პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რისკები არის ყოველდღიური... ხელისუფლება აქედან გამომდინარე მოქმედებს" - პაპუაშვილი რეზოლუციაზე
"ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რისკები არის ყოველდღიური... ხელისუფლება აქედან გამომდინარე მოქმედებს" - პაპუაშვილი რეზოლუციაზე

ჩვენ ვართ ყო­ველ­დღი­უ­რი და მუდ­მი­ვი საფრ­თხის წი­ნა­შე, ვი­ნა­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლო არის ყო­ველ­დღი­უ­რი და ყო­ველ­წა­მი­ე­რი ოკუ­პა­ცი­ის რე­ჟიმ­ში,- ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სო­ფელ მეჯვრის­ხევ­თან ოკუ­პან­ტებ­მა ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ქმე­დე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ ქვე­ყა­ნას არ შე­ექ­მნას და­მა­ტე­ბით უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი.

"ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რის­კე­ბი არის ყო­ველ­დღი­უ­რი და ყო­ველ­წა­მი­ე­რი. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დებს, მისი ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბით ერთი მხრივ და იმით, რომ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას და­მა­ტე­ბით საფრ­თხე­ე­ბი არ შე­ექ­მნას, ეს გახ­ლდათ მათ შო­რის, ნატო-ში ჩემი ვი­ზი­ტის ში­ნა­არ­სი, რომ პარტნი­ო­რებ­თან გვქო­ნო­და კო­მუ­ნი­კა­ცია და გქვო­ნო­და ერ­თგვა­რო­ვა­ნი პო­ზი­ცია რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მეჯვრის­ხევ­ში უკა­ნო­ნო ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის ფაქტს არ ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სუს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მეჯვრის­ხე­ვის მიმ­დე­ბა­რედ, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი უკა­ნო­ნო დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი.

„ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ცხე­ლი ხაზი, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ასე­ვე გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მა­ტის შეხ­ვედ­რა­ზე“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოკუ­პან­ტებ­მა ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ­ჯე­რად სო­ფელ მეჯვრის­ხევ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. მათ სოფ­ლის სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თეთ­რი ნიშ­ნუ­ლე­ბი და­ტო­ვეს. სა­საფ­ლა­ოს გარ­და, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

გეთანხმები სრულად ,როცა რუსები გორში შემოვიდნენ ნახევარი თბილისი დაცლილი იყო ზოგი სად გარბოდა ზოგი სად, ახლა წარმოვიდგინოთ ისინი მცხეთამდე რომ ჩამოსულიყვნენ თბილისის 90%დაიცლებოდა ასე რომ ჯობია ერთი ადგილი დავაყენოთ და ისევ სადღეგძელოებს მივაწვეთ ომი ჩვენი საქმე არ არის 

წარსულიდან
0

20 % -10 წლის წინ იყო,,,უკვე 40 %-ია-წინ სიჩუმისაკენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რისკები არის ყოველდღიური... ხელისუფლება აქედან გამომდინარე მოქმედებს" - პაპუაშვილი რეზოლუციაზე

"ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რისკები არის ყოველდღიური... ხელისუფლება აქედან გამომდინარე მოქმედებს" - პაპუაშვილი რეზოლუციაზე

ჩვენ ვართ ყოველდღიური და მუდმივი საფრთხის წინაშე, ვინაიდან, საქართველო არის ყოველდღიური და ყოველწამიერი ოკუპაციის რეჟიმში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სოფელ მეჯვრისხევთან ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს.

მისი თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება და ქმედება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანას არ შეექმნას დამატებით უსაფრთხოების პრობლემები.

"ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, საოკუპაციო ძალებია განთავსებული, აქედან გამომდინარე რისკები არის ყოველდღიური და ყოველწამიერი. საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოქმედებს, მისი ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია უსაფრთხოების განმტკიცებით ერთი მხრივ და იმით, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას დამატებით საფრთხეები არ შეექმნას, ეს გახლდათ მათ შორის, ნატო-ში ჩემი ვიზიტის შინაარსი, რომ პარტნიორებთან გვქონოდა კომუნიკაცია და გქვონოდა ერთგვაროვანი პოზიცია რეგიონში უსაფრთხოებასთან და საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები.

„ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები ამჯერად სოფელ მეჯვრისხევში განახორციელეს. მათ სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ნიშნულები დატოვეს. სასაფლაოს გარდა, ამ ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლია.