აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ემილი ჰორნმა განაცხადა.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრან. მან ეს საჯაროდ თქვა. ჩვენ ამის შესახებ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ჰორნმა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ანონიმური წყაროების ცნობით, ბაიდენმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ დიდი ალბათობით რუსეთი უკრაინაში მაშინ შეიჭრება, როცა მიწა გაიყინება და რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას თავს, სავარაუდოდ, კიევის ჩრდილოეთიდან დაესხმება.
ბატონო ლუკა მოდი არ ვიჩქაროთ დასკვნების გამოტანისგან, ძალიან იოლად შევხედოთ ამ ორი სახელმწიფოს ქმედებას. ეხლა რა მაქვს მხედველობაში. პირველი რუსეთი იტაცებს ანუ მტაცებელია ნატურით , და თავისთვის იტოვებს მიტაცებულ მიწებს. მეორე ამერიკა მყავს მხედველობაში თუ შეიჭრება სხვის ტერიტორიაზე გამოსვლაც იცის . სხვა რაღაცეებს აღარ დავწერ, ეს ისეთი ელემენტარულია ამის გაგება რომ ვერ ხერხდება ხანდახან ჩემი თავის მრცხვენია,, რატომ უნდა ჭირდებოდეს ამდენი ახსნა ზოგიერთ ქართველ კაცს, პირდაპირ გასაკვირია სატირალი რომ არ იყოს, დალოცვილებო დავიჯერო ასე მძიმედაა საქმე საქართველოში რომ მტრის და მოყვრის აღქმა ვერ ახერხებთ.
ესროლე ქვა-ს ყოჩაღ მაგრა მაცინე, ერთი ის დაწერე ეგ აზრი მარტოს მოგივიდა თავში, თუ კოლექტიური ნააზრია. ამერიკა მსოფლიოს პირველი ეკონომია, სულს ღაფავს და რუსეთი რას შვრება ამ დროს თავისი განვითარების ზენიტშია? კარგი იყო დაწერე ხოლმე ვისაც ხუმრობა უყვარს ცოტა გავერთობით გავიცინებთ.