სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგი ოჯახის შექმნაზე ვოცნებობ... მიმაჩნია, რომ ქალის უპირველესი ბედნიერება დედობაა" - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე
"კარგი ოჯახის შექმნაზე ვოცნებობ... მიმაჩნია, რომ ქალის უპირველესი ბედნიერება დედობაა" - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“ ყვე­ლა­ზე ვარ­სკვლა­ვი მხატ­ვრუ­ლი სტი­ლით ტან­მო­ვარ­ჯი­შე გახ­და. სა­ლო­მე ფა­ჟა­ვამ ცეკ­ვის ნიჭი ჯერ კი­დევ "რა­ჭუ­ლი“ ცეკ­ვის მე­ლო­დი­ა­ზე და მი­სი­ვე ილე­თე­ბით დად­გმუ­ლი ნომ­რით აჩ­ვე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ­ლის გუ­ლიც ერ­თბა­შად და­ი­პყრო.

სა­ლო­მე 24 წლი­საა და ამა­სო­ბა­ში ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას. მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბა მა­ინც ადა­მი­ა­ნე­ბის "დიდი სიყ­ვა­რუ­ლია“, რა­საც ყველ­გან გრძნობს. ოთხი­ო­დე თვის წინ, სა­ლო­მემ სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ პრო­ფე­სი­ულ სპორ­ტში მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს ძვე­ლი გზა მი­ა­ტო­ვოს და ძა­ლე­ბი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­სინ­ჯოს.

"ძველ გზას“ რო­გორც ტან­მო­ვარ­ჯი­შე ისე ტო­ვებს (და ამის მი­ზე­ზებ­საც ხსნის), თო­რემ ამ სპორ­ტი­დან წას­ვლა არც უფიქ­რია. ამ­ბობს, რომ მხატ­ვრულ ტან­ვარ­ჯიშს მი­უ­ძღვნის ცხოვ­რე­ბას, ოღონდ, მწვრთნე­ლის ამ­პლუ­ა­ში. მა­ნამ­დე სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღო "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“ შე­თა­ვა­ზე­ბა და პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და.

"ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ ჩემი ნო­მერ პირ­ვე­ლი ჰობი და სიყ­ვა­რუ­ლი ალ­ბათ ცეკ­ვა იქ­ნე­ბა. რა­ტიც (რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე - სა­ლო­მე ფა­ჟა­ვას მე­წყვი­ლე ტე­ლეპ­რო­ექ­ტში - ნ.ფ.) არ მაძ­ლევს გა­სა­ქანს, და­მე­მუქ­რა კი­დეც, კვი­რა­ში ორ­ჯერ ჩემს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ივლი, თო­რემ ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა დამ­თავ­რდე­ბაო. მეც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებ ცეკ­ვას. ამ სამ თვე­ში ისე შე­მიყ­ვარ­და ეს საქ­მე...“ - ამ­ბობს სა­ლო­მე, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­სას კო­ვიდ-19-ს ებ­რძო­და, თუმ­ცა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ზე მა­ინც არ თქვა უარი, რის­თვი­საც მას უდი­დე­სი მად­ლო­ბა.

  • ბავ­შვო­ბა

მოს­კოვ­ში და­ვი­ბა­დე და 11 წლამ­დე იქ ვცხოვ­რობ­დი. ჩემი მშობ­ლე­ბი წარ­მო­შო­ბით ზუგ­დი­დი­დან არი­ან. მოხ­და ისე, რომ მათი იქ მო­უ­წი­ათ გა­დას­ვლა. და­ახ­ლო­ე­ბით 8 წლის ვი­ყა­ვი, როცა ტან­ვარ­ჯიშ­ზე შე­ვე­დი. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და დედ-მა­მამ გა­და­წყვი­ტა, სპორტზე შე­ვეყ­ვა­ნე, ენერ­გია რომ და­მე­ხარ­ჯა. თავ­და­პირ­ვე­ლად ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე შე­მიყ­ვა­ნეს, სულ რამ­დე­ნი­მე - 3-4 გაკ­ვე­თილს და­ვეს­წა­რი, არ მო­მე­წო­ნა და აღარ მო­მინ­და სი­ა­რუ­ლი. შემ­დეგ, დე­დას მე­გო­ბარ­მა ურ­ჩია, - მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­ში სცა­დე­თო. საც­დე­ლად წა­მიყ­ვა­ნეს და მოვ­ხვდი თუ არა დარ­ბაზ­ში, მივ­ხვდი, ჩემი რომ იყო, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. იქაც მქონ­და გა­მოწ­ვე­ვა, ტან­ვარ­ჯი­შის­თვის დიდი ვი­ყა­ვი - სა­სურ­ვე­ლია 4-5 წლი­დან ვარ­ჯი­ში, მე კი 8 წლის ვხდე­ბო­დი. მი­თხრეს, ერთ კვი­რას მოგ­ცემთ საც­დე­ლად და თუ თავს გა­მო­ი­ჩენ, ჯგუფ­ში დაგ­ტო­ვებთ, თუ არა და, სხვა რა­ღაც აკე­თეო. იმ­დე­ნად მო­მე­წო­ნა, იმ წა­მი­დან შე­მიყ­ვარ­და ტან­ვარ­ჯი­ში, მო­ვინ­დო­მე და მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ვა­კე­თე, ამიყ­ვა­ნეს კი­დეც ჯგუფ­ში. ჩვე­ნი მწვრთნე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი ირი­ნა ანო­სო­ვა იყო.

  • "ასე დავ­რჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში..."

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი დარ­ჩე­ნა აგ­ვის­ტოს ომს და­ემ­თხვა. ყო­ველ წელს, სწავ­ლა როცა მთავ­რდე­ბო­და, არ­და­დე­გებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი და 2008 წელ­საც ასე ჩა­მო­ვე­დი, ბე­ბი­ას­თან ერ­თად ვის­ვე­ნებ­დი. ბე­ბი­ას ჩემი უკან წაყ­ვა­ნის შე­ე­ში­ნა­და და ასე დავ­რჩით სა­ქარ­თვე­ლო­ში. მერე და­ვი­წყეთ ტან­ვარ­ჯი­შის დარ­ბა­ზის ძებ­ნა, დიდი დრო გა­ვი­და, ფორ­მი­დან ამოვ­ვარ­დი და ძა­ლი­ან მინ­დო­და ვარ­ჯი­ში და­მე­წყო. მოხ­და ისე, რომ აქაც ნაკ­რებ­ში ამიყ­ვა­ნეს და უკან აღარ გა­მიშ­ვეს. მეც მო­მე­წო­ნა და დავ­რჩი. თა­ვი­დან მა­ინც გა­მი­ჭირ­და რუ­სე­თი­დან გად­მოს­ვლა, მშობ­ლე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბა... რუ­სულ სკო­ლა­ში შე­ვე­დი, ქარ­თუ­ლი არ ვი­ცო­დი. ადრე ვლა­პა­რა­კობ­დი, მაგ­რამ მერე და­მა­ვი­წყდა. თან­და­თან ქარ­თუ­ლიც ვის­წავ­ლე. თბი­ლის­ში ნელი სა­ლა­ძის აკა­დე­მი­ა­ში გა­ვაგ­რძე­ლე ვარ­ჯი­ში, დავ­დი­ო­დი ტურ­ნი­რებ­ზე - ეტაპ-ეტაპ და­ვი­წყე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რე­ბით, ამას მოჰ­ყვა მსოფ­ლიო, თუ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი და ასე სა­ფე­ხუ­რე­ბით მი­ვაღ­წიე წარ­მა­ტე­ბას...

  • "სტი­მულს ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი მაძ­ლევ­და“

ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა 2012 წელს იყო, როცა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ვი­პო­ვე. ეს დიდი ბიძ­გი იყო ჩემ­თვის. ჩემ­პი­ო­ნა­ტი რუ­სეთ­ში, ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში ჩა­ტარ­და, სა­დაც გუნ­დუ­რი ჩათ­ვლით გა­მოვ­დი­ო­დით მე და 2 გო­გო­ნა - სოფო ფა­რუ­ლა­ვა და გაბ­რი­ე­ლა ხვე­დე­ლი­ძე, ჩვენ ერ­თად მო­ვი­პო­ვეთ ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რი და გა­მარ­ჯვე­ბა ის არის, რომ ხალ­ხის­გან მარ­თლა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და­ვიმ­სა­ხუ­რე, მათ­გან ისეთ სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ვი­ღებ, რომ როცა გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ და­ვას­რუ­ლე კა­რი­ე­რა, ვერ აგიხ­სნით, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მწერ­და და მთხოვ­და, კი­დევ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. გულ­შე­მატ­კივ­რის მხარ­და­ჭე­რას სულ ვგრძნობ­დი, თუნ­დაც იმ რთულ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ტრავ­მე­ბი მქონ­და, ვერ გა­მოვ­დი­ო­დი და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გავ­დი­ო­დი. ეს ხალ­ხი მაძ­ლევ­და სტი­მულს და ძა­ლას, რომ მებ­რძო­ლა და ბო­ლომ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვი.

  • "მუდ­მი­ვად ტრავ­მებს ვებ­რძო­დი, და­ვი­ღა­ლე..."

ტან­ვარ­ჯი­ში, ზო­გა­დად, არის ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდუ­ლი სა­ხე­ო­ბა, იწყებ და ამ­თავ­რებ ადრე, სა­ა­მი­სოდ კონ­კრე­ტუ­ლი ასა­კი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ვთვლი, რომ რო­დე­საც პირ­ველ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე გა­მო­ვე­დი რი­ო­ში, ტრავ­მამ ძა­ლი­ან შე­მი­შა­ლა ხელი და ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბო­ლომ­დე ვერ გა­მო­ვავ­ლი­ნე, რე­ა­ლუ­რად ვერ ვაჩ­ვე­ნე ის, რაც შე­მეძ­ლო. მერე ჩემს თავს ვუ­თხა­რი, რომ მე­ო­რე ოლიმ­პი­ა­და­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ზუს­ტად ის გა­ვა­კე­თო, რაც აქ ვერ გა­ვა­კე­თე-მეთ­ქი. ასეც მოხ­და...

ძა­ლი­ან ბევ­რი ტრავ­მა მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, მუდ­მი­ვად ტრავ­მებს ვებ­რძო­დი, ბო­ლოს უკვე ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე, ერთი ტრავ­მი­დან მე­ო­რე­ზე, მე­ო­რე­დან - მე­სა­მე­ზე გა­დავ­დი­ო­დი და სულ ტკი­ვი­ლის ატა­ნა მი­წევ­და, მუდ­მი­ვად გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს ვხმა­რობ­დი. თავ­და­პირ­ვე­ლად დი­დად არ ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, ბევ­რს ვცდი­ლობ­დი, მაგ­რამ უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ამის ატა­ნა, მქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი. მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ რაც შე­მეძ­ლო გა­მე­კე­თე­ბი­ნა, გა­ვა­კე­თე და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ. ამა­სო­ბა­ში ბევ­რი მე­და­ლი და­მი­კარ­გავს, არც სა­ხელ­მწი­ფოს­გან ყო­ფი­ლა შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რა - ასეა თუ ისე, დიდ არე­ნა­ზე როცა გა­დი­ხარ, ამას დიდი ძალა და მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, მარ­ტო შენ ვერ გა­ა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს. მა­ინც ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე ჩემს თავს, რომ ალ­ბათ მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თე, რად­გან ამ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რი­ის სიყ­ვა­რუ­ლი და­ვიმ­სა­ხუ­რე, ეს კი მე­დალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მედ­ლებს და ჯილ­დო­ებს რაც ეხე­ბა, ვერ ჩა­მოვ­თვლი, სი­მარ­თლე გი­თხრათ, არას­დროს და­მით­ვლია, ბევ­რია...

  • "მა­ინც ტან­ვარ­ჯიშს მი­ვუ­ძღვნი ცხოვ­რე­ბას“

და­ვამ­თავ­რე მწვრთნელ­თა ფა­კულ­ტე­ტი სპორ­ტულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ისევ და ისევ ჩემი გან­ხრით. 17 წელი და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ტან­ვარ­ჯიშს და­ვუთ­მე, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მინ­და, ჩემი ცოდ­ნა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­დავ­ცე და გა­ვუ­ზი­ა­რო სხვებს. ყო­ველ­თვის ვეხ­მა­რე­ბო­დი და ახ­ლაც მინ­და ხელი შე­ვუ­წყო ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ვიცი, რომ ამ სფე­რო­ში ვიქ­ნე­ბი და მწვრთნე­ლის სტა­ტუ­სით ვიქ­ნე­ბი, თუ სხვა, მა­ინც ტან­ვარ­ჯიშს მი­ვუ­ძღვნი ცხოვ­რე­ბას. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ამ სპორ­ტს და­ვეხ­მა­რო. ტან­ვარ­ჯი­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, მაგ­რამ ბევ­რი რა­მაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ შევ­ძლებ ყვე­ლა­ფე­რი ავა­ნა­ზღა­უ­რო, რაც ჩემს დრო­საც არ ყო­ფი­ლა. მინ­და, ამ და მო­მა­ვალ თა­ო­ბას კარ­გი პი­რო­ბე­ბი შე­ვუქ­მნა და გზა გა­ვუკ­ვა­ლო.

  • "რა­ტის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა“

ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის შემ­დეგ "პრა­იმ შო­უ­ში“ გვქონ­და ჩა­წე­რა და რო­დე­საც გა­და­ღე­ბა დას­რულ­და, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ და­მი­რე­კა, მან შე­მომ­თა­ვა­ზა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რად­გან ყო­ველ­თვის მქონ­და ამის სურ­ვი­ლი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბამ გა­მა­ხა­რა და მეც დავ­თან­ხმდი. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, ტან­ვარ­ჯი­ში ცეკ­ვას­თან ახ­ლო­საა და ამი­ტომ ცეკ­ვავ კარ­გა­დო, რა­საც არ ვე­თან­ხმე­ბი. რა­ტის­თვის (გა­ჩე­ჩი­ლა­ძე) არა ერთხელ მიჩ­ვე­ნე­ბია ჩემი გა­მოს­ვლე­ბი, რო­მე­ლიც არის ვი­თომ ცეკ­ვა, რე­ა­ლუ­რად, კი არ არის. ფი­ზი­კუ­რად კი ხარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვა სულ სხვა რა­მაა. სხვა­თა შო­რის, ტან­ვარ­ჯი­ში ბევრ რა­მე­ში მიშ­ლი­და ხელს, ჩვენ იმ­დე­ნად და­ჭი­მუ­ლე­ბი ვართ, იმ­დე­ნად სწო­რი დგო­მი გვაქვს, მუხ­ლებ­ში მოხ­რა და მიხვრა-მოხვრა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. სულ იმას მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მუხ­ლე­ბი მო­ა­დუ­ნე, გა­და­დი რბი­ლად... ეს მო­მენ­ტე­ბი მქონ­და. რა­ტის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. ვი­ტყო­დი, რომ ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერ­ში თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ვენ­დო­ბო­დი, არ ვე­რე­ო­დი თუნ­დაც მუ­სი­კის შერ­ჩე­ვა­ში, რა­საც მე­ტყო­და, ჩეთ­ვის ის იყო მი­სა­ღე­ბი და არა იმი­ტომ, რომ ჩემი პარტნი­ო­რი იყო. რატი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და მარ­თლა მრა­ვალ­მხრივ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. ჩვე­ნი არა ერთი კომ­პო­ზი­ცია, რაც შთამ­ბეჭ­და­ვი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო, რა­ტის დად­გმუ­ლი იყო. აქამ­დე არ მით­ქვამს და ახლა ვი­ტყვი, რომ რა­ტის აქვს უნი­კა­ლუ­რი ხედ­ვა, ეს ჯერ ერთი, ალ­ბათ დი­ნას­ტი­ი­დან მო­დის, მისი უნი­ჭი­ე­რე­სი მშობ­ლე­ბი­დან. რატი ჩემ­თვის უდი­დე­სი შე­ნა­ძე­ნია. მარ­თლა ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ რატი იყო ჩემი მე­წყვი­ლე და მან გა­მი­წია პარტნი­ო­რო­ბა. მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე...

  • "ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ბა­ტო­ნი გო­ჩა­სი მე­ში­ნო­და“

ყვე­ლა ფი­ნა­ლის­ტი ელო­და პირ­ველ ად­გილს. მარ­თლა არ მჯე­რო­და, რომ მე მერ­გო გა­მარ­ჯვბა. ბო­ლოს, როცა სცე­ნა­ზე მე და გიგა დავ­რჩით, რა­ტომ­ღაც მქონ­და იმის გან­ცდა, რომ კონ­კურსს ის იგებ­და და არა - მე. გა­მო­ა­ცხა­დეს და თა­ვი­დან ვერც მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და, იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ვე­რაფ­რით და­ვი­ჯე­რე. როცა ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და, ერ­თად წა­ვე­დით და აღ­ვნიშ­ნეთ, მერე და­ვი­ჯე­რე, რომ ჩვენ მო­ვი­გეთ, თუმ­ცა ისევ ეი­ფო­რი­ა­ში ვი­ყა­ვი. უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ და მად­ლო­ბა ამ პრო­ექტს, დიდი ემო­ცი­ე­ბი ვიგ­რძე­ნი. მი­უ­ხე­და­ვად დაღ­ლი­სა და რუ­ტი­ნი­სა, ეს იყო უბედ­ნი­ე­რე­სი 3 თვე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს არის უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მი­ვი­ღე. თა­ვი­დან, სა­ნამ პირ­ვე­ლი ლა­ი­ვი იქ­ნე­ბო­და, ჩემს თავს ვუ­თხა­რი, ეს შე­ჯიბ­რი არ არის, შენ უნდა მი­ი­ღო სი­ა­მოვ­ნე­ბა და მარ­თლაც, ყო­ვე­ლი წამი ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და ემო­ცი­უ­რი იყო. ჟი­უ­რი­ზეც უნდა ვთქვა... მათი სი­ტყვე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც არა­ნორ­მა­ლურ ემო­ცი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. როცა მათ ვუს­მენ­დი, ვერ ვი­ჯე­რებ­დი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს მე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. პრო­ექ­ტი სა­ნამ და­ი­წყე­ბო­და, რა­ტის­თვი­საც არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ბა­ტო­ნი გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვის კო­მენ­ტა­რე­ბის მე­ში­ნია-მეთ­ქი, თურ­მე ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვცდე­ბო­დი, მისი სი­ტყვე­ბი რა­ღაც ზე­ფან­ტას­ტი­კუ­რი იყო ჩემ­თვის.

  • "მო­მა­ვალ­ში კარ­გი ოჯა­ხის შექ­მნა­ზე ვოც­ნე­ბობ“

ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ ჩემი ნო­მერ პირ­ვე­ლი ჰობი ალ­ბათ ცეკ­ვა იქ­ნე­ბა. რა­ტიც არ მაძ­ლევს გა­სა­ქანს, და­მე­მუქ­რა კი­დეც, კვი­რა­ში ორ­ჯერ ჩემს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ივლი, თო­რემ ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა დამ­თავ­რდე­ბაო. მეც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებ ცეკ­ვას. ამ სამ თვე­ში ისე შე­მიყ­ვარ­და ეს საქ­მე, რომ ცეკ­ვას უნდა და­ვუთ­მო დრო. თა­ნაც, იმ­დე­ნად შე­ვეჩ­ვიე ამ ადა­მი­ა­ნებს, არ შე­მიძ­ლია, ხში­რად არ ვნა­ხო ისი­ნი. ცეკ­ვა მომ­ცემს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას და ის იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ვაგ­რძე­ლო.

ჯერ კი­დევ ეი­ფო­რი­ა­ში ვარ... არ იცით, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მი­ლო­ცავს, მინ­და ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა, მათ­გან იმ­ხე­ლა სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ვგრძნობ­დი, უყუ­რა­დღე­ბოდ ვერ დავ­ტო­ვებ. სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ჩა­ვერ­თვე­ბი ჩემს ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბა­ში - ტან­ვარ­ჯიშ­ში, 3 თვით ამოვ­ვარ­დი ამ რუ­ტი­ნი­დან, რა­საც ძა­ლი­ან ვდარ­დობ­დი. ახლა მაქ­სი­მა­ლუ­რად მივ­ყვე­ბი ჩემს საქ­მეს. ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი მალე და­ლაგ­დე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლი ოც­ნე­ბე­ბი არ მაქვს, მაქვს მიზ­ნე­ბი. ზო­გა­დად, ერთი მიზ­ნი­დან მე­ო­რემ­დე მივ­დი­ვარ ხოლ­მე. პი­რადს რაც შე­ე­ხე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი ხდე­ბა, არა­ვინ არის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს და მი­მაჩ­ნია, რომ ქა­ლის უპირ­ვე­ლე­სი მო­ნა­პო­ვა­რი და ბედ­ნი­ე­რე­ბა დე­დო­ბაა. მო­მა­ვალ­ში კარ­გი ოჯა­ხის შექ­მნა­ზე ვოც­ნე­ბობ.

  • შე­გახ­სე­ნებთ, სა­ლო­მე ფა­ჟა­ვას 2015 წელს ევ­რო­პულ თა­მა­შებ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი. 4-ჯერ აქვს და­კა­ვე­ბუ­ლი მე-3 ად­გი­ლი მსოფ­ლიო თა­სის ეტა­პებ­ზეც, ოლიმ­პი­ა­და­ზე კი 2-ჯერ გა­მო­ვი­და: 2016 წელს, რი­ო­ში (მე-14 ად­გი­ლი), წელს კი ტო­კი­ო­ში ( მე-17 ად­გი­ლი)..

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

ამ სახეობაში არ გვყოლია ასეთი ძლიერი სპორცმენი...მინდა სამწვრთნელო მოღვაწეობაშიც დიდი წარმატებები ვუსურვო..

სოფო
1

ყოჩაღ,სალომე,მაგარი გოგო ხარ.თავიდანვე ვფიქრობდი რომ შენ გაიმარჯვებდი.წარმატებები ჩემო კარგო,ბედნიერი ოჯახი,გვიყვარხარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"კარგი ოჯახის შექმნაზე ვოცნებობ... მიმაჩნია, რომ ქალის უპირველესი ბედნიერება დედობაა" - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე

"კარგი ოჯახის შექმნაზე ვოცნებობ... მიმაჩნია, რომ ქალის უპირველესი ბედნიერება დედობაა" - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე

"ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ყველაზე ვარსკვლავი მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე გახდა. სალომე ფაჟავამ ცეკვის ნიჭი ჯერ კიდევ "რაჭული“ ცეკვის მელოდიაზე და მისივე ილეთებით დადგმული ნომრით აჩვენა საზოგადოებას, რომლის გულიც ერთბაშად დაიპყრო.

სალომე 24 წლისაა და ამასობაში ბევრი წარმატება მოუტანა ქვეყანას. მისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება მაინც ადამიანების "დიდი სიყვარულია“, რასაც ყველგან გრძნობს. ოთხიოდე თვის წინ, სალომემ სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში წერდა, რომ პროფესიულ სპორტში მისია შესრულებულია, გადაწყვეტილი აქვს ძველი გზა მიატოვოს და ძალები სხვა მიმართულებით მოსინჯოს.

"ძველ გზას“ როგორც ტანმოვარჯიშე ისე ტოვებს (და ამის მიზეზებსაც ხსნის), თორემ ამ სპორტიდან წასვლა არც უფიქრია. ამბობს, რომ მხატვრულ ტანვარჯიშს მიუძღვნის ცხოვრებას, ოღონდ, მწვრთნელის ამპლუაში. მანამდე სიამოვნებით მიიღო "ცეკვავენ ვარსკვლავებში“ შეთავაზება და პროექტის გამარჯვებულიც გახდა.

"ამ პროექტის შემდეგ ჩემი ნომერ პირველი ჰობი და სიყვარული ალბათ ცეკვა იქნება. რატიც (რატი გაჩეჩილაძე - სალომე ფაჟავას მეწყვილე ტელეპროექტში - ნ.ფ.) არ მაძლევს გასაქანს, დამემუქრა კიდეც, კვირაში ორჯერ ჩემს გაკვეთილებზე ივლი, თორემ ჩვენი მეგობრობა დამთავრდებაო. მეც დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ცეკვას. ამ სამ თვეში ისე შემიყვარდა ეს საქმე...“ - ამბობს სალომე, რომელიც ინტერვიუს ჩაწერისას კოვიდ-19-ს ებრძოდა, თუმცა ჩვენთან საუბარზე მაინც არ თქვა უარი, რისთვისაც მას უდიდესი მადლობა.

  • ბავშვობა

მოსკოვში დავიბადე და 11 წლამდე იქ ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები წარმოშობით ზუგდიდიდან არიან. მოხდა ისე, რომ მათი იქ მოუწიათ გადასვლა. დაახლოებით 8 წლის ვიყავი, როცა ტანვარჯიშზე შევედი. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და დედ-მამამ გადაწყვიტა, სპორტზე შევეყვანე, ენერგია რომ დამეხარჯა. თავდაპირველად ქართულ ცეკვებზე შემიყვანეს, სულ რამდენიმე - 3-4 გაკვეთილს დავესწარი, არ მომეწონა და აღარ მომინდა სიარული. შემდეგ, დედას მეგობარმა ურჩია, - მხატვრული ტანვარჯიში სცადეთო. საცდელად წამიყვანეს და მოვხვდი თუ არა დარბაზში, მივხვდი, ჩემი რომ იყო, ძალიან მომეწონა. იქაც მქონდა გამოწვევა, ტანვარჯიშისთვის დიდი ვიყავი - სასურველია 4-5 წლიდან ვარჯიში, მე კი 8 წლის ვხდებოდი. მითხრეს, ერთ კვირას მოგცემთ საცდელად და თუ თავს გამოიჩენ, ჯგუფში დაგტოვებთ, თუ არა და, სხვა რაღაც აკეთეო. იმდენად მომეწონა, იმ წამიდან შემიყვარდა ტანვარჯიში, მოვინდომე და მაქსიმალური გავაკეთე, ამიყვანეს კიდეც ჯგუფში. ჩვენი მწვრთნელი და ხელმძღვანელი ირინა ანოსოვა იყო.

  • "ასე დავრჩი საქართველოში..."

საქართველოში ჩემი დარჩენა აგვისტოს ომს დაემთხვა. ყოველ წელს, სწავლა როცა მთავრდებოდა, არდადეგებზე საქართველოში ჩამოვდიოდი და 2008 წელსაც ასე ჩამოვედი, ბებიასთან ერთად ვისვენებდი. ბებიას ჩემი უკან წაყვანის შეეშინადა და ასე დავრჩით საქართველოში. მერე დავიწყეთ ტანვარჯიშის დარბაზის ძებნა, დიდი დრო გავიდა, ფორმიდან ამოვვარდი და ძალიან მინდოდა ვარჯიში დამეწყო. მოხდა ისე, რომ აქაც ნაკრებში ამიყვანეს და უკან აღარ გამიშვეს. მეც მომეწონა და დავრჩი. თავიდან მაინც გამიჭირდა რუსეთიდან გადმოსვლა, მშობლების გარეშე ცხოვრება, ახალი ურთიერთობების დაწყება... რუსულ სკოლაში შევედი, ქართული არ ვიცოდი. ადრე ვლაპარაკობდი, მაგრამ მერე დამავიწყდა. თანდათან ქართულიც ვისწავლე. თბილისში ნელი სალაძის აკადემიაში გავაგრძელე ვარჯიში, დავდიოდი ტურნირებზე - ეტაპ-ეტაპ დავიწყე საერთაშორისო ტურნირებით, ამას მოჰყვა მსოფლიო, თუ ევროპის ჩემპიონატი და ასე საფეხურებით მივაღწიე წარმატებას...

  • "სტიმულს ადამიანების დიდი სიყვარული მაძლევდა“

ყველაზე დასამახსოვრებელი პირველი წარმატება 2012 წელს იყო, როცა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ეს დიდი ბიძგი იყო ჩემთვის. ჩემპიონატი რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში ჩატარდა, სადაც გუნდური ჩათვლით გამოვდიოდით მე და 2 გოგონა - სოფო ფარულავა და გაბრიელა ხვედელიძე, ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ბრინჯაოს მედალი. ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი და გამარჯვება ის არის, რომ ხალხისგან მართლა დიდი სიყვარული დავიმსახურე, მათგან ისეთ სითბოს და სიყვარულს ვიღებ, რომ როცა გამოვაცხადე, რომ დავასრულე კარიერა, ვერ აგიხსნით, რამდენი ადამიანი მწერდა და მთხოვდა, კიდევ გამეგრძელებინა. გულშემატკივრის მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი, თუნდაც იმ რთულ პერიოდში, როდესაც ტრავმები მქონდა, ვერ გამოვდიოდი და რეაბილიტაციას გავდიოდი. ეს ხალხი მაძლევდა სტიმულს და ძალას, რომ მებრძოლა და ბოლომდე მივსულიყავი.

  • "მუდმივად ტრავმებს ვებრძოდი, დავიღალე..."

ტანვარჯიში, ზოგადად, არის ძალიან ახალგაზრდული სახეობა, იწყებ და ამთავრებ ადრე, საამისოდ კონკრეტული ასაკი არ არსებობს, მაგრამ ვთვლი, რომ როდესაც პირველ ოლიმპიურ თამაშებზე გამოვედი რიოში, ტრავმამ ძალიან შემიშალა ხელი და ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვავლინე, რეალურად ვერ ვაჩვენე ის, რაც შემეძლო. მერე ჩემს თავს ვუთხარი, რომ მეორე ოლიმპიადაზე აუცილებლად უნდა მივიღო მონაწილეობა და ზუსტად ის გავაკეთო, რაც აქ ვერ გავაკეთე-მეთქი. ასეც მოხდა...

ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა მიღებული, მუდმივად ტრავმებს ვებრძოდი, ბოლოს უკვე ძალიან დავიღალე, ერთი ტრავმიდან მეორეზე, მეორედან - მესამეზე გადავდიოდი და სულ ტკივილის ატანა მიწევდა, მუდმივად გამაყუჩებლებს ვხმარობდი. თავდაპირველად დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას, ბევრს ვცდილობდი, მაგრამ უკვე შეუძლებელი იყო ამის ატანა, მქონდა სერიოზული ტრავმები. მაინც მიმაჩნია, რომ რაც შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და ამით ბედნიერი ვარ. ამასობაში ბევრი მედალი დამიკარგავს, არც სახელმწიფოსგან ყოფილა შესაბამისი მხარდაჭერა - ასეა თუ ისე, დიდ არენაზე როცა გადიხარ, ამას დიდი ძალა და მხარდაჭერა სჭირდება, მარტო შენ ვერ გააკეთებ ყველაფერს. მაინც ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს, რომ ალბათ მაქსიმუმი გავაკეთე, რადგან ამხელა აუდიტორიის სიყვარული დავიმსახურე, ეს კი მედალზე მნიშვნელოვანია.

მედლებს და ჯილდოებს რაც ეხება, ვერ ჩამოვთვლი, სიმართლე გითხრათ, არასდროს დამითვლია, ბევრია...

  • "მაინც ტანვარჯიშს მივუძღვნი ცხოვრებას“

დავამთავრე მწვრთნელთა ფაკულტეტი სპორტულ უნივერსიტეტში ისევ და ისევ ჩემი განხრით. 17 წელი და, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება ტანვარჯიშს დავუთმე, შესაბამისად, ძალიან მინდა, ჩემი ცოდნა და შესაძლებლობები გადავცე და გავუზიარო სხვებს. ყოველთვის ვეხმარებოდი და ახლაც მინდა ხელი შევუწყო ტანმოვარჯიშეების განვითარებას. ვიცი, რომ ამ სფეროში ვიქნები და მწვრთნელის სტატუსით ვიქნები, თუ სხვა, მაინც ტანვარჯიშს მივუძღვნი ცხოვრებას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ სპორტს დავეხმარო. ტანვარჯიში საქართველოში პოპულარული გახდა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი და ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ყველაფერი ავანაზღაურო, რაც ჩემს დროსაც არ ყოფილა. მინდა, ამ და მომავალ თაობას კარგი პირობები შევუქმნა და გზა გავუკვალო.

  • "რატის გარეშე შეუძლებელი იყო წარმატების მიღწევა“

ოლიმპიური თამაშების შემდეგ "პრაიმ შოუში“ გვქონდა ჩაწერა და როდესაც გადაღება დასრულდა, ნოე სულაბერიძემ დამირეკა, მან შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა. რადგან ყოველთვის მქონდა ამის სურვილი, შემოთავაზებამ გამახარა და მეც დავთანხმდი. ყველა მეუბნება, ტანვარჯიში ცეკვასთან ახლოსაა და ამიტომ ცეკვავ კარგადო, რასაც არ ვეთანხმები. რატისთვის (გაჩეჩილაძე) არა ერთხელ მიჩვენებია ჩემი გამოსვლები, რომელიც არის ვითომ ცეკვა, რეალურად, კი არ არის. ფიზიკურად კი ხარ მომზადებული, მაგრამ სამეჯლისო ცეკვა სულ სხვა რამაა. სხვათა შორის, ტანვარჯიში ბევრ რამეში მიშლიდა ხელს, ჩვენ იმდენად დაჭიმულები ვართ, იმდენად სწორი დგომი გვაქვს, მუხლებში მოხრა და მიხვრა-მოხვრა ძალიან მიჭირდა. სულ იმას მეუბნებოდნენ, მუხლები მოადუნე, გადადი რბილად... ეს მომენტები მქონდა. რატის გარეშე შეუძლებელი იყო წარმატების მიღწევა. ვიტყოდი, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერში თვალდახუჭული ვენდობოდი, არ ვერეოდი თუნდაც მუსიკის შერჩევაში, რასაც მეტყოდა, ჩეთვის ის იყო მისაღები და არა იმიტომ, რომ ჩემი პარტნიორი იყო. რატი პროფესიონალი და მართლა მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია. ჩვენი არა ერთი კომპოზიცია, რაც შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო, რატის დადგმული იყო. აქამდე არ მითქვამს და ახლა ვიტყვი, რომ რატის აქვს უნიკალური ხედვა, ეს ჯერ ერთი, ალბათ დინასტიიდან მოდის, მისი უნიჭიერესი მშობლებიდან. რატი ჩემთვის უდიდესი შენაძენია. მართლა ბედნიერი ვარ, რომ რატი იყო ჩემი მეწყვილე და მან გამიწია პარტნიორობა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე...

  • "ყველაზე ძალიან ბატონი გოჩასი მეშინოდა“

ყველა ფინალისტი ელოდა პირველ ადგილს. მართლა არ მჯეროდა, რომ მე მერგო გამარჯვბა. ბოლოს, როცა სცენაზე მე და გიგა დავრჩით, რატომღაც მქონდა იმის განცდა, რომ კონკურსს ის იგებდა და არა - მე. გამოაცხადეს და თავიდან ვერც მივხვდი, რა ხდებოდა, იმდენად მოულოდნელი იყო, ვერაფრით დავიჯერე. როცა ყველაფერი დასრულდა, ერთად წავედით და აღვნიშნეთ, მერე დავიჯერე, რომ ჩვენ მოვიგეთ, თუმცა ისევ ეიფორიაში ვიყავი. უბედნიერესი ვარ და მადლობა ამ პროექტს, დიდი ემოციები ვიგრძენი. მიუხედავად დაღლისა და რუტინისა, ეს იყო უბედნიერესი 3 თვე ჩემს ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში, ეს არის უდიდესი სიამოვნება, რომელიც მივიღე. თავიდან, სანამ პირველი ლაივი იქნებოდა, ჩემს თავს ვუთხარი, ეს შეჯიბრი არ არის, შენ უნდა მიიღო სიამოვნება და მართლაც, ყოველი წამი ჩემთვის სასიამოვნო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო. ჟიურიზეც უნდა ვთქვა... მათი სიტყვები მთელი ცხოვრება გამყვება, ეს ყველაფერი რაღაც არანორმალურ ემოციასთან არის დაკავშირებული. როცა მათ ვუსმენდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ამ ყველაფერს მე მეუბნებოდნენ. პროექტი სანამ დაიწყებოდა, რატისთვისაც არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე მეტად ბატონი გოჩა ჩერტკოევის კომენტარების მეშინია-მეთქი, თურმე ძალიან სასიამოვნოდ ვცდებოდი, მისი სიტყვები რაღაც ზეფანტასტიკური იყო ჩემთვის.

  • "მომავალში კარგი ოჯახის შექმნაზე ვოცნებობ“

ამ პროექტის შემდეგ ჩემი ნომერ პირველი ჰობი ალბათ ცეკვა იქნება. რატიც არ მაძლევს გასაქანს, დამემუქრა კიდეც, კვირაში ორჯერ ჩემს გაკვეთილებზე ივლი, თორემ ჩვენი მეგობრობა დამთავრდებაო. მეც დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ცეკვას. ამ სამ თვეში ისე შემიყვარდა ეს საქმე, რომ ცეკვას უნდა დავუთმო დრო. თანაც, იმდენად შევეჩვიე ამ ადამიანებს, არ შემიძლია, ხშირად არ ვნახო ისინი. ცეკვა მომცემს ამის საშუალებას და ის იქნება კიდევ ერთი მიზეზი იმისა, მათთან ურთიერთობა გავაგრძელო.

ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ... არ იცით, რამდენი ადამიანი მილოცავს, მინდა ყველას სათითაოდ გადავუხადო მადლობა, მათგან იმხელა სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი, უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ჩავერთვები ჩემს ძირითად საქმიანობაში - ტანვარჯიშში, 3 თვით ამოვვარდი ამ რუტინიდან, რასაც ძალიან ვდარდობდი. ახლა მაქსიმალურად მივყვები ჩემს საქმეს. ალბათ ყველაფერი მალე დალაგდება. კონკრეტული ოცნებები არ მაქვს, მაქვს მიზნები. ზოგადად, ერთი მიზნიდან მეორემდე მივდივარ ხოლმე. პირადს რაც შეეხება, ჯერჯერობით არაფერი ხდება, არავინ არის ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერს თავისი დრო აქვს და მიმაჩნია, რომ ქალის უპირველესი მონაპოვარი და ბედნიერება დედობაა. მომავალში კარგი ოჯახის შექმნაზე ვოცნებობ.

  • შეგახსენებთ, სალომე ფაჟავას 2015 წელს ევროპულ თამაშებზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედალი. 4-ჯერ აქვს დაკავებული მე-3 ადგილი მსოფლიო თასის ეტაპებზეც, ოლიმპიადაზე კი 2-ჯერ გამოვიდა: 2016 წელს, რიოში (მე-14 ადგილი), წელს კი ტოკიოში ( მე-17 ადგილი)..