საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც ეს წელი დაიწყო, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი... ძვლები მტკივა" - რა თქვა შვილის დაჭრაში ბრალდებულმა 82 წლის მამაკაცმა პროცესზე?
"რაც ეს წელი დაიწყო, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი... ძვლები მტკივა" - რა თქვა შვილის დაჭრაში ბრალდებულმა 82 წლის მამაკაცმა პროცესზე?

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ შვი­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 82 წლის კარ­ლო მეგ­რე­ლიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რო­გორც პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა გა­ნა­ცხა­და, შვი­ლი მას­ზე მუდ­მი­ვად ძა­ლა­დობ­და. მან მო­სა­მარ­თლეს თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი უჩ­ვე­ნა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შვილ­მა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მი­ა­ყე­ნა.

"რაც და­ი­წყო ეს წელი სულ ცემა-ტყე­პა­ში ვი­ყა­ვი... ეს (და­ზი­ა­ნე­ბა თავ­ზე) სულ ორი კვი­რის არის. ასე მი­მა­ჯა­ხა კა­რა­დას, ძვლე­ბი სულ მტკი­ვა" - აღ­ნიშ­ნა მა­მა­კაც­მა პრო­ცეს­ზე.

ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, თა­მარ თედ­ლი­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს არა­სა­პა­ტიმ­რო პი­რო­ბე­ბი შე­ფარ­დე­ბო­და და გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია გა­ი­ზი­ა­რა და ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას სის­ტე­მა­ტუ­რი სახე ჰქონ­და, რო­დე­საც ძა­ლა­დო­ბას ვამ­ბობ, ვგუ­ლის­ხმობ ფი­ზი­კურ­საც. ამის დას­ტუ­რად ბრალ­დე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლეს თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც აჩ­ვე­ნა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ხა­რის­ხის შე­სა­ფა­სებ­ლად და­ი­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტი­ზაც. და­ვა­ყე­ნე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ მომ­ხდა­რი­ყო არა­სა­პა­ტიმ­რო პი­რო­ბე­ბის შე­ფარ­დე­ბა, ამის მო­ტი­ვად რამ­დე­ნი­მე მყა­რი არ­გუ­მენ­ტიც და­ვა­სა­ხე­ლე, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­სა­მარ­თლომ ჩვე­ნი პო­ზი­ცია არ გა­ი­ზი­ა­რა. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი აცხა­დებს, რომ მან ეს და­ნა­შა­უ­ლი აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ი­დი­ნა, უნ­დო­და, რომ მის­თვის მხო­ლოდ ტკი­ვი­ლი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა, აფექ­ტის გამო ვერ გა­ი­აზ­რა, რა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და მი­ე­ღო და­ზა­რა­ლე­ბულს“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ თედ­ლი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე კრი­ტი­კუ­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, შემ­თხვე­ვა 30 იან­ვარს, სა­ღა­მო სა­ა­თებ­ში გორ­ში მოხ­და.

47 წლის შვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ 82 წლის მამა მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა 19 -109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

ნარკომანები და ლოთები არიან ასეთი დეგრადირებულები. სულ ფული სჭირდებათ და ძალადობაზე გადადიან. აბა მეტი რა მიზეზი უნდა ყოფილიყო.

P
4

როგორ მარტივად არჩევენ იმ საქმეს რაზეც წარმოდგენაც არ აქვთ.მართლა,''გენიოსი'' ერი ვართ...თევზი თავიდან ყროლდება და არავინ იცის შვილი უფრო მეტი დამნაშავეა თუ მამა-ამათმა უკვე განაჩენი გამოიტანეს...რა უნდა გვეშველოს ასეთ ხალხს?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რაც ეს წელი დაიწყო, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი... ძვლები მტკივა" - რა თქვა შვილის დაჭრაში ბრალდებულმა 82 წლის მამაკაცმა პროცესზე?

"რაც ეს წელი დაიწყო, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი... ძვლები მტკივა" - რა თქვა შვილის დაჭრაში ბრალდებულმა 82 წლის მამაკაცმა პროცესზე?

გორის რაიონულმა სასამართლომ შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 82 წლის კარლო მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროცესზე ბრალდებულმა მამაკაცმა განაცხადა, შვილი მასზე მუდმივად ძალადობდა. მან მოსამართლეს თავის არეში მიყენებული დაზიანებები უჩვენა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული დაზიანებები შვილმა რამდენიმე კვირის წინ მიაყენა.

"რაც დაიწყო ეს წელი სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი... ეს (დაზიანება თავზე) სულ ორი კვირის არის. ასე მიმაჯახა კარადას, ძვლები სულ მტკივა" - აღნიშნა მამაკაცმა პროცესზე.

ბრალდებულის ადვოკატმა, თამარ თედლიაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასაპატიმრო პირობები შეფარდებოდა და გამოძიების დასრულებამდე, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, როგორც თავად აცხადებს, წლების განმავლობაში იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, მის მიმართ ძალადობას სისტემატური სახე ჰქონდა, როდესაც ძალადობას ვამბობ, ვგულისხმობ ფიზიკურსაც. ამის დასტურად ბრალდებულმა მოსამართლეს თავის არეში მიყენებული დაზიანებებიც აჩვენა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაზიანებების ხარისხის შესაფასებლად დაინიშნა ექსპერტიზაც. დავაყენე შუამდგომლობა, რომ მომხდარიყო არასაპატიმრო პირობების შეფარდება, ამის მოტივად რამდენიმე მყარი არგუმენტიც დავასახელე, თუმცა, სამწუხაროდ, სასამართლომ ჩვენი პოზიცია არ გაიზიარა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ მან ეს დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა, უნდოდა, რომ მისთვის მხოლოდ ტკივილი მიეყენებინა, აფექტის გამო ვერ გაიაზრა, რა სახის დაზიანებები შეიძლებოდა მიეღო დაზარალებულს“, - განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.

ცნობისთვის, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

შეგახსენებთ, შემთხვევა 30 იანვარს, საღამო საათებში გორში მოხდა.

47 წლის შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 82 წლის მამა მალევე დააკავა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.