საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 42% კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრას არ აპირებს
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 42% კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრას არ აპირებს

NDI-ის მიერ გა­მო­კი­თხულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კო­ვიდ 19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა კვლავ მა­ღა­ლია. ამის შე­სა­ხებ „ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი­სა“ და CRRC-სა­ქარ­თვე­ლოს მიერ დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ამა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­სახ­ლე­ო­ბის 42% აც­რას არ აპი­რებს.

კი­თხვა­ზე: გა­ი­კე­თებ­დით თუ არა კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას - 42% ამ­ბობს, რომ არ გა­ი­კე­თებ­და, 25%-გა­ი­კე­თებ­და, 29%- უკვე აიც­რა, 3%-მა პა­სუ­ხი არ იცის.

NDI-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მე­სა­მე­დი ბუს­ტე­რის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებს, ან არ იცის რას იზამს.

რაც შე­ე­ხე­ბა 54%-დან ვინც უკვე აიც­რა, ან აპი­რებს რომ აიც­რას (25%-გა­ი­კე­თებ­და, 29%- უკვე აიც­რა), ბუს­ტერ დო­ზას გა­ი­კე­თებს 63%, არ გა­ი­კე­თებს 14%, უკვე გა­ი­კე­თა - 3%-მა, პა­სუ­ხი არ იცის 20%-მა.

ამა­ვე კვლე­ვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ბავ­შვე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გია.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­ახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია აქვს, თუმ­ცა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ხა­რის­ხის მი­მართ ში­შე­ბი კვლავ მა­ღა­ლია.

გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 38% ვაქ­ცი­ნის ხა­რისხს არ ენ­დო­ბა. 20% პა­სუ­ხობს, რომ ვერ აიც­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, 15% მი­იჩ­ნევს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­რე­შეც გა­უმკლავ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას, 7%-ის აზ­რით კი ვაქ­ცი­ნა­ცი­ას სხვა მიზ­ნე­ბი აქვს, 6% - ზო­გა­დად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გია, პა­სუ­ხი არ იცის 7%-მა, პა­სუხზე უარს ამ­ბობს -2%, სხვა მი­ზეზს ასა­ხე­ლებს 6%.

ცნო­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა 2021 წლის 7-13 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 2,099 სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, ქვეყ­ნის სრულ­წლო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის ჩა­ტარ­და (ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით). გა­მო­კი­თხვის სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი არის +/- 1.4 პრო­ცენ­ტი. რეს­პონ­დენ­ტე­ბი შემ­თხვე­ვით ნო­მერ­ზე და­რეკ­ვის მე­თო­დით შე­ირჩნენ. კვლე­ვა CRRC-სა­ქარ­თვე­ლომ ჩა­ა­ტა­რა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:::::::::::
2

საქართველოს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის ხელისუფლებას ჯმო-მ დაუსახა გეგმა, რადაც უნდა დაუჯდეთ, მოსახლეობის 70% უნდა აცრან და ჩვენი ჯანდაკრძალვის მესვეურებიც ასრულებენ "გეგმას" როგორც შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ფაქტობრივად დასრულებულია და არავითარი აცრების ჩატარების საჭიროება აღარაა

tngh
8

ეს 42% პოტენციური გამავრცელებელია... ინფექციის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 42% კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრას არ აპირებს

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 42% კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრას არ აპირებს

NDI-ის მიერ გამოკითხულ მოსახლეობაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა კვლავ მაღალია. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 42% აცრას არ აპირებს.

კითხვაზე: გაიკეთებდით თუ არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას - 42% ამბობს, რომ არ გაიკეთებდა, 25%-გაიკეთებდა, 29%- უკვე აიცრა, 3%-მა პასუხი არ იცის.

NDI-ის ინფორმაციით, ვაქცინირებული მოქალაქეების მესამედი ბუსტერის გაკეთებას არ აპირებს, ან არ იცის რას იზამს.

რაც შეეხება 54%-დან ვინც უკვე აიცრა, ან აპირებს რომ აიცრას (25%-გაიკეთებდა, 29%- უკვე აიცრა), ბუსტერ დოზას გაიკეთებს 63%, არ გაიკეთებს 14%, უკვე გაიკეთა - 3%-მა, პასუხი არ იცის 20%-მა.

ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია.

კვლევის თანახმად, მოახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს, თუმცა, ვაქცინაციის ხარისხის მიმართ შიშები კვლავ მაღალია.

გამოკითხული მოსახლეობის 38% ვაქცინის ხარისხს არ ენდობა. 20% პასუხობს, რომ ვერ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 15% მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება კორონავირუსის პანდემიას, 7%-ის აზრით კი ვაქცინაციას სხვა მიზნები აქვს, 6% - ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგია, პასუხი არ იცის 7%-მა, პასუხზე უარს ამბობს -2%, სხვა მიზეზს ასახელებს 6%.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.