"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მწვავე ანემია აქვს. აღნიშნულის შესახებ ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხდა.
როგორც ნაყოფია აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ნევროლოგიური პრობლემები მოგვარებული კვლავ არ არის.
"მას რეალურად აღენიშნება ძალიან მწვავე ანემია, ასევე, აღენიშნება ტაქიკარდია, ის ნევროლოგიური პრობლემები, რაც მას გააჩნდა შიმშილობის შედეგად, დღემდე მოგვარებული არ არის, ყველაფერ ამის ფონზე, მის პირად ექიმს არ უშვებენ და არც უცხოელ ექიმებს, რომლებიც მზად არიან, ჩამოვიდნენ და შევიდნენ მასთან. დღემდე თანხმობა არ არის ექიმების მიხეილ სააკაშვილთან დაშვების საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ივანიშვილს და "ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება, ნუ არიან ილუზიებში, რომ ეს ამბავი ასე მარტივად ჩაივლის.
რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, ეს პროცესი მიმდინარეობს, დღეს რაც ხდება მის თავს, ეს არის ჩვეულებრივად არაადამიანური მოპყრობის და წამების გაგრძელება, რადგან ადამიანს ნამდვილად ესაჭიროება სათანადო მკურნალობა, ესაჭიროება, რომ მასთან შევიდეს მისი პირადი ექიმი და მოწვეული იყვნენ სხვა ექიმებიც, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა ნაყოფიამ.
მისივე თქმით, სააკაშვილი მხნედ და ოპტიმისტურად არის.
"აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე დატოვებს საპყრობილეს და ქართველი ხალხი მალე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები და დაადგება განვითარების გზას“, - განაცხადა ნაყოფიამ.
როგორც ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ულტიმატუმისა და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება.
"მინდა გითხრათ, რომ ულტიმატუმი არსად გამქრალა. სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს და მისი საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი, როდესაც რამეს იტყვის აუცილებლად ასრულებს, თანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებებში, რასაც უახლოეს დღეებში მოგახსენებთ.
რა ფორმით გამოხატავს ის პროტესტს უახლოეს დღეებში გაიგებთ. ამ თემაზე საუბარი გვქონდა, იქნება მისი გადაწყვეტილება და ამის შესახებ თქვენ გეცნობებათ, ალბათ ხვალ, ზეგ და ა.შ“. - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადად იანვრის ბოლო დაასახელა. სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება, იანვრის თვის ბოლომდე, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს.
თუ მაგის დანაშაულებების მიხედვით ვიმსჯელეთ ის 6 წელი მალეა თან ძალიან მალე.
მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ციხიდან მალე გამოვაო ... ნაყოფიამ.სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 2008 წელს ომი არ წაუგია - მოუგონეს; დარწმუნებულია, რომ იყო ჰუმანური და სამართლიანი მმართველი, - რომ ბიუჯეტი და ბიზნესი არ გაუძარცვავს (ადამიანები რიგში იდგნენ რომ თავიანთი ქონება ნაცებისათვის და ბიუჯეტისათვის ეჩუქებინათ) ადამიანებს კი არ აწამებდნენ, ისინი თავს ისახიჩრებდნენ; ღრმად სჯეროდა, რომ საქართველოში თუ არაჟნის კონტეინერით ჩამოვიდოდა, ხალხი მის გამო ვენებს გადაიჭრიდა; დარწმუნებულია, რომ რესბალნიცაზე გადასვლისას მისი მმართველობით განაწამებმა ხალხმა კი არ მოუწყო ობსტრუქცია, არამედ პატიმრის ფორმაში გადაცმულმა ოცნების აქტივმა; დარწმუნებულია, რომ რომ არა"ჩიტო" და ციხე, არც დი...რეა ექნებოდა, არც არაადეკვატური შა..ვა და არც გულის წასვლები ....
არა უშავს უმკურნალებენ და 6 წლის შემდეგ ჯანმრთელი დაგიბრუნდებათ