საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი მოთხოვნაა, დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე" - ხატია დეკანოიძე
"ჩვენი მოთხოვნაა, დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე" - ხატია დეკანოიძე

"ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა, დუ­ყოვ­ნებ­ლივ და­ა­კა­ვონ პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და იძა­ლა­და შშმ პირ­ზე , - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ონ­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღეს ქვე­ყა­ნა­ში სის­ტე­მა ჩა­მოშ­ლი­ლია და უწყე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს უნდა იცავ­დეს, სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ძა­ლა­დობს.

რო­გორც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა აღ­ნიშ­ნა, ამის ფონ­ზე, ხვალ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი გა­მოვ­ლენ და იტყვი­ან, რომ მსგავ­სი ტი­პის ძა­ლა­დო­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა.

„ძა­ლი­ან რთუ­ლი ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვი­სა­უბ­როთ იმ შო­კის­მომ­გვრელ კად­რებ­ზე, რო­მე­ლიც გა­ვი­და ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს, პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ძა­ლა­დო­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა შშმ პი­რის მი­მართ და ამ ადა­მი­ა­ნის სი­სას­ტი­კე, რო­მე­ლიც უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს მუნ­დი­რის ღირ­სე­ბას, ამ დროს ჩვენ ვხე­დავთ სა­პი­რის­პი­როს. ძა­ლი­ან რთუ­ლია ისა­უბ­რო ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ამ შემ­თხვე­ვა­ში თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნი და პირ­ველ რიგ­ში, ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია პო­ლი­ცი­ის ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უფრო რთუ­ლი, შო­კის­მომ­გვრე­ლი არის თვი­თონ სის­ტე­მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ფაქ­ტის მი­მართ. რო­დე­საც სის­ტე­მას ყოფ­ნის თავ­ხე­დო­ბა და უტიფ­რო­ბა, რომ თურ­მე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და ამ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა.

მინ­და შე­ვახ­სე­ნო თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც დღეს ხელ­მძღვა­ნე­ლობს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ხელ­მძღვა­ნე­ლობს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან უწყე­ბას, რო­მე­ლიც უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვარ ღერძს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცავ ღერს, ამ დროს ვი­ღებთ სა­პი­რის­პი­როს. ეს ღერ­ძი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე არა თუ მოშ­ლი­ლია, არა­მედ მო­ძა­ლა­დე, დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლი ამ დრომ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, რო­დე­საც ყვე­ლა ადა­მი­ან­მა ნახა ეს შო­კის­მომ­გვრე­ლი კად­რე­ბი. სის­ტე­მა არის ჩა­მოშ­ლი­ლი, სის­ტე­მა არ სჯის ადა­მი­ა­ნებს, პო­ლი­ცი­ე­ლებს, ვინც ჩა­დის და­ნა­შა­ულს. ალ­ბათ, ხვალ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მოვ­ლენ და იტყვი­ან, რომ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან სი­სას­ტი­კე ხდე­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან სას­ტიკ და­ნა­შა­ულს მოჰ­ყვე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი რა­ე­გი­რე­ბა ყვე­ლა იმ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის მხრი­დან, რო­მე­ლიც უნდა იცავ­დეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მოშ­ლი­ლი.

ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა და ალ­ბათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რის მო­თხოვ­ნაც, რომ სას­წრფოდ, დუ­ყოვ­ნებ­ლივ და­ა­კა­ვონ ის პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა გან­ზრახ ძა­ლა­დო­ბა, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და იძა­ლა­და შშმ პირ­ზე. ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან უნდა გა­დად­გეს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დად­გეს იმ ადა­მი­ა­ნის, ვის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შიც და და­ნა­ყოფ­შიც შე­დი­ო­და ეს ადა­მი­ა­ნი. ზო­გა­დად, გა­ვი­აზ­როთ სად ვცხოვ­რობთ, რა­ტომ არის სის­ტე­მა თავ­გა­სუ­ლი და რა­ტომ ხდე­ბა, რომ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ჩვე­ნი დაც­ვის ნაც­ვლად, გვხვდე­ბა ის სი­სას­ტი­კე, რო­მელ­მაც ალ­ბათ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­თა­გა­ნი შეძ­რა და შეძ­რა ძა­ლი­ან მცი­რე ხნით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­ვი­თა­რე­ბას ჰპო­ვებს, თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ის­ჯე­ბი­ან ძა­ლი­ან მკაც­რად“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, 24 იან­ვარს თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გავ­რცელ­და, სა­დაც პო­ლი­ცი­ე­ლის მხრი­დან შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტია ასა­ხუ­ლი. მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ ვი­დე­ო­მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე ფაქ­ტის მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო, რომ­ლის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა პო­ლი­ცი­ე­ლის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

შსს გან­ცხა­დე­ბა­ში გმობს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბას და აცხა­დებს, რომ უწყე­ბის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია პო­ლი­ცი­ე­ლის მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა არ­ღვევ­დეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომულუსი
0

ვინ "ჩვენი" მოთხოვნაა? მეცოცხეების ხომ არა, რომლებიც აწამებდით ხვრეტდით, ძარცვავდით, არბევდით?

ახლა იმ პოლიციელს ხომ დაიჭერენ (თუ უკვე დაჭერილი არაა) ეს გადაგვარებულები იტყვიან აი ჩვენ რომ მივითხოვეთ, იმიტომ დაიჭირესო; ესაა ამათი პოლიტიკა და მორალი

SPQR
0

მე ადამიანი არ მეგულება, ვინც იმ პოლიციელს გაამართლებს და მის დასჯას არ მოითხოვდეს! დარწმუნებული ვარ, ის დაისჯება სანიმუშოდ! მაგრამ ... მეცოცხეების "აღშფოთება" ვის რად უნდა? რა ცინიზმია? შეიძლება მელა ტურა-მგელი ცხვრების დაცვის ლიგას აფუძნებდნენ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ჩვენი მოთხოვნაა, დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე" - ხატია დეკანოიძე

"ჩვენი მოთხოვნაა, დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე" - ხატია დეკანოიძე

"ჩვენი მოთხოვნაა, დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე , - ამის შესახებ „ნაციონლური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში სისტემა ჩამოშლილია და უწყება, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობს.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ამის ფონზე, ხვალ „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოვლენ და იტყვიან, რომ მსგავსი ტიპის ძალადობა ყველა ქვეყანაში ხდება.

„ძალიან რთული ემოციების გარეშე ვისაუბროთ იმ შოკისმომგვრელ კადრებზე, რომელიც გავიდა ძალიან ბევრი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. მხედველობაში მაქვს, პოლიციელის მიერ არაადამიანური ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა შშმ პირის მიმართ და ამ ადამიანის სისასტიკე, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს. ძალიან რთულია ისაუბრო ემოციების გარეშე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში თითოეული ჩვენთაგანი და პირველ რიგში, ის ადამიანი, რომელსაც არაერთხელ უსაუბრია პოლიციის ძალადობის შესახებ, მაგრამ ყველაზე უფრო რთული, შოკისმომგვრელი არის თვითონ სისტემის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. როდესაც სისტემას ყოფნის თავხედობა და უტიფრობა, რომ თურმე გამოძიება დაწყებულია და ამ გამოძიების შედეგად დადგინდება ჭეშმარიტება.

მინდა შევახსენო თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელმძღვანელობს ძალიან მნიშვნელოვან უწყებას, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ ღერძს, ადამიანის უფლებების დამცავ ღერს, ამ დროს ვიღებთ საპირისპიროს. ეს ღერძი თავიდან ბოლომდე არა თუ მოშლილია, არამედ მოძალადე, დამნაშავე პოლიციელი ამ დრომდე დაკავებული არ არის, როდესაც ყველა ადამიანმა ნახა ეს შოკისმომგვრელი კადრები. სისტემა არის ჩამოშლილი, სისტემა არ სჯის ადამიანებს, პოლიციელებს, ვინც ჩადის დანაშაულს. ალბათ, ხვალ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოვლენ და იტყვიან, რომ პოლიციის მხრიდან სისასტიკე ხდება ყველა ქვეყანაში, მაგრამ პოლიციის მხრიდან სასტიკ დანაშაულს მოჰყვება ადეკვატური რაეგირება ყველა იმ სახელმწიფო უწყების მხრიდან, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს. საქართველოში „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს ყველაფერი არის მოშლილი.

ჩვენი მოთხოვნაა და ალბათ, საზოგადოების ყველა წევრის მოთხოვნაც, რომ სასწრფოდ, დუყოვნებლივ დააკავონ ის პოლიციელი, რომელმაც ჩაიდინა განზრახ ძალადობა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე. ასევე, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს და პასუხისმგებლობა დადგეს იმ ადამიანის, ვის განყოფილებაშიც და დანაყოფშიც შედიოდა ეს ადამიანი. ზოგადად, გავიაზროთ სად ვცხოვრობთ, რატომ არის სისტემა თავგასული და რატომ ხდება, რომ პოლიციის მხრიდან ჩვენი დაცვის ნაცვლად, გვხვდება ის სისასტიკე, რომელმაც ალბათ თითოეული თქვენთაგანი შეძრა და შეძრა ძალიან მცირე ხნით სოციალურ ქსელში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი განვითარებას ჰპოვებს, თუ ეს ადამიანები არ დაისჯებიან ძალიან მკაცრად“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, 24 იანვარს თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე ფაქტის მოკვლევა დაიწყო, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.

შსს განცხადებაში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს, რომ უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს