"ქართული ოცნების" რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და ერთმანეთში აქვს უკრაინელ ხალხს რამე გასარკვევი, არადა ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავარი აგრესორი, მთავარი ოკუპანტი არის რუსეთი" - ასე აფასებს უკრაინის მხარდასაჭერ "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ რეზოლუციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, კრემლის ინტერესს ემსახურება ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში არ არის ნახსენები რუსეთი, როგორც ოკუპანტი.
"ქართული ოცნების" რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და ერთმანეთში აქვს უკრაინელ ხალხს რამე გასარკვევი, არადა ყველამ კარგად ვიცით, მთავარი აგრესორი არის რუსეთი, მთავარი ოკუპანტი არის რუსეთი! შესაბამისად, რეზოლუციის მიღება, უკრაინის მხარდამჭერი, ისე, რომ რუსეთი არ ახსენო, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს. ამიტომ, ვფიქრობ, საზოგადოება კარგად ხვდება და აღიქვამს იმ რეალობას, რაშიც ვართ, ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად აქციეს ჩვენი სახელმწიფო და ამიტომაც არის, რომ ადგენენ იმ რეზოლუციას, რომელიც არა უკრაინელი ან ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეა, არამედ ემსახურება კრემლის პროპაგანდას", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.
რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.
თქვენი ტვინით დავკარგეთ ტერიტორიები და გეყოთ გმირობანას თამაში ,შეგიძლია გაემგზავრო უკრაინაში და დაიცვა სზვარი 🤷♀️
კრემლის მონა და მსახური ისაა, ვინც დღენახევრიანი ომით ტერიტორიები დათმო რუსთან და მერე იმ რეზოლუციას მოაწერა ხელი, რომლითაც ომის დაწყება ქართველებს დაგვბრალდა; გაიგე მეცოცხევ? რაც შეეხება ამ რეზოლუციის პროექტს, მარტო ასოებიც ცნობა არ კმარა, აზრის გამოტანა უნდა შეგეძლოს! მარა აზრს ვინ გამოიტანთ "ზერო სუმ" ხართ მთელი ცოცხისტანი. იმიტომაც გაქვთ ხალხის მხარდაჭერა :)))