პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უარი რუსეთის მოთხოვნას - კრემლს წერილობითაც უპასუხეს
უარი რუსეთის მოთხოვნას - კრემლს წერილობითაც უპასუხეს

"შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა მოს­კოვს წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შე­კა­ვე­ბას", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა გა­ნა­ცხა­და. პა­სუ­ხი რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რუ­სეთ­ში აშშ-ის ელჩმა ჯონ სა­ლი­ვან­მა პი­რა­დად მი­ა­წო­და.

რო­გორც ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­ნუ­ცხა­და, წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტი ხაზს უს­ვამს სფე­რო­ებს, სა­დაც აშშ-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­დავს რუ­სეთ­თან პროგ­რე­სის პო­ტენ­ცი­ალს - შე­ი­ა­რა­ღე­ბის კონ­ტრო­ლი, გამჭვირ­ვა­ლო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

  • ბლინ­კენ­მა თქვა, რომ აშშ-ის პა­სუ­ხი რუ­სე­თის მი­მართ "ასა­ხავს დიპ­ლო­მა­ტი­ურ გზას, თუ რუ­სე­თი ამას აირ­ჩევს“ და დას­ძი­ნა, რომ იგი მო­ე­ლის შემ­დგომ დის­კუ­სი­ას რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­როვ­თან უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში.

"დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვა­წო­დეთ, მო­ი­ცავს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბის და პარტნი­ო­რე­ბის შეშ­ფო­თე­ბას რუ­სე­თის ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრის უსაფრ­თხო­ე­ბას, პრინ­ცი­პულ და პრაგ­მა­ტულ შე­ფა­სე­ბას რუ­სე­თის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის შე­სა­ხებ და ჩვენს წი­ნა­და­დე­ბებს იმ სფე­რო­ე­ბის­თვის, სა­დაც შეგ­ვიძ­ლია, ვი­პო­ვოთ სა­ერ­თო ენა", - გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა. მი­სი­ვე თქმით, აშშ-ის პა­სუ­ხი ადას­ტუ­რებს იმას, რაც აშშ-მა და ნატო-მ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­დეს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ნატო-ს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა და უარი თქვან რუ­სე­თის მო­თხოვ­ნა­ზე, რომ ნატო-მ არას­დროს უნდა მი­ი­ღოს უკ­რა­ი­ნა ალი­ან­სში წევ­რად.

  • "არ არის ცვლი­ლე­ბა. არ იქ­ნე­ბა ცვლი­ლე­ბა", - თქვა ბლინ­კენ­მა აშშ-ს მიერ ნა­ტოს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კის მხარ­და­ჭე­რა­ზე.

"ჩვენ ნათ­ლად ვა­ცხა­დებთ, რომ არ­სე­ბობს ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­თა და­სა­ცა­ვად მზად ვართ, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის უფ­ლე­ბა, აირ­ჩი­ონ სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და ალი­ან­სე­ბი“, - დას­ძი­ნა მან.

  • ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, იანს სტოლ­ტენ­ბერ­გი კი აცხა­დებს, რომ ნატო-ს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას­თან მტკი­ცე და მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბა აკავ­ში­რებს.

"პა­ტივს ვცემთ თი­თო­ე­უ­ლი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნულ უფ­ლე­ბას, აირ­ჩი­ოს უსაფრ­თხო­ე­ბის რო­გო­რი სის­ტე­მის ნა­წი­ლი სურს იყოს, ან არ იყოს და ეს არის მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პა­ტივს ვცემთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბის შე­სა­ხებ.

მტკი­ცედ ვუ­ჭერთ მხარს იმ ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს, რომ­ლებ­საც ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა ემ­ყა­რე­ბა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს არის ის, რომ ჩვენ პა­ტივს ვცემთ თი­თო­ე­უ­ლი ერის სუ­ვე­რე­ნულ უფ­ლე­ბას, აირ­ჩი­ოს თუ რა სა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის რო­გო­რი სის­ტე­მის ნა­წი­ლი სურს იყოს, ან არ იყოს და ეს არის მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პა­ტივს ვცემთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე, მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ჩვენ ორი­ვე ქვე­ყა­ნას­თან ძა­ლი­ან მტკი­ცე და მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბა გვაქვს,“- აღ­ნიშ­ნა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­მა უნდა გა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ძა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან და მოლ­დო­ვა­დან, სა­დაც ისი­ნი ამ ქვეყ­ნე­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლი. სტოლ­ტენ­ბერ­გმა აღ­ნიშ­ნა, რომ ნატო რუ­სეთ­თან კომ­პრო­მის­ზე არ წავა არ­ცერ­თი ქვეყ­ნის, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის, ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სტოლ­ტენ­ბერ­გმა დას­ძი­ნა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბის იმე­დით, ნატო ყვე­ლა­ზე უა­რე­სის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, გა­სუ­ლი წლის 17 დე­კემ­ბერს, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა შე­თან­ხმე­ბა­თა 2 პრო­ექ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მოს­კოვს გა­აჩ­ნია მო­ლო­დი­ნი აშშ-სა და ნა­ტოს­გან, რომ უარს იტყვი­ან აღ­მო­სავ­ლე­თით ნა­ტოს შემ­დგომ გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასე რატომ
0

რამ შეგაჯავრათ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მთლიანობას ცნობენ, ჯარის შენებაში გეხმარებიან, ეკონომიურად გვერდში გიდგანან რა ხალხი ხართ ამისთანა. ცხვირწინ რახდება იმას ვერ ხედავთ და ზოგიერთი თქვენგანი საქართველოს ისტორიის ცოდნაში მედავება. ღმერთო დაილოცოს შენი განგება. ცოტა დაანახო ჭეშმარიტება გზააბნეულებს და ზნედაცემულებს.

რას ამბობ
0

სტალინსკი-ს. მონგოლებმა იმიტომ დაიწვეს ხელები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

უარი რუსეთის მოთხოვნას - კრემლს წერილობითაც უპასუხეს

უარი რუსეთის მოთხოვნას - კრემლს წერილობითაც უპასუხეს

"შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს წერილობითი პასუხი გასცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შეკავებას", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა პირადად მიაწოდა.

როგორც ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადა, წერილობითი დოკუმენტი ხაზს უსვამს სფეროებს, სადაც აშშ-მა განაცხადა, რომ ხედავს რუსეთთან პროგრესის პოტენციალს - შეიარაღების კონტროლი, გამჭვირვალობა და სტაბილურობა.

  • ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ის პასუხი რუსეთის მიმართ "ასახავს დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი ამას აირჩევს“ და დასძინა, რომ იგი მოელის შემდგომ დისკუსიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან უახლოეს დღეებში.

"დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, მოიცავს შეერთებული შტატების, ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას, პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას რუსეთის მიერ წამოყენებული წინადადების შესახებ და ჩვენს წინადადებებს იმ სფეროებისთვის, სადაც შეგვიძლია, ვიპოვოთ საერთო ენა", - განაცხადა ბლინკენმა. მისივე თქმით, აშშ-ის პასუხი ადასტურებს იმას, რაც აშშ-მა და ნატო-მ საჯაროდ განაცხადეს, შეინარჩუნონ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და უარი თქვან რუსეთის მოთხოვნაზე, რომ ნატო-მ არასდროს უნდა მიიღოს უკრაინა ალიანსში წევრად.

  • "არ არის ცვლილება. არ იქნება ცვლილება", - თქვა ბლინკენმა აშშ-ს მიერ ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაზე.

"ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ არსებობს ძირითადი პრინციპები, რომელთა დასაცავად მზად ვართ, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოების უფლება, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები“, - დასძინა მან.

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იანს სტოლტენბერგი კი აცხადებს, რომ ნატო-ს საქართველოსა და უკრაინასთან მტკიცე და მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს.

"პატივს ვცემთ თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების როგორი სისტემის ნაწილი სურს იყოს, ან არ იყოს და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებას, ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ.

მტკიცედ ვუჭერთ მხარს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებსაც ევროპული უსაფრთხოება ემყარება მრავალი წლის განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ის, რომ ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ერის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს თუ რა სახის უსაფრთხოების როგორი სისტემის ნაწილი სურს იყოს, ან არ იყოს და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საქართველოსა და უკრაინის გადაწყვეტილებას ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ და ასევე, მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ორივე ქვეყანასთან ძალიან მტკიცე და მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მანვე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც ისინი ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე არიან განლაგებული. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო რუსეთთან კომპრომისზე არ წავა არცერთი ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, ალიანსში გაწევრიანების უფლებასთან დაკავშირებით.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმატების იმედით, ნატო ყველაზე უარესისთვის ემზადება.

ცნობისთვის, გასული წლის 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა შეთანხმებათა 2 პროექტი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც მოსკოვს გააჩნია მოლოდინი აშშ-სა და ნატოსგან, რომ უარს იტყვიან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომ გაფართოებაზე.