პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის მოკავშირეები: ქვეყნები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგებიან
რუსეთის მოკავშირეები: ქვეყნები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგებიან

ბრი­ტა­ნულ­მა გა­ზეთ­მა "დე­ი­ლი ექ­სპრეს­მა" (Daily Express) გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე­ე­ბი: შვი­დი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მხა­რეს დად­გე­ბა“ (ავ­ტო­რი - პიპ მე­რი­სო­ნი).

"რუ­სეთ­მა და­სავ­ლე­თი შოკ­ში ჩა­აგ­დო უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან ასი­ა­თა­სი­ა­ნი არ­მი­ის გან­ლა­გე­ბით. რაც უფრო იზ­რდე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბა, მით უფრო აშ­კა­რა ხდე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აშშ-სთან და ნა­ტოს­თან ომის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს. არი­ან ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც, ალ­ბათ, და­სავ­ლეთ­თან კონ­ფლიქ­ტში რუ­სეთს მხარს და­უ­ჭე­რენ“, - წერს ავ­ტო­რი.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში, ნატო იხ­რე­ბა იმის­კენ, რომ კი­ევს ქმე­დი­თი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს. "დღე­ი­სათ­ვის აშშ-მა უკ­რა­ი­ნას უკვე საკ­მა­ოდ დიდი "სა­სიკ­ვდი­ლო ტვირ­თი“ მი­ა­წო­და, ხოლო დიდი ბრი­ტა­ნე­თი კი­ევს, თავ­დაც­ვის მიზ­ნით, ახლო მოქ­მე­დე­ბის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტებს მის­ცემს. ეს ნიშ­ნავს, რომ თუ რუ­სე­თი მარ­თლაც გა­და­წყვეტს უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმას, კრემ­ლის ზურგს უკან მტკი­ცე მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნე­ბის ჯგუ­ფი უნდა იდ­გეს", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

აი, რუ­სე­თის ის სა­ვა­რუ­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, ალ­ბათ, პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მხა­რე­ზე დად­გე­ბი­ან, თუ იგი უკ­რა­ი­ნას­თან ომს და­ი­წყებს.

  • ОДКБ-ს წევ­რე­ბი: პოსტსაბ­ჭო­უ­რი სო­ლი­და­რო­ბა

კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (ОДКБ) თით­ქმის ნა­ტოს ანა­ლო­გი­უ­რად მოქ­მე­დებს. ის პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის მიერ არის და­არ­სე­ბუ­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად, უსაფრ­თხო­ე­ბის პაქ­ტად ით­ვლე­ბა. ექ­ვსი ქვე­ყა­ნა, რომ­ლე­ბიც მას­ში შე­დის (რუ­სე­თი, სომ­ხე­თი, ბე­ლა­რუ­სი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი და ტა­ჯი­კე­თი), წეს­დე­ბის მი­ხედ­ვით, ერ­თმა­ნე­თის მხა­რე­ზე უნდა დად­გნენ, რო­მე­ლი­მე­ზე თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში.

მათი უმე­ტე­სო­ბა ან ყვე­ლა ერ­თად, თუ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას თავს და­ეს­ხმე­ბა, მსხვილ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის შემ­თხვე­ვა­ში, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის დახ­მა­რე­ბას გა­და­წყვე­ტენ და მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გვერ­დით და­უდ­გე­ბი­ან. მარ­თა­ლია, ორ­გა­ნი­ზა­ცია თა­ვი­სი წევ­რე­ბის სა­ში­ნა­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ით არ უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამას წი­ნათ ყა­ზა­ხე­თის კრი­ზი­სი­სას, რუ­სეთ­მა თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, ყა­ზა­ხეთ­ში გაგ­ზავ­ნა, რათა ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბას ფა­სე­ბის ზრდით გა­მოწ­ვე­უ­ლი მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტე­ბის ჩაქ­რო­ბა­ში დახ­მა­რე­ბო­და.

ამი­ტო­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რიც ყა­ზა­ხე­თია, ანა­ლო­გი­უ­რად აღ­მო­უ­ჩე­ნენ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას თა­ვი­ანთ მო­კავ­ში­რე რუ­სეთს, თუ კრემ­ლი მათ ასე­თი თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

გარ­და ამი­სა, გა­სულ კვი­რას რუ­სეთ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ ბე­ლა­რუს­ში წვრთნე­ბის­თვის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი გაგ­ზავ­ნეს. ეს კი რუ­სეთს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს უკ­რა­ი­ნა­ზე ჩრდი­ლო­ე­თის, აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და სამ­ხრე­თის მხრი­დან.

  • კუბა: 1962 წლის კრი­ზი­სის "დეჟა­ვიუ“?

რუ­სეთს, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან, კუ­ბის კო­მუ­ნის­ტურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ამას წი­ნათ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და მის­მა კუ­ბელ­მა კო­ლე­გამ მი­გელ დიას-კა­ნელ­მა "სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბა­ზე“ ისა­უბ­რეს და ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს. ამ ფაქ­ტმა გა­ა­ჩი­ნა საფრ­თხე, რომ კუ­ბას შე­უძ­ლია რუ­სე­თის მხა­რე და­ი­კა­ვოს და აშშ-ს მი­მართ მუ­ქა­რის მიზ­ნით, მოს­კოვს უფ­ლე­ბა მის­ცეს თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯარი გა­ნა­ლა­გოს. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ კუნ­ძუ­ლი ამე­რი­კას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს და 1962 წელს მომ­ხდა­რი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ("კა­რი­ბის კრი­ზი­სი“) ჰა­ვა­ნას უკავ­შირ­დე­ბა.

ამ ცოტა ხნის წინ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ სერ­გეი რი­ა­ბკოვ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია RTVI-ის ეთერ­ში ინ­ტერ­ვი­უს დროს გა­ნა­ცხა­და, რომ არ შე­უძ­ლია "არც და­ა­დას­ტუ­როს და არც გა­მო­რი­ცხოს“ კუ­ბა­ზე რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გაგ­ზავ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ აშშ და მისი ნა­ტო­ე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი მოს­კო­ვის მო­თხოვ­ნას ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცე­ვენ.

  • სე­პა­რა­ტის­ტე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში: ისე­ვე, რო­გორც 2014 წელს...

უკ­რა­ი­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო 1991 წლამ­დე, შემ­დეგ კი კი­ევ­მა მოს­კო­ვი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო.

მარ­თა­ლია, უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა მხარს უჭერს დე­მოკ­რა­ტი­ას და ევ­რო­პი­სა­კენ იყუ­რე­ბა - რუ­სე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ქვე­ყა­ნა­ში პრო­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბის მქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბაც ცხოვ­რობს. სწო­რედ ისი­ნი და­უ­ჭე­რენ მხარს რუ­სეთს ისე­ვე, რო­გორც 2014 წელს გა­ა­კე­თეს ყი­რი­მის ანექ­სი­ის დროს. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
0

ვახტანგ 70წისას. ეხლა დავიჯერო მაგას ვერ ხვდები თუ, რუსულ ნარატივს იმეორებ.წაიკითხე და გაიაზრე ძველი ტერიტორიებს თუ მივაწვებით მაშინ ჯიგარო თამარ მეფის დროს სასომხეთიც ჩვენი იყო აზერბაიჯნიც თურქეთის დიდი ნაწილი დაღესტნის დიდინაწილი და კიდევ ბევრი სხვა ტერიტორიაც. როგორ წარმოგიდგენია ამ ტერიტორიების უკან წაღება. იქნებ რეალობიდან გამოვიდეთ და მიწაზე დავეშვათ .რომ სწორეთ ვიაზროვნოთ. ამ ტერიტორიებს რაც რუსეთმა წაგვართვა მთელი მსოფლიო საქართველოსად აღიარებს,. რუსეთის და რამოდენიმე ჯუჯა ქვეყნის გარდა ისიც იმიტომ რომ, რუსეთმა გადაუხადა. მე მგონი საკმარისად მარტივად ავხსენი ადამიანის ტვინმა რომ, გაიგოს..

სიმართლე
2

და უკრაინა თავს ვის დაესხა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რუსეთის მოკავშირეები: ქვეყნები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგებიან

რუსეთის მოკავშირეები: ქვეყნები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგებიან

ბრიტანულმა გაზეთმა "დეილი ექსპრესმა" (Daily Express) გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "რუსეთის მოკავშირეები: შვიდი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგება“ (ავტორი - პიპ მერისონი).

"რუსეთმა დასავლეთი შოკში ჩააგდო უკრაინის საზღვართან ასიათასიანი არმიის განლაგებით. რაც უფრო იზრდება დაძაბულობა, მით უფრო აშკარა ხდება, რომ შეიძლება ვლადიმერ პუტინმა აშშ-სთან და ნატოსთან ომის პროვოცირება მოახდინოს. არიან ქვეყნები, რომლებიც, ალბათ, დასავლეთთან კონფლიქტში რუსეთს მხარს დაუჭერენ“, - წერს ავტორი.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ნატო იხრება იმისკენ, რომ კიევს ქმედითი დახმარება გაუწიოს. "დღეისათვის აშშ-მა უკრაინას უკვე საკმაოდ დიდი "სასიკვდილო ტვირთი“ მიაწოდა, ხოლო დიდი ბრიტანეთი კიევს, თავდაცვის მიზნით, ახლო მოქმედების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მისცემს. ეს ნიშნავს, რომ თუ რუსეთი მართლაც გადაწყვეტს უკრაინაზე თავდასხმას, კრემლის ზურგს უკან მტკიცე მოკავშირე ქვეყნების ჯგუფი უნდა იდგეს", - ვკითხულობთ სტატიაში.

აი, რუსეთის ის სავარუდო მოკავშირეები, რომლებიც, ალბათ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარეზე დადგებიან, თუ იგი უკრაინასთან ომს დაიწყებს.

  • ОДКБ-ს წევრები: პოსტსაბჭოური სოლიდარობა

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) თითქმის ნატოს ანალოგიურად მოქმედებს. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ არის დაარსებული და ფაქტობრივად, უსაფრთხოების პაქტად ითვლება. ექვსი ქვეყანა, რომლებიც მასში შედის (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი), წესდების მიხედვით, ერთმანეთის მხარეზე უნდა დადგნენ, რომელიმეზე თავდასხმის შემთხვევაში.

მათი უმეტესობა ან ყველა ერთად, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მსხვილმასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის დახმარებას გადაწყვეტენ და მის ხელისუფლებას გვერდით დაუდგებიან. მართალია, ორგანიზაცია თავისი წევრების საშინაოპოლიტიკური სიტუაციით არ უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ ამას წინათ ყაზახეთის კრიზისისას, რუსეთმა თავისი სამხედრო ქვედანაყოფები, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად, ყაზახეთში გაგზავნა, რათა ადგილობრივ მთავრობას ფასების ზრდით გამოწვეული მასობრივი პროტესტების ჩაქრობაში დახმარებოდა.

ამიტომაც სავარაუდოდ, ისეთი ქვეყნები, როგორიც ყაზახეთია, ანალოგიურად აღმოუჩენენ სამხედრო დახმარებას თავიანთ მოკავშირე რუსეთს, თუ კრემლი მათ ასეთი თხოვნით მიმართავს.

გარდა ამისა, გასულ კვირას რუსეთში განაცხადეს, რომ მათ ბელარუსში წვრთნებისთვის სამხედრო ნაწილები გაგზავნეს. ეს კი რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, შეტევა განახორციელოს უკრაინაზე ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან.

  • კუბა: 1962 წლის კრიზისის "დეჟავიუ“?

რუსეთს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, კუბის კომუნისტურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ამას წინათ ვლადიმერ პუტინმა და მისმა კუბელმა კოლეგამ მიგელ დიას-კანელმა "სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება გამოაცხადეს. ამ ფაქტმა გააჩინა საფრთხე, რომ კუბას შეუძლია რუსეთის მხარე დაიკავოს და აშშ-ს მიმართ მუქარის მიზნით, მოსკოვს უფლება მისცეს თავის ტერიტორიაზე ჯარი განალაგოს. გავიხსენოთ, რომ კუნძული ამერიკასთან ძალიან ახლოს მდებარეობს და 1962 წელს მომხდარი კრიზისული სიტუაცია ("კარიბის კრიზისი“) ჰავანას უკავშირდება.

ამ ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ტელეკომპანია RTVI-ის ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ არ შეუძლია "არც დაადასტუროს და არც გამორიცხოს“ კუბაზე რუსეთის სამხედრო ტექნიკის გაგზავნის შესაძლებლობა, თუ აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები მოსკოვის მოთხოვნას ყურადღებას არ მიაქცევენ.

  • სეპარატისტები უკრაინაში: ისევე, როგორც 2014 წელს...

უკრაინა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო 1991 წლამდე, შემდეგ კი კიევმა მოსკოვისაგან დამოუკიდებლობის მოპოვება შეძლო.

მართალია, უკრაინის მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს დემოკრატიას და ევროპისაკენ იყურება - რუსებისაგან განსხვავებით, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში პრორუსული განწყობის მქონე მოსახლეობაც ცხოვრობს. სწორედ ისინი დაუჭერენ მხარს რუსეთს ისევე, როგორც 2014 წელს გააკეთეს ყირიმის ანექსიის დროს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ