საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზად ვართ რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე რეაგირებისთვის, ეს იქნება სწრაფი და გადამწყვეტი ქმედება ძლიერი ერთიანობით" - ჯოზეფ ბორელი
"მზად ვართ რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე რეაგირებისთვის, ეს იქნება სწრაფი და გადამწყვეტი ქმედება ძლიერი ერთიანობით" - ჯოზეფ ბორელი

"ჩვენ უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი სხვა პარტნი­ო­რებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას­თან და გა­ვაგ­რძე­ლოთ გზავ­ნი­ლის გა­და­ცე­მა, რომ ძლი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით შიდა მე­დე­გო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, იმის­თვის რომ გარე საფრ­თხე­ებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ" - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე მთა­ვა­რი გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა და უკ­რა­ი­ნა­სა და მის გარ­შე­მო რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა იყო, რო­მე­ლიც ძირს უთხრის ევ­რო­პულ უსაფრ­თხო­ე­ბას.

"რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში და მის ირ­გვლივ და რუ­სე­თის მცდე­ლო­ბე­ბი, ხე­ლახ­ლა შექ­მნას გამ­ყო­ფი ხა­ზე­ბი ჩვენს კონ­ტი­ნენტზე, ძირს უთხრის ძი­რი­თად სა­ფუძ­ვლებ­სა და პრინ­ცი­პებს, რომ­ლებ­ზე­დაც აგე­ბუ­ლია ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა და აბ­რუ­ნებს ბნელ მო­გო­ნე­ბებს გავ­ლე­ნის სფე­რო­ებ­ზე, რო­მელ­თა ად­გი­ლი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში არ არის. ჩვენ კი­დევ ერთხელ და­ვა­დას­ტუ­რეთ ჩვენს სრულ და უდა­ვო მხარ­და­ჭე­რას უკ­რა­ი­ნი­სად­მი და ნე­ბის­მი­ერ სამ­ხედ­რო აგ­რე­სია უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი და სა­ფა­სუ­რი მოჰ­ყვე­ბა დამ­ნა­შა­ვის­თვის,“- აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებს. ამას­თან, ისი­ნი მზად არი­ან, დიპ­ლო­მა­ტი­ის გზა გა­აგ­რძე­ლონ, თუმ­ცა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დიპ­ლო­მა­ტია წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მზად არი­ან "სწრა­ფი და გა­დამ­წყვე­ტი ქმე­დე­ბის­თვის.”

"ჩვენ ასე­ვე გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რათა ავ­ხსნათ, რა ხდე­ბა ევ­რო­პა­ში და რუ­სე­თის საფრ­თხე­ე­ბი და შე­ვე­ცა­დოთ გან­ვმარ­ტოთ დე­ზინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც რუ­სე­თი ფარ­თოდ ავ­რცე­ლებს ამ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია და და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას.

ჩვენ ვა­პი­რებთ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ დიპ­ლო­მა­ტი­ამ იმუ­შა­ოს, თუ დიპ­ლო­მა­ტია წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვართ მზად რუ­სე­თის პო­ტენ­ცი­ურ აგ­რე­სი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის. ეს იქ­ნე­ბა სწრა­ფი და გა­დამ­წყვე­ტი ქმე­დე­ბა ძლი­ე­რი ერ­თი­ა­ნო­ბით - არა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის შიგ­ნით, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეც,”- აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა უკ­რა­ი­ნის და სხვა პარტნი­ო­რე­ბის მე­დე­გო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. არის კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც შეგ­ვიძ­ლია და რა­საც ვა­კე­თებთ. კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა დღეს გა­მო­ა­ცხა­და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტი შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად - ჩვე­ნი გრან­ტე­ბის გა­ორ­მა­გე­ბა, ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა და გა­და­უ­დე­ბე­ლი ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა 1.2 მი­ლი­არ­დი ევ­როს ოდე­ნო­ბით. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხა და ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დის დომ­ბროვ­სკი და ევ­რო­კო­მი­სა­რი სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ოლი­ვერ ვარ­ჰე­ლი ეწ­ვე­ვი­ან უკ­რა­ი­ნას, რათა გა­უ­ზი­ა­რონ ეს სი­ახ­ლე უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას,”- აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
5

ჩვენ რომ ვეომებოდით რუსებს, თქვენ შეშფოთება- აღშფოთებას გვიგზავნიდით, ახლა თქვენ ეომეთ, ჩვენ კი ისე აღვშფოთდებით, რომ მაგ ვალს სულ წივილ-კივილით დაგიბრუნებთ.

beso
4

ვახტანგი. 69 წლის-ს „აშშ არის ზესახელმწიფო, რომელიც დასავლეთ ევროპის ლიდერებს და მათ შორის ბარელს მარიონეტის თეატრის თოჯინებივით მართავს.“>>>>>>>>>>>უკვე ვერა, ყველას თავისი ინტერესი აქვს, როგრც ადამიანს და თავისი პასუხი. ზესახელმწიფოს გააჩნია რანაირად განიხილავ, კანადა-ავსტრალია-ლონდოთან ერთად დღეს ბაზარი არაა, ხოლო თუ ერთ სახელმწიფოს აიღებ, ჩინეთი გაიჭრა წინ, რადგან მოსახლეობა ეკონომიკის უნიფიცირებაში ქმნის ფაქტორს სიძლიერია, თანაც კონფესიათია ღიაობა აქვს და ცალსახად არ წარმოადგენს ავტოკრატიას. კონფესიათა ღიაობა უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე ბუტაფორიული დემოკრატია, რაც ინახა კოვიდთან, რადგან ამ შემთხვევაში ჩინეთი უფრო სამართლიანი ქვეყანაა ადამიანის დაცვაში, ვიდრე სხვა და შესაბამისად ეკონომიკაში წინსვლა ექნება დიდხანს, თუ სხვა გარე ფაქტორებმა არ შეუშალა ხელი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მზად ვართ რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე რეაგირებისთვის, ეს იქნება სწრაფი და გადამწყვეტი ქმედება ძლიერი ერთიანობით" - ჯოზეფ ბორელი

"მზად ვართ რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე რეაგირებისთვის, ეს იქნება სწრაფი და გადამწყვეტი ქმედება ძლიერი ერთიანობით" - ჯოზეფ ბორელი

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი სხვა პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოსა და მოლდოვასთან და გავაგრძელოთ გზავნილის გადაცემა, რომ ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებით შიდა მედეგობის გაძლიერება მნიშვნელოვანია მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, იმისთვის რომ გარე საფრთხეებს დაუპირისპირდნენ" - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ევროპული უსაფრთხოება და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალის მობილიზება იყო, რომელიც ძირს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას.

"რუსეთის სამხედრო ძალის მობილიზება უკრაინაში და მის ირგვლივ და რუსეთის მცდელობები, ხელახლა შექმნას გამყოფი ხაზები ჩვენს კონტინენტზე, ძირს უთხრის ძირითად საფუძვლებსა და პრინციპებს, რომლებზედაც აგებულია ევროპული უსაფრთხოება და აბრუნებს ბნელ მოგონებებს გავლენის სფეროებზე, რომელთა ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს სრულ და უდავო მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნებისმიერ სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული შედეგები და საფასური მოჰყვება დამნაშავისთვის,“- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაგრძელებას აპირებს. ამასთან, ისინი მზად არიან, დიპლომატიის გზა გააგრძელონ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა, მზად არიან "სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებისთვის.”

"ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას, რათა ავხსნათ, რა ხდება ევროპაში და რუსეთის საფრთხეები და შევეცადოთ განვმარტოთ დეზინფორმაცია, რომელსაც რუსეთი ფართოდ ავრცელებს ამ ფაქტების შესახებ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია და დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას.

ჩვენ ვაპირებთ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატიამ იმუშაოს, თუ დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენ ძალიან კარგად ვართ მზად რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე რეაგირებისთვის. ეს იქნება სწრაფი და გადამწყვეტი ქმედება ძლიერი ერთიანობით - არა მხოლოდ ევროკავშირის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზეც,”- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის და სხვა პარტნიორების მედეგობის გასაძლიერებლად. არის კონკრეტული ქმედებები, რომელთა განხორციელებაც შეგვიძლია და რასაც ვაკეთებთ. კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს გამოაცხადა ფინანსური დახმარების პაკეტი შესახებ უკრაინის მხარდასაჭერად - ჩვენი გრანტების გაორმაგება, ჩვენი მხარდაჭერა და გადაუდებელი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანხა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელი ეწვევიან უკრაინას, რათა გაუზიარონ ეს სიახლე უკრაინის ხელისუფლებას,”- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.