"მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული, გამოჩნდება თუ რამდენად დამძიმდება პაციენტთა მდგომარეობა და სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ დაიწყებს ინფიცირების მაჩვენებელი კლებას" - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს“ წევრმა, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდა.
მისივე თქმით, ახლა, ძირითადი გავრცელების ფაზაში ვართ, ძალიან ბევრი ინფიცირებულია, რომელთა რაოდენობაც კიდევ უფრო გაიზრდება.
"ძირითადი დატვირთვა მოდის ლაბორატორიულ სისტემასა და პირველად ჯანდაცვაზე, რომელიც მოიცავს ონლაინ კლინიკებსა და ოჯახის ექიმებს", - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
ტუტუც ვარჟაპეტ
ვახტანგ კარგი ვინმე ხარ, მაგრამ პოლიტიკაში შემდგარი ექიმი არ უნდა წასულიყავი. მე პატივისცემა აღარ მაქვს შენი. ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს ის იქნება კარგი. პოლიტიკა პოლიტიკოსმა აკეთოს, ექიმმა ხალხს უმკურნალოს. რისთვის გინდა პოლიტიკა? უკეთესი ცხოვრებისთვის. საშინელებაა ამ სიბინძურის მორევში ტრიალი. ექიმმა არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი.