სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაზარალებულისა და მისი მეგობრების თქმით, პატრულის მხრიდან ძალადობა მოყვა იმას, რომ ისინი ესკალატორზე დარბოდნენ" - პროკურორი
"დაზარალებულისა და მისი მეგობრების თქმით, პატრულის მხრიდან ძალადობა მოყვა იმას, რომ ისინი ესკალატორზე დარბოდნენ" - პროკურორი

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­სა და მისი მე­გობ­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა მოყ­ვა იმას, რომ ისი­ნი ეს­კა­ლა­ტორ­ზე დარ­ბოდ­ნენ, - ამის შე­სა­ხებ მეტ­რო­ში არას­რულ­წლოვ­ნის, შშმ პი­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ალექ­სან­დრე ჩხე­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­სა­ბა­მი­სი სა­ფუძ­ვლის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა.

"ამ ეტაპ­ზე არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბით გვაქვს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი და თუ შე­სა­ბა­მი­სი სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რომ მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს, რა თქმა უნდა, გა­დაკ­ვა­ლი­ფიცრ­დე­ბა," - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჩხე­ი­ძემ.

არას­რულ­წლო­ვა­ნი შშმ პი­რის ცე­მის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რებს, ნუკ­რი ბაქ­რა­ძე­სა და კახა ბა­კაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

ცნო­ბის­თვის, პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ ნუკ­რი ბაქ­რა­ძეს ბრა­ლად ედე­ბა არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის, სხვაგ­ვა­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის მი­მართ, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144 ტერ­ცია მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს კახა ბა­კაშ­ვილს კი ბრა­ლად ედე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
18

როგორ დიდ კატასტროფაშია ქვეყანა, პოლიციელმა არასრულწლოვანი შშმ,ცემა და მოძალადეს ამართლებენ, 100% ამ ხალხს მიუბრუნდება იგივე, სანამ ასე არ მოხდება ვერ გამოსწორდება.

ზაზუ
10

დააკავე თუ დაიჭერ აქეთ გაგინებს და ბოდიში უნდა მოუხადო და ვიდეოს ისე გადაგიღებს გამოგიყვანს დამნაშავეთ

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დაზარალებულისა და მისი მეგობრების თქმით, პატრულის მხრიდან ძალადობა მოყვა იმას, რომ ისინი ესკალატორზე დარბოდნენ" - პროკურორი

"დაზარალებულისა და მისი მეგობრების თქმით, პატრულის მხრიდან ძალადობა მოყვა იმას, რომ ისინი ესკალატორზე დარბოდნენ" - პროკურორი

დაზარალებულისა და მისი მეგობრების განმარტებით, ძალადობრივი ქმედება მოყვა იმას, რომ ისინი ესკალატორზე დარბოდნენ, - ამის შესახებ მეტროში არასრულწლოვნის, შშმ პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორების საქმის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქმის მასალებიდან გამომდინარე, შესაბამისი საფუძვლის ქონის შემთხვევაში, მუხლი გადაკვალიფიცირდება.

"ამ ეტაპზე არაადამიანური მოპყრობით გვაქვს ბრალდება წარდგენილი და თუ შესაბამისი საფუძველი იქნება, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რა თქმა უნდა, გადაკვალიფიცრდება," - განაცხადა ალექსანდრე ჩხეიძემ.

არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორებს, ნუკრი ბაქრაძესა და კახა ბაკაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ცნობისთვის, პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორს კახა ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.