე­ბა არ უნდა, მაგ­რამ ის, რაც სათ­ქმე­ლად ასე­თი მარ­ტი­ვია, რთუ­ლია შე­სას­რუ­ლებ­ლად. ამას წე­სებს არა, უბ­რა­ლოდ რჩე­ვებს და­ვარ­ქმევ­დი. სირ­თუ­ლე­ე­ბის დროს, ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ, რომ ეს არის დრო­ე­ბი­თი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც უნდა გა­ვუმკლავ­დე, რომ უკე­თე­სი გავ­ხდე და გა­მოც­დი­ლე­ბაც ავი­მაღ­ლო, რათა სხვებს სწო­რი რჩე­ვე­ბი მივ­ცე. ოპ­ტი­მიზ­მი ძა­ლი­ან კარ­გი თვი­სე­ბაა, რად­გან რო­დე­საც ყვე­ლა­ზე დაღ­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო აღ­მას­ვლა. მინ­და ვე­ცა­დო, რომ უფრო მეტი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ვიწ­ვიო ადა­მი­ა­ნებს შო­რის. რაც უნდა მოხ­დეს, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­პო­ვო სი­ცი­ლის მი­ზე­ზი და, ზო­გა­დად, ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი, რომ მხი­ა­რულ ადა­მი­ა­ნებ­თან მეტი დრო გა­ა­ტა­რონ. რაც უნდა გა­მო­ვი­მუ­შა­ოთ ადა­მი­ა­ნებ­მა ჩვენს თავ­ში, უნდა ვი­პო­ვოთ გზა, სა­დაც ჩვე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, გვექ­ნე­ბა სუფ­თა აურა და უფრო გაგ­ვი­მარ­ტივ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა და ჯან­სა­ღი გო­ნე­ბით უფრო მეტს შევ­ძლებთ.

- გაქვს თუ არა ჰობი, რო­მე­ლიც არ უკავ­შირ­დე­ბა შენს პრო­ფე­სი­ას?

- ჰობი მქონ­და სიმ­ღე­რა, სულ ვმღე­რო­დი, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც მაქვს, თუმ­ცა, რაც ლე­ვა­ნი გაჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ავ­ტო­მა­ტუ­რად დავ­კომ­პლექსდი და სულ გან­ვიც­დი ამ ემო­ცი­ურ და­ნაკ­ლისს. ისე გა­მო­ვი­და, რომ მე ლე­ვა­ნი მო­ვიყ­ვა­ნე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში და ლე­ვა­ნი ცდი­ლობს მამ­ღე­როს და ჩემი ვო­კა­ლი დახ­ვე­წოს. რამ­დენ­ჯერ­მე ვყო­ფილ­ვართ ერ­თად სცე­ნა­ზე, რად­გან მისი მე­ო­რე ალ­ბო­მი­დან სიმ­ღე­რა We are one მე და­მი­წე­რა და მი­სამ­ღერს ჩა­ნა­წერ­შიც ერ­თად ვას­რუ­ლებთ.

- რო­გო­რი წარ­მო­გიდ­გე­ნია შენი იდე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა?

- იდე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე არ ვოც­ნე­ბობ, არ მინ­და ვი­ცო­დე წი­ნას­წარ, რა მე­ლის, ამი­ტომ ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად თუ გა­ი­ელ­ვებს მსგავ­სი ფიქ­რე­ბი. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი, რაც მინ­და მოხ­დეს, ლე­ვან­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა და ჩვენს საქ­მე­ში გან­ვი­თა­რე­ბაა.

- და­ქორ­წი­ნე­ბას ხომ არ აპი­რებთ ახლო მო­მა­ვალ­ში?

- კი ვა­პი­რებთ. იან­ვრის და­სა­წყის­ში ვგეგ­მავ­დით, თუმ­ცა ვერ ვას­წრებ­დით რა­ღა­ცებს და ერთი კვი­რით გა­დავ­წი­ეთ, რა დრო­საც კო­ვიდ­მა მოგ­ვის­წრო და მე­ო­რე­დაც გა­და­დე­ბა მოგ­ვი­წია. ახლა რო­გორც იტყვი­ან, მე­სა­მე და სა­მარ­თლის დროა! მე­ექ­ვსე წე­ლია ერ­თად ვართ და ძა­ლი­ან უც­ნა­ურ შე­ფა­სე­ბებს ვი­გებთ ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად: "უი რა ამ­ბა­ვია,“ "ამ­დე­ნი ხანი ზოგს ქმა­რი არ ჰყავს", "რა­ტომ წე­ლავთ ამ­დენ ხანს?“ და ა. შ. მე სულ მე­ცი­ნე­ბა ხოლ­მე ასეთ ფრა­ზებ­ზე. როცა ადა­მი­ა­ნი მიყ­ვარს და მინ­და, რომ სულ მას­თან ერ­თად ვიყო, ეს წლე­ბი არა­ფე­რია და, ვფიქ­რობ, ეს შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი ყვე­ლას რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს უნდა ჰქონ­დეს.

ავ­ტო­რი: თეა ინა­სა­რი­ძე

ფოტო: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით ლაფაჩიშვილი
2

გილოცავთ შვილო, ბედნიერები მყავდით.

2

ბედნიერი მყავდი ლევან შენს რჩეულთან ერთად. გაიხარეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ლევანი მე მოვიყვანე ჟურნალისტიკაში, ის კი ცდილობს მამღეროს“ - "დილის პალიტრის" წამყვანი თათა ჩიკვილაძე კარიერასა და პირადზე

"ლევანი მე მოვიყვანე ჟურნალისტიკაში, ის კი ცდილობს მამღეროს“ - "დილის პალიტრის" წამყვანი თათა ჩიკვილაძე კარიერასა და პირადზე

ადვილი არ არის, დაიწყო დღე მაშინ, როცა ქალაქს სძინავს. თათა ჩიკვილაძე პროფესიით ჟურნალისტია, რომელსაც მაყურებელი ტელეკომპანია -პალიტრანიუსის“ ეთერიდან იცნობს. ადრე თათას ტელეწამყვანობა მიუწვდომელ სურვილად მიაჩნდა, ახლა კი ბედნიერია, რომ საკუთარი თავის რეალიზება სწორედ იმ სფეროში შეძლო, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.

რა გზა გაიარა მიზნის მისაღწევად და კმაყოფილია თუ არა იმით, რასაც მიაღწია? რა ხდება ჟურნალისტის ცხოვრებაში, კადრს მიღმა? გთავაზობთ ინტერვიუს -პალიტრანიუსის“ დილის გადაცემის წამყვან თათა ჩიკვილაძესთან.

- როგორ მოხვდი ტელევიზიაში? იყო თუ არა ტელეწამყვანობა შენი ოცნება?

- პალიტრანიუსი და მე 2018 წელს შევხვდით, როდესაც პრაქტიკული აკადემიის კურსის შესახებ სრულიად შემთხვევით, facebook-ზე -სქროლვისას“ შევიტყვე. ჟურნალისტიკაში თავის დამკვიდრება რთული გამოდგა. პრინციპულად არ მინდოდა სხვა საქმის კეთება, თუმცა მაშინ ჩემი პროფესიიდან ძალიან შორს მდგომი საქმის კეთება მომიწია ერთი თვით. როდესაც იქ დავასრულე მუშაობა, მეორე დღეს მხოლოდ ერთი დღით იყო გასაუბრება და მივხვდი, რომ ეს იყო ნიშანი, რომელსაც ცხოვრება მიჩვენებდა, რომ არ უნდა დავშორებოდი ჟურნალისტიკას. ძალიან სასიამოვო დამთხვევა იყო ისიც, რომ ზუსტად ის თანხა, რაც გამოვიმუშავე ერთი თვის მანძილზე, სრულიად ჰყოფნიდა პრაქტიკული აკადემიის სამ თვიან კურსს. ეს იყო ყველაზე კარგი ინვესტიცია, რადგან ამ ტელევიზიამ გამიხსნა კარი ჩემს პროფესიაში. სწორედ მადლიერების ნიშნად მივიჩნიე, რომ აქ მიღებული ცოდნა, -პალიტრანიუსისთვის“ მიმეძღვნა და ერთგულად მემსახურა. -პალიტრანიუსმა“ მაპოვნინა ჩემში ახალი შესაძლებლობების მქონე ადამიანი. საქმე, რომელსაც დღეს ვემსახურები - -ტელეწამყვანობა“ წინა წლებში გაფიქრებისთანავე ქრებოდა ჩემი წარმოდგენიდან, რადგან მიუწვდომელი მეგონა და კადრს მიღმა მუშაობაზე უფრო მეტს ვფიქრობდი. განათლებით ჟურნალისტი ვარ და როდესაც იმ დროს, -პალიტრანიუსის“ გენერალურმა პროდიუსერმა მაკა ლომიძემ წამყვანობა შემომთავაზა, ჯერ კიდევ სტაჟირებას გავდიოდი, ამიტომ ძალიან მოვინდომე, რომ ჩემს თავზე მემუშავა და რეალობად მექცია ის, რაზეც ადრე ფიქრსაც ვერიდებოდი. ძალიან მიხარია, რომ ე. წ. ნაცნობების გარეშე, ჩემით ავდივარ ყველა საფეხურს, ამის საშუალებას კი თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელევიზიის სივრცე მაძლევს.

- დილის პალიტრა“ ლევან ლაუდაძესთან ერთად მიგყავს და როგორც ვიცი, დიდი ხანია, რაც წყვილი ხართ. მოგვიყევი, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- მე და ლევანმა ერთმანეთი 5 წლის წინ გავიცანით, თუმცა მანამდე, წლების განმავლობაში სულ ვამჩნევდით ერთმანეთს თავშეყრის ადგილებში. მაგალითად, დაახლოებით 8 წლის წინ, ორივე კარაოკე ბარში დავდიოდით და ერთ დღეს, როდესაც სცენაზე ვმღეროდი the killers- ის mr brightside-ს, ლევანმა მეორე მიკროფონი აიღო და ჩემი სიმღერა გადაფარა. არაფერი რომ აღარ ისმოდა, გაბრაზებული ჩამოვედი. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს lOUDspeakers-ის ვოკალისტი არისო, აქედან გავიგე ბენდის შესახებაც და დამამახსოვრდა.

შემდეგ, როგორც გოგოებს გვჩვევია, მოვძებნე სოციალურ ქსელში და უბრალოდ დავამატე, რადგან ჟურნალისტი ვარ და. ვინ იცის, როდის დამჭირდეს-მეთქი (იცინის). საერთო მუსიკალური გემოვნება აღმოგვაჩნდა, რასაც აზიარებდა, მეც მომწონდა და ასე მახსენებდა თავს. შემდეგ ქუჩაში სეირნობისას ისევ გადაიკვეთა ჩვენი გზები. ბენდმა სრული შემადგენლობით ჩამიქროლა გვერდით და დიდხანს ვხედავდი მათ. თითქოს ჩემმა არაცნობიერმა ჩემთან შეთანხმების გარეშე ასეთი ფრაზა თქვა, რომ მინდოდა ლევანს მოეწერა ჩემთვის და ასეც მოხდა. თავიდანვე ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს. მუდამ კომფორტს და სიმშვიდეს ვგრძნობდი და ასე, ერთ ტალღაზე ვართ დღემდე.

- როგორი შეგრძნებაა, როცა საყვარელ ადამიანთან ერთად მუშაობ? კომფორტულია ეს, თუ უფრო საინტერესოა, როცა სხვადასხვა სფეროებიდანაა წყვილი?

- ძალიან კომფორტულია ერთად მუშაობაც. არ ვართ წყვილების ის კატეგორია, რომლებსაც ხშირად აქვს კონფლიქტი. ასეთ შემთხვევაში რთული იქნებოდა, მით უმეტეს, ეკრანზე გამოჩენა. ჩვენ ახლა დილის გადაცემაში გვიწევს ხოლმე პერიოდულად ერთად ყოფნა და ძალიან სასიამოვნოა ორივესთვის, როდესაც გვერდით შენიანი გყავს, საერთო იუმორი გვაქვს, გვესმის ერთმანეთის, თვალებით ვაგრძნობინებთ ერთმანეთს, რომ რეკლამის დროა თუნდაც (იცინის). ზოგადად სხვა ქვეყნებშიც წამყვანებად რეალურ წყვილებს ეძებენ ხოლმე და ჩვენც მოგვწონს, ამის საშუალება რომ გვაქვს - "პალიტრანიუსის“ ეთერში.

რაშია თქვენი წყვილის სტაბილურობის საიდუმლო?

- ჩვენ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ლევანი ძალიან მოწესრიგებული და თანმიმდევრული ადამიანია, რომელსაც დღის გეგმა აქვს და მიჰყვება. მე ყველაფერი პირიქით მაქვს. მუდამ სადღაც ვაგვიანებ, სულ დავრბივარ. თუმცა, თავიდანვე რაც ჩამოყალიბდა ურთიერთობაში, ეს არის პატივისცემა ერთმანეთისადმი და ალბათ ეს არის ურთიერთობის -ლანგარი“, რომელზეც ჩვენს გრძნობებს ვდებთ და ვაშენებთ.

- შენი აზრით, რა არის მთავარი ურთიერთობაში?

- ჩემი აზრით, კარგი ურთიერთობის მთავარი ნაწილი ისაა, რომ ორივე მხარე უნდა იყოს საკუთარ საქმეში რეალიზებული და დამოუკიდებელი, რათა მეორე ადამიანთან თავი კარგად იგრძნოს და ისიც გაამდიდროს ემოციურად. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ერთმანეთის საქმეზე და ერთმანეთისკენ ვართ. ეს გვერდში დგომა ყოველდღიურობაში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

- რაიმე შემთხვევას თუ შეუცვლია შენი ცხოვრება რადიკალურად?

- მე ძალიან მიყვარს ადამიანები. ამას როდესაც ვამბობდი, ხშირად მეუბნებოდნენ, რომ გავიზრდები და ასე აღარ ვიფიქრებ, მაგრამ ჩემს ცხოვრებას სწორედ ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები ცვლიან. ცუდი თუ კარგი ყველა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ეს ვისწავლე დროსთან ერთად, ყველაფრის ჩემს საკეთილდღეოდ გამოყენება, რომ უფრო მეტი ვისწავლო, დავფიქრდე და გავზარდო ჩემი პიროვნება. ასე რომ, ადამიანები მიმაჩნია ჩემს ცხოვრებაში უმთავრესად, რადგან ძალიან მნიშვნელოვან პერიოდებში, სკოლიდან დაწყებული - დღემდე, ყოველთვის ჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში ჭკვიანი და ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ადამიანი, რომელიც ჩემთვის -მფარველი ანგელოზის“ როლს ასრულებდა და სწორ მიმართულებებს მაძლევდა.

- კმაყოფილი ხარ იმით, როგორც ახლა ხარ და როგორი გარემოცვაც გაქვს?

- კმაყოფილი არა, - ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით! მე არ ვოცნებობ უპრობლემო ცხოვრებაზე, სადაც მატერიალური მდგომარეობა ბევრი ციფრისგან შედგება. მე ვარ უფრო ის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ძალიან მოვიწყენ. ამიტომ, მჭირდება სურვილებისთვის ბრძოლა და მათი მოპოვების ემოციებით ტკბობა.

- შენი ტოპ 3 წესი ცხოვრებაში?

- არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ბედნიერება არ უნდა, მაგრამ ის, რაც სათქმელად ასეთი მარტივია, რთულია შესასრულებლად. ამას წესებს არა, უბრალოდ რჩევებს დავარქმევდი. სირთულეების დროს, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ეს არის დროებითი გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუმკლავდე, რომ უკეთესი გავხდე და გამოცდილებაც ავიმაღლო, რათა სხვებს სწორი რჩევები მივცე. ოპტიმიზმი ძალიან კარგი თვისებაა, რადგან როდესაც ყველაზე დაღმავალი პერიოდი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, სწორედ მაშინ დაიწყო აღმასვლა. მინდა ვეცადო, რომ უფრო მეტი სიყვარული გამოვიწვიო ადამიანებს შორის. რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის ვცდილობ დღის განმავლობაში ვიპოვო სიცილის მიზეზი და, ზოგადად, ყველას ვურჩევდი, რომ მხიარულ ადამიანებთან მეტი დრო გაატარონ. რაც უნდა გამოვიმუშაოთ ადამიანებმა ჩვენს თავში, უნდა ვიპოვოთ გზა, სადაც ჩვენი ნეგატიური ემოციებისგან გავთავისუფლდებით. შესაბამისად, გვექნება სუფთა აურა და უფრო გაგვიმარტივდება ცხოვრება და ჯანსაღი გონებით უფრო მეტს შევძლებთ.

- გაქვს თუ არა ჰობი, რომელიც არ უკავშირდება შენს პროფესიას?

- ჰობი მქონდა სიმღერა, სულ ვმღეროდი, მუსიკალური განათლებაც მაქვს, თუმცა, რაც ლევანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ავტომატურად დავკომპლექსდი და სულ განვიცდი ამ ემოციურ დანაკლისს. ისე გამოვიდა, რომ მე ლევანი მოვიყვანე ჟურნალისტიკაში და ლევანი ცდილობს მამღეროს და ჩემი ვოკალი დახვეწოს. რამდენჯერმე ვყოფილვართ ერთად სცენაზე, რადგან მისი მეორე ალბომიდან სიმღერა We are one მე დამიწერა და მისამღერს ჩანაწერშიც ერთად ვასრულებთ.

- როგორი წარმოგიდგენია შენი იდეალური ცხოვრება?

- იდეალურ ცხოვრებაზე არ ვოცნებობ, არ მინდა ვიცოდე წინასწარ, რა მელის, ამიტომ ძალიან მსუბუქად თუ გაიელვებს მსგავსი ფიქრები. დანარჩენი ყველაფერი, რაც მინდა მოხდეს, ლევანთან ერთად ცხოვრება და ჩვენს საქმეში განვითარებაა.

- დაქორწინებას ხომ არ აპირებთ ახლო მომავალში?

- კი ვაპირებთ. იანვრის დასაწყისში ვგეგმავდით, თუმცა ვერ ვასწრებდით რაღაცებს და ერთი კვირით გადავწიეთ, რა დროსაც კოვიდმა მოგვისწრო და მეორედაც გადადება მოგვიწია. ახლა როგორც იტყვიან, მესამე და სამართლის დროა! მეექვსე წელია ერთად ვართ და ძალიან უცნაურ შეფასებებს ვიგებთ ხოლმე. მაგალითად: "უი რა ამბავია,“ "ამდენი ხანი ზოგს ქმარი არ ჰყავს", "რატომ წელავთ ამდენ ხანს?“ და ა. შ. მე სულ მეცინება ხოლმე ასეთ ფრაზებზე. როცა ადამიანი მიყვარს და მინდა, რომ სულ მასთან ერთად ვიყო, ეს წლები არაფერია და, ვფიქრობ, ეს შეყვარებულობის პერიოდი ყველას რაც შეიძლება დიდხანს უნდა ჰქონდეს.

ავტორი: თეა ინასარიძე

ფოტო: ვანო გორგიშვილი