სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანდემიის განსხვავებულ ფაზაში ვართ... კორონავირუსზე ტესტების გაკეთება ლობიოს დათვლას დაემსგავსა" - როგორია ეპიდვითარება სამხრეთ აფრიკაში, სადაც ომიკრონი პირველად გამოვლინდა
"პანდემიის განსხვავებულ ფაზაში ვართ... კორონავირუსზე ტესტების გაკეთება ლობიოს დათვლას დაემსგავსა" - როგორია ეპიდვითარება სამხრეთ აფრიკაში, სადაც ომიკრონი პირველად გამოვლინდა

კო­რო­ნა­ვირუ­სის ომიკ­რონ შტა­მი, რო­მე­ლიც უკვე მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო და აქამ­დე არ­სე­ბულ შტა­მებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფრო გა­დამ­დე­ბად მი­იჩ­ნე­ვა, თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში გა­მოვ­ლინ­და.

ომიკ­რო­ნის გავ­რცე­ლე­ბის პიკი სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში დე­კემ­ბერ­ში იყო, სა­დაც 12 დე­კემ­ბერს 37 000 შემ­თხვე­ვა აღ­წე­რეს, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვებ­მა კლე­ბა და­ი­წყო. ახლა კი ინ­ფი­ცი­რე­ბის ყო­ველ­ღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასე­თია:

  • 24 იან­ვა­რი 1997 შემ­თხვე­ვა
  • 25 იან­ვა­რი 3197 შემ­თხვე­ვა
  • 26 იან­ვა­რი 4511 შემ­თხვე­ვა

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კას:

  • 24 იან­ვა­რი - 88 გარ­დაც­ვლი­ლი
  • 25 იან­ვა­რი - 132 გარ­დაც­ვლი­ლი
  • 26 იან­ვა­რი - 94 გარ­დაც­ვლი­ლი.

ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 66 410 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სამ­ხრეთ აფ­რი­კამ უარი თქვა ომიკ­რო­ნის გამო მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა­ზე და გა­აკ­რი­ტი­კა სხვა ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც კო­ვი­დის ამ ახა­ლი შტა­მის გავ­რცე­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სამ­ხრეთ აფ­რი­კას­თან ავი­ა­მი­მოს­ვლა შე­ა­ჩე­რეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბი და­ე­თან­ხმნენ მთავ­რო­ბის მიდ­გო­მას, რომ არ შე­მო­ე­ღოთ მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. და ახლა მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სხვა ქვეყ­ნებ­მაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მათი მა­გა­ლი­თი.

ჩვენ გვჯე­რა, რომ ვირუ­სი არ აღ­მო­ი­ფხვრე­ბა ადა­მი­ა­ნის პო­პუ­ლა­ცი­ი­დან. ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა და ის ის­წავ­ლის, რო­გორ იცხოვ­როს ჩვენ­თან ერ­თად“, - ამ­ბობს ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა მკვლე­ვა­რი, პრო­ფე­სო­რი მარ­თა ნუ­ნე­ში BBC-სთან.

პრო­ფე­სორ შა­ბირ მად­ჰის შე­ფა­სე­ბით - "ჩვენ ახლა პან­დე­მი­ის გან­სხვა­ვე­ბულ ფა­ზა­ში ვართ.“

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სამ­ხრეთ აფ­რი­კამ შე­წყვი­ტა კა­რან­ტი­ნი და კონ­ტაქ­ტე­ბის მოკ­ვლე­ვა. მან­ვე მო­უ­წო­და მთავ­რო­ბას შე­წყვი­ტოს კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტე­ბის გა­კე­თე­ბა, რად­გა­ნაც ეს არა­სა­ჭი­როა და "ლო­ბი­ოს დათ­ვლას“ ჰგავს.

პრო­ფე­სო­რი მი­იჩ­ნევს, რომ ამის ნაც­ვლად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი უნდა იყოს ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ნი­მა­ლი­ზე­ბა. ის ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ზო­გი­ერ­თია ვაქ­ცი­ნებს არა­ე­ფექ­ტი­ა­ნად მი­იჩ­ნევს, რაც მცდა­რი მიდ­გო­მაა, ვი­ნა­ი­დან ის ომიკ­რონ შტა­მის შემ­თხვე­ვა­შიც ხელს უშ­ლის და­ა­ვა­დე­ბის მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას.

პრო­ფე­სორ სე­ლიმ ქა­რი­მის თქმით, სხვა ქვეყ­ნებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ რად­გა­ნაც ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სწრა­ფად იზ­რდე­ბა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ის სწრა­ფად შემ­ცირ­დე­ბა და პიკი მალე გა­და­ივ­ლის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოე!
4

100 გარდაცვლილი ძალიან ბევრია 4000-5000 შემთხვევებზე და რატომ თვლიან ობიკრონს მსუბუქ შტამად?

გიორგი
6

ხალხი ნელნელა აზრზე მოდის. წარმოუდგენელი მასშტაბის დანაშაული ჩაიდინეს მსოფლიოს მთავრობებმა. შეშინებულ ხალხს საიდუმლო პრეპარატები შეუშხაპუნეს. საიდუმლოს იმიტომ ვამბობ, რომ შემადგენლობას 75 წელი არ გაგიმხელთო.

ავტორი:

"პანდემიის განსხვავებულ ფაზაში ვართ... კორონავირუსზე ტესტების გაკეთება ლობიოს დათვლას დაემსგავსა" - როგორია ეპიდვითარება სამხრეთ აფრიკაში, სადაც ომიკრონი პირველად გამოვლინდა

"პანდემიის განსხვავებულ ფაზაში ვართ... კორონავირუსზე ტესტების გაკეთება ლობიოს დათვლას დაემსგავსა" - როგორია ეპიდვითარება სამხრეთ აფრიკაში, სადაც ომიკრონი პირველად გამოვლინდა

კორონავირუსის ომიკრონ შტამი, რომელიც უკვე მთელ მსოფლიოს მოედო და აქამდე არსებულ შტამებს შორის ყველაზე უფრო გადამდებად მიიჩნევა, თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა.

ომიკრონის გავრცელების პიკი სამხრეთ აფრიკაში დეკემბერში იყო, სადაც 12 დეკემბერს 37 000 შემთხვევა აღწერეს, რის შემდეგაც შემთხვევებმა კლება დაიწყო. ახლა კი ინფიცირების ყოველღიური მაჩვენებელი ასეთია:

  • 24 იანვარი 1997 შემთხვევა
  • 25 იანვარი 3197 შემთხვევა
  • 26 იანვარი 4511 შემთხვევა

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას:

  • 24 იანვარი - 88 გარდაცვლილი
  • 25 იანვარი - 132 გარდაცვლილი
  • 26 იანვარი - 94 გარდაცვლილი.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 66 410 აქტიური შემთხვევაა.

საინტერესოა, რომ სამხრეთ აფრიკამ უარი თქვა ომიკრონის გამო მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე და გააკრიტიკა სხვა ქვეყნების მთავრობები, რომლებმაც კოვიდის ამ ახალი შტამის გავრცელების პარალელურად, სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლა შეაჩერეს.

ადგილობრივი მეცნიერები დაეთანხმნენ მთავრობის მიდგომას, რომ არ შემოეღოთ მკაცრი რეგულაციები. და ახლა მიიჩნევენ, რომ სხვა ქვეყნებმაც უნდა გაითვალისწინონ მათი მაგალითი.

ჩვენ გვჯერა, რომ ვირუსი არ აღმოიფხვრება ადამიანის პოპულაციიდან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება და ის ისწავლის, როგორ იცხოვროს ჩვენთან ერთად“, - ამბობს ინფექციურ დაავადებათა მკვლევარი, პროფესორი მართა ნუნეში BBC-სთან.

პროფესორ შაბირ მადჰის შეფასებით - "ჩვენ ახლა პანდემიის განსხვავებულ ფაზაში ვართ.“

მისივე განმარტებით, სამხრეთ აფრიკამ შეწყვიტა კარანტინი და კონტაქტების მოკვლევა. მანვე მოუწოდა მთავრობას შეწყვიტოს კორონავირუსზე ტესტების გაკეთება, რადგანაც ეს არასაჭიროა და "ლობიოს დათვლას“ ჰგავს.

პროფესორი მიიჩნევს, რომ ამის ნაცვლად პრიორიტეტული უნდა იყოს ჰოსპიტალიზების საჭიროების მინიმალიზება. ის ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთია ვაქცინებს არაეფექტიანად მიიჩნევს, რაც მცდარი მიდგომაა, ვინაიდან ის ომიკრონ შტამის შემთხვევაშიც ხელს უშლის დაავადების მძიმედ მიმდინარეობას.

პროფესორ სელიმ ქარიმის თქმით, სხვა ქვეყნებმა უნდა იცოდნენ, რომ რადგანაც ინფიცირების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება, მოსალოდნელია, რომ ის სწრაფად შემცირდება და პიკი მალე გადაივლის.