მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია "ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში და რა არ მოსწონს ოპოზიციას?
რა წერია "ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში და რა არ მოსწონს ოპოზიციას?

ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტი გა­აც­ნო, რო­მე­ლიც მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ მო­ამ­ზა­და.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეს არის რე­ზო­ლუ­ცი­ის ის ტექ­სტი, რო­მე­ლიც დღის ბო­ლომ­დე და­ი­ნი­ცირ­დე­ბა.

"პარ­ლა­მენ­ტი გა­მო­ხა­ტავს ღრმა შეშ­ფო­თე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში შე­საძ­ლო სამ­ხედ­რო ეს­კა­ლა­ცი­ის გამო და გმობს ყო­ველ­გვარ გან­ზრახ­ვას, რო­მე­ლიც სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­მარ­თუ­ლი, რაც ახალ საფრ­თხეს უქ­მნის არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის, არა­მედ რე­გი­ო­ნულ მშვი­დო­ბას და უსაფრ­თხო­ე­ბას. აცხა­დებს, რომ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა არის სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბა და სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით ამ უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის ყო­ველ­გვა­რი მცდე­ლო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის არ­დაშ­ვე­ბა უნდა იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის უმ­თავ­რე­სი საზ­რუ­ნა­ვი. სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს მე­გო­ბარ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს, რო­მელ­საც ყო­ველ­გვა­რი შე­საძ­ლო სამ­ხედ­რო ეს­კა­ლა­ცი­ით მძი­მე ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ით გა­ნაგ­რძოს თა­ვი­სი წვლი­ლის შე­ტა­ნა უკ­რა­ი­ნა­ში ომის არ­დაშ­ვე­ბა­ში“,- ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში.

მი­სი­ვე თქმით სჯობს, რე­ზო­ლუ­ცია მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი იყოს.

"მგო­ნია, რომ ოპო­ზი­ცი­ამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში მხა­რი უნდა და­უ­ჭი­როს ამ ვა­რი­ანტს, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა გა­ზო­მი­ლია", - გა­ნა­ცხა­და მან.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ის 5-6 შე­ნიშ­ვნი­დან 2 შე­ნიშ­ვნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს.

"დღე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 4-ჯერ შე­იც­ვა­ლა ტექ­სტი, ოპო­ზი­ცი­ას თუ აწყობს, რომ თქვას ერთხელ შე­იც­ვა­ლაო, ასე იტყვი­ან, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ იყო სხვა­დას­ხვა ვერ­სია, რომ­ლე­ბიც გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და მა­გი­დას­თან მსხდომ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად რო­გორც სა­ერ­თო, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რე­ჟიმ­ში.

შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ წინა ვერ­სი­ებ­ზე არ გვე­სა­უბ­რა, შევ­ჯერ­დით ტექ­სტზე, რო­მე­ლიც იყო სა­ბო­ლოო ჯამ­ში რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 შე­ნიშ­ვნი­დან 2 იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და 4 არა, სხვა ვერ­სია თუ ჰქვია ამას, კი ბა­ტო­ნო. ყო­ველ­თვის სჯობს, იყოს მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი და მგო­ნია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში მათ მხა­რი უნდა და­უ­ჭი­რონ ამას, რად­გან აქ თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა არის გა­ზო­მი­ლი და არც ერთი ფრა­ზა არ არ­სე­ბობს, რომ იყოს სა­დაო", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნა­ი­ნი­ცი­ა­ტო­რე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ოპო­ზი­ცი­ამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტი და­ა­რე­გის­ტრი­როს, - ამის შე­სა­ხებ კი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - ძალა ერ­თო­ბა­შია“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ ოპო­ზი­ცი­ი­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ რე­ზო­ლუ­ცი­ის ერ­თობ­ლივ ტექ­სტზე მსჯე­ლობ­დნენ.

რო­გორც დე­კა­ნო­ი­ძე აცხა­დებს, დი­ლით წარ­მოდ­გე­ნილ ვერ­სი­ა­ში რუ­სე­თის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რი იყო, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტექ­სტი შე­იც­ვა­ლა.

"იცით, რომ ჩვე­ნი შე­ნიშ­ვნე­ბი მი­ვე­ცით, ეს იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტის­თვის, რომ რე­ზო­ლუ­ცია ყო­ფი­ლი­ყო აღ­მწე­რი და გა­მომ­ხატ­ვე­ლი იმ მდგო­მა­რე­ო­ბის, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს დღეს უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბით რუ­სე­თის გან­მე­ო­რე­ბით სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს შე­ნიშ­ვნე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იყო ტექ­სტში, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გი­ნა დღეს "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“. შე­სა­ბა­მი­სად, ამ რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნა­ი­ნი­ცი­ა­ტო­რე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით, გა­ვაგ­რძე­ლებთ მსჯე­ლო­ბას და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ოპო­ზი­ცი­ამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტი და­ა­რე­გის­ტრი­როს, მაგ­რამ ამა­ზე მთლი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის პო­ზი­ცი­აა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.

გარ­და ამი­სა, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ მსჯე­ლო­ბას კო­მი­ტეტ­ზე და ჩვენ ვა­პი­რებთ სა­ჯა­როდ წარ­ვუდ­გი­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის შე­ნიშ­ვნე­ბი რაც ჩვენს მიერ იყო მი­ცე­მუ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“. სამ­წუ­ხა­როა, რომ არ იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი მათ შო­რის ყვე­ლა იმ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის დაც­ვით, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე რე­ზო­ლუ­ცი­ის ფორ­მატ­ში.

პირ­ველ ვერ­სი­ა­ში და მათ შო­რის, შე­ნიშ­ვნე­ბის შემ­დეგ იყო ნახ­სე­ნე­ბი რუ­სე­თი, მაგ­რამ შემ­დეგ ტექ­სტის ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც მე მქონ­და და ჩემს კო­ლე­გებს, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ამი­ტომ რო­გორც ჩანს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­ახ­დენს თა­ვი­სი ვა­რი­ან­ტის ინი­ცი­რე­ბას, ამი­ტომ ჩვენ არ გა­მოვ­რი­ცხავთ იყოს ჩვე­ნი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვერ­სია, ან კო­მი­ტეტ­ზე გან­ვი­ხი­ლოთ და სა­ჯა­როდ წარ­ვუდ­გი­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რაში არ ვე­თან­ხმე­ბით ამ რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექსტს“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
0

ara grcxveniat? chvens sauketeso megobar kvekanas uchirs, kvekanas romelic 2008 shi gvexmareboda iaragit cocxali dzalit sitkvieri mxardacherac ar shegidzliat gamoucxadot tkven xart rustavelisa da vaja pshavelas shtamomavlebi? gaskda guli

suliko
1

შთამბეჭდავი რეზოლუციაა. რომლითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში ასე თავით ავმაღლდებით და რაც მთავარია არც მწვადი დაიწვება და არც სამფური. ამ ოპოზიციას კიდე გნდა წინ დაუწერე რეზოლუცია გნდა უკან სულ ერთია

ავტორი:

რა წერია "ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში და რა არ მოსწონს ოპოზიციას?

რა წერია "ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში და რა არ მოსწონს ოპოზიციას?

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი გააცნო, რომელიც მმართველმა პარტიამ მოამზადა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ეს არის რეზოლუციის ის ტექსტი, რომელიც დღის ბოლომდე დაინიცირდება.

"პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას. აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“,- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

მისივე თქმით სჯობს, რეზოლუცია მრავალპარტიული იყოს.

"მგონია, რომ ოპოზიციამ საბოლოო ჯამში მხარი უნდა დაუჭიროს ამ ვარიანტს, რადგან თითოეული სიტყვა გაზომილია", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ოპოზიციის 5-6 შენიშვნიდან 2 შენიშვნა გაითვალისწინეს.

"დღენახევრის განმავლობაში 4-ჯერ შეიცვალა ტექსტი, ოპოზიციას თუ აწყობს, რომ თქვას ერთხელ შეიცვალაო, ასე იტყვიან, გასაგებია, მაგრამ იყო სხვადასხვა ვერსია, რომლებიც გამომდინარეობდა მაგიდასთან მსხდომ ადამიანებთან კონსულტაციების შედეგად როგორც საერთო, ისე ინდივიდუალურ რეჟიმში.

შეთანხმებულები ვიყავით, რომ წინა ვერსიებზე არ გვესაუბრა, შევჯერდით ტექსტზე, რომელიც იყო საბოლოო ჯამში რაციონალური. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 5-6 შენიშვნიდან 2 იყო გათვალისწინებული და 4 არა, სხვა ვერსია თუ ჰქვია ამას, კი ბატონო. ყოველთვის სჯობს, იყოს მრავალპარტიული და მგონია, საბოლოო ჯამში მათ მხარი უნდა დაუჭირონ ამას, რადგან აქ თითოეული სიტყვა არის გაზომილი და არც ერთი ფრაზა არ არსებობს, რომ იყოს სადაო", - განაცხადა მდინარაძემ.

წარმოდგენილი რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით, არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, - ამის შესახებ კი ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე მსჯელობდნენ.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, დილით წარმოდგენილ ვერსიაში რუსეთის შესახებ ჩანაწერი იყო, თუმცა, მოგვიანებით, ტექსტი შეიცვალა.

"იცით, რომ ჩვენი შენიშვნები მივეცით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის ტექსტისთვის, რომ რეზოლუცია ყოფილიყო აღმწერი და გამომხატველი იმ მდგომარეობის, რომელიც არსებობს დღეს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის განმეორებით სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო ტექსტში, რომელიც წარმოადგინა დღეს "ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით, გავაგრძელებთ მსჯელობას და არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, მაგრამ ამაზე მთლიანი ოპოზიციის პოზიციაა გასათვალისწინებელი.

გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას კომიტეტზე და ჩვენ ვაპირებთ საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას ის შენიშვნები რაც ჩვენს მიერ იყო მიცემული "ქართული ოცნებისთვის“. სამწუხაროა, რომ არ იყო "ქართული ოცნების“ მხრიდან გათვალისწინებული შენიშვნები მათ შორის ყველა იმ ტერმინოლოგიის დაცვით, როგორც ხდება ხოლმე რეზოლუციის ფორმატში.

პირველ ვერსიაში და მათ შორის, შენიშვნების შემდეგ იყო ნახსენები რუსეთი, მაგრამ შემდეგ ტექსტის ის ცვლილებები, რაც მე მქონდა და ჩემს კოლეგებს, ეს ცვლილებები არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ როგორც ჩანს "ქართული ოცნება“ მოახდენს თავისი ვარიანტის ინიცირებას, ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ იყოს ჩვენი ალტერნატიული ვერსია, ან კომიტეტზე განვიხილოთ და საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას, რაში არ ვეთანხმებით ამ რეზოლუციის ტექსტს“, - განაცხადა დეკანოიძემ.