პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2022 წლის მთავარი თავგადასავალი იწყება! - 28 მაისს Black Sea Arena სეზონს OneRepublic-ის კონცერტით გახსნის
2022 წლის მთავარი თავგადასავალი იწყება! - 28 მაისს Black Sea Arena სეზონს OneRepublic-ის კონცერტით გახსნის

წარ­მო­იდ­გი­ნე მუხ­ტი, რო­მე­ლიც შენს საყ­ვა­რელ სცე­ნას მთლი­ა­ნად მო­ი­ცავს! 2022 წლის 28 მა­ისს, არე­ნას მო­ნატ­რე­ბუ­ლი სცე­ნა OneRepublic-ის კონ­ცერ­ტით ბრუნ­დე­ბა! ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენს სცე­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად მსმე­ნე­ლის გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და არ­ტის­ტე­ბის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი ენერ­გია მო­ე­ნატ­რა, სწო­რედ ამი­ტომ, Black Sea Arena ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ დაბ­რუ­ნე­ბა­სა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე ზა­ფხულს გპირ­დე­ბათ.

ახლა კი თავ­გა­და­სა­ვა­ლი არ­ტის­ტის გაც­ნო­ბით და­ვი­წყოთ.

OneRepublic ამე­რი­კუ­ლი პოპ-როკ ბენ­დია, რო­მე­ლიც 2002 წელს შე­იქ­მნა, პირ­ველ მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას კი 5 წლის შემ­დეგ, კომ­პო­ზი­ცია Apologize-ით მი­აღ­წია. ამ კომ­პო­ზი­ცი­ის წარ­მა­ტე­ბა გა­ი­ზი­ა­რა სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბომ­მაც, სა­ხელ­წო­დე­ბით Dreaming Out Loud, რო­მელ­შიც ბენ­დის სხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი ჰი­ტე­ბიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდე­ბა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ჯგუ­ფის ვო­კა­ლის­ტი რა­ი­ან ტე­დე­რი სხვა­დას­ხვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე იყო - მის მიერ და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რე­ბი Beyonce-ის, Adele-ის, Maroon 5-ის და Leona Lewis-ის დის­კოგ­რა­ფი­ებ­ში მოხ­ვდა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, OneRepublic-ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სვლა არ შე­ნე­ლე­ბუ­ლა. 2009 წელს ბენდმა მე­ო­რე ალ­ბო­მი Waking Up გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ისე­თი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი შე­დის, რო­გო­რი­ცაა All the Right Moves, Secrets და Good Life.

ამე­რი­კუ­ლი ჯგუ­ფის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა 2013 წლის სტუ­დი­უ­რი კრე­ბუ­ლი Native, რაც პირ­ველ რიგ­ში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. 3-მი­ლი­არ­დი­ა­ნი მსმე­ნე­ლი­თა და ჩარ­ტში დამ­ყა­რე­ბუ­ლი რე­კორ­დე­ბის წყა­ლო­ბით, Counting Stars დე­კა­დის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჰიტი, ბენ­დი კი ახა­ლი თა­ო­ბის საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტი გახ­და.

Black Sea Arena-ს სცე­ნა­ზე 2022 წლის 28 მა­ისს, სწო­რედ OneRepublic-ის კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. თავ­გა­და­სა­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის კი ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა 28 იან­ვრის 18:00 სა­ა­თი­დან, არე­ნას ვებგ­ვერ­დის - www.bsa.ge - სა­შუ­ა­ლე­ბით შე­გიძ­ლი­ათ. ბი­ლე­თის ფასი 80 ლა­რი­დან იწყე­ბა. კონ­ცერ­ტი კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით გა­ი­მარ­თე­ბა და მას­ზე მხო­ლოდ მწვა­ნე პას­პორ­ტის მქო­ნე მსმე­ნე­ლე­ბი და­იშ­ვე­ბი­ან.

Black Sea Arena-ს წლე­ვან­დე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი მხო­ლოდ OneRepublic-ის კონ­ცერ­ტით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ 2022 წლის თავ­გა­და­სავ­ლის არც ერთი პუნ­ქტი არ გა­მოგრჩეს, თვა­ლი ადევ­ნე სი­ახ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც არე­ნას ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დსა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეტა­პობ­რი­ვად გა­გაც­ნობთ.

Black Sea Arena ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი სა­კონ­ცერ­ტო არე­ნა და მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცეა. ის შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, გუ­რი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა 2008 წელს და­ი­წყო და ოფი­ცი­ა­ლუ­რად, 2016 წელს კრის­ტი­ნა აგი­ლე­რას კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნა. უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი სცე­ნის ისეთ ვარ­სკვლა­ვებს უმას­პინ­ძლა, რო­გო­რე­ბიც არი­ან: Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, Black Sea Arena სცე­ნას ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რცის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც აქ­ტი­უ­რად უთ­მობს, რი­თიც ცდი­ლობს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს.

ავტორი:

2022 წლის მთავარი თავგადასავალი იწყება! - 28 მაისს Black Sea Arena სეზონს OneRepublic-ის კონცერტით გახსნის

2022 წლის მთავარი თავგადასავალი იწყება! - 28 მაისს Black Sea Arena სეზონს OneRepublic-ის კონცერტით გახსნის

წარმოიდგინე მუხტი, რომელიც შენს საყვარელ სცენას მთლიანად მოიცავს! 2022 წლის 28 მაისს, არენას მონატრებული სცენა OneRepublic-ის კონცერტით ბრუნდება! ამ ხნის განმავლობაში, ჩვენს სცენას ყველაზე მეტად მსმენელის გაზიარებული შთაბეჭდილებები და არტისტებისგან დატოვებული ენერგია მოენატრა, სწორედ ამიტომ, Black Sea Arena ყველაზე დასამახსოვრებელ დაბრუნებასა და თავგადასავლებით სავსე ზაფხულს გპირდებათ.

ახლა კი თავგადასავალი არტისტის გაცნობით დავიწყოთ.

OneRepublic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, პირველ მნიშვნელოვან წარმატებას კი 5 წლის შემდეგ, კომპოზიცია Apologize-ით მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც, სახელწოდებით Dreaming Out Loud, რომელშიც ბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება.

პარალელურად, ჯგუფის ვოკალისტი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე იყო - მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce-ის, Adele-ის, Maroon 5-ის და Leona Lewis-ის დისკოგრაფიებში მოხვდა. ამის მიუხედავად, OneRepublic-ის წარმატებული სვლა არ შენელებულა. 2009 წელს ბენდმა მეორე ალბომი Waking Up გამოაქვეყნა, რომელშიც ისეთი კომპოზიციები შედის, როგორიცაა All the Right Moves, Secrets და Good Life.

ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3-მილიარდიანი მსმენელითა და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით, Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი, ბენდი კი ახალი თაობის საყვარელი პროექტი გახდა.

Black Sea Arena-ს სცენაზე 2022 წლის 28 მაისს, სწორედ OneRepublic-ის კონცერტი გაიმართება. თავგადასავალში მონაწილეობისთვის კი ბილეთების შეძენა 28 იანვრის 18:00 საათიდან, არენას ვებგვერდის - www.bsa.ge - საშუალებით შეგიძლიათ. ბილეთის ფასი 80 ლარიდან იწყება. კონცერტი კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება და მასზე მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მსმენელები დაიშვებიან.

Black Sea Arena-ს წლევანდელი თავგადასავალი მხოლოდ OneRepublic-ის კონცერტით არ შემოიფარგლება. იმისათვის, რომ 2022 წლის თავგადასავლის არც ერთი პუნქტი არ გამოგრჩეს, თვალი ადევნე სიახლეებს, რომლებსაც არენას ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გაგაცნობთ.

Black Sea Arena ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა. ის შავი ზღვის სანაპიროზე, გურიაში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და ოფიციალურად, 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ისეთ ვარსკვლავებს უმასპინძლა, როგორებიც არიან: Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars. ამის პარალელურად, Black Sea Arena სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს, რითიც ცდილობს ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.