პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ შანტაჟის სანაცვლოდ, რაც რუსეთმა მოუწყო ცივილიზებულ სამყაროს, რის გაკეთებას აპირებს დასავლეთი..." - რით დასრულდება პუტინის ოცნება სსრკ-ს აღდგენაზე?
"ამ შანტაჟის სანაცვლოდ, რაც რუსეთმა მოუწყო ცივილიზებულ სამყაროს, რის გაკეთებას აპირებს დასავლეთი..." - რით დასრულდება პუტინის ოცნება სსრკ-ს აღდგენაზე?

ჟე­ნე­ვა­ში, ბრი­უ­სელ­სა და ვე­ნა­ში გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, მსოფ­ლიო ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვის შემ­დგომ ნა­ბიჯს ელო­დე­ბა. და­სავ­ლე­თის და ნა­ტოს პო­ზი­ცია ცნო­ბი­ლია - არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა ჩა­ე­რი­ოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში თა­ვად აირ­ჩი­ონ სა­კუ­თა­რი გზა და რომ ნა­ტოს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა არ გა­და­ი­ხე­დე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სურს თუ არა ეს რუ­სეთს. შე­გახ­სე­ნებთ, 2021 წლის 17 დე­კემ­ბერს, იმა­ვე რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან და ნა­ტოს­თან შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტე­ბი. რუ­სე­თის ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა იყო, რომ აშშ-მა და ნა­ტომ არ და­უშ­ვან აღ­მო­სავ­ლე­თით ნა­ტოს შემ­დგო­მი გაძ­ლი­ე­რე­ბა და ალი­ან­სში ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბის მი­ღე­ბა. ასე­ვე, უარი თქვან ნე­ბის­მი­ერ სამ­ხედ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე უკ­რა­ი­ნა­ში, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში.

ექ­სპერ­ტე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ იმა­ზე, რომ დიპ­ლო­მა­ტი­ურ ფრონტზე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ რუ­სე­თი უარს იტყვის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და აგ­რე­სი­ა­ზე უკ­რა­ი­ნას­თან ან თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს­თან. რუ­სეთ­მა შე­საძ­ლოა ახა­ლი სამ­ხედ­რო ავან­ტი­უ­რა წა­მო­ი­წყოს და ამის ალ­ბა­თო­ბა იზ­რდე­ბა. თუ კი რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას­თან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს, არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ შემ­დე­გი სა­მიზ­ნე სა­ქარ­თვე­ლო იყოს. მა­თი­ვე თქმით, რუ­სე­თი ცდი­ლობს ძვე­ლი გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას და სსრკ-ს მსგავ­სი კავ­ში­რის შექ­მნას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­სა და კავ­კა­სი­ის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

სა­ბო­ლო­ოდ იკ­ვე­თე­ბა, რომ რუ­სე­თი ცდი­ლობს ახა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბას, ის ძა­ლით, აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კით და მუ­ქა­რით ცდი­ლობს მო­ახ­დი­ნოს ევ­რო­პის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია. მას, ასე ვთქვათ, ძვე­ლი დი­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა სურს, რო­მე­ლიც სსრკ-ს დან­გრე­ვის შემ­დეგ თან­და­თან და­კარ­გა.

თა­ვაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის თინა ხი­და­შე­ლის თქმით, რუ­სეთს წმინ­და წყლის რუ­სუ­ლი "ვე­ლი­კა­ძერ­ჟა­ვუ­ლი“ ამ­ბი­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­უჩ­ნდა ილუ­ზია პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეს არა მარ­ტო ყო­ფილ სსრკ-ს რეს­პუბ­ლი­კებ­ზე, არა­მედ მათ შო­რის ნა­ტოს და ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ზე. ის ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში იმ სუ­ბი­ექ­ტურ და ობი­ექ­ტურ მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს, რა­მაც რუ­სეთს მსგავ­სი ილუ­ზია გა­უ­ჩი­ნა.

"რო­გორც ჩანს, რუ­სეთს, მთე­ლი რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო გა­უჩ­ნდა ილუ­ზია იმი­სა, რომ შე­უძ­ლია პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეს არა მარ­ტო ყო­ფილ სსრკ-ს რეს­პუბ­ლი­კებ­ზე, არა­მედ მათ შო­რის ნა­ტოს და ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ზე. ბოლო გზავ­ნი­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ყვე­ლამ ერ­თად ვნა­ხეთ, ის პრე­ტენ­ზი­ას აცხა­დებს აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ცა­მე­ტი­ვე ქვე­ყა­ნა­ზე, რომ­ლე­ბიც, თა­ვის დრო­ზე, ვარ­შა­ვის ბლოკ­ში შე­დი­ოდ­ნენ და დღეს ნა­ტოს და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი არი­ან. ასე­ვე, რა თქმა უნდა, სრუ­ლად ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ზე, კავ­კა­სი­ა­ზე და ერ­თგვა­რად მო­ი­თხოვს მსოფ­ლი­ოს ხე­ლა­ხალ გა­და­ნა­წი­ლე­ბას. ეს ილუ­ზია, რო­გორც ჩანს, რუ­სეთს ბევ­რი მი­ზე­ზის გამო გა­უჩ­ნდა. სუ­ბი­ექ­ტურ მი­ზე­ზებ­ზე არ ვი­სა­უბ­რებ, ეს წმინ­და წყლის რუ­სუ­ლი "ვე­ლი­კა­ძერ­ჟა­ვუ­ლი“ ამ­ბი­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა. ასე­ვე, არ­სე­ბობს ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბიც, რაც, ერ­თის მხრივ, არე­უ­ლი ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, მე­ო­რეს მხრივ, და­სავ­ლე­თის­გან მუდ­მი­ვად ერ­თგვა­რად "და­კი­დე­ბის“ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბით, რო­მე­ლიც სულ რა­ღა­ცას ჰპირ­დე­ბა რუ­სეთს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, მას დღემ­დე პა­სუ­ხი არა­ფერ­ზე უგია - არც 2008-ზე, არც 2014-ზე, არც სი­რი­ა­ზე, არც ბე­ლო­რუს­ზე, არც - ყა­ზა­ხეთ­ზე... ასე რომ, არ­სე­ბობს ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბიც, რის გა­მოც რუ­სეთს ეს ილუ­ზია გა­უჩ­ნდა. თუმ­ცა ევ­რო­პა­ში სა­სა­ცი­ლო­დაც არ ჰყოფ­ნით ეს თემა. პოსტსაბ­ჭო­ურ სამ­ყა­როს რაც შე­ე­ხე­ბა, ძა­ლი­ან ცოტა მე­გუ­ლე­ბა ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მზად არის და გულ­წრფე­ლად თა­ნახ­მაა მო­ნო­ბის­თვის. რუ­სეთს მარ­ტო უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არა, პრობ­ლე­მა აქვს მოლ­დო­ვა­ში, იმა­ვე ყა­ზა­ხეთ­ში და ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ამ თვალ­საზ­რი­სით ისე მარ­ტი­ვად არაა საქ­მე, რო­გორც ეს კრემლში წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ.

რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ვერ გა­ი­მარ­ჯვებს, ეს ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვერ გა­ი­მარ­ჯვებს არა მარ­ტო და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცი­ის გამო, არა­მედ იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნა ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით, ყვე­ლა ფორ­მით იბ­რძვის სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ამას­თა­ნა­ვე, უკ­რა­ი­ნა დიდი ქვე­ყა­ნაა და არაა მარ­ტი­ვი სა­კი­თხი, რომ, ახლა ამე­რი­კე­ლებ­მა თუ მი­ა­ტო­ვეს (რაც არას­დროს მოხ­დე­ბა), ის და­ე­ცე­მა. ამი­ტომ ეს სცე­ნა­რი დღის წეს­რიგ­ში არ დგას. სა­კი­თხი არის ის, რა იქ­ნე­ბა მსხვერ­პლი და რის ფა­სად შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნა ან სა­ქარ­თვე­ლო, თო­რემ, ის, რომ და­ცე­მა და და­ნე­ბე­ბა არ მოხ­დე­ბა, ეს სრუ­ლი­ად ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ აქ შეგ­ვიძ­ლია ეს ეტა­პი გა­მოვ­ტო­ვოთ და პირ­და­პირ ფიქ­რი, მსჯე­ლო­ბა, გან­სჯა და იმის ანა­ლი­ზი ვა­კე­თოთ, მე­დე­გო­ბის კი­დევ რა და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი უნდა ჩა­ერ­თოს, კი­დევ რა ტი­პის მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა და­მა­ტე­ბით სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ მსხვერ­პლი და ფასი, რაც უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ, იყოს რაც შე­იძ­ლე­ბა და­ბა­ლი“, - აცხა­დებს თინა ხიდ­შე­ლი.

მისი თქმით, გა­ნა­ცხა­დი იმა­ზე, რომ ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა არ შე­ჩერ­დე­ბა და რუ­სეთს არა­ვინ არა­ფერს ეკი­თხე­ბა, იმ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, თუ ეს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა რე­ა­ლიზ­დე­ბა და ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცია რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მოხ­დე­ბა.

"აქ მთა­ვა­რი სა­კი­თხი ის არის, ამ შან­ტა­ჟის სა­ნაც­ვლოდ, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა მო­უ­წყო ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს, რის გა­კე­თე­ბას აპი­რებს და­სავ­ლე­თი. მან უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც. და­სავ­ლეთ­მა, ნა­ტომ, ევ­რო­კავ­შირ­მა უნდა და­ი­წყონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. პრო­ცე­სი რაც შე­იძ­ლე­ბა უნდა დრო­ში შემ­ცირ­დეს და უნდა გა­და­ვი­დეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის ეტაპ­ზე. გა­ნა­ცხა­დი იმა­ზე, რომ ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა არ გა­ჩერ­დე­ბა და რუ­სეთს არა­ვინ არა­ფერს ეკი­თხე­ბა, იმ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, თუ ეს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა რე­ა­ლიზ­დე­ბა და ეს უნდა მოხ­დეს რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად. რა თქმა უნდა, ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას ვგუ­ლის­ხმობ... ევ­რო­კავ­ში­რის­კენ გა­ცი­ლე­ბით უფრო გრძე­ლი გზა მაქვს და­ნა­ხუ­ლი, ვიდ­რე ნა­ტოს­კენ იმი­ტომ, რომ გულ­წრფე­ლად რომ ვთქვათ, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს ჩვენს ქვე­ყა­ნას იმის­თვის, რომ დღეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი გავ­ხდეთ, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით უფრო მე­ტად გვაქვს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ნა­ტოს წევ­რო­ბა და ამ დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვი­ღოთ ჯილ­დო გა­წევ­რე­ბის სა­ხით. ახლა სწო­რედ იწყე­ბა ის ეტა­პი, რო­დე­საც რუ­სეთ­თან სა­უბ­რის შე­დე­გად უკვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი უნდა ვნა­ხოთ. ეს პა­სუ­ხე­ბი ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს ეფექ­ტი­ა­ნი იმი­ტომ, რომ რუ­სე­თის მხრი­დან მთე­ლი ვაჭ­რო­ბა სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არის გა­ჩა­ღე­ბუ­ლი“.

ექ­სპერ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სსრკ-ს თუ გლო­ბა­ლუ­რი ამ­ბი­ცია ჰქონ­და, დღეს რუ­სეთს აქვს რე­გი­ო­ნუ­ლი ამ­ბი­ცია.რუ­სე­თი ცდი­ლობს და­ამ­კვიდ­როს მულ­ტი­პო­ლა­რუ­ლი სამ­ყა­როს პა­რა­დიგ­მა, ახა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის აღ­ქმა, რომ აშშ-ც ერთ-ერთი რე­გი­ო­ნუ­ლი და არა გლო­ბა­ლუ­რი ცენ­ტრი იყოს.

"ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სუ­ლი ამო­ცა­ნა არ არის ახა­ლი სსრკ-2-ის შექ­მნა. ის უბ­რა­ლოდ ცდი­ლობს იმას, რომ მოს­კოვ­მა მთლი­ა­ნო­ბა­ში აღიდ­გი­ნოს ის გავ­ლე­ნე­ბი იმ გე­ოგ­რა­ფი­ულ ზო­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც სსრკ-ს პე­რი­ოდ­ში პირ­და­პირ მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში, მისი იუ­რის­დიქ­ცი­ის ქვეშ იყო. ეს არის პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რია, თუმ­ცა ასე­ვე არ­სად წა­სუ­ლა მოს­კო­ვის სურ­ვი­ლი, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად აღიდ­გი­ნოს გავ­ლე­ნე­ბი უფრო ვრცელ არე­ალ­შიც. მას, პრაქ­ტი­კუ­ლად, გავ­ლე­ნე­ბი ჰქონ­და ნა­ხე­ვარ მსოფ­ლი­ო­ში. სსრკ-ს დაშ­ლით ეს სა­ხელ­მწი­ფო გა­ვი­და მთე­ლი რიგი რე­გი­ო­ნე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კა, აფ­რი­კა, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის რე­გი­ო­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი...

სსრკ-ს დროს მსოფ­ლიო ბი­პო­ლა­რუ­ლი იყო - ერთი ცენ­ტრი იყო ვა­შინგტონ­ში, მე­ო­რე კი სსრკ-ში, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და მო­ეხ­დი­ნა გლო­ბა­ლუ­რი ჰე­გე­მო­ნი­ის მიღ­წე­ვა. სსრკ-ს ჰქონ­და გლო­ბა­ლუ­რი ამ­ბი­ცია, დღეს კი რუ­სეთს აქვს რე­გი­ო­ნუ­ლი ამ­ბი­ცია. რუ­სე­თის სურ­ვი­ლია, ახლო სა­ზღვარ­გა­რეთ­ში შეძ­ლოს გავ­ლე­ნე­ბის აღ­დგე­ნა, მაგ­რამ მას კარ­გად აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ ერთი რა­ღაც სა­ხელ­მწი­ფო ფორ­მატ­ში, რო­გო­რიც იყო სსრკ, ეს ვერ მოხ­დე­ბა, ის ამ რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ შეს­თა­ვა­ზებს იმას, რა­საც სთა­ვა­ზობ­და სსრკ. ბევ­რს შე­იძ­ლე­ბა ვე­რა­ფერს სთა­ვა­ზობ­და, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს მა­ინც იყო ერ­თი­ა­ნი იმ­პე­რია, დღეს ეს აღარ გან­მე­ორ­დე­ბა. სსრკ-ს დაშ­ლა რუ­სეთ­ში ხელ­მძღვა­ნელ პი­რებ­ში აღიქ­მე­ბო­და და აღიქ­მე­ბა რო­გორც ძა­ლი­ან დიდი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ტას­ტრო­ფა რუ­სე­თის­თვის და რუსი ხალ­ხის­თვის. ამით მათ, პრაქ­ტი­კუ­ლად, და­კარ­გეს იმ­პე­რია და ამა­ში არ ვგუ­ლის­ხმობ დი­დე­ბის აჩ­რდი­ლე­ბის დევ­ნას. რუ­სეთს ჰქონ­და კონ­კრე­ტულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ბე­ნე­ფი­ტე­ბი, სარ­გე­ბე­ლი, რაც და­კარ­გა. გარ­და ამი­სა, სსრკ-ს დაშ­ლით შე­ი­ზღუ­და მოს­კო­ვის სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლიც - სა­ო­კე­ა­ნო, წყალ­ქვე­შა ფლო­ტი და ა.შ.

დღეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია არ არის არც სამ­ხედ­რო, არც ეკო­ნო­მი­კუ­რი და არც სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იმა­ვე აშშ-ს სა­პირ­წო­ნე სა­ხელ­მწი­ფო იმი­ტომ, რომ თუნ­დაც ერთი შტა­ტი რომ ავი­ღოთ, ნე­ბის­მი­ერს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს რუ­სეთ­ზე მეტი ეკო­ნო­მი­კა, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ასი­მეტ­რი­ას სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯეტ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თი ცდი­ლობს, რომ პირ­ველ რიგ­ში, შეც­ვა­ლოს ეს სუ­რა­თი და რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ცდი­ლობს და­ამ­კვიდ­როს მულ­ტი­პო­ლა­რუ­ლი სამ­ყა­როს პა­რა­დიგ­მა. ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­პა­რა­კობ­და იმა­ზე, რომ სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ, აღარ დარ­ჩა ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი აშშ-ს გარ­და და ის დარ­ჩა ძა­ლის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო პო­ლუ­სად. რუ­სეთ­მა მას სა­პირ­წო­ნედ შეს­თა­ვა­ზა, რომ სამ­ყა­რო აღარ არის ერ­თპო­ლუ­სი­ა­ნი, არა­მედ მრა­ვალ­პო­ლუ­სი­ა­ნი გახ­და და თი­თო­ე­ულ რე­გი­ონს ჰყავს თა­ვი­სი რე­გი­ო­ნუ­ლი ე.წ. ცენ­ტრი და ლი­დე­რი. მა­გა­ლი­თად, აზი­ა­ში ეს არის ჩი­ნე­თი, ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენტზე რუ­სეთს უნდა რომ იყოს ასე­თი, ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზე - აშშ, რო­მელ­საც აქვს საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნა მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე და ა.შ. რუ­სე­თი ცდი­ლობს ასე­თად წარ­მო­ა­ჩი­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო და და­ამ­კვიდ­როს ახა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის აღ­ქმა, რომ აშშ-ც ერთ-ერთი რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრი იყოს და არა გლო­ბა­ლუ­რი ცენ­ტრი.

სსრკ-ს ტი­პის სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა რუ­სეთს ხე­ლახ­ლა რომ სურ­დეს, იგი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და იმა­ზე, რომ კვლავ შემ­დგა­რი­ყო რო­გორც ძა­ლის მე­ო­რე ცენ­ტრი. მოს­კოვ­ში კარ­გად ეს­მით, ეს რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია იმი­ტომ, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლად რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, და­ახ­ლო­ე­ბით 70 მი­ლი­არდ დო­ლარს ხარ­ჯავს რუ­სე­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ზე მა­შინ, როცა თით­ქმის 700 მი­ლი­არ­დამ­დეა აშშ-ს სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯე­ტი და რო­მელ ორ ცენ­ტრზე ვლა­პა­რა­კობთ?

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი­თაც და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც მოს­კო­ვი გა­ცი­ლე­ბით ჩა­მორ­ჩე­ბა იმა­ვე და­სავ­ლეთ­სა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის გი­გან­ტებს. დღეს რუ­სე­თი აღარ არის ზე­სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით. სსრკ იყო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტი, იყო ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, მაგ­რამ დღეს რუ­სეთს სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნიც კი არ აქვს. მას გა­უ­ჭირ­დე­ბა იმა­ვე ტრან­სპორ­ტის სფე­რო­ში არა მარ­ტო ამე­რი­კას, და­სავ­ლეთ­სა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ას გა­უ­წი­ოს კონ­კუ­რენ­ცია. "ლა­დას“ და "ტო­ი­ო­ტას“, ან "მი­ცუ­ბი­შის“ ხა­რის­ხის შე­და­რე­ბა არ გა­მო­ვა, ხომ? რუ­სე­თის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბის მთა­ვა­რი ატ­რი­ბუ­ტი სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღია და ისიც საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო შემ­ცირ­და, ვიდ­რე ჰქონ­და სსრკ-ს“, - აცხა­დებს გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რუ­სეთ­მა აღად­გი­ნა სსრკ-ს მსგავ­სი კავ­ში­რი, ეს იქ­ნე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი კლუ­ბი, რო­მელ­შიც რუ­სე­თი ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟი­მებს დაჰ­პირ­დე­ბა იმას, რომ მათი რე­ჟი­მე­ბის არ­სე­ბო­ბას და­ი­ცავს, - გვე­უბ­ნე­ბა ექ­სპერ­ტი.

სჭირ­დე­ბა თუა ამ ეტაპ­ზე რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის კე­რის შექ­მნა და აწყობს თუ არა დღეს ჩრდი­ლო­ეთ "მე­ზო­ბელს“ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუს კვოს შეც­ვლა სამ­ხედ­რო ფორ­მე­ბით, გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე ამ­ბობს, რომ - არა, ვი­ნა­ი­დან, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ომი არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ მოს­კო­ვი აუ­ცი­ლებ­ლად ეც­დე­ბა ჩვე­ნი სი­სუს­ტე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.

"სამ­ხედ­რო საფრ­თხე, რა თქმა უნდა არ­სე­ბობს იმი­ტომ, რომ ის იზო­მე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნით და რუ­სეთს რე­გი­ონ­ში უკვე აქვს (და ყო­ველ­თვის ჰქონ­და) ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რუ­სეთს დღეს არც სჭირ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუს კვოს შეც­ვლა სამ­ხედ­რო ფორ­მე­ბით იმი­ტომ, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ომი არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, დღეს რე­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის საფრ­თხის შექ­მნამ, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სას­წა­უ­ლი და ქარ­თვე­ლი ერი გა­ა­ერ­თი­ა­ნოს. დღეს რუ­სე­თი ძა­ლი­ან კარ­გად არ­თმევს თავს ამო­ცა­ნას, რო­მე­ლიც არის სა­ქარ­თვე­ლოს ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და­სუს­ტე­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცია და ა.შ. ვერ ვი­ტყო­დი, რომ ამას რუ­სე­თი გვი­წყობს, ჩვენ თვი­თონ ვარ­თმევთ თავს იდე­ა­ლუ­რად. ყვე­ლა­ნა­ი­რი ცუ­დის გა­სა­ღე­ბი მოს­კოვ­ში ეძე­ბო, არ არის სწო­რი. კი, რუ­სე­თი ჩვენ­თვის საფრ­თხეა და გა­მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ პრობ­ლე­მა იმა­შია, რამ­დე­ნად ვახ­დენთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ საფრ­თხე რე­ა­ლიზ­დეს პრაქ­ტი­კა­ში.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა და­აჩ­ქა­რებს თუ არა ნა­ტო­ში ჩვენს ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ჩვენ­თვის ეს არის იმის სიგ­ნა­ლი, რომ და­სავ­ლეთ­ში ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი დარ­ჩნენ და რას ვა­კე­თებთ ჩვენ? დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იხარ­შე­ბა ში­და­ბა­ტა­ლი­ურ ჭრილ­ში და აქ­ტი­უ­რად არის გა­და­სუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ის ცდი­ლობს კბი­ლე­ბით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­არ­ყი­ოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ვართ ში­და­პო­ლი­ტი­კურ იმ ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის რე­ჟიმ­ში, რო­მე­ლიც გვი­ზღუ­დავს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბას.

მოს­კო­ვი ეც­დე­ბა ჩვე­ნი სი­სუს­ტე­ე­ბის კარ­გად გა­მო­ყე­ნე­ბას, ომი არ არის ყვე­ლა­ზე უა­რე­სი, რაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ჩვე­ნი სი­სუს­ტე­ე­ბია:

1. უკი­დუ­რე­სად გახ­ლე­ჩი­ლი და პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც მზად არის, რო­მე­ლი­ღა­ცა პო­ლი­ტი­კო­სის გამო მე­ო­რე ადა­მი­ანს და­უ­პი­რის­პირ­დეს, ანუ მო­ქა­ლა­ქობ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბის გან­ცდა არ გაგ­ვაჩ­ნია. 2. ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა უფრო და უფრო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა რუ­სეთ­ზე. 3. თვი­თონ ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მის სი­სუს­ტე და 4. მყი­ფე დე­მოკ­რა­ტია. ჩვე­ნი ტი­პის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის დე­მოკ­რა­ტია არის ძლი­ე­რე­ბის ერთ-ერთი მსა­ზღვრე­ლი, იმი­ტომ, რომ ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა თუ იქ­ნე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, იქ­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჭა­ო­ბი - გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მი­ვი­ღებთ სა­ში­ნელ სტაგ­ნა­ცი­ას და ბევრ სხვა პრობ­ლე­მას. ჩვენ პირ­ველ რიგ­ში, გვჭირ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და მდგრა­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა პრო­აქ­ტი­ურ დიპ­ლო­მა­ტი­ას­თან ერ­თად და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა", - ამობს გობ­რო­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 101 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
1

დიდი იმედი მაქვს პუტინის ოცნება და მცდელობა საბჭოთა კავშირის აღდგენაზე წარმატებით დასრულდება და საქართველო დაიბრუნებს ძველ ღირსებას და მდგომარეობას! 

aleko
0

ვახტანგ 69 ს ბატონო ვახტანგ კარგია რომ ცდილობთ კონტაქტში შემოხვიდეთ. თქვენ თუ მართლა აფხაზეთში ომობდით მაგალითი უნდა იყოთ შეუპოვრობის, მაგალითი და არაა ის რაშიც გედავებით. სამშობლოზე წინ არაფერი არ უნდა დააყენოთ და ბევრად წინ იქნებით სხვებზე და გეცოდინებათ რომ თქვენ მართალი ხართ სხვანაი.რად ვერავინ გაიგებს თქვენ ნააზრებს კეთილი სურვილებით. საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას გაუმარჯოს ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.

ავტორი:

"ამ შანტაჟის სანაცვლოდ, რაც რუსეთმა მოუწყო ცივილიზებულ სამყაროს, რის გაკეთებას აპირებს დასავლეთი..." - რით დასრულდება პუტინის ოცნება სსრკ-ს აღდგენაზე?

"ამ შანტაჟის სანაცვლოდ, რაც რუსეთმა მოუწყო ცივილიზებულ სამყაროს, რის გაკეთებას აპირებს დასავლეთი..." - რით დასრულდება პუტინის ოცნება სსრკ-ს აღდგენაზე?

ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მსოფლიო ოფიციალური მოსკოვის შემდგომ ნაბიჯს ელოდება. დასავლეთის და ნატოს პოზიცია ცნობილია - არავის აქვს უფლება ჩაერიოს სუვერენული ქვეყნების გადაწყვეტილებაში თავად აირჩიონ საკუთარი გზა და რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს რუსეთს. შეგახსენებთ, 2021 წლის 17 დეკემბერს, იმავე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ექსპერტები ლაპარაკობენ იმაზე, რომ დიპლომატიურ ფრონტზე წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უარს იტყვის ძალის გამოყენებაზე და აგრესიაზე უკრაინასთან ან თუნდაც საქართველოსთან. რუსეთმა შესაძლოა ახალი სამხედრო ავანტიურა წამოიწყოს და ამის ალბათობა იზრდება. თუ კი რუსეთი უკრაინასთან წარმატებას მიაღწევს, არც იმას გამორიცხავენ, რომ შემდეგი სამიზნე საქართველო იყოს. მათივე თქმით, რუსეთი ცდილობს ძველი გავლენის სფეროების დაბრუნებას და სსრკ-ს მსგავსი კავშირის შექმნას, რომელიც უკრაინისა და კავკასიის გარეშე წარმოუდგენელია.

საბოლოოდ იკვეთება, რომ რუსეთი ცდილობს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, ის ძალით, აგრესიული რიტორიკით და მუქარით ცდილობს მოახდინოს ევროპის გადანაწილება და საკუთარი გავლენის სფეროების ლეგიტიმაცია. მას, ასე ვთქვათ, ძველი დიდების დაბრუნება სურს, რომელიც სსრკ-ს დანგრევის შემდეგ თანდათან დაკარგა.

თავაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, რუსეთს წმინდა წყლის რუსული "ველიკაძერჟავული“ ამბიციებიდან გამომდინარე, გაუჩნდა ილუზია პრეტენზია ჰქონდეს არა მარტო ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკებზე, არამედ მათ შორის ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. ის ambebi.ge-სთან საუბარში იმ სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებზე საუბრობს, რამაც რუსეთს მსგავსი ილუზია გაუჩინა.

"როგორც ჩანს, რუსეთს, მთელი რიგი მიზეზების გამო გაუჩნდა ილუზია იმისა, რომ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს არა მარტო ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკებზე, არამედ მათ შორის ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. ბოლო გზავნილებში, რომლებიც ყველამ ერთად ვნახეთ, ის პრეტენზიას აცხადებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ცამეტივე ქვეყანაზე, რომლებიც, თავის დროზე, ვარშავის ბლოკში შედიოდნენ და დღეს ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან. ასევე, რა თქმა უნდა, სრულად ცენტრალურ აზიაზე, კავკასიაზე და ერთგვარად მოითხოვს მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებას. ეს ილუზია, როგორც ჩანს, რუსეთს ბევრი მიზეზის გამო გაუჩნდა. სუბიექტურ მიზეზებზე არ ვისაუბრებ, ეს წმინდა წყლის რუსული "ველიკაძერჟავული“ ამბიციებიდან გამომდინარეა. ასევე, არსებობს ობიექტური მიზეზებიც, რაც, ერთის მხრივ, არეული ტრანსატლანტიკური ურთიერთობებით არის გამოწვეული, მეორეს მხრივ, დასავლეთისგან მუდმივად ერთგვარად "დაკიდების“ რეჟიმში ცხოვრებით, რომელიც სულ რაღაცას ჰპირდება რუსეთს, მაგრამ სინამდვილეში, მას დღემდე პასუხი არაფერზე უგია - არც 2008-ზე, არც 2014-ზე, არც სირიაზე, არც ბელორუსზე, არც - ყაზახეთზე... ასე რომ, არსებობს ობიექტური გარემოებებიც, რის გამოც რუსეთს ეს ილუზია გაუჩნდა. თუმცა ევროპაში სასაცილოდაც არ ჰყოფნით ეს თემა. პოსტსაბჭოურ სამყაროს რაც შეეხება, ძალიან ცოტა მეგულება ისეთი ქვეყანა, რომელიც მზად არის და გულწრფელად თანახმაა მონობისთვის. რუსეთს მარტო უკრაინასა და საქართველოში არა, პრობლემა აქვს მოლდოვაში, იმავე ყაზახეთში და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ თვალსაზრისით ისე მარტივად არაა საქმე, როგორც ეს კრემლში წარმოუდგენიათ.

რუსეთი უკრაინაში ვერ გაიმარჯვებს, ეს ერთმნიშვნელოვანია. ვერ გაიმარჯვებს არა მარტო დასავლეთის პოზიციის გამო, არამედ იმიტომ, რომ უკრაინა ყველა საშუალებით, ყველა ფორმით იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, ამასთანავე, უკრაინა დიდი ქვეყანაა და არაა მარტივი საკითხი, რომ, ახლა ამერიკელებმა თუ მიატოვეს (რაც არასდროს მოხდება), ის დაეცემა. ამიტომ ეს სცენარი დღის წესრიგში არ დგას. საკითხი არის ის, რა იქნება მსხვერპლი და რის ფასად შეინარჩუნებს თავისუფლებას უკრაინა ან საქართველო, თორემ, ის, რომ დაცემა და დანებება არ მოხდება, ეს სრულიად ერთმნიშვნელოვანია. ამიტომ აქ შეგვიძლია ეს ეტაპი გამოვტოვოთ და პირდაპირ ფიქრი, მსჯელობა, განსჯა და იმის ანალიზი ვაკეთოთ, მედეგობის კიდევ რა დამატებითი მექანიზმები უნდა ჩაერთოს, კიდევ რა ტიპის მობილიზაციაა დამატებით საჭირო იმისთვის, რომ მსხვერპლი და ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ, იყოს რაც შეიძლება დაბალი“, - აცხადებს თინა ხიდშელი.

მისი თქმით, განაცხადი იმაზე, რომ ღია კარის პოლიტიკა არ შეჩერდება და რუსეთს არავინ არაფერს ეკითხება, იმ შემთხვევაში იქნება დამაჯერებელი, თუ ეს ღია კარის პოლიტიკა რეალიზდება და ნატოში ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდება.

"აქ მთავარი საკითხი ის არის, ამ შანტაჟის სანაცვლოდ, რომელიც რუსეთმა მოუწყო ცივილიზებულ სამყაროს, რის გაკეთებას აპირებს დასავლეთი. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილებებიც. დასავლეთმა, ნატომ, ევროკავშირმა უნდა დაიწყონ გადაწყვეტილებების მიღება. პროცესი რაც შეიძლება უნდა დროში შემცირდეს და უნდა გადავიდეს გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე. განაცხადი იმაზე, რომ ღია კარის პოლიტიკა არ გაჩერდება და რუსეთს არავინ არაფერს ეკითხება, იმ შემთხვევაში იქნება დამაჯერებელი, თუ ეს ღია კარის პოლიტიკა რეალიზდება და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. რა თქმა უნდა, ნატოში ინტეგრაციას ვგულისხმობ... ევროკავშირისკენ გაცილებით უფრო გრძელი გზა მაქვს დანახული, ვიდრე ნატოსკენ იმიტომ, რომ გულწრფელად რომ ვთქვათ, ნამდვილად ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ დღეს ევროკავშირის წევრები გავხდეთ, მაგრამ გაცილებით უფრო მეტად გვაქვს დამსახურებული ნატოს წევრობა და ამ დამსახურებისთვის აუცილებლად უნდა მივიღოთ ჯილდო გაწევრების სახით. ახლა სწორედ იწყება ის ეტაპი, როდესაც რუსეთთან საუბრის შედეგად უკვე გადაწყვეტილებებში რეალიზებული პასუხები უნდა ვნახოთ. ეს პასუხები ამ ეტაპზე მხოლოდ უკრაინასა და საქართველოში შეიძლება იყოს ეფექტიანი იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან მთელი ვაჭრობა სწორედ ამ მიმართულებით არის გაჩაღებული“.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ სსრკ-ს თუ გლობალური ამბიცია ჰქონდა, დღეს რუსეთს აქვს რეგიონული ამბიცია.რუსეთი ცდილობს დაამკვიდროს მულტიპოლარული სამყაროს პარადიგმა, ახალი მსოფლიო წესრიგის აღქმა, რომ აშშ-ც ერთ-ერთი რეგიონული და არა გლობალური ცენტრი იყოს.

"ამ შემთხვევაში რუსული ამოცანა არ არის ახალი სსრკ-2-ის შექმნა. ის უბრალოდ ცდილობს იმას, რომ მოსკოვმა მთლიანობაში აღიდგინოს ის გავლენები იმ გეოგრაფიულ ზონებში, რომლებიც სსრკ-ს პერიოდში პირდაპირ მის დაქვემდებარებაში, მისი იურისდიქციის ქვეშ იყო. ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორია, თუმცა ასევე არსად წასულა მოსკოვის სურვილი, რომ გარკვეულწილად აღიდგინოს გავლენები უფრო ვრცელ არეალშიც. მას, პრაქტიკულად, გავლენები ჰქონდა ნახევარ მსოფლიოში. სსრკ-ს დაშლით ეს სახელმწიფო გავიდა მთელი რიგი რეგიონებიდან, როგორიცაა ლათინური ამერიკა, აფრიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის სახელმწიფოები...

სსრკ-ს დროს მსოფლიო ბიპოლარული იყო - ერთი ცენტრი იყო ვაშინგტონში, მეორე კი სსრკ-ში, რომელიც ცდილობდა მოეხდინა გლობალური ჰეგემონიის მიღწევა. სსრკ-ს ჰქონდა გლობალური ამბიცია, დღეს კი რუსეთს აქვს რეგიონული ამბიცია. რუსეთის სურვილია, ახლო საზღვარგარეთში შეძლოს გავლენების აღდგენა, მაგრამ მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ერთი რაღაც სახელმწიფო ფორმატში, როგორიც იყო სსრკ, ეს ვერ მოხდება, ის ამ რეგიონში მცხოვრებ საზოგადოებას ვერ შესთავაზებს იმას, რასაც სთავაზობდა სსრკ. ბევრს შეიძლება ვერაფერს სთავაზობდა, მაგრამ მთლიანობაში ეს მაინც იყო ერთიანი იმპერია, დღეს ეს აღარ განმეორდება. სსრკ-ს დაშლა რუსეთში ხელმძღვანელ პირებში აღიქმებოდა და აღიქმება როგორც ძალიან დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა რუსეთისთვის და რუსი ხალხისთვის. ამით მათ, პრაქტიკულად, დაკარგეს იმპერია და ამაში არ ვგულისხმობ დიდების აჩრდილების დევნას. რუსეთს ჰქონდა კონკრეტულ ტერიტორიებზე სერიოზული ბენეფიტები, სარგებელი, რაც დაკარგა. გარდა ამისა, სსრკ-ს დაშლით შეიზღუდა მოსკოვის სამხედრო პოტენციალიც - საოკეანო, წყალქვეშა ფლოტი და ა.შ.

დღეს რუსეთის ფედერაცია არ არის არც სამხედრო, არც ეკონომიკური და არც სხვა მიმართულებით იმავე აშშ-ს საპირწონე სახელმწიფო იმიტომ, რომ თუნდაც ერთი შტატი რომ ავიღოთ, ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს რუსეთზე მეტი ეკონომიკა, აღარაფერს ვამბობ ასიმეტრიას სამხედრო ბიუჯეტზე. შესაბამისად, რუსეთი ცდილობს, რომ პირველ რიგში, შეცვალოს ეს სურათი და რაც ძალიან საინტერესოა, ცდილობს დაამკვიდროს მულტიპოლარული სამყაროს პარადიგმა. ძალიან ბევრი ლაპარაკობდა იმაზე, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ, აღარ დარჩა ზესახელმწიფოები აშშ-ს გარდა და ის დარჩა ძალის უალტერნატივო პოლუსად. რუსეთმა მას საპირწონედ შესთავაზა, რომ სამყარო აღარ არის ერთპოლუსიანი, არამედ მრავალპოლუსიანი გახდა და თითოეულ რეგიონს ჰყავს თავისი რეგიონული ე.წ. ცენტრი და ლიდერი. მაგალითად, აზიაში ეს არის ჩინეთი, ევრაზიის კონტინენტზე რუსეთს უნდა რომ იყოს ასეთი, ამერიკის კონტინენტზე - აშშ, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გავლენა მოკავშირე სახელმწიფოებზე და ა.შ. რუსეთი ცდილობს ასეთად წარმოაჩინოს თანამედროვე მსოფლიო და დაამკვიდროს ახალი მსოფლიო წესრიგის აღქმა, რომ აშშ-ც ერთ-ერთი რეგიონული ცენტრი იყოს და არა გლობალური ცენტრი.

სსრკ-ს ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება რუსეთს ხელახლა რომ სურდეს, იგი ორიენტირებული იქნებოდა იმაზე, რომ კვლავ შემდგარიყო როგორც ძალის მეორე ცენტრი. მოსკოვში კარგად ესმით, ეს რთული წარმოსადგენია იმიტომ, რომ ელემენტარულად რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით 70 მილიარდ დოლარს ხარჯავს რუსეთი შეიარაღებულ ძალებზე მაშინ, როცა თითქმის 700 მილიარდამდეა აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი და რომელ ორ ცენტრზე ვლაპარაკობთ?

განათლების ხარისხითაც და ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც მოსკოვი გაცილებით ჩამორჩება იმავე დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გიგანტებს. დღეს რუსეთი აღარ არის ზესახელმწიფო ყველა თვალსაზრისით. სსრკ იყო ტექნოლოგიური გიგანტი, იყო ბირთვული სახელმწიფო, მაგრამ დღეს რუსეთს საკუთარი წარმოების ხარისხიანი მობილური ტელეფონიც კი არ აქვს. მას გაუჭირდება იმავე ტრანსპორტის სფეროში არა მარტო ამერიკას, დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას გაუწიოს კონკურენცია. "ლადას“ და "ტოიოტას“, ან "მიცუბიშის“ ხარისხის შედარება არ გამოვა, ხომ? რუსეთის ძლევამოსილების მთავარი ატრიბუტი სამხედრო თვალსაზრისით, სტრატეგიული დანიშნულების მასობრივი განადგურების იარაღია და ისიც საბჭოთა მემკვიდრეობაა, რომელიც კიდევ უფრო შემცირდა, ვიდრე ჰქონდა სსრკ-ს“, - აცხადებს გიორგი გობრონიძე.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა აღადგინა სსრკ-ს მსგავსი კავშირი, ეს იქნება ავტორიტარული კლუბი, რომელშიც რუსეთი ავტორიტარულ რეჟიმებს დაჰპირდება იმას, რომ მათი რეჟიმების არსებობას დაიცავს, - გვეუბნება ექსპერტი.

სჭირდება თუა ამ ეტაპზე რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში დაძაბულობის კერის შექმნა და აწყობს თუ არა დღეს ჩრდილოეთ "მეზობელს“ ჩვენს ქვეყანაში არსებული სტატუს კვოს შეცვლა სამხედრო ფორმებით, გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ - არა, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, ომი არ არის გამოსავალი, მაგრამ მოსკოვი აუცილებლად ეცდება ჩვენი სისუსტეების გამოყენებას.

"სამხედრო საფრთხე, რა თქმა უნდა არსებობს იმიტომ, რომ ის იზომება შესაძლებლობების შექმნით და რუსეთს რეგიონში უკვე აქვს (და ყოველთვის ჰქონდა) ამის შესაძლებლობა. რუსეთს დღეს არც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში არსებული სტატუს კვოს შეცვლა სამხედრო ფორმებით იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, ომი არ არის გამოსავალი, დღეს რეალური სამხედრო აგრესიის საფრთხის შექმნამ, შეიძლება მოხდეს სასწაული და ქართველი ერი გააერთიანოს. დღეს რუსეთი ძალიან კარგად ართმევს თავს ამოცანას, რომელიც არის საქართველოს ინსტიტუციური დასუსტება, პოლარიზაცია და ა.შ. ვერ ვიტყოდი, რომ ამას რუსეთი გვიწყობს, ჩვენ თვითონ ვართმევთ თავს იდეალურად. ყველანაირი ცუდის გასაღები მოსკოვში ეძებო, არ არის სწორი. კი, რუსეთი ჩვენთვის საფრთხეა და გამოწვევა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რამდენად ვახდენთ იმის შესაძლებლობას, რომ საფრთხე რეალიზდეს პრაქტიკაში.

შექმნილი ვითარება დააჩქარებს თუ არა ნატოში ჩვენს ინტეგრაციის პროცესს, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთვის ეს არის იმის სიგნალი, რომ დასავლეთში ჩვენი ერთგული დარჩნენ და რას ვაკეთებთ ჩვენ? დღეს ხელისუფლება იხარშება შიდაბატალიურ ჭრილში და აქტიურად არის გადასული ძალაუფლების შენარჩუნების მდგომარეობაში. ის ცდილობს კბილებით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ოპოზიცია ცდილობს მაქსიმალურად მოარყიოს ხელისუფლება და ვართ შიდაპოლიტიკურ იმ ტურბულენტობის რეჟიმში, რომელიც გვიზღუდავს საგარეო პოლიტიკურ ავტონომიურობას.

მოსკოვი ეცდება ჩვენი სისუსტეების კარგად გამოყენებას, ომი არ არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს. ჩვენი სისუსტეებია:

1. უკიდურესად გახლეჩილი და პოლარიზებული საზოგადოება, რომელიც მზად არის, რომელიღაცა პოლიტიკოსის გამო მეორე ადამიანს დაუპირისპირდეს, ანუ მოქალაქობრივი სოლიდარობის განცდა არ გაგვაჩნია. 2. ჩვენი ეკონომიკა უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. 3. თვითონ ეკონომიკური სისტემის სისუსტე და 4. მყიფე დემოკრატია. ჩვენი ტიპის სახელმწიფოსთვის დემოკრატია არის ძლიერების ერთ-ერთი მსაზღვრელი, იმიტომ, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა თუ იქნება ავტორიტარული, იქნება ჩვეულებრივი ჭაობი - განვითარების თვალსაზრისით, მივიღებთ საშინელ სტაგნაციას და ბევრ სხვა პრობლემას. ჩვენ პირველ რიგში, გვჭირდება თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა და მდგრადი ეკონომიკური განვითარება პროაქტიურ დიპლომატიასთან ერთად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულება", - ამობს გობრონიძე.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"