სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განვიცდი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება" - ცისანა სეფიაშვილის ვაჟის 4 წლის წინ შექმნილი ოჯახი დაინგრა: რას ჰყვება მომღერალი და ვინ იყო მისი რძალი?
"განვიცდი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება" - ცისანა სეფიაშვილის ვაჟის 4 წლის წინ შექმნილი ოჯახი დაინგრა: რას ჰყვება მომღერალი და ვინ იყო მისი რძალი?

ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლის ვაჟი გი­ორ­გი წე­რე­თე­ლი და დი­ზა­ი­ნე­რი სე­სი­ლი კე­მუ­ლა­რია და­შორ­დნენ. წყვილ­მა 2018 წელს იქორ­წი­ნა. გი­ორ­გიმ საყ­ვა­რელ ქალს მა­შინ ხელი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე სთხო­ვა და წყვილ­მა მცხე­თა­ში მდე­ბა­რე პრეს­ტი­ჟულ რეს­ტო­რან­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და.

ხე­ლის თხოვ­ნა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე

ფოტო გი­ორ­გი წე­რე­თე­ლის ქორ­წი­ლი­დან

გი­ორ­გი წე­რე­თე­ლი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, სწო­რედ იქ გა­იც­ნო სე­სი­ლი, რო­მე­ლიც ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქეა... ცი­სა­ნა და სე­სი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ რძალ-დე­დამ­თილს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და ერ­თმა­ნეთს სა­ხე­ლე­ბით მი­მარ­თავ­დნენ.

სე­სი­ლი კე­მუ­ლა­რია

ახ­ლად­და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი სე­სი­ლი მა­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქმარ­ზე წერ­და:

"ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, რად­გან ასე­თი სა­ა­მა­ყო ბიჭი შემ­ხვდა ცხოვ­რე­ბა­ში. არ ვიცი, რით და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, მაგ­რამ გუ­შინ ჩვენ გვერ­დით იყ­ვნენ ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­მოფ­რინ­დნენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ვინ ერთი დღით, ვინ - რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით. სიყ­ვა­რუ­ლის დღე გვქონ­და არა მარ­ტო მე და და­დას, არა­მედ მთლი­ან სა­მე­გობ­როს. ვგიჟ­დე­ბი".

შვი­ლის ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ, ცი­სა­ნა ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს:

- სამ­წუ­ხა­როდ გი­ორ­გი და სე­სი­ლი და­შორ­დნენ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ დღემ­დე არ გვაქვს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა. სე­სი­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მე ზო­გა­დად არ ვიცი ჩა­რე­ვა და შეჭ­რა სხვა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. შენ თუ ჩემ­თან სა­უ­ბა­რი გჭირ­დე­ბა და ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბა, ისიც იცი, რომ ამის­თვის ყო­ველ­თვის მზად ვარ, მაგ­რამ ზედ­მეტ კი­თხვებს არ და­გის­ვამ. ჩვენ ერთი გუნ­დი ვართ და ყვე­ლა ეტაპ­ზე ერ­თმა­ნეთს გვერ­დით ვუდ­გა­ვართ.

ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი ვაჟ­თან ერ­თად

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, გა­ნი­ცა­და თუ არა ახალ­შექ­მნი­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვა, ცი­სა­ნა ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა და მუდ­მი­ვად ნე­გა­ტივ­ში ვერ იქ­ნე­ბი­ან.

"დღემ­დე გან­ვიც­დი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა" - ამ­ბობს ცი­სა­ნა.

სე­სი­ლი კე­მუ­ლა­რია "ინ­სტაგ­რამ­ზე" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, მას 17 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს და ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სა­კუ­თარ ფო­ტო­ებს მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან.

სე­სი­ლის უკვე წაშ­ლი­ლი აქვს ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბი "ინ­სტაგ­რა­მი­დან" და ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაგული
10

ყველაფერს რომ პიარისთვის იყენებენ, იმიტომ ხომ არა?!

Kaxeli
14

 Es gogo shemtvis minda.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"განვიცდი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება" - ცისანა სეფიაშვილის ვაჟის 4 წლის წინ შექმნილი ოჯახი დაინგრა: რას ჰყვება მომღერალი და ვინ იყო მისი რძალი?

"განვიცდი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება" - ცისანა სეფიაშვილის ვაჟის 4 წლის წინ შექმნილი ოჯახი დაინგრა: რას ჰყვება მომღერალი და ვინ იყო მისი რძალი?

ცისანა სეფიაშვილის ვაჟი გიორგი წერეთელი და დიზაინერი სესილი კემულარია დაშორდნენ. წყვილმა 2018 წელს იქორწინა. გიორგიმ საყვარელ ქალს მაშინ ხელი რუსთაველის თეატრის სცენაზე სთხოვა და წყვილმა მცხეთაში მდებარე პრესტიჟულ რესტორანში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.

ხელის თხოვნა რუსთაველის თეატრის სცენაზე

ფოტო გიორგი წერეთელის ქორწილიდან

გიორგი წერეთელი მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს, სწორედ იქ გაიცნო სესილი, რომელიც ორმაგი მოქალაქეა... ცისანა და სესილი ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ რძალ-დედამთილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთს სახელებით მიმართავდნენ.

სესილი კემულარია

ახლადდაოჯახებული სესილი მაშინ სოციალურ ქსელში ქმარზე წერდა:

"ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ, რადგან ასეთი საამაყო ბიჭი შემხვდა ცხოვრებაში. არ ვიცი, რით დავიმსახურეთ, მაგრამ გუშინ ჩვენ გვერდით იყვნენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები, რომლებიც ჩამოფრინდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ვინ ერთი დღით, ვინ - რამდენიმე საათით. სიყვარულის დღე გვქონდა არა მარტო მე და დადას, არამედ მთლიან სამეგობროს. ვგიჟდები".

შვილის ოჯახის დანგრევის შემდეგ, ცისანა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს:

- სამწუხაროდ გიორგი და სესილი დაშორდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღემდე არ გვაქვს კარგი ურთიერთობა. სესილი ძალიან მიყვარს. მე ზოგადად არ ვიცი ჩარევა და შეჭრა სხვა ადამიანის ცხოვრებაში. შენ თუ ჩემთან საუბარი გჭირდება და ჩემი ჩართულობა, ისიც იცი, რომ ამისთვის ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ ზედმეტ კითხვებს არ დაგისვამ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველა ეტაპზე ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ.

ცისანა სეფიაშვილი ვაჟთან ერთად

ჟურნალისტის კითხვაზე, განიცადა თუ არა ახალშექმნილი ოჯახის დანგრევა, ცისანა ამბობს, რომ ცხოვრება გრძელდება და მუდმივად ნეგატივში ვერ იქნებიან.

"დღემდე განვიცდი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება" - ამბობს ცისანა.

სესილი კემულარია "ინსტაგრამზე" ძალიან პოპულარულია, მას 17 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს მოგზაურობიდან.

სესილის უკვე წაშლილი აქვს ოჯახური ფოტოები "ინსტაგრამიდან" და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე თვეა, რაც ერთმანეთს დაშორდა.