არსებული ინფორმაციით, გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები - დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახი ბინაში რამდენიმე დღის გადასული იყო და ქირით ცხოვრობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბინაში ცხედრები ნათესავმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მათთან სტუმრად მივიდა.
ამასთან, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოჯახი გაზის ღუმელით, ე.წ. "დუხოვკით" თბებოდა და ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია.
ცხედრები ჯერჯერობით ბინიდან არ გადაუსვენებიათ.
სოფელში ხალხი მიჩვეულია შეშის ფეჩს.შეუნთებ და დაიძინებ,რადგან ფეჩი სითბოს გამოსცემს,ხოლო კვამლი და ნამწვი საკვამური მილის საშუალებით გადის სახლიდან.ქალაქის ბინაში გაზის ფეჩს რომ დაანთებ ბინის გასათბობად,მაგას შეშის ფეჩისგან განსხვავებით,საკვამური მილი არ გააჩნია და მთელი ნამწვი ბინაში გროვდება... შეიძლება ხვებოდნენ ცხონებულები,რომ სახიფათო რამეს აკეთებენ,მაგრამ ვინ,იცის,იფიქრეს,რომ ცოტა ხნით,მხოლოდ გათბეს ოთახიო და მერე გამოვრთავთო. და ჩაეძინათ... სიტყვები უძლურია...
ბინის პატრონი უნდა ჩასვან ციხეში .