სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ ვერიდებოდი ინტერვიუებს, ძალიან მორცხვი ვიყავი" - ეკრანებიდან გამქრალი "მეთოჯინე ლალის" ცხოვრება დღეს, აზერბაიჯანული კინოროლი და მოგონებები ფილმებზე
"სულ ვერიდებოდი ინტერვიუებს, ძალიან მორცხვი ვიყავი" - ეკრანებიდან გამქრალი "მეთოჯინე ლალის" ცხოვრება დღეს, აზერბაიჯანული კინოროლი და მოგონებები ფილმებზე

ფილმში "თო­ჯი­ნე­ბი იცი­ა­ნი­ან" მე­ლი­ტონ ბელ­თა­ძის ერ­თა­დერ­თმა ვაჟ­მა რე­ზი­კომ, რო­მელ­საც ოპე­რის მომ­ღერ­ლო­ბის არც ნიჭი ჰქონ­და და არც სურ­ვი­ლი, მაგ­რამ ბე­ბი­ი­სა და დე­დის ხათ­რით კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში აბა­რებ­და, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მცდე­ლო­ბა მარ­ცხით და­ას­რუ­ლა, გა­მოც­და­ზე ჩა­იჭ­რა. მა­მამ შვი­ლი, დრო­ე­ბით სა­მუ­შა­ოდ, ოჯა­ხის­გან მა­ლუ­ლად, სა­თა­მა­შო­ე­ბის ფაბ­რი­კა­ში მი­იყ­ვა­ნა. იქ კი მისი ნამ­დვი­ლი ნიჭი გა­მოვ­ლინ­და. რე­ზი­კოს გა­კე­თე­ბულ­მა თო­ჯი­ნებ­მა სწრა­ფად მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. ამას­თან, ფაბ­რი­კა­ში პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლიც იპო­ვა. გო­გო­ნა სა­ხე­ლად ლალი...

ლა­ლის როლს მეგი კეჟე­რა­ძე ას­რუ­ლებს, გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სუ­ლაც არ არის მსა­ხი­ო­ბი. მა­ნამ­დე ის ფილმში "ყვა­ვი­ლი თოვ­ლზე" გა­და­ი­ღეს. შემ­დეგ იყო "უყა­ი­მო თა­მა­ში".

რე­ჟი­სო­რებს ყო­ველ­თვის მისი გა­რეგ­ნო­ბა მოს­წონ­დათ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ იყო, როლ­ზე უპ­რობ­ლე­მოდ ამ­ტკი­ცებ­დნენ. ამ ფილ­მე­ბი­დან მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­მორ­ჩე­უ­ლად შე­იყ­ვა­რა მისი სახე ფილ­მი­დან "თო­ჯი­ნე­ბი იცი­ნი­ან".

ქალ­ბა­ტონ მე­გის პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მის ფურ­ცლებ­ზე გა­მო­ჩე­ნა თა­ვი­დან­ვე არ უყ­ვარ­და. ჟურ­ნა­ლის­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­ზე იშ­ვი­ა­თად თან­ხმდე­ბო­და და მას­ზე ამი­ტო­მაც არის მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია. მოკ­ლედ, ბევ­რი ცდის შემ­დეგ, გა­მი­მარ­თლა და მას­თან სა­უბ­რის შან­სი გა­სულ კვი­რას მო­მე­ცა.

ვინ არის მეგი კეჟე­რა­ძე პრო­ფე­სი­ით, რო­გორ ცხოვ­რობს დღეს, რაზე წუხს და რა უხა­რია, ამა­ზე ახლა მო­გიყ­ვე­ბით.

მეგი კეჟე­რა­ძე:

- ყო­ველ­თვის ვე­რი­დე­ბო­დი და ვე­რი­დე­ბი პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რად­გა­ნაც საქ­მე­ე­ბით სულ დატ­ვირ­თუ­ლი ვი­ყა­ვი და ვარ. ჯერ ერთი, რომ ამის­თვის დროც არ მაქვს, მერე სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კიც არ მიყ­ვარს. ორი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, მიყ­ვარს მათ­თვის რა­ღა­ცე­ბის წა­კი­თხვა, მო­ყო­ლა... პრო­ფე­სი­ით ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ო­დი ჯერ ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტში და ახლა ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვას­წავ­ლი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი პრო­ფე­სია, სტუ­დენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა. ამას ყვე­ლა­ფერს სხვა ენერ­გია და ემო­ცია მო­აქვს... თუმ­ცა ბოლო დროს ყვე­ლას ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ოდ­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა. დღეს ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­ვის ფონ­ზე, არც მგო­ნია, ვინ­მე თავს კარ­გად გრძნობ­დეს. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად ვართ. მარ­თლა რთუ­ლია მუდ­მი­ვად ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნა, ფსი­ქი­კა­ზე ისა­ხე­ბა. მერე თუ მგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნი ხარ, კი­დევ მე­ტად მოქ­მე­დებს. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის­გან, ჩემი ამ­ხა­ნა­გის­გან მსმე­ნია, უთ­ქვამთ - იცი, წუ­ხელ მთე­ლი ღამე არ მე­ძი­ნა ამ და ამ გა­და­ცე­მას ვუ­ყუ­რეო... ამის მერე რა­ღაც­ნა­ი­რად, შენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად გინ­და, ეს უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი აი­რი­დო, რომ ისე­დაც გა­დაღ­ლი­ლი ფსი­ქი­კა კი­დევ არ დატ­ვირ­თო... ხან­და­ხან ისეა, ვი­ღაც გე­ლა­პა­რა­კე­ბა და არ გეს­მის, გო­ნე­ბას აღარ უნდა მი­ღე­ბა, ადა­მი­ა­ნი ში­ნა­გა­ნად დაღ­ლი­ლია...

ფილ­მი "თო­ჯი­ნე­ბი იცი­ნი­ან"

- ცოტა ხანს წარ­სულს და­ვუბ­რუნ­დეთ - "თო­ჯი­ნე­ბი იცი­ნი­ან" - ის ქარ­თუ­ლი კო­მე­დი­აა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს და რო­მე­ლი ფილ­მის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მა­სობ­რი­ვად გახ­დით ცნო­ბი­ლი... გა­ვიხ­სე­ნოთ ის პე­რი­ო­დი... თან, იქ რო­გო­რი ლა­მა­ზი ხართ...

- სუ­ლაც არ ვფიქ­რობ, რომ ლა­მა­ზი ვარ, კარ­გად ვიცი ჩემი გა­რეგ­ნო­ბა, თან იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი მი­სა­მარ­თით უფრო სხვა შე­ფა­სე­ბებს ვის­მენ­დი... მე­ტად ჩემი ადა­მი­ა­ნებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მქონ­და შე­ფა­სე­ბა და და­ფა­სე­ბაც. ამ ფილმში 1962 წელს კი ასე მოხ­ვდი: ერთ დღე­საც, ქუ­ჩა­ში მოვ­დი­ო­დი და ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა გა­მა­ჩე­რა, რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტად გა­მეც­ნო, მი­თხრა, რომ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მუ­შა­ობ­და. იქ­ნებ, თქვე­ნი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მომ­ცე­თო? მი­ვე­ცი ნო­მე­რი, და­მი­რე­კეს. სტუ­დი­ა­ში რომ მი­ვე­დი და სინ­ჯე­ბი გა­და­მი­ღეს, იქ მარ­ტო არ ვყო­ფილ­ვარ, სხვა გო­გო­ნე­ბიც ჰყავ­დათ ჩემ­სა­ვით მოყ­ვა­ნი­ლი. ისე მოხ­და, რომ რე­ჟი­სორს მე­ტად მე მო­ვე­წო­ნე და ამ როლ­ზე მე ამარ­ჩი­ეს.

- ალ­ბათ ბევ­რი კარ­გი გოგო იყო, მაგ­რამ ფილ­მს თქვე­ნი სახე მარ­თლა მო­უხ­და...

- ნუ, ასე გა­და­წყვი­ტეს... იმ პე­რი­ოდ­ში ბა­ლეტ­ზე დავ­დი­ო­დი, სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და კი­ნო­ზე არც ვფიქ­რობ­დი... კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად თბი­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დამ­ხვდა, ნამ­დვი­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტე­ბი. ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი და ისე­თი ატ­მოს­ფე­რო ახლა არ­სად აღარც არ­სე­ბობს. ამ პან­დე­მი­ამ კი­დევ უფრო მოს­პო ყვე­ლა­ფე­რი, რაც აქამ­დე კი­დევ იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი. თით­ქოს ადა­მი­ა­ნებ­ში ში­ნა­გა­ნად სი­ცო­ცხლე ჩაკ­ვდა...

- გა­და­ღე­ბის პრო­ცესს რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ?

- გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი, რა­საც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. მაგ­რამ სა­ერ­თოდ, რა­ღაც­ნა­ი­რად მორ­ცხვი ვი­ყა­ვი, თან წლო­ვა­ნე­ბით ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი - 22 წლის. მოკ­ლედ, არ ვი­ყა­ვი თა­მა­მი და თა­ვი­სუ­ფა­ლი... მაგ­რამ მა­შინ ზო­გა­დად ასე­თე­ბი ვი­ყა­ვით ახალ­გაზ­რდე­ბი. ჩემი უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რი ფილმში მე­რაბ თა­ვა­ძეა, გა­და­ღე­ბე­ბი ასე­ვე "თო­ჯი­ნე­ბის ფაბ­რი­კა­ში" მი­დი­ო­და, სა­დაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბიც და უც­ნო­ბიც... ამ ფილ­მამ­დე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სუ­რათ­ში "ყვა­ვი­ლი თოვ­ლზე“. იცით, რო­გო­რი ხა­ლი­სი და სი­ცო­ცხლე იყო გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე?! ის პე­რი­ო­დიც სა­ოც­რად კარ­გად მახ­სოვს. ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად კარ­გი იყო, მთე­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი... ვი­თა­მა­შე კი­დევ "უყა­ი­მო თა­მაშ­ში"...

მეგი კეჟე­რა­ძე - კად­რი ფილ­მი­დან "უყა­ი­მო თა­მა­ში"

- მაგ­რამ თვე­ნი ახალ­გაზ­რდუ­ლი სახე და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა მხო­ლოდ ქარ­თულ კი­ნოს არ შე­მო­უ­ნა­ხავს. გა­და­გი­ღეს ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ფილმში "ბავ­შვო­ბის ბოლო ღამე". თურ­მე ეს ფილ­მი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და ისე­თი­ვე საყ­ვა­რე­ლია, რო­გორც ჩვენ­თვის არა­ერ­თი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სუ­რა­თი. ამის გამო თქვენ მათ მიერ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვად ხართ აღი­ა­რე­ბუ­ლი... გე­ძახ­დნენ მეგი ხა­ნუმს...

- ეს ფილ­მი, სა­დაც "ელი­ას" როლი მაქვს, მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მას­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მათ კარ­გად მი­მი­ღეს. ფილ­მის გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა შე­მიყ­ვა­რა. იქი­დან ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი წა­მო­ვე­დი. გა­და­ღე­ბე­ბი 6 თვე გრძელ­დე­ბო­და. ბა­ქო­ში მე და დედა ვი­ყა­ვით. სას­ტუმ­რო გა­მოგ­ვიყ­ვეს, სა­დაც ვცხოვ­რობ­დით. დიდ სით­ბოს და ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­დნენ. პა­ტი­ვის­ცე­მა­ში ვი­ყა­ვი. იცით, რო­გო­რი კე­თილ­შო­ბი­ლი ხალ­ხია?

მეგი კეჟე­რა­ძე - კად­რი ფილ­მი­დან "ბავ­შვო­ბის ბოლო ღამე"

ამ ფილმში ასე მოვ­ხვდი - თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი იყო რე­ჟი­სო­რი, ჩემი ფო­ტო­ე­ბი უნა­ხავს. მოს­წო­ნე­ბია და კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში გა­მო­მი­ძა­ხეს. რე­ჟი­სორ­თან შეხ­ვედ­რა იმით დას­რულ­და, რომ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცა. ეს ფილ­მი მათ­თვის საყ­ვა­რე­ლი ფილ­მია, რად­გა­ნაც რო­გორც გი­თხა­რით, ბევ­რი ცნო­ბი­ლი და კარ­გი მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობს. მათ შო­რის, ტო­ფიკ მირ­ზო­ე­ვი, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბუ­ლი იყო. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ჰყავ­და. ბა­ქო­ე­ლებ­თან დავ­მე­გობ­რდი, ისი­ნი აქ ჩემ­თან სტუმ­რა­დაც ჩა­მო­დი­ოდ­ნენ... ფილ­მი სიყ­ვა­რულ­ზეა, ცოტა დე­ტექ­ტი­უ­რიც არის. მოკ­ლედ, 1973 წელს გა­და­ი­ღეს და მას მერე ყველ­გან დიდი სი­ხა­რუ­ლით და სით­ბო­თი მხვდე­ბოდ­ნენ.

- ზო­გა­დად კი­ნომ პო­პუ­ლა­რო­ბა მო­გი­ტა­ნათ და არ გი­ფიქ­რი­ათ, სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას გაჰ­ყო­ლო­დით და ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნათ "თე­ატ­რა­ლურ­ში"?

- პო­პუ­ლა­რო­ბა მო­მი­ტა­ნა, ყველ­გან მცნობ­დნენ, კი მსა­ხი­ო­ბებ­საც მა­შინ სხვა­ნა­ი­რად აფა­სებ­დნენ და უყ­ვარ­დათ... ფო­ტო­ებ­საც იღებ­დნენ, ავ­ტოგ­რა­ფე­ბიც იყო... დღეს არც და­ფა­სე­ბაა და კი­ნოც აღარ არის. სხვა ცხოვ­რე­ბაა... რაც შე­ე­ხე­ბა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას, არა, ამა­ზე არ მი­ფიქ­რია. ჩემი პრო­ფე­სია მქონ­და, რო­მე­ლიც მიყ­ვარ­და და მერე ხომ გი­თხა­რით, მორ­ცხვი ვი­ყა­ვი. თან ხმაც არ მქონ­და შე­სა­ბა­მი­სი, არ­ტისტს რომ უნდა ჰქო­ნო­და. უბ­რა­ლოდ, რა­ღაც ეტაპ­ზე ჩემ­მა გა­რეგ­ნო­ბამ, ტი­პაჟ­მა მი­იქ­ცია რე­ჟი­სო­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა და რამ­დე­ნი­მე ფილმში გა­და­მი­ღეს. ჩემი პრო­ფე­სი­ით და საქ­მი­ა­ნო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ნამ­დვი­ლად არ ვარ.

მეგი კეჟე­რა­ძე დღეს - ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა report.az-ის მიერ

- ოჯა­ხიც გაგ­ვა­ცა­ნით...

- ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი - 10 და 11 წლის. ბავ­შვე­ბი ხან ჩემ­თან არი­ან, ხან - მე­ო­რე ბე­ბი­ას­თან. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რა თქმა უნდა, სა­სი­ა­მოვ­ნოა. ვცდი­ლობ, ვე­სა­უბ­რო, წა­ვუ­კი­თხო, მო­ვუყ­ვე რა­ღა­ცებს და მათ გა­ნათ­ლე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი როლი შე­ვი­ტა­ნო...

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
0

,,ყვავილი თოვლზე,,ზეპირად ვიცი, ვის როლშია

თეონა
7

არაჩვეულებრივი მამა ყავდა, დავით კეჟერაძე .

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სულ ვერიდებოდი ინტერვიუებს, ძალიან მორცხვი ვიყავი" - ეკრანებიდან გამქრალი "მეთოჯინე ლალის" ცხოვრება დღეს, აზერბაიჯანული კინოროლი და მოგონებები ფილმებზე

"სულ ვერიდებოდი ინტერვიუებს, ძალიან მორცხვი ვიყავი" - ეკრანებიდან გამქრალი "მეთოჯინე ლალის" ცხოვრება დღეს, აზერბაიჯანული კინოროლი და მოგონებები ფილმებზე

ფილმში "თოჯინები იციანიან" მელიტონ ბელთაძის ერთადერთმა ვაჟმა რეზიკომ, რომელსაც ოპერის მომღერლობის არც ნიჭი ჰქონდა და არც სურვილი, მაგრამ ბებიისა და დედის ხათრით კონსერვატორიაში აბარებდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მცდელობა მარცხით დაასრულა, გამოცდაზე ჩაიჭრა. მამამ შვილი, დროებით სამუშაოდ, ოჯახისგან მალულად, სათამაშოების ფაბრიკაში მიიყვანა. იქ კი მისი ნამდვილი ნიჭი გამოვლინდა. რეზიკოს გაკეთებულმა თოჯინებმა სწრაფად მიიქცია ყურადღება. ამასთან, ფაბრიკაში პირველი სიყვარულიც იპოვა. გოგონა სახელად ლალი...

ლალის როლს მეგი კეჟერაძე ასრულებს, გოგონა, რომელიც სულაც არ არის მსახიობი. მანამდე ის ფილმში "ყვავილი თოვლზე" გადაიღეს. შემდეგ იყო "უყაიმო თამაში".

რეჟისორებს ყოველთვის მისი გარეგნობა მოსწონდათ და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი არ იყო, როლზე უპრობლემოდ ამტკიცებდნენ. ამ ფილმებიდან მაყურებელმა გამორჩეულად შეიყვარა მისი სახე ფილმიდან "თოჯინები იცინიან".

ქალბატონ მეგის პრესასთან ურთიერთობა და მის ფურცლებზე გამოჩენა თავიდანვე არ უყვარდა. ჟურნალისტებს ინტერვიუზე იშვიათად თანხმდებოდა და მასზე ამიტომაც არის მწირი ინფორმაცია. მოკლედ, ბევრი ცდის შემდეგ, გამიმართლა და მასთან საუბრის შანსი გასულ კვირას მომეცა.

ვინ არის მეგი კეჟერაძე პროფესიით, როგორ ცხოვრობს დღეს, რაზე წუხს და რა უხარია, ამაზე ახლა მოგიყვებით.

მეგი კეჟერაძე:

- ყოველთვის ვერიდებოდი და ვერიდები პრესასთან ურთიერთობას, რადგანაც საქმეებით სულ დატვირთული ვიყავი და ვარ. ჯერ ერთი, რომ ამისთვის დროც არ მაქვს, მერე საკუთარ თავზე ლაპარაკიც არ მიყვარს. ორი შვილიშვილი მყავს, მიყვარს მათთვის რაღაცების წაკითხვა, მოყოლა... პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი ჯერ ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში და ახლა ტექნიკურ უნივერსიტეტში ვასწავლი. მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვემსახურები. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, სტუდენტებთან მუშაობა, ურთიერთობა. ამას ყველაფერს სხვა ენერგია და ემოცია მოაქვს... თუმცა ბოლო დროს ყველას ძალიან რთული პერიოდში გვიწევს ცხოვრება. დღეს ამდენი ნეგატივის ფონზე, არც მგონია, ვინმე თავს კარგად გრძნობდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ერთნაირად ვართ. მართლა რთულია მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა, ფსიქიკაზე ისახება. მერე თუ მგრძნობიარე ადამიანი ხარ, კიდევ მეტად მოქმედებს. რამდენი ადამიანისგან, ჩემი ამხანაგისგან მსმენია, უთქვამთ - იცი, წუხელ მთელი ღამე არ მეძინა ამ და ამ გადაცემას ვუყურეო... ამის მერე რაღაცნაირად, შენგან დამოუკიდებლად გინდა, ეს უარყოფითი ემოციები აირიდო, რომ ისედაც გადაღლილი ფსიქიკა კიდევ არ დატვირთო... ხანდახან ისეა, ვიღაც გელაპარაკება და არ გესმის, გონებას აღარ უნდა მიღება, ადამიანი შინაგანად დაღლილია...

ფილმი "თოჯინები იცინიან"

- ცოტა ხანს წარსულს დავუბრუნდეთ - "თოჯინები იცინიან" - ის ქართული კომედიაა, რომელიც მაყურებელს გამორჩეულად უყვარს და რომელი ფილმის საშუალებითაც მასობრივად გახდით ცნობილი... გავიხსენოთ ის პერიოდი... თან, იქ როგორი ლამაზი ხართ...

- სულაც არ ვფიქრობ, რომ ლამაზი ვარ, კარგად ვიცი ჩემი გარეგნობა, თან იმ პერიოდში ჩემი მისამართით უფრო სხვა შეფასებებს ვისმენდი... მეტად ჩემი ადამიანებთან დამოკიდებულების მიხედვით მქონდა შეფასება და დაფასებაც. ამ ფილმში 1962 წელს კი ასე მოხვდი: ერთ დღესაც, ქუჩაში მოვდიოდი და ერთმა ქალბატონმა გამაჩერა, რეჟისორის ასისტენტად გამეცნო, მითხრა, რომ კინოსტუდიაში მუშაობდა. იქნებ, თქვენი ტელეფონის ნომერი მომცეთო? მივეცი ნომერი, დამირეკეს. სტუდიაში რომ მივედი და სინჯები გადამიღეს, იქ მარტო არ ვყოფილვარ, სხვა გოგონებიც ჰყავდათ ჩემსავით მოყვანილი. ისე მოხდა, რომ რეჟისორს მეტად მე მოვეწონე და ამ როლზე მე ამარჩიეს.

- ალბათ ბევრი კარგი გოგო იყო, მაგრამ ფილმს თქვენი სახე მართლა მოუხდა...

- ნუ, ასე გადაწყვიტეს... იმ პერიოდში ბალეტზე დავდიოდი, სტუდენტი ვიყავი და კინოზე არც ვფიქრობდი... კინოსტუდიაში არაჩვეულებრივად თბილი და კულტურული საზოგადოება დამხვდა, ნამდვილი ინტელიგენტები. ისეთი ადამიანები და ისეთი ატმოსფერო ახლა არსად აღარც არსებობს. ამ პანდემიამ კიდევ უფრო მოსპო ყველაფერი, რაც აქამდე კიდევ იყო შემორჩენილი. თითქოს ადამიანებში შინაგანად სიცოცხლე ჩაკვდა...

- გადაღების პროცესს როგორ გაიხსენებთ?

- გადასაღებ მოედანზე ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც მეუბნებოდნენ. მაგრამ საერთოდ, რაღაცნაირად მორცხვი ვიყავი, თან წლოვანებით ყველაზე უმცროსი - 22 წლის. მოკლედ, არ ვიყავი თამამი და თავისუფალი... მაგრამ მაშინ ზოგადად ასეთები ვიყავით ახალგაზრდები. ჩემი უშუალო პარტნიორი ფილმში მერაბ თავაძეა, გადაღებები ასევე "თოჯინების ფაბრიკაში" მიდიოდა, სადაც ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, ცნობილი მსახიობიც და უცნობიც... ამ ფილმამდე გადაღებული ვიყავი სურათში "ყვავილი თოვლზე“. იცით, როგორი ხალისი და სიცოცხლე იყო გადასაღებ მოედანზე?! ის პერიოდიც საოცრად კარგად მახსოვს. ყველა ერთნაირად კარგი იყო, მთელი გადამღები ჯგუფი... ვითამაშე კიდევ "უყაიმო თამაშში"...

მეგი კეჟერაძე - კადრი ფილმიდან "უყაიმო თამაში"

- მაგრამ თვენი ახალგაზრდული სახე და მომხიბვლელობა მხოლოდ ქართულ კინოს არ შემოუნახავს. გადაგიღეს ასევე აზერბაიჯანულ ფილმში "ბავშვობის ბოლო ღამე". თურმე ეს ფილმი აზერბაიჯანელებისთვის ძალიან ძვირფასი და ისეთივე საყვარელია, როგორც ჩვენთვის არაერთი ძველი ქართული სურათი. ამის გამო თქვენ მათ მიერ აზერბაიჯანული კინოს ვარსკვლავად ხართ აღიარებული... გეძახდნენ მეგი ხანუმს...

- ეს ფილმი, სადაც "ელიას" როლი მაქვს, მეც ძალიან მიყვარს. მასში აზერბაიჯანის ძალიან ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. მათ კარგად მიმიღეს. ფილმის გადამღებმა ჯგუფმა შემიყვარა. იქიდან ძალიან კმაყოფილი წამოვედი. გადაღებები 6 თვე გრძელდებოდა. ბაქოში მე და დედა ვიყავით. სასტუმრო გამოგვიყვეს, სადაც ვცხოვრობდით. დიდ სითბოს და ყურადღებას იჩენდნენ. პატივისცემაში ვიყავი. იცით, როგორი კეთილშობილი ხალხია?

მეგი კეჟერაძე - კადრი ფილმიდან "ბავშვობის ბოლო ღამე"

ამ ფილმში ასე მოვხვდი - თბილისში ჩამოსული იყო რეჟისორი, ჩემი ფოტოები უნახავს. მოსწონებია და კინოსტუდიაში გამომიძახეს. რეჟისორთან შეხვედრა იმით დასრულდა, რომ როლზე დამამტკიცა. ეს ფილმი მათთვის საყვარელი ფილმია, რადგანაც როგორც გითხარით, ბევრი ცნობილი და კარგი მსახიობი თამაშობს. მათ შორის, ტოფიკ მირზოევი, რომელიც აღიარებული იყო. თაყვანისმცემლები ჰყავდა. ბაქოელებთან დავმეგობრდი, ისინი აქ ჩემთან სტუმრადაც ჩამოდიოდნენ... ფილმი სიყვარულზეა, ცოტა დეტექტიურიც არის. მოკლედ, 1973 წელს გადაიღეს და მას მერე ყველგან დიდი სიხარულით და სითბოთი მხვდებოდნენ.

- ზოგადად კინომ პოპულარობა მოგიტანათ და არ გიფიქრიათ, სამსახიობო კარიერას გაჰყოლოდით და ჩაგებარებინათ "თეატრალურში"?

- პოპულარობა მომიტანა, ყველგან მცნობდნენ, კი მსახიობებსაც მაშინ სხვანაირად აფასებდნენ და უყვარდათ... ფოტოებსაც იღებდნენ, ავტოგრაფებიც იყო... დღეს არც დაფასებაა და კინოც აღარ არის. სხვა ცხოვრებაა... რაც შეეხება სამსახიობო კარიერას, არა, ამაზე არ მიფიქრია. ჩემი პროფესია მქონდა, რომელიც მიყვარდა და მერე ხომ გითხარით, მორცხვი ვიყავი. თან ხმაც არ მქონდა შესაბამისი, არტისტს რომ უნდა ჰქონოდა. უბრალოდ, რაღაც ეტაპზე ჩემმა გარეგნობამ, ტიპაჟმა მიიქცია რეჟისორების ყურადღება და რამდენიმე ფილმში გადამიღეს. ჩემი პროფესიით და საქმიანობით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.

მეგი კეჟერაძე დღეს - ფოტო გადაღებულია აზერბაიჯანული გამოცემა report.az-ის მიერ

- ოჯახიც გაგვაცანით...

- ქალიშვილი მყავს და ორი შვილიშვილი - 10 და 11 წლის. ბავშვები ხან ჩემთან არიან, ხან - მეორე ბებიასთან. მათთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ვცდილობ, ვესაუბრო, წავუკითხო, მოვუყვე რაღაცებს და მათ განათლებაში გარკვეული როლი შევიტანო...