პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ დასვა იგივე დიაგნოზი, რაც "ემპათიას" და სახალხო დამცველს ჰქონდათ - ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე" - სააკაშვილი
"ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ დასვა იგივე დიაგნოზი, რაც "ემპათიას" და სახალხო დამცველს ჰქონდათ - ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე" - სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ ნევ­რო­ლო­გის, თა­მარ აბა­ში­ძის მიერ მის­თვის დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზის შემ­დეგ, რო­მელ­შიც ნევ­რო­ლო­გი სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­დგომ გა­მოკ­ვლე­ვას მო­ი­თხოვ­და, მისი მე­უღ­ლე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ წე­რილ­ში წერს, მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარს იმ იმე­დით ეუბ­ნე­ბი­ან, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სულ უფრო გა­მი­უ­ა­რეს­დე­ბა და აზ­როვ­ნე­ბას ვერ შეძ­ლებს.

"მას შემ­დეგ, რაც გორ­ში "მკურ­ნა­ლო­ბის" შემ­დეგ ჩემი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, რუს­თავ­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­მო­ი­ძა­ხა კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის" ნევ­რო­ლო­გი თა­მარ აბა­ში­ძე. მას ჩემი გამ­ზრდე­ლი დიდი ბე­ბი­ის სა­ხე­ლი ერ­ქვა და და­მა­მახ­სოვ­რდა. არამ­ხო­ლოდ ამი­ტომ, არა­მედ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და ადა­მი­ა­ნო­ბით მომ­ხიბ­ლა. მან დას­ვა ზუს­ტად იგი­ვე დი­აგ­ნო­ზი, რაც "ემ­პა­თი­ას" და სა­ხალ­ხო დამ­ცველს ჰქონ­დათ დას­მუ­ლი და მო­ი­თხო­ვა ჩემი შემ­დგო­მი გა­მოკ­ვლე­ვა.

ახლა გა­ვი­გე, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­უშ­ვი­ათ მისი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი იყო.

მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ ჩემ­და­მი ადა­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, ასე­ვე მოხ­სნეს ლონ­და თო­ლო­რა­ია, მი­ნის­ტრი ტი­კა­რა­ძე არა­საკ­მა­რი­სად ადა­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, გო­რის ჰოს­პიტ­ლის დი­რექ­ტო­რი და ახლა ეს კაცი. ძა­ლი­ან წვრილ­მან ბო­როტ კა­ცუ­ნებ­თან გვაქვს საქ­მე.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­მარ აბა­ში­ძი­სა და სხვე­ბის დას­მულ ნევ­რო­ლო­გი­ურ დი­აგ­ნოზს. სწო­რედ ამ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე მე­უბ­ნე­ბი­ან უარს იმ იმე­დით, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა სულ უფრო გა­მი­უ­ა­რეს­დე­ბა და აზ­როვ­ნე­ბას ვერ შევ­ძლებ; ან მეხ­სი­ე­რე­ბას დავ­კარ­გავ და მათ შო­რის, ასე­თი ბო­რო­ტე­ბე­ბი აღარ მე­მახ­სოვ­რე­ბა. ჩემს მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ვი­წყო, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნას რაც უქ­ნეს, ამას არ და ვერ და­ვი­ვი­წყებ“, - აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ი.კ
0

სანამ მეხსიერება დაგიკარგავს და დავღუპულვართ, ბატონო მიხეილ, იქნებ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების, ეკონომიკური განვითარების გეგმა მოასწროთ და შთამომავლობას დაუტოვოთ.

 

 

მერი
4

ბატონო მიხეილ, რატომ ამბობთ " ჩემს ქვეყანას ტაც უქნეს ვერ დაბივიწყებ " რა უქნქს თქვენს ქვეუანას , დააკონკრეტეთ. და ისიც არ დაივიწყოთ თქვენ რა უყავით ჩვენს ქვეყანას. ძალიან გთხოვთ არ დაივიწყოთ არასოდეს ის რაც თქვენ უყავით საქაართველოს, და ქართველ ხალხს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ დასვა იგივე დიაგნოზი, რაც "ემპათიას" და სახალხო დამცველს ჰქონდათ - ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე" - სააკაშვილი

"ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ დასვა იგივე დიაგნოზი, რაც "ემპათიას" და სახალხო დამცველს ჰქონდათ - ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, კლინიკა "ვივამედის“ ნევროლოგის, თამარ აბაშიძის მიერ მისთვის დასმული დიაგნოზის შემდეგ, რომელშიც ნევროლოგი სააკაშვილის შემდგომ გამოკვლევას მოითხოვდა, მისი მეუღლე ჯანდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს.

როგორც სააკაშვილი საკუთარ წერილში წერს, მკურნალობაზე უარს იმ იმედით ეუბნებიან, რომ მისი მდგომარეობა სულ უფრო გამიუარესდება და აზროვნებას ვერ შეძლებს.

"მას შემდეგ, რაც გორში "მკურნალობის" შემდეგ ჩემი ნევროლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რუსთავში, ადმინისტრაციამ გამოიძახა კლინიკა "ვივამედის" ნევროლოგი თამარ აბაშიძე. მას ჩემი გამზრდელი დიდი ბებიის სახელი ერქვა და დამამახსოვრდა. არამხოლოდ ამიტომ, არამედ თავისი პროფესიონალიზმითა და ადამიანობით მომხიბლა. მან დასვა ზუსტად იგივე დიაგნოზი, რაც "ემპათიას" და სახალხო დამცველს ჰქონდათ დასმული და მოითხოვა ჩემი შემდგომი გამოკვლევა.

ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე, რომელიც დეპარტამენტის უფროსი იყო.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემდამი ადამიანური დამოკიდებულების გამო, ასევე მოხსნეს ლონდა თოლორაია, მინისტრი ტიკარაძე არასაკმარისად ადამიანური დამოკიდებულების გამო, გორის ჰოსპიტლის დირექტორი და ახლა ეს კაცი. ძალიან წვრილმან ბოროტ კაცუნებთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება თამარ აბაშიძისა და სხვების დასმულ ნევროლოგიურ დიაგნოზს. სწორედ ამ მკურნალობაზე მეუბნებიან უარს იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გამიუარესდება და აზროვნებას ვერ შევძლებ; ან მეხსიერებას დავკარგავ და მათ შორის, ასეთი ბოროტებები აღარ მემახსოვრება. ჩემს მიმართ ჩადენილი შეიძლება დავივიწყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რაც უქნეს, ამას არ და ვერ დავივიწყებ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.