მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა... ჭორაობას ვერ დავიწყებ.. თავს სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "მწვანე პასპორტების" გაუქმებაზე
"არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა... ჭორაობას ვერ დავიწყებ.. თავს სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "მწვანე პასპორტების" გაუქმებაზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, "მწვა­ნე პას­პორ­ტი“ დღეს დიდ როლს აღარ თა­მა­შობს ეპიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, მაგ­რამ დის­ციპ­ლი­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღია. მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ და­ა­კონ­კრე­ტა, უჭერს თუ არა მხარს პი­რა­დად ე.წ. მწვა­ნე პას­პორ­ტის გა­უქ­მე­ბას, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სა­კი­თხზე სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე დის­კუ­სია იყო.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­უ­ბა­რი იყო თერ­მოსკრი­ნი­გის გა­უქ­მე­ბა­ზეც, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს მი­აჩ­ნია, რომ ეს არის დის­ციპ­ლი­ნის და წეს­რი­გის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღი დღეს, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაც­ნო­ბი­ე­რებ "მწვა­ნე პას­პორ­ტი“ დღეს დიდ როლს უკვე არ თა­მა­შობს ეპიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს თა­ვი­სი პო­ზი­ცია ჰქონ­და, რო­მე­ლიც საბ­ჭო­ზე და­ა­ფიქ­სი­რა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვე­თან­ხმე­ბო­დი თუ არა. კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით, საბ­ჭოს შიდა დის­კუ­სი­ე­ბი გა­რეთ არ გა­მო­მაქვს. საბ­ჭო­ზე ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დის­კუ­სია იყო, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ფიქ­სი­რა. საბ­ჭო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კონ­სენ­სუ­სის პრინ­ცი­პით იღებს. ჭო­რა­ო­ბას ვერ და­ვი­წყებ, ჩემ თავს სე­რი­ო­ზულ ადა­მი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

კი­თხვა­ზე, წა­ა­ხა­ლი­სებს თუ არა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ან­ტი­ვაქ­სე­რებს, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, რომ "მწვა­ნე პას­პორ­ტი“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის ერთ-ერთი მე­თო­დი იყო და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ ბევ­რი დარ­ჩა.

"ვაქ­ცი­ნა­ცია და აც­რე­ბი პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი ია­რა­ღი გახ­ლავთ, ამას აფიქ­სი­რებს საბ­ჭო. პან­დე­მის შე­ჩე­რე­ბის მთა­ვა­რი გზა ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე გა­დის. ამი­ტომ კი­დევ ერთხელ ყვე­ლას უნდა მო­ვუ­წო­დოთ, იქ­ნე­ბა "მწვა­ნე პაპ­სორ­ტი“ დაშ­ვე­ბუ­ლი თუ არა, წა­ვიდ­ნენ და აიც­რან“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის სა­კითხს, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ შემ­თხვე­ვა­ში, "მწვა­ნე პას­პორ­ტი“ კვლავ იმუ­შა­ვებს.

"მწვა­ნე პას­პორ­ტი“ იმუ­შა­ვებს ყველ­გან, ვი­საც უნდა მოგ­ზა­უ­რო­ბა, წას­ვლა და აშ. ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა“, - გან­მარ­ტა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
0

ო რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა ამირანჩიკ 😁😁😁😁😁😁

!!!
6

მგონი დროა გადადგე ფული იშოვე საკმარისზე მეტი ერთი უპრინციპო კაცი ხარ ,,კრამიტა" მიხედე ოჯახს თქვენი გაკეთებული საქმის მნახველი არ არის არავინ

ავტორი:

"არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა... ჭორაობას ვერ დავიწყებ.. თავს სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "მწვანე პასპორტების" გაუქმებაზე

"არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა... ჭორაობას ვერ დავიწყებ.. თავს სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "მწვანე პასპორტების" გაუქმებაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, "მწვანე პასპორტი“ დღეს დიდ როლს აღარ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, მაგრამ დისციპლინის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. მან ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა, უჭერს თუ არა მხარს პირადად ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმებას, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოზე დისკუსია იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში საუბარი იყო თერმოსკრინიგის გაუქმებაზეც, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დღეს, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის დროს მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ "მწვანე პასპორტი“ დღეს დიდ როლს უკვე არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი პოზიცია ჰქონდა, რომელიც საბჭოზე დააფიქსირა. არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე ამასთან დაკავშირებით დისკუსია იყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თავისი პოზიცია დაფიქსირა. საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის პრინციპით იღებს. ჭორაობას ვერ დავიწყებ, ჩემ თავს სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, წაახალისებს თუ არა ეს გადაწყვეტილება ანტივაქსერებს, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ "მწვანე პასპორტი“ ვაქცინაციის სტიმულირებისთვის ერთ-ერთი მეთოდი იყო და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი დარჩა.

"ვაქცინაცია და აცრები პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი გახლავთ, ამას აფიქსირებს საბჭო. პანდემის შეჩერების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას უნდა მოვუწოდოთ, იქნება "მწვანე პაპსორტი“ დაშვებული თუ არა, წავიდნენ და აიცრან“,-განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოში შემოსვლის საკითხს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში, "მწვანე პასპორტი“ კვლავ იმუშავებს.

"მწვანე პასპორტი“ იმუშავებს ყველგან, ვისაც უნდა მოგზაურობა, წასვლა და აშ. ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით დღეს არაფერი შეცვლილა“, - განმარტა გამყრელიძემ.