სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე და როგორია მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში - სამინისტროს ინფორმაცია
რამდენი სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე და როგორია მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში - სამინისტროს ინფორმაცია

ამ ეტაპ­ზე, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სრუ­ლად დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე 201 სკო­ლა და 304 ცალ­კე­უ­ლი კლა­სი იმ­ყო­ფე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გო­გებს, სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში წარ­მარ­თვის სურ­ვი­ლი რის­კის ჯგუ­ფის 125-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მოთ­ქვა.

ამას­თან, უწყე­ბის ცნო­ბით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოს­წავ­ლე­ებს სწავ­ლის ფორ­მა­ტის არ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კვლავ აქვთ.

„ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სკო­ლებ­ში ვირუ­სის მარ­თვა­ზე კონ­ტრო­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად მკაც­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. შიდა გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სკო­ლე­ბი ჯან­დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბენ და ცალ­კე­უ­ლი კლა­სი ან სკო­ლა მყი­სი­ე­რად გა­და­დის დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე. სწო­რედ ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ ეტაპ­ზე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სრუ­ლად დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე 201 სკო­ლა და 304 ცალ­კე­უ­ლი კლა­სი იმ­ყო­ფე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გო­გებს, სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში წარ­მარ­თვის სურ­ვი­ლი რის­კის ჯგუ­ფის 125-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მოთ­ქვა.

ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი მას­წავ­ლე­ბელ­თა 2,7%-ს და მოს­წავ­ლე­ე­ბის 0,9%-ს და­უ­დას­ტურ­და. ამ დრო­ი­სათ­ვის აც­რი­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა 73.6%.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­მი­ნის­ტრო კვლავ აძ­ლევს მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი დას­წრე­ბი­თი და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მას შო­რის. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბა/რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბმულ­ზე https://online.emis.ge ყო­ველ ხუთ­შა­ბათს 00:00 – 18:00 სა­ა­თის შუ­ა­ლედ­ში“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ვირუ­სის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სკო­ლე­ბი სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია რო­გორც შე­სა­ბა­მი­სი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით, ასე­ვე პირ­ბა­დე­ე­ბით, თერ­მოსკრი­ნინ­გის აპა­რა­ტე­ბი­თა და დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბით.

„ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს Covid-19-ზე მას­წავ­ლე­ბელ­თა ტეს­ტი­რე­ბა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თათ­ვის უსაფრ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში სკო­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა“, - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
0

სკოლებზე მეტად საავადმყოფოებია უკვე გავრცელების მიზეზი. შემოყავთ კოვიდიანი ორსულები და არაკოვიდიანებთან აწვენენ.

ზზ
0

55-ე საჯაროს დირექტორი ცოცხალი თავით არ კეტავს სკოლას,ნახევარი მასწავლებლები დაცვენილები არიან კოვიდით,ასევე მოსწალეებიც,გააგებინეთ ამ ქალს რამე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რამდენი სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე და როგორია მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში - სამინისტროს ინფორმაცია

რამდენი სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე და როგორია მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში - სამინისტროს ინფორმაცია

ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

ამასთან, უწყების ცნობით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მოსწავლეებს სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა კვლავ აქვთ.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს. შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია როგორც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით.

„ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.

პარალელურად, მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება“, - აცხადებენ სამინისტროში.