პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კი, ვკანკალებთ და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება - რისი გაგონება გინდათ ჩემგან?!" - მიხეილ სარჯველაძე
"კი, ვკანკალებთ და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება - რისი გაგონება გინდათ ჩემგან?!" - მიხეილ სარჯველაძე

"კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­სა­ხე­ლე­ბა-არ­და­სა­ხე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო სა­ჯილ­დაო ქვა ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან - არა­ვი­თა­რი ზედ­მე­ტი სიფრ­თხი­ლე - ეს არის სწო­რი დიპ­ლო­მა­ტია და სწო­რი პო­ლი­ტი­კა" - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რმა მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭერ რე­ზო­ლუ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტში გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, დო­კუ­მენ­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლია და მისი შე­მუ­შა­ვე­ბა იმ რის­კე­ბის­გან თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს უკ­რა­ი­ნის­თვის საფრ­თხეს.

„ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ, ალ­ბათ, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის­თვის, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სპე­კუ­ლა­ცი­უ­რია და მთა­ვარ ამო­ცა­ნად და მიზ­ნად ისა­ხავს იმას, რომ რა­მე­ნა­ი­რად დესტრუქ­ცი­ის ახა­ლი მუხ­ტი გა­ა­ჩი­ნოს ისეთ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ყო­ველ­თაო კონ­სენ­სუ­სის გა­მო­ძებ­ნა. მცდე­ლო­ბე­ბი კი­დევ იქ­ნე­ბა, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი შე­მო­ტა­ნი­ლი იქ­ნეს ამ სივ­რცე­შიც, რო­დე­საც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა და სა­ფუძ­ვე­ლი ობი­ექ­ტუ­რად არ არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი იქ­ნე­ბა ერთ-ერთი პირ­ველ­თა­გა­ნი, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის, რომ­ლის მხრი­დან მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცია იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო იმ საფრ­თხე­ე­ბის­გან და­სა­ცა­ვად, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მას ემუქ­რე­ბო­დეს. ეს არის დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნი­ცაა მოვ­ლე­ნე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­მუხ­ტვა იმ ვი­თა­რე­ბის, რო­მე­ლიც მთა­ვარ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის­თვის, არა­მედ ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის.

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ვარ­წმუ­ნებთ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი მხა­რის არ­ჩა­წე­რა, ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ ნა­ბი­ჯე­ბის არ­გა­დად­გმა წარ­მო­ად­გენს ცუდ ნა­ბიჯს სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მტკნა­რი სიც­რუ­ეა და ეს არის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის ფუჭი მცდე­ლო­ბა. რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბა რე­ა­ლუ­რად არის იმ საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს უკ­რა­ი­ნის­თვის საფრ­თხეს. ამ თვალ­საზ­რი­სით აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლია, ყვე­ლა სი­ტყვა აწონ-და­წო­ნი­ლია. ასე­თია რე­ზო­ლუ­ცია, რო­მე­ლიც ინი­ცი­რე­ბუ­ლია. ამის მიღ­მა ნე­ბის­მი­ე­რი სპე­კუ­ლა­ცია ჩემი აზ­რით, არის ნე­ბის­მი­ე­რი თვალ­საზ­რი­სით ნონ­სენ­სი და აბ­სურ­დი. ეს არის ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბა, რომ­ლებ­საც უხ­სნი­ან, რომ თით­ქოს­და ვი­ღაც ცდი­ლობს, თავი აა­რი­დოს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას.

კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­სა­ხე­ლე­ბა-არ­და­სა­ხე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო სა­ჯილ­დაო ქვა ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან. ტექ­სტი არის ზედ­მი­წევ­ნით გა­მარ­თუ­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იმ რის­კე­ბი­სა და საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც არის მთა­ვა­რი რის­კი უკ­რა­ი­ნის­თვის. ვფიქ­რობ, ცოტა უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ის მცდე­ლო­ბე­ბი, რომ აქ რა­ღაც ინ­სი­ნუ­ა­ცი­ებს და­უთ­მეს ძა­ლი­ან დიდი ად­გი­ლი და რე­ა­ლუ­რად იმი­ზე­ზე­ბენ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შედ­გეს ამ სა­კი­თხზე კონ­სენ­სუ­სი, თო­რემ არა­ფე­რი და­ე­წუ­ნე­ბა ამ დო­კუ­მენტს და არა­ფე­რი აქვს ისე­თი, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ამ მას მხა­რი არ და­უ­ჭი­როს. მათი წარ­მოდ­გე­ნე­ბი­თაც ყვე­ლა­ზე უა­რე­სი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო უკე­თე­სი, მაგ­რამ რას უწუ­ნე­ბენ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც ინი­ცი­რე­ბუ­ლია, გა­უ­გე­ბა­რია“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ.

რო­გორც სარ­ჯვე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი სპე­კუ­ლა­ცი­აა და რე­ა­ლუ­რად ეს დო­კუ­მენ­ტი ვი­თა­რე­ბის რე­ლე­ვან­ტუ­რია.

„არა­ვი­თა­რი ზედ­მე­ტი სიფრ­თხი­ლე - ეს არის სწო­რი დიპ­ლო­მა­ტია, სწო­რი პო­ლი­ტი­კა, ეს არის სწო­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­დე­საც ხარ ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტი, იმ ვი­თა­რე­ბის რე­ლე­ვან­ტუ­რი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს. ასეთ ფონ­ზე თვა­ლებ­ში ნაც­რის შეყ­რაა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ უკ­რა­ი­ნის აგ­რე­სი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაა გან­ცხა­დე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლიო. ვინ­მეს თუ შე­იძ­ლე­ბა ამის სჯე­რო­დეს, კი ბა­ტო­ნო, და­ი­ჯე­როს. თუ ვინ­მეს ამ დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა რა­ღაც ვიწ­რო მერ­კან­ტი­ლუ­რი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად უნდა, აკე­თონ თა­ვი­ან­თი საქ­მე. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხელი შე­ვუ­წყოთ უკ­რა­ი­ნის­თვის მთა­ვა­რი საფრ­თხის აცი­ლე­ბას და ამის­თვის დო­კუ­მენ­ტი არის რე­ლე­ვან­ტუ­რი. ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სპე­კუ­ლა­ცი­აა”,- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, ეში­ნია თუ არა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” რუ­სე­თის, სარ­ჯვე­ლა­ძემ უპა­სუ­ხა “ვკან­კა­ლებთ, კი”.

“ვკან­კა­ლებთ, კი და ამი­ტომ არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა - რისი გა­გო­ნე­ბა გინ­დათ ჩემ­გან?! ვის ეში­ნია?! კო­მი­კუ­რია, რო­დე­საც თით­ქოს ისე გა­მოჰ­ყავთ ვი­თა­რე­ბა, რომ რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბით ჩვე­ნი პარ­ტი­ის რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გე­ნელს რა­მე­ზე უკან და­ე­ხი­ოს, რო­დე­საც გან­ცხა­დე­ბა აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა”,- გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ის მი­ზა­ნი უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა კი არა, ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის შექ­მნაა.

“ოპო­ზი­ცია აცხა­დებ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბა არ უნ­დაო, ამას ტი­რა­ჟი­რებ­დნენ. შემ­დეგ რომ შეხ­ვდნენ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს იყო მტკნა­რი სიც­რუე. არა­ვის ამის­თვის ბო­დი­ში არ მო­უხ­დია ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან. შერ­ცხვნენ, იმი­ტომ რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ა­ტყუ­ეს, მაგ­რამ ბო­დი­ში არ მო­უხ­დია”,- გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა “დრო­ას” მიერ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად შედ­გე­ნილ დო­კუ­მენტს, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი მო­ა­წერს ხელს, სარ­ჯვე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ “სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ზა­ნი არის არა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მხა­რი და­უ­ჭი­როს იმ რის­კე­ბის თა­ვის არი­დე­ბის­თვის დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს რის­კებს აა­რი­დებს, არა­მედ ის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ეს­კა­ლა­ცია იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რუ­სუ­ლი საქ­მე გა­კეთ­დეს”.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაბო
0

 თუ რუსეთს ღმერთი გაუწყრა მერე ნახეთ, ვინც გაქცეულია ხო გაქცეულია, ვინც არა და აწირ გაიქცევა, მე დავრჩები ჩემს მეგობრებთან ერთად. მოხუცი ბებია და ბაბუა მზრდიდა და სამშობლოს ისყვარულის გარდა სიღრმისეულად მხოლოდ ეს დარჩა ჩემში, ესეც რაღაცა იქნება, რომ ჩემი მიწა ჩამიხუტებს.ნათია

არცევანი
2

ყველა ქართველი რო მიხეილის მსგავსი ვიყოთ ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"კი, ვკანკალებთ და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება - რისი გაგონება გინდათ ჩემგან?!" - მიხეილ სარჯველაძე

"კი, ვკანკალებთ და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება - რისი გაგონება გინდათ ჩემგან?!" - მიხეილ სარჯველაძე

"კონკრეტული სახელმწიფოს დასახელება-არდასახელება არ შეიძლება გამხდარიყო საჯილდაო ქვა ოპოზიციის მხრიდან - არავითარი ზედმეტი სიფრთხილე - ეს არის სწორი დიპლომატია და სწორი პოლიტიკა" - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტი აბსოლუტურად გააზრებულია და მისი შემუშავება იმ რისკებისგან თავიდან აცილებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება წარმოადგენდეს უკრაინისთვის საფრთხეს.

„ამ საკითხის ირგვლივ, ალბათ, არანაირი საფუძველი არ არსებობს ისეთი განცხადებებისთვის, რომელიც თავისი შინაარსით ხშირ შემთხვევაში სპეკულაციურია და მთავარ ამოცანად და მიზნად ისახავს იმას, რომ რამენაირად დესტრუქციის ახალი მუხტი გააჩინოს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ირგვლივაც შესაძლებელია საყოველთაო კონსენსუსის გამოძებნა. მცდელობები კიდევ იქნება, რომ რაღაცნაირად განხეთქილების მიზეზები შემოტანილი იქნეს ამ სივრცეშიც, როდესაც ამის საჭიროება და საფუძველი ობიექტურად არ არსებობს. საქართველოს პარლამენტი იქნება ერთ-ერთი პირველთაგანი, მათ შორის სახელმწიფოთა შორის, რომლის მხრიდან მხარდამჭერი რეზოლუცია იქნება მიღებული. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფო იმ საფრთხეებისგან დასაცავად, რომელიც შეიძლება მას ემუქრებოდეს. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიზანიცაა მოვლენების ესკალაციის თავიდან აცილება და მაქსიმალურად განმუხტვა იმ ვითარების, რომელიც მთავარ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ზოგადად, ცივილიზებული კაცობრიობისთვის.

როდესაც ადამიანებს ვარწმუნებთ, რომ კონკრეტული მხარის არჩაწერა, ესკალაციისკენ ნაბიჯების არგადადგმა წარმოადგენს ცუდ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა და ეს არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ფუჭი მცდელობა. რეზოლუციის მიღება რეალურად არის იმ საფრთხეების თავიდან აცილებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება წარმოადგენდეს უკრაინისთვის საფრთხეს. ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად გააზრებულია, ყველა სიტყვა აწონ-დაწონილია. ასეთია რეზოლუცია, რომელიც ინიცირებულია. ამის მიღმა ნებისმიერი სპეკულაცია ჩემი აზრით, არის ნებისმიერი თვალსაზრისით ნონსენსი და აბსურდი. ეს არის ცალკეული ადამიანების და ზოგ შემთხვევაში შეცდომაში შეყვანილი ადამიანების მცდელობა, რომლებსაც უხსნიან, რომ თითქოსდა ვიღაც ცდილობს, თავი აარიდოს უკრაინის მხარდაჭერას.

კონკრეტული სახელმწიფოს დასახელება-არდასახელება არ შეიძლება გამხდარიყო საჯილდაო ქვა ოპოზიციის მხრიდან. ტექსტი არის ზედმიწევნით გამართული და აბსოლუტურად ორიენტირებული იმ რისკებისა და საფრთხეების თავიდან არიდებისკენ მიმართული, რომელიც არის მთავარი რისკი უკრაინისთვის. ვფიქრობ, ცოტა უპასუხისმგებლოდ გამოიყურება ოპოზიციის მცდელობები, რომ აქ რაღაც ინსინუაციებს დაუთმეს ძალიან დიდი ადგილი და რეალურად იმიზეზებენ იმას, რომ საქართველოში არ შედგეს ამ საკითხზე კონსენსუსი, თორემ არაფერი დაეწუნება ამ დოკუმენტს და არაფერი აქვს ისეთი, რის გამოც შეიძლება ოპოზიციამ მას მხარი არ დაუჭიროს. მათი წარმოდგენებითაც ყველაზე უარესი შეიძლება ყოფილიყო უკეთესი, მაგრამ რას უწუნებენ დოკუმენტს, რომელიც ინიცირებულია, გაუგებარია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან რეზოლუციაზე საუბარი სპეკულაციაა და რეალურად ეს დოკუმენტი ვითარების რელევანტურია.

„არავითარი ზედმეტი სიფრთხილე - ეს არის სწორი დიპლომატია, სწორი პოლიტიკა, ეს არის სწორი პოზიციონირება ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ხარ ზედმიწევნით ზუსტი, იმ ვითარების რელევანტური, რომელიც არსებობს. ასეთ ფონზე თვალებში ნაცრის შეყრაა, როდესაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ უკრაინის აგრესიის საწინააღმდეგოდაა განცხადება გაკეთებულიო. ვინმეს თუ შეიძლება ამის სჯეროდეს, კი ბატონო, დაიჯეროს. თუ ვინმეს ამ დოკუმენტის გამოყენება რაღაც ვიწრო მერკანტილური მიზნების განსახორციელებლად უნდა, აკეთონ თავიანთი საქმე. აქ მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინისთვის მთავარი საფრთხის აცილებას და ამისთვის დოკუმენტი არის რელევანტური. ოპოზიციის მხრიდან თავიდან ბოლომდე სპეკულაციაა”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, ეშინია თუ არა “ქართულ ოცნებას” რუსეთის, სარჯველაძემ უპასუხა “ვკანკალებთ, კი”.

“ვკანკალებთ, კი და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება - რისი გაგონება გინდათ ჩემგან?! ვის ეშინია?! კომიკურია, როდესაც თითქოს ისე გამოჰყავთ ვითარება, რომ რუსეთთან მიმართებით ჩვენი პარტიის რომელიმე წარმომადგენელს რამეზე უკან დაეხიოს, როდესაც განცხადება აქვს გასაკეთებელი. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”,- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი უკრაინის მხარდაჭერა კი არა, ინსინუაციების შექმნაა.

“ოპოზიცია აცხადებდა, ხელისუფლებას რეზოლუციის მიღება არ უნდაო, ამას ტირაჟირებდნენ. შემდეგ რომ შეხვდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს იყო მტკნარი სიცრუე. არავის ამისთვის ბოდიში არ მოუხდია ოპოზიციის მხრიდან. შერცხვნენ, იმიტომ რომ საზოგადოება მოატყუეს, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია”,- განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება “დროას” მიერ უკრაინის მხარდასაჭერად შედგენილ დოკუმენტს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი მოაწერს ხელს, სარჯველაძე ამბობს, რომ “სინამდვილეში ამ ადამიანების მიზანი არის არა ის, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს იმ რისკების თავის არიდებისთვის დოკუმენტის მიღებას, რომელიც უკრაინელ ხალხს რისკებს აარიდებს, არამედ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ესკალაცია იყოს საქართველოში და რუსული საქმე გაკეთდეს”.