სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიახლეები შედის დღეიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში და როგორ იცვლება სამგზავრო ტარიფები?
რა სიახლეები შედის დღეიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში და როგორ იცვლება სამგზავრო ტარიფები?

დე­და­ქა­ლაქ­ში დღე­ი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა და ახა­ლი სამ­გზავ­რო ტა­რი­ფე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა ვიქ­ტორ წი­ლო­სან­მა გა­ნუ­ცხა­და, დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­ყი­დუ­ლი ვა­დი­ა­ნი ბა­რა­თე­ბის 75% ერ­თთვი­ან, სამ­თვი­ან, ექ­ვსთვი­ან და ერ­თწ­ლი­ან ბა­რა­თებ­ზე მო­დის.

"1-ელი თე­ბერ­ვლი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში გა­დახ­დის ახა­ლი სის­ტე­მა ინერ­გე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ, რომ შე­ი­ძი­ნონ ვა­დი­ა­ნი გა­და­ად­გი­ლე­ბის ბა­რა­თე­ბი. 1-თვი­ა­ნი ბა­რა­თი- 40 ლარი, 3-თვი­ა­ნი - 100 ლარი, 6-თვი­ა­ნი - 150 ლარი, ხოლო 1-წლი­ა­ნი ბა­რა­თე­ბი - 250 ლარი ეღი­რე­ბა. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­ყი­დუ­ლი ვა­დი­ა­ნი ბა­რა­თე­ბის 75% ერ­თთვი­ან, სამ­თვი­ან, ექ­ვსთვი­ან და ერ­თწ­ლი­ან ბა­რა­თებ­ზე მო­დის. ვფიქ­რობთ, გა­ყიდ­ვე­ბის რე­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით მარ­ტის შუა რი­ცხვებ­ში გვექ­ნე­ბა. ამ პე­რი­ო­დის­თვის რე­ა­ლის­ტუ­რი იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა, რამ­დე­ნად გა­და­ვი­და და შე­ეჩ­ვია მო­სახ­ლე­ო­ბა აღ­ნიშ­ნულ ბა­რათს. რაც შე­ე­ხე­ბა არ­სე­ბულ ბა­რა­თებს (მეტ­რო­მა­ნი) ის ძა­ლა­ში რჩე­ბა ერთჯე­რა­დად გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში და მას­ზე არ­სე­ბუ­ლი ბა­ლან­სი მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ.

ასე­ვე, ერთჯე­რა­დად გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნონ. ასე­ვე, ყვე­ლა სა­შე­ღა­ვა­თო ბა­რა­თი რჩე­ბა ძა­ლა­ში და 16 ჯგუ­ფის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ, შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბათ.

მგზავ­რო­ბის 55% ამ სა­შე­ღა­ვა­თო მგზავ­რო­ბებ­ზე მო­დის. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის­თვის არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, მათ­თვის ახა­ლი ბა­რა­თის აღე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის. არა­ერ­თხელ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ მგზავ­რო­ბის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა მო­ქა­ლა­ქის­თვის დღე­ში ორ­ნა­ხე­ვა­რია, ვი­ნა­ი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლის და სამ­სა­ხუ­რის გარ­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს სხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვი­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თუ ტა­რიფს და­ვით­ვლით, სა­შუ­ა­ლო შე­წო­ნი­ლი ტა­რი­ფი და­ახ­ლო­ე­ბით, 60 თეთ­რი გა­მო­დის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის თვი­უ­რი და­ნა­ხარ­ჯი 45 ლარს შე­ად­გენს. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არ გვინ­დო­და ტვირ­თი ყო­ფი­ლი­ყო, ამი­ტომ ერ­თთვი­ა­ნი სამ­გზავ­რო ტა­რი­ფის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 40 ლარს შე­ად­გენს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 90%-სთვის მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ან იგი­ვე დარ­ჩა, არ გა­უმ­ჯო­ბეს­და მდგო­მა­რე­ო­ბა ვა­დი­ა­ნი სამ­გზავ­რო ბა­რა­თის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში“, - გა­ნა­ცხა­და წი­ლო­სან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზე­ბის ცვლი­ლე­ბას, რო­გორც წი­ლო­სა­ნი გან­მარ­ტავს, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი­დან მეტ­რო­ში ან ავ­ტო­ბუს­ში გა­დაჯ­დო­მა მო­უ­წევს, თუმ­ცა, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­ლო­დი­ნის დრო შემ­ცი­რე­ბუ­ლია და ეს მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მას არ შე­უქ­მნის.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი და ის ტაქ­სის ფუნ­ქცი­ას ვერ შე­ას­რუ­ლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დაჯ­დო­მე­ბი იქ­ნე­ბა. ქსე­ლის ოპ­ტი­მი­ზა­ცია მოხ­და, თუმ­ცა აქამ­დე არ­სე­ბობ­და მარ­შრუ­ტე­ბი, სა­დაც სა­შუ­ა­ლო მო­ლო­დი­ნის დრო 28 წუთი, 90 წუთი, 120 წუთი იყო, ახლა ასე­თი მო­ლო­დი­ნის დრო არ გვაქვს. პი­კურ პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ლო­დი­ნის დრო 15 წუთი, ხოლო სა­შუ­ა­ლო მო­ლო­დი­ნის დრო 6-7 წუ­თია. მათ შე­ეძ­ლე­ბათ უფა­სოდ გა­დაჯ­დნენ 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა 24:00 სა­ა­თამ­დე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის სა­კითხს, ჩვე­ნი მი­ზა­ნია მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ვემ­სა­ხუ­როთ. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვი­ა­ნო­ბამ­დე მუ­შა­ო­ბენ და სჭირ­დე­ბათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და წი­ლო­სან­მა.

ცნო­ბის­თვის, დღე­ი­დან, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბის 90-წუ­თი­ა­ნი ბა­რა­თი 1 ლარი ეღი­რე­ბა, 1-დღი­ა­ნი ბა­რა­თი - 3 ლარი, 1-კვი­რი­ა­ნი - 20 ლარი, 1-თვი­ა­ნი - 40 ლარი, 3-თვი­ა­ნი - 100 ლარი, 6-თვი­ა­ნი - 150 ლარი, ხოლო 1-წლი­ა­ნი ბა­რა­თე­ბი - 250 ლარი ეღი­რე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ებს ახა­ლი სამ­გზავ­რო ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მეტ­რო­თი, ავ­ტო­ბუ­სით, სა­ბა­გი­რო­თი და ლურ­ჯი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბი­სას შე­ეძ­ლე­ბათ.

მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეტ­რო­მა­ნე­ბი არ უქ­მდე­ბა და კვლავ რჩე­ბა მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის ერთჯე­რა­დი გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბად, სამ­გზავ­რო აბო­ნე­მენ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
1

ერთ კვირიანი 20 ლარი რატომ ღირს თუ ხალხზე ფიქრობთ. თუარ მაქვს ერთიანად 40 ლარი ესეიგი რა ვქნა ორმაგი უნდა გადავიხადო.

ნელიკო
10

ჩემთვის მგზავრობა გამარტივდა და გაიაფდა.შესაბამისად, ჩემი გადმოსახედიდან სწორი გადაწყვეტილებაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა სიახლეები შედის დღეიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში და როგორ იცვლება სამგზავრო ტარიფები?

რა სიახლეები შედის დღეიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში და როგორ იცვლება სამგზავრო ტარიფები?

დედაქალაქში დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა, დღეის მონაცემებით, გაყიდული ვადიანი ბარათების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის.

"1-ელი თებერვლიდან დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ინერგება, შესაბამისად, მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ შეიძინონ ვადიანი გადაადგილების ბარათები. 1-თვიანი ბარათი- 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება. დღეის მონაცემებით, გაყიდული ვადიანი ბარათების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის. ვფიქრობთ, გაყიდვების რეალური მაჩვენებელი დაახლოებით მარტის შუა რიცხვებში გვექნება. ამ პერიოდისთვის რეალისტური იქნება მსჯელობა, რამდენად გადავიდა და შეეჩვია მოსახლეობა აღნიშნულ ბარათს. რაც შეეხება არსებულ ბარათებს (მეტრომანი) ის ძალაში რჩება ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში და მასზე არსებული ბალანსი მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ.

ასევე, ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში მოქალაქეებს შეეძლებათ საბანკო ბარათებიც გამოიყენონ. ასევე, ყველა საშეღავათო ბარათი რჩება ძალაში და 16 ჯგუფის ადამიანები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, შეუნარჩუნდებათ.

მგზავრობის 55% ამ საშეღავათო მგზავრობებზე მოდის. აღნიშნული პირებისთვის არაფერი იცვლება, მათთვის ახალი ბარათის აღება სავალდებულო არ არის. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მგზავრობის საშუალო რაოდენობა მოქალაქისთვის დღეში ორნახევარია, ვინაიდან ადამიანები სახლის და სამსახურის გარდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სხვა საჭიროებებისთვისაც გამოიყენებენ. აქედან გამომდინარე თუ ტარიფს დავითვლით, საშუალო შეწონილი ტარიფი დაახლოებით, 60 თეთრი გამოდის, აქედან გამომდინარე ერთი ადამიანისთვის თვიური დანახარჯი 45 ლარს შეადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებისთვის არ გვინდოდა ტვირთი ყოფილიყო, ამიტომ ერთთვიანი სამგზავრო ტარიფის ღირებულება 40 ლარს შეადგენს. მოქალაქეების 90%-სთვის მგზავრობის ღირებულება ან იგივე დარჩა, არ გაუმჯობესდა მდგომარეობა ვადიანი სამგზავრო ბარათის შეძენის შემთხვევაში“, - განაცხადა წილოსანმა.

რაც შეეხება სამარშრუტო ხაზების ცვლილებას, როგორც წილოსანი განმარტავს, მოსახლეობის ნაწილს მიკროავტობუსიდან მეტროში ან ავტობუსში გადაჯდომა მოუწევს, თუმცა, მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის დრო შემცირებულია და ეს მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ის ტაქსის ფუნქციას ვერ შეასრულებს. აქედან გამომდინარე, გადაჯდომები იქნება. ქსელის ოპტიმიზაცია მოხდა, თუმცა აქამდე არსებობდა მარშრუტები, სადაც საშუალო მოლოდინის დრო 28 წუთი, 90 წუთი, 120 წუთი იყო, ახლა ასეთი მოლოდინის დრო არ გვაქვს. პიკურ პერიოდში მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთი, ხოლო საშუალო მოლოდინის დრო 6-7 წუთია. მათ შეეძლებათ უფასოდ გადაჯდნენ 90 წუთის განმავლობაში. რაც შეეხება 24:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის საკითხს, ჩვენი მიზანია მოქალაქეებს მოვემსახუროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვიანობამდე მუშაობენ და სჭირდებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, დღეიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება. მოქალაქეებს ახალი სამგზავრო ბარათების გამოყენება მეტროთი, ავტობუსით, საბაგიროთი და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას შეეძლებათ.

მერიის ინფორმაციით, მეტრომანები არ უქმდება და კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად.