პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბსურდია ეს საქმე, ამის დასაწყისი არის 20 ივნისი, როდესაც საჯაროდ ბიძინა ივანიშვილს მოვუკითხე ახლობლები" - გიგი უგულავა
"აბსურდია ეს საქმე, ამის დასაწყისი არის 20 ივნისი, როდესაც საჯაროდ ბიძინა ივანიშვილს მოვუკითხე ახლობლები" - გიგი უგულავა

"ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მე. რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა გაბ­რაზ­დეს მო­სა­მარ­თლე კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი, ყო­ველ­თვის მო­ვახ­სე­ნებ, რომ მო­ნა­წი­ლე­ობს პო­ლი­ტი­კურ ტა­კი­მას­ხა­რა­ო­ბა­ში" - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში აე­რო­პორ­ტის ინ­ცი­დენტზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სჩ­ვე­ვი­ათ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, "რო­გო­რი ცუ­დიც იყო ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ამ­ბა­ვი, იმა­ვე­ნა­ი­რად ცუ­დია ეს ამ­ბა­ვიც“ და თუ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­ი­სა­ჯა ვი­ღაც, იმა­ვე­ნა­ი­რად უნდა და­ი­სა­ჯონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თუ სხვა პი­რე­ბი.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ საქ­მე­ზე 8 თვეა პრო­ცე­სე­ბი არ ყო­ფი­ლა, 5 პრო­ცე­სი ჩა­ი­ნიშ­ნა მი­ყო­ლე­ბით. სა­ვა­რა­უ­დოდ, თე­ბერ­ვლის ბო­ლოს გა­მო­ი­ტანს მო­სა­მარ­თლე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რა­ტუ­რას "გა­უპ­რა­ვა“ და მის­ცა უფ­ლე­ბა, რომ საქ­მე­ზე კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი თან­დარ­თუ­ლი არ არის. მო­სა­მარ­თლეს თვი­თონ შე­ეძ­ლო ენა­ხა რა არის ამ ჩა­ნა­წე­რებ­ში და ამ საქ­მეს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბო­და. მოწ­მე­ე­ბი იწყე­ბენ თხრო­ბას იმ მო­მენ­ტი­დან, რო­დე­საც მე ვიქ­ნევ ხელს, მაგ­რამ ჩემს სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბას ვერ ხე­დავ­დნენ, სა­მა­გი­ე­როდ აღ­მო­ა­ჩი­ნეს უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა ბად­რი გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ზე. აბ­სურ­დია ეს საქ­მე, ამის და­სა­წყი­სი არის 20 ივ­ნი­სი, რო­დე­საც სა­ჯა­როდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მო­ვუ­კი­თხე ახ­ლობ­ლე­ბი იმი­ტომ, რომ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, მა­რაზ­მი და სა­ში­ნე­ლე­ბა. ერ­თა­დერ­თი რაც შე­იძ­ლე­ბო­და ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს იმ მო­მენ­ტში ექნა, იყო შე­გი­ნე­ბა, ეს ადა­მი­ა­ნი დღე­საც იმ­სა­ხუ­რებს გი­ნე­ბას, შე­უძ­ლე­ბე­ლია სხვა რამე ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს ეთ­ქვა. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მე და სა­მარ­თალ­თან არა­ფე­რი საქ­მე არ აქვს, რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა გაბ­რაზ­დეს მო­სა­მარ­თლე კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი, ყო­ველ­თვის მო­ვახ­სე­ნებ, რომ მო­ნა­წი­ლე­ობს პო­ლი­ტი­კურ ტა­კი­მას­ხა­რა­ო­ბა­ში. ვერ ვი­ტყვი რითი დამ­თავ­რდე­ბა ეს საქ­მე, მაგ­რამ რო­გორც არ უნდა დამ­თავ­რდეს, არის აბ­სურ­დუ­ლი და აჩ­ვე­ნებს, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ძა­ლა­დეა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სჩ­ვე­ვი­ათ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა, რო­გო­რი ცუ­დიც იყო ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ამ­ბა­ვი, იმა­ვე­ნა­ი­რად ცუ­დია ეს. თუ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე და­ი­სა­ჯა ვი­ღაც და ვთვლით, რომ სა­მარ­თლი­ა­ნად და­ი­სა­ჯა, ვპირ­დე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და ყვე­ლას ვინც არის ჩარ­თუ­ლი - ზუს­ტად იმა­ვე­ნა­ი­რად და­ის­ჯე­ბი­ან, მათი რიგი მო­ვი­და ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის აგონ პა­სუ­ხი. ვე­რა­ნა­ი­რი 15 წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი ახლა მომ­ხდარ ამ­ბავს ვერ "გა­აპ­რა­ვებს“, - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის 4 მოწ­მე და­ი­კი­თხა, მათ შო­რის არი­ან, მე­სა­ზღვრე პატ­რუ­ლი და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი.

შემ­თხვე­ვა თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 2019 წლის 11 დე­კემ­ბერს მოხ­და. გიგი უგუ­ლა­ვას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. მას ძი­უ­დო­ისტ ბად­რი გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის ცე­მას ედა­ვე­ბი­ან. გიგი უგუ­ლა­ვას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი და­ვით პარ­კა­ძე, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კოს გოკა გა­ბაშ­ვი­ლის ცე­მას ედა­ვე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

მაგაზე კრეჭას ის გეთვალა მანანას რამდენს მოგიკითხავენ ხოლმე

SOS!!!
0

უტიფრობის, უსირცხვილობის, და ა. შ. სახე !!!

ავტორი:

"აბსურდია ეს საქმე, ამის დასაწყისი არის 20 ივნისი, როდესაც საჯაროდ ბიძინა ივანიშვილს მოვუკითხე ახლობლები" - გიგი უგულავა

"აბსურდია ეს საქმე, ამის დასაწყისი არის 20 ივნისი, როდესაც საჯაროდ ბიძინა ივანიშვილს მოვუკითხე ახლობლები" - გიგი უგულავა

"ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური საქმე. რამდენჯერაც არ უნდა გაბრაზდეს მოსამართლე კოჭლამაზაშვილი, ყოველთვის მოვახსენებ, რომ მონაწილეობს პოლიტიკურ ტაკიმასხარაობაში" - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში აეროპორტის ინციდენტზე მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს სჩვევიათ წინა ხელისუფლების გახსენება, შესაბამისად, "როგორი ცუდიც იყო ვალერი გელაშვილის ამბავი, იმავენაირად ცუდია ეს ამბავიც“ და თუ ვალერი გელაშვილის საქმეზე დაისაჯა ვიღაც, იმავენაირად უნდა დაისაჯონ ბიძინა ივანიშვილი თუ სხვა პირები.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე 8 თვეა პროცესები არ ყოფილა, 5 პროცესი ჩაინიშნა მიყოლებით. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გამოიტანს მოსამართლე გადაწყვეტილებას. მოსამართლემ პროკურატურას "გაუპრავა“ და მისცა უფლება, რომ საქმეზე კამერების ჩანაწერები თანდართული არ არის. მოსამართლეს თვითონ შეეძლო ენახა რა არის ამ ჩანაწერებში და ამ საქმეს ნათელი მოეფინებოდა. მოწმეები იწყებენ თხრობას იმ მომენტიდან, როდესაც მე ვიქნევ ხელს, მაგრამ ჩემს სახეზე დაზიანებას ვერ ხედავდნენ, სამაგიეროდ აღმოაჩინეს უამრავი დაზიანება ბადრი გავაშელიშვილის სახეზე. აბსურდია ეს საქმე, ამის დასაწყისი არის 20 ივნისი, როდესაც საჯაროდ ბიძინა ივანიშვილს მოვუკითხე ახლობლები იმიტომ, რომ ჩაიდინა დანაშაული, მარაზმი და საშინელება. ერთადერთი რაც შეიძლებოდა ნორმალურ ადამიანს იმ მომენტში ექნა, იყო შეგინება, ეს ადამიანი დღესაც იმსახურებს გინებას, შეუძლებელია სხვა რამე ნორმალურ ადამიანს ეთქვა. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური საქმე და სამართალთან არაფერი საქმე არ აქვს, რამდენჯერაც არ უნდა გაბრაზდეს მოსამართლე კოჭლამაზაშვილი, ყოველთვის მოვახსენებ, რომ მონაწილეობს პოლიტიკურ ტაკიმასხარაობაში. ვერ ვიტყვი რითი დამთავრდება ეს საქმე, მაგრამ როგორც არ უნდა დამთავრდეს, არის აბსურდული და აჩვენებს, რომ ჩვეულებრივი მოძალადეა ხელისუფლება.

ხელისუფლების წარმომადგენლებს სჩვევიათ წინა ხელისუფლების გახსენება, როგორი ცუდიც იყო ვალერი გელაშვილის ამბავი, იმავენაირად ცუდია ეს. თუ ვალერი გელაშვილზე დაისაჯა ვიღაც და ვთვლით, რომ სამართლიანად დაისაჯა, ვპირდები ბიძინა ივანიშვილს და ყველას ვინც არის ჩართული - ზუსტად იმავენაირად დაისჯებიან, მათი რიგი მოვიდა ჩადენილი დანაშაულებისთვის აგონ პასუხი. ვერანაირი 15 წლის წინანდელი ამბავი ახლა მომხდარ ამბავს ვერ "გააპრავებს“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა, მათ შორის არიან, მესაზღვრე პატრული და გამომძიებელი.

შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.