პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იწვევს ტკივილს "სიბრძნის კბილების" ამოსვლა, რა ფუნქცია აკისრიათ და როგორ უნდა მოვუაროთ მათ - სტომატოლოგის რეკომენდაციები
რატომ იწვევს ტკივილს "სიბრძნის კბილების" ამოსვლა, რა ფუნქცია აკისრიათ და როგორ უნდა მოვუაროთ მათ - სტომატოლოგის რეკომენდაციები

სიბ­რძნის კბი­ლი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის დიდ ტკი­ვილ­თან და გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ზოგი მის ამოს­ვლას და არ­სე­ბო­ბას ვერც გრძნობს... ვი­ნა­ი­დან მისი ჭირ­ვე­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ ხალ­ხში არა­ერ­თი მითი თუ რე­ა­ლო­ბა არ­სე­ბობს, გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ თე­მა­ზე სპე­ცი­ა­ლის­თან ერ­თად გვე­სა­უბ­რა.

რა­ტომ ჰქვია მას "სიბ­რძნის კბი­ლი“, რა­ტომ ფუჭ­დე­ბა ადრე, ამო­ღე­ბის შემ­დგომ რა გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს და მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს. ამ სა­კი­თხებ­ზე სტო­მა­ტო­ლო­გი სო­ფიო კაკ­რი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

- "სიბ­რძნის კბილს“ ასე იმი­ტომ უწო­დე­ბენ, რომ სხვებ­ზე გვი­ან ამო­დის - და­ახ­ლო­ე­ბით იმ ასაკ­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა-ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. რე­ა­ლუ­რად სიბ­რძნეს და გო­ნი­ე­რე­ბას კბი­ლებ­თან რომ არა­ფე­რი სა­ერ­თო აქვს, ყვე­ლამ ვი­ცით. აქვე მინ­და, აღ­ვნიშ­ნო, რომ დღეს სიბ­რძნის კბი­ლებს (მე­სა­მე მო­ლა­რებს, ანუ მერ­ვე კბი­ლებს) რუ­დი­მენ­ტულ ორ­გა­ნო­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. ბევ­რი თვლის, რომ საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნის სა­ხეც­ვლი­ლე­ბის (მყარ და მკვრივ საკ­ვებ­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის) შე­დე­გად ამ კბი­ლებ­მა ფუნ­ქცია და­კარ­გა. ამის სა­ბუ­თად სპე­ცი­ა­ლის­ტებს ის ფაქ­ტიც მოჰ­ყავთ, რომ გახ­შირ­და სიბ­რძნის კბი­ლე­ბის უქონ­ლო­ბა - ე.წ. მე­სა­მე მო­ლა­რე­ბის პირ­ვე­ლა­დი ადენ­ტია (კბი­ლის ჩა­ნა­სა­ხის არ არ­სე­ბო­ბა).

- ზოგი ვერ გრძნობს, რო­გორ ამოს­დის ეს კბი­ლი, ბევ­რის­გან მსმე­ნია, რომ მის ამოს­ვლას ტკი­ვი­ლი ახ­ლავს და ხან­და­ხან თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამო­დის... რა­ტომ?

- სიბ­რძნის კბი­ლი კბილ­თა რკალ­ში ბოლო ად­გილს იკა­ვებს. რკა­ლის ზომა და ფორ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რო­დე­საც ყბის ძვალ­ში არ­სე­ბუ­ლი კბი­ლის ამო­საჭ­რე­ლად რკალ­ში საკ­მა­რი­სი ად­გი­ლია, ამას­თან, სიბ­რძნის კბი­ლის მდე­ბა­რე­ო­ბა ნორ­მა­ლუ­რია, ამოჭ­რა ხდე­ბა სწო­რად, ზედ­მე­ტი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე (იგუ­ლის­ხმე­ბა ტკი­ვი­ლი, სი­ცხე, სი­სუს­ტე), ზოგ­ჯერ სიბ­რძნის კბი­ლი ძვალ­ში არას­წო­რად მდე­ბა­რე­ობს და ამ ჭრის დროს აწ­ვე­ბა მე­ზო­ბე­ლი კბი­ლის ფესვს, რაც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, მი­უ­ხე­და­ვად კბი­ლის სწო­რი მდე­ბა­რე­ო­ბი­სა, რკალ­ში არ არის მისი ად­გი­ლი, რაც ასე­ვე მტკივ­ნე­ულს ხდის ამოჭ­რის პრო­ცესს. ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სე­რი­ო­ზულ დის­კომ­ფორტთან, გარ­კვე­ულ პა­ცი­ენ­ტებ­ში ხდე­ბა სიბ­რძნის კბი­ლის ნა­წი­ლობ­რი­ვი ამოჭ­რა, ანუ ნა­წი­ლი კბი­ლი­სა უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტშია პი­რის ღრუს­თან, ხოლო ნა­წი­ლი და­ფა­რუ­ლია ღრძი­ლით, - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­სუფ­თა­ვე­ბის სირ­თუ­ლის გამო ხში­რად ვი­თარ­დე­ბა პე­რი­კო­რო­ნა­რი­ტი, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია და ხში­რად ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას (ცხე­ლე­ბას) იწ­ვევს.

- გვი­ან კი ამო­დის, მაგ­რამ ადრე ფუჭ­დე­ბა. რა არის ამის მი­ზე­ზი?

- რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, სიბ­რძნის კბი­ლი საკ­მა­ოდ შორს მდე­ბა­რე­ობს ცენ­ტრი­დან, ის კბილ­თა რკალ­ში უკა­ნას­კნე­ლია, რაც არ­თუ­ლებს მის გა­მო­ხეხ­ვას, პა­ცი­ენ­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბით ლო­ყის­კე­ნა ზე­და­პი­რის გა­მო­სუფ­თა­ვე­ბა უჭირთ, ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი კი­დევ უფრო რთულ­დე­ბა თუ კბი­ლი რკალ­ში არას­წო­რად (ვეს­ტი­ბუ­ლუ­რად ან ორა­ლუ­რად) არის ამოჭ­რი­ლი. ძა­ლი­ან ძნე­ლია ასეთ დროს მის­წვდე სიბ­რძნის კბი­ლის ყვე­ლა ზე­და­პირს და სრულ­ფა­სოვ­ნად მო­ა­ცი­ლო ნა­დე­ბი, რაც თა­ვის მხრივ კბი­ლის კა­რი­ე­სულ და­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს.

- ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა თუ არა მკურ­ნა­ლო­ბას და ნამ­კურ­ნა­ლე­ვი კბი­ლი რამ­დენ ხანს ძლებს?

- სიბ­რძნის კბი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის სა­კი­თხი წყდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, კბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით. ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ, რამ­დე­ნად ღი­რე­ბუ­ლია კბი­ლი ფუნ­ქცი­უ­რად. თუკი სწო­რა­დაა ამოჭ­რი­ლი, მდე­ბა­რე­ობს კბილ­თა რკალ­ში, ჰყავს ან­ტა­გო­ნის­ტი კბი­ლი და მო­ნა­წი­ლე­ობს ღეჭ­ვა­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. თუკი კა­რი­ე­სია, ვბჟენთ, ნერ­ვის ან­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ვა­ტა­რებთ სრულ­ფა­სო­ვან ენ­დო­დონ­ტი­ურ მკურ­ნა­ლო­ბას და გვირ­გვი­ნის აღ­დგე­ნას სხივ­გამ­ყა­რე­ბა­დი კომ­პო­ზი­ტით. რო­დე­საც და­ზი­ა­ნე­ბა მას­შტა­ბუ­რია, ვახ­დენთ გვირ­გვი­ნის მოქ­ცე­ვას ორ­თო­პე­დი­უ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ის ქვეშ (ხე­ლოვ­ნუ­რი გვირ­გვი­ნის გა­დაკ­ვრა). ასე­თი კბი­ლე­ბი საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ას­რუ­ლე­ბენ ფუნ­ქცი­ას მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ. თუ კბი­ლი არას­წო­რად დგას რკალ­ში, არ მო­ნა­წი­ლე­ობს ღეჭ­ვა­ში, იწ­ვევს ლო­ყის ლორ­წო­ვა­ნის მუდ­მივ მე­ქა­ნი­კურ ტრავ­მი­რე­ბას, უმ­ჯო­ბე­სია, მოხ­დეს სიბ­რძნის კბი­ლის ექ­სტრაქ­ცია (ამო­ღე­ბა).

- სიბ­რძნის კბი­ლის ამო­ღე­ბას რა სირ­თუ­ლე ახ­ლავს?

- სიბ­რძნის კბი­ლის ამო­ღე­ბას შე­იძ­ლე­ბა თან ახ­ლდეს სირ­თუ­ლე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ არ არის ამოჭ­რი­ლი და ყბის ძვალ­შია (რე­ტენ­ცია). რე­ტე­ნი­რე­ბუ­ლი კბი­ლის ამო­ღე­ბის დროს სა­ჭი­როა გა­ნაკ­ვე­თის გა­ტა­რე­ბა ლორ­წო­ვან­ზე, ძვლის­გან კბი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შემ­დგომ ამო­ღე­ბა. ზოგ­ჯერ კბი­ლის მთლი­ა­ნად ამო­ღე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, ამი­ტომ სა­ჭი­როა, მისი და­ნა­წევ­რე­ბა და ისე ამო­ღე­ბა. კარ­გი ისა არის, რომ ამ ყვე­ლა­ფერს პა­ცი­ენ­ტი ვერ გრძნობს, რად­გან პრო­ცე­დუ­რა ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­ის ქვეშ ტარ­დე­ბა. სრუ­ლად ამოჭ­რი­ლი და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი კბი­ლის ამო­ღე­ბა არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ებ­თან, თუმ­ცა თუ კბი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, ან გვირ­გვი­ნი სრუ­ლად დაშ­ლი­ლი, კბი­ლის ამო­ღე­ბა შე­საძ­ლოა აქაც გარ­თულ­დეს და სა­ჭი­რო გახ­დეს ფეს­ვე­ბის ცალ-ცალ­კე ამო­ღე­ბა.

- ამო­ღე­ბის პრო­ცეს­შიც არ­სე­ბობს გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, - რა­ტომ?

- ამო­ღე­ბის პრო­ცეს­ში შე­საძ­ლოა: 1. მოხ­დეს ქვე­და ყბის ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბა, რა­საც თან ახ­ლავს შემ­დგო­მი და­ბუ­ჟე­ბა და ტკი­ვი­ლი; 2. მშრა­ლი ფოსო, რო­დე­საც არ ხდე­ბა სის­ხლის კოლ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ან უცებ სცილ­დე­ბა კოლ­ტი (ხში­რად გვხვდე­ბა მწე­ვე­ლებ­ში); 3. სის­ხლდე­ნა; 4. ინ­ფექ­ცია, ჭრი­ლო­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა, რაც შემ­დგომ­ში ალ­ვე­ო­ლი­ტის სა­ხით ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით და ცხე­ლე­ბით ვლინ­დე­ბა.

- არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ამო­ღე­ბუ­ლი კბი­ლის შემ­დგომ, კბი­ლის ად­გი­ლი ხან­გრძლი­ვად სტკი­ვათ. რა იწ­ვევს ამას?

- ამო­ღე­ბუ­ლი კბი­ლის ად­გი­ლას რჩე­ბა ცა­რი­ე­ლი კბილ­ბუ­დე, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო შე­საძ­ლოა, გან­ვი­თარ­დეს ან­თე­ბა - ალ­ვე­ო­ლი­ტი, რაც იწ­ვევს ძლი­ერ ტკი­ვილს და ცხე­ლე­ბას. მი­ზე­ზი ძი­რი­თა­დად არის სის­ხლის კოლ­ტის არარ­სე­ბო­ბა - მშრა­ლი კბილ­ბუ­დე, ჭრი­ლო­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა საკ­ვე­ბი ნარ­ჩე­ნე­ბით, ცუდი ჰი­გი­ე­ნის გამო ჭრი­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბა, კბი­ლის ტრავ­მუ­ლი ექ­სტრაქ­ცია კბილ­ბუ­დის და­ზი­ა­ნე­ბით, ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა.

- რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს კი­დევ მას?

- შე­საძ­ლოა, საკ­მა­ოდ გარ­თულ­დეს და გა­ხან­გრძლივ­დეს ჭრი­ლო­ბის შე­ხორ­ცე­ბის პრო­ცე­სი.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამ კბი­ლის ამო­ღე­ბა ორ­სუ­ლე­ბის­თვის?

- ორ­სუ­ლე­ბი­სათ­ვის კბი­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზია ნე­ბა­დარ­თუ­ლია, მაგ­რამ თუ კა­რი­ე­სი ზე­და­პი­რუ­ლია, მკურ­ნა­ლო­ბა ანეს­თე­ზი­ის გა­რე­შეც უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ ჩა­ივ­ლის, უფრო სე­რი­ო­ზულ შემ­თხვე­ვა­ში კი ექი­მი შე­გირ­ჩევთ შე­სა­ბა­მის სა­ა­ნეს­თე­ზიო სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც შვილს არ ავ­ნებს. ქი­რურ­გი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი დიდი სტრე­სია ორ­სუ­ლის ორ­გა­ნიზ­მის­თვის. ძი­რი­თა­დად, კბი­ლის ამო­ღე­ბას მი­მარ­თა­ვენ მწვა­ვე ტკი­ვი­ლის დროს. კბი­ლე­ბის ამო­ღე­ბას გეგ­მა­ვენ ორ­სუ­ლო­ბის მე­ო­რე ტრი­მესტრში. მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­რურ­გი­უ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ტენ­დენ­ცია მი­მარ­თუ­ლია კბი­ლის შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­კენ, თუ კლი­ნი­კუ­რი შემ­თხვე­ვა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. პი­რის ღრუ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის არ­სე­ბო­ბის დროს, ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს კბი­ლის ამო­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. თუ გაჩ­ნდა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი კბი­ლის ამო­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ოპე­რა­ცი­ის არ უნდა შე­ე­შინ­დეთ. ორ­სუ­ლო­ბის დროს ანეს­თე­ზი­ის ჩა­ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა. არ­სე­ბობს ექი­მე­ბის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი სა­ა­ნეს­თე­ზიო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი... ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის წინ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მკურ­ნალ ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცია.

- რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია იმის­თვის სა­ჭი­რო, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიბ­რძნის კბი­ლი?

- სწო­რად ამოჭ­რი­ლი და ფუნ­ქცი­უ­რად ღი­რე­ბუ­ლი სიბ­რძნის კბი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამი­სათ­ვის კი სა­ჭი­როა, კბი­ლე­ბის სწო­რად გა­მო­ხეხ­ვა დღე­ში ორ­ჯერ სტო­მა­ტო­ლო­გის მიერ შერ­ჩე­უ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ვი­ზი­ტე­ბი სტო­მა­ტოლგთან 6 თვე­ში ერთხელ, შე­საძ­ლო კა­რი­ე­სუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­სა და აღ­მო­ფხვრი­სათ­ვის. აღ­ნიშ­ნულ ვი­ზი­ტებ­ზე ხდე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი წმენ­დის ჩა­ტა­რე­ბა, რაც მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­ე­რებს ბაქ­ტე­რი­ე­ბის არ­სე­ბო­ბას პი­რის ღრუ­ში კბი­ლის ზე­და­პი­რი­დან და ლორ­წო­ვა­ნი­დან ბაქ­ტე­რი­უ­ლი ბი­ო­ა­პ­კის მო­ცი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. სტო­მა­ტო­ლოგ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი ვი­ზი­ტი და­გეხ­მა­რე­ბათ სიბ­რძნის კბი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და არა მხო­ლოდ სიბ­რძნის კბი­ლე­ბის, ზო­გა­დად ჯან­სა­ღი და ლა­მა­ზი ღი­მი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თამარი
0

ერᲗი სიბრᲫნის კბილი იტალიაᲨი ყოფნის დროს ამოვიᲦე და ნაკერები დამადეს, წინააᲦმდეგი ვიყავი, მაგრამ ექიმმა Თქვა დიდი Ღრმული რომ რᲩება, სხვანაირად არ ᲨეიᲫლებაო. საქარᲗველოᲨი რომ ამოვიᲦე ნაკერი კიარა, იმხელს Ღრმული მქონდა როდის ამოივსება მეᲗქი ვფიქრობდი. 

 

სოფო
0

ვერ დაგეთანხმებით რომ მხოლოდ ჰიგიენური ნორმების დარღვევაა მიზეზი მერვე კბილის ნაადრევი დაზიანების.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რატომ იწვევს ტკივილს "სიბრძნის კბილების" ამოსვლა, რა ფუნქცია აკისრიათ და როგორ უნდა მოვუაროთ მათ - სტომატოლოგის რეკომენდაციები

რატომ იწვევს ტკივილს "სიბრძნის კბილების" ამოსვლა, რა ფუნქცია აკისრიათ და როგორ უნდა მოვუაროთ მათ - სტომატოლოგის რეკომენდაციები

სიბრძნის კბილი ბევრი ადამიანისთვის დიდ ტკივილთან და გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული, თუმცა ზოგი მის ამოსვლას და არსებობას ვერც გრძნობს... ვინაიდან მისი ჭირვეულობის შესახებ ხალხში არაერთი მითი თუ რეალობა არსებობს, გადავწყვიტეთ, ამ თემაზე სპეციალისთან ერთად გვესაუბრა.

რატომ ჰქვია მას "სიბრძნის კბილი“, რატომ ფუჭდება ადრე, ამოღების შემდგომ რა გართულებებს იწვევს და მის შესანარჩუნებლად რა პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. ამ საკითხებზე სტომატოლოგი სოფიო კაკრიაშვილი გვესაუბრა.

- "სიბრძნის კბილს“ ასე იმიტომ უწოდებენ, რომ სხვებზე გვიან ამოდის - დაახლოებით იმ ასაკში, როდესაც ადამიანის გონებრივი განვითარება-ჩამოყალიბება დასრულებულად მიიჩნევა. რეალურად სიბრძნეს და გონიერებას კბილებთან რომ არაფერი საერთო აქვს, ყველამ ვიცით. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ დღეს სიბრძნის კბილებს (მესამე მოლარებს, ანუ მერვე კბილებს) რუდიმენტულ ორგანოებად მიიჩნევენ. ბევრი თვლის, რომ საკვები რაციონის სახეცვლილების (მყარ და მკვრივ საკვებზე მოთხოვნილების შემცირების) შედეგად ამ კბილებმა ფუნქცია დაკარგა. ამის საბუთად სპეციალისტებს ის ფაქტიც მოჰყავთ, რომ გახშირდა სიბრძნის კბილების უქონლობა - ე.წ. მესამე მოლარების პირველადი ადენტია (კბილის ჩანასახის არ არსებობა).

- ზოგი ვერ გრძნობს, როგორ ამოსდის ეს კბილი, ბევრისგან მსმენია, რომ მის ამოსვლას ტკივილი ახლავს და ხანდახან თვეების განმავლობაში ამოდის... რატომ?

- სიბრძნის კბილი კბილთა რკალში ბოლო ადგილს იკავებს. რკალის ზომა და ფორმა აბსოლუტურად ინდივიდუალური და განსხვავებულია, როდესაც ყბის ძვალში არსებული კბილის ამოსაჭრელად რკალში საკმარისი ადგილია, ამასთან, სიბრძნის კბილის მდებარეობა ნორმალურია, ამოჭრა ხდება სწორად, ზედმეტი გართულებების გარეშე (იგულისხმება ტკივილი, სიცხე, სისუსტე), ზოგჯერ სიბრძნის კბილი ძვალში არასწორად მდებარეობს და ამ ჭრის დროს აწვება მეზობელი კბილის ფესვს, რაც ძალიან მტკივნეულია. ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად კბილის სწორი მდებარეობისა, რკალში არ არის მისი ადგილი, რაც ასევე მტკივნეულს ხდის ამოჭრის პროცესს. ეს დაკავშირებულია სერიოზულ დისკომფორტთან, გარკვეულ პაციენტებში ხდება სიბრძნის კბილის ნაწილობრივი ამოჭრა, ანუ ნაწილი კბილისა უშუალო კონტაქტშია პირის ღრუსთან, ხოლო ნაწილი დაფარულია ღრძილით, - ასეთ შემთხვევაში გამოსუფთავების სირთულის გამო ხშირად ვითარდება პერიკორონარიტი, რაც ასევე ძალიან მტკივნეულია და ხშირად ტემპერატურის მატებას (ცხელებას) იწვევს.

- გვიან კი ამოდის, მაგრამ ადრე ფუჭდება. რა არის ამის მიზეზი?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიბრძნის კბილი საკმაოდ შორს მდებარეობს ცენტრიდან, ის კბილთა რკალში უკანასკნელია, რაც ართულებს მის გამოხეხვას, პაციენტებს განსაკუთრებით ლოყისკენა ზედაპირის გამოსუფთავება უჭირთ, ჰიგიენური პროცედურები კიდევ უფრო რთულდება თუ კბილი რკალში არასწორად (ვესტიბულურად ან ორალურად) არის ამოჭრილი. ძალიან ძნელია ასეთ დროს მისწვდე სიბრძნის კბილის ყველა ზედაპირს და სრულფასოვნად მოაცილო ნადები, რაც თავის მხრივ კბილის კარიესულ დაზიანებას იწვევს.

- ექვემდებარება თუ არა მკურნალობას და ნამკურნალევი კბილი რამდენ ხანს ძლებს?

- სიბრძნის კბილის მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალურად, კბილის მდგომარეობის მიხედვით. ყურადღებას ვაქცევთ, რამდენად ღირებულია კბილი ფუნქციურად. თუკი სწორადაა ამოჭრილი, მდებარეობს კბილთა რკალში, ჰყავს ანტაგონისტი კბილი და მონაწილეობს ღეჭვაში, მაქსიმალურად ვცდილობთ მის შენარჩუნებას. თუკი კარიესია, ვბჟენთ, ნერვის ანთების შემთხვევაში კი ვატარებთ სრულფასოვან ენდოდონტიურ მკურნალობას და გვირგვინის აღდგენას სხივგამყარებადი კომპოზიტით. როდესაც დაზიანება მასშტაბურია, ვახდენთ გვირგვინის მოქცევას ორთოპედიული კონსტრუქციის ქვეშ (ხელოვნური გვირგვინის გადაკვრა). ასეთი კბილები საკმაოდ დიდხანს ასრულებენ ფუნქციას მკურნალობის შემდეგ. თუ კბილი არასწორად დგას რკალში, არ მონაწილეობს ღეჭვაში, იწვევს ლოყის ლორწოვანის მუდმივ მექანიკურ ტრავმირებას, უმჯობესია, მოხდეს სიბრძნის კბილის ექსტრაქცია (ამოღება).

- სიბრძნის კბილის ამოღებას რა სირთულე ახლავს?

- სიბრძნის კბილის ამოღებას შეიძლება თან ახლდეს სირთულეები, განსაკუთრებით, თუ არ არის ამოჭრილი და ყბის ძვალშია (რეტენცია). რეტენირებული კბილის ამოღების დროს საჭიროა განაკვეთის გატარება ლორწოვანზე, ძვლისგან კბილის გათავისუფლება და შემდგომ ამოღება. ზოგჯერ კბილის მთლიანად ამოღება ვერ ხერხდება, ამიტომ საჭიროა, მისი დანაწევრება და ისე ამოღება. კარგი ისა არის, რომ ამ ყველაფერს პაციენტი ვერ გრძნობს, რადგან პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება. სრულად ამოჭრილი დაუზიანებელი კბილის ამოღება არ არის დაკავშირებული სირთულეებთან, თუმცა თუ კბილი დაზიანებულია, ან გვირგვინი სრულად დაშლილი, კბილის ამოღება შესაძლოა აქაც გართულდეს და საჭირო გახდეს ფესვების ცალ-ცალკე ამოღება.

- ამოღების პროცესშიც არსებობს გართულებული შემთხვევები, - რატომ?

- ამოღების პროცესში შესაძლოა: 1. მოხდეს ქვედა ყბის ნერვის დაზიანება, რასაც თან ახლავს შემდგომი დაბუჟება და ტკივილი; 2. მშრალი ფოსო, როდესაც არ ხდება სისხლის კოლტის ჩამოყალიბება ან უცებ სცილდება კოლტი (ხშირად გვხვდება მწეველებში); 3. სისხლდენა; 4. ინფექცია, ჭრილობის დაბინძურება, რაც შემდგომში ალვეოლიტის სახით ძლიერი ტკივილით და ცხელებით ვლინდება.

- არსებობს შემთხვევები, როცა ამოღებული კბილის შემდგომ, კბილის ადგილი ხანგრძლივად სტკივათ. რა იწვევს ამას?

- ამოღებული კბილის ადგილას რჩება ცარიელი კბილბუდე, რომელშიც სხვადასხვა მიზეზების გამო შესაძლოა, განვითარდეს ანთება - ალვეოლიტი, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს და ცხელებას. მიზეზი ძირითადად არის სისხლის კოლტის არარსებობა - მშრალი კბილბუდე, ჭრილობის დაბინძურება საკვები ნარჩენებით, ცუდი ჰიგიენის გამო ჭრილობის ბაქტერიული ინფიცირება, კბილის ტრავმული ექსტრაქცია კბილბუდის დაზიანებით, ექიმის რეკომენდაციების უგულებელყოფა.

- რა გართულებები შეიძლება ახლდეს კიდევ მას?

- შესაძლოა, საკმაოდ გართულდეს და გახანგრძლივდეს ჭრილობის შეხორცების პროცესი.

- შეიძლება თუ არა ამ კბილის ამოღება ორსულებისთვის?

- ორსულებისათვის კბილების მკურნალობისას ადგილობრივი ანესთეზია ნებადართულია, მაგრამ თუ კარიესი ზედაპირულია, მკურნალობა ანესთეზიის გარეშეც უმტკივნეულოდ ჩაივლის, უფრო სერიოზულ შემთხვევაში კი ექიმი შეგირჩევთ შესაბამის საანესთეზიო საშუალებას, რომელიც შვილს არ ავნებს. ქირურგიული მანიპულაციები დიდი სტრესია ორსულის ორგანიზმისთვის. ძირითადად, კბილის ამოღებას მიმართავენ მწვავე ტკივილის დროს. კბილების ამოღებას გეგმავენ ორსულობის მეორე ტრიმესტრში. მაგრამ თანამედროვე ქირურგიული სტომატოლოგიის ტენდენცია მიმართულია კბილის შემანარჩუნებელი ოპერაციების ჩატარებისკენ, თუ კლინიკური შემთხვევა ამის საშუალებას იძლევა. პირის ღრუში სერიოზული გართულებების განვითარების რისკის არსებობის დროს, ექიმმა შეიძლება მიიღოს კბილის ამოღების გადაწყვეტილება. თუ გაჩნდა დაავადებული კბილის ამოღების აუცილებლობა, ოპერაციის არ უნდა შეეშინდეთ. ორსულობის დროს ანესთეზიის ჩატარება შეიძლება. არსებობს ექიმების მიერ რეკომენდებული საანესთეზიო საშუალებები... ქირურგიული ჩარევის წინ აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

- რა პრევენციული ღონისძიებებია იმისთვის საჭირო, რომ შევინარჩუნოთ სიბრძნის კბილი?

- სწორად ამოჭრილი და ფუნქციურად ღირებული სიბრძნის კბილის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ამისათვის კი საჭიროა, კბილების სწორად გამოხეხვა დღეში ორჯერ სტომატოლოგის მიერ შერჩეული ინდივიდუალური ჰიგიენური საშუალებების დახმარებით, პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლგთან 6 თვეში ერთხელ, შესაძლო კარიესული დაზიანებების დროული გამოვლენისა და აღმოფხვრისათვის. აღნიშნულ ვიზიტებზე ხდება პროფესიული წმენდის ჩატარება, რაც მინიმუმამდე ამციერებს ბაქტერიების არსებობას პირის ღრუში კბილის ზედაპირიდან და ლორწოვანიდან ბაქტერიული ბიოაპკის მოცილების საშუალებით. სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი დაგეხმარებათ სიბრძნის კბილების შენარჩუნებაში და არა მხოლოდ სიბრძნის კბილების, ზოგადად ჯანსაღი და ლამაზი ღიმილის შენარჩუნებაში.