Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილები საქართველოში პირველად 2005 წელს ჩამოვიდნენ, მათ კონცერტს მთელი ოპოზიცია დაესწრო" - კონსტანტინე გამსახურდია შვილებსა და ემიგრაციის წლებზე
"ჩემი შვილები საქართველოში პირველად 2005 წელს ჩამოვიდნენ, მათ კონცერტს მთელი ოპოზიცია დაესწრო" - კონსტანტინე გამსახურდია შვილებსა და ემიგრაციის წლებზე

დიპ­ლო­მა­ტი, მეც­ნი­ე­რი, პო­ლი­ტი­კო­სი კონ­სტან­ტი­ნე (კოკო) გამ­სა­ხურ­დია ახალ წელს სამ­შობ­ლო­ში შეხ­ვდა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის ამ­ჟა­მად გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში დეს­პა­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს. ბა­ტონ კონ­სტან­ტი­ნეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს: 1997-2004 წლებ­ში შვე­ი­ცა­რი­ის ლტოლ­ვილ­თა ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ექ­სპერ­ტი იყო; 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია გა­ე­როს ჟე­ნე­ვის ოფი­სის ეგი­დით მოქ­მე­დი ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­შირ­სა და მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მივ წარ­მო­მად­გენ­ლად (ელ­ჩად) და­ამ­ტკი­ცა, დღეს კი გერ­მა­ნი­ი­დან ადევ­ნებს თვალს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს.

- ბა­ტო­ნო კონ­სტან­ტი­ნე, გერ­მა­ნი­ი­დან რო­გორ ჩანს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა?

- არ არის მარ­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბას ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მხრი­დან ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, კომ­პლექ­სუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, ბევ­რი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სჭირ­დე­ბა და მათ შო­რის იმ სი­სუს­ტე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ყვე­ლა ჩვენ­განს ჰქონ­დეს. რა თქმა უნდა, არც ისე მარ­ტი­ვია დავძლი­ოთ ის მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც უკა­ნას­კნე­ლი 30 წლის გან­ვლი­ლი გზის შე­დე­გად გად­მოგ­ვე­ცა.

- თქვენს ოჯახს ძა­ლი­ან დიდ­ხანს მო­უ­წია ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნამ.

- ძა­ლი­ან მძი­მე და რთუ­ლი გზა გა­მო­ვი­ა­რეთ. არც ახლა არის მარ­ტი­ვი სი­ტუ­ა­ცია ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, მით უმე­ტეს, მას შემ­დეგ, რაც ცოტ­ნეს ეს ამ­ბა­ვი და­ე­მარ­თა. ჩვენ ვცდი­ლობთ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ვი­დეთ და ცოტ­ნეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ. არის რიგი პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი, რაც გვა­ახ­ლო­ებს ჩვენს ორ უმ­თავ­რეს მი­ზან­თან, და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი, ანუ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა. გარ­კვე­ულ ხმებს გა­მოს­ცემს, უკვე მარ­ცვლე­ბის გა­მოთ­ქმა­საც მი­ვაღ­წი­ეთ. მე­ტყვე­ლე­ბის მერე მე­ო­რე მი­ზა­ნი - სრულ­ფა­სოვ­ნად ფეხ­ზე დად­გო­მა და გავ­ლაა. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ვი­ტყვი, ცოტ­ნე ახერ­ხებს კი­დუ­რე­ბით ამოძ­რა­ოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ვარ­ჯი­შო მო­წყო­ბი­ლო­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ ახერ­ხებს ფეხ­ზე დად­გო­მას. ეპი­ლეპ­ტი­ურ­მა სტა­ტუს­მა შეგ­ვა­ფერ­ხა ძა­ლი­ან, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­წყო. რო­გორც გა­ირ­კვა, მას ეს ჰქონ­და თურ­ქეთ­ში გა­დაყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე. ჯამ­ში, 24 დღე­ში ექი­მებ­მა თურ­ქეთ­ში ისე ჩა­ახშvეს, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ერთი წელი არ გან­მე­ო­რე­ბუ­ლა. შემ­დეგ უკვე გერ­მა­ნი­ა­ში, ვფიქ­რობ შმი­დე­რის კლი­ნი­კა­ში სა­თა­ნა­დოდ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ეს სა­კი­თხი. გარ­კვე­უ­ლი წამ­ლე­ბი ენიშ­ნე­ბა ასეთ დროს, რო­მე­ლიც პრო­ცესს აკა­ვებს, სტა­ტუ­სი რომ არ დად­გეს. ვფიქ­რობ, იქ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბი დოზა მის­ცეს.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას მე­ტყვე­ლე­ბა აღუდ­გა და წინ მი­ი­წევ­დით...

- დიახ, როცა და­ი­წყო მე­ტყვე­ლე­ბა, წი­ნა­და­დე­ბე­ბი თქვა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვერ ამ­ბობ­და. რამ­დენ­ჯერ­მე იყო შემ­თხვე­ვა, როცა მთე­ლი წი­ნა­და­დე­ბა თქვა. შემ­დეგ უკვე ამას მოჰ­ყვა სი­ტუ­ა­ცი­ის დამ­ძი­მე­ბა, მე­დი­კა­მენ­ტებ­მა ეს სტა­ტუ­სი შე­ა­ჩე­რა, მაგ­რამ შე­ა­ჩე­რა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სიც. მისი აღ­ქმი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ცოტა უკან წა­ვი­და. ასეთ დროს საკ­მა­ოდ ძლი­ერ პრე­პა­რა­ტებს აძ­ლე­ვენ, ინიშ­ნე­ბა კე­ტო­გე­ნუ­რი დი­ე­ტაც და ახლა თა­ვი­დან გვი­წევს იმის გავ­ლაც, რაც გავ­ლი­ლი იყო. ეპი­ლეფ­სი­ურ­მა სტა­ტუს­მა თა­ვი­სი კვა­ლი და­ამ­ჩნია.

- და­ვუბ­რუნ­დეთ ოჯახ­თან ერ­თად ემიგ­რა­ცი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდს. რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ ამ დროს?

- ეს არ იყო ად­ვი­ლი. ჩვენ ვშრო­მობ­დით და ამის წყა­ლო­ბით, ვფიქ­რობ, სო­ლი­დუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვე­ცით შვი­ლებს. დღეს ჩემი ერთი ვაჟი, ზვი­ა­დი ბერ­ლინ­შია, და­ას­რუ­ლა ბერ­ლი­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა უფ­როსს, დე­მეტ­რეს, ის შვე­ი­ცა­რი­ა­ში მუ­შა­ობს ხე­ლოვ­ნე­ბის, მუ­სი­კის პერ­ფორ­მან­სე­ბის სფე­რო­ში. თვი­თონ არის ავ­ტო­რი, შე­მოქ­მე­დი, მო­ნა­წი­ლე. მის და­წე­რილ ნა­წარ­მო­ე­ბებს უკ­რა­ვენ სხვე­ბი, ხან თვი­თო­ნაც ას­რუ­ლებს. ამა­ვე დროს სტუ­დენ­ტებს ას­წავ­ლის ფორ­ტე­პი­ა­ნოს. შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს დე­მეტ­რე, არის 32 წლის. ამ ქვე­ყა­ნა­ში 12 წელი ისე ვი­ცხოვ­რეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად, ფეხი არ ჩა­მოგ­ვიდ­გამს. ამის მერე კი­დევ 5 წელი ვი­ყა­ვით შვე­ი­ცა­რი­ა­ში, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მოვ­დი­ო­დი. პირ­ვე­ლად 2004 წელს ჩა­მო­ვე­დი. არ­ჩევ­ნებ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სხვა­თა შო­რის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი პარ­ტია "პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა", მაგ­რამ სა­არ­ჩევ­ნო ზღურ­ბლზე არ გა­დაგ­ვიშ­ვეს. ასე­თი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, ეს და­ა­დას­ტუ­რეს კი­დეც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ და თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა. პო­ლი­ტი­კუ­რი ნება იყო არ შე­ვეშ­ვით პარ­ლა­მენ­ტში და დაგ­ვაკ­ლეს 2 პრო­ცენ­ტი.

- შვი­ლე­ბის­თვის გი­წევ­დათ იმის ახ­სნა, თუ რა­ტომ ვერ ჩა­მო­დი­ო­დით სამ­შობ­ლო­ში?

- ჩვენ შვი­ლებს ვზრდი­დით ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით. ისი­ნი იზ­რდე­ბოდ­ნენ რო­გორც კარ­გი ქარ­თვე­ლე­ბი, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბი და ამა­ვე დროს მსოფ­ლი­ოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ანუ ვაჟა-ფშა­ვე­ლა­სე­უ­ლი პრინ­ცი­პით, კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი - ეს პატ­რი­ო­ტიზ­მია და პატ­რი­ო­ტიზ­მი ეს ამა­ვე დროს კოს­პო­ლი­ტიზ­მი­ცაა. ვაჟა-ფშა­ვე­ლას ეს ცნო­ბი­ლი თე­ზი­სია და ამა­ზე გა­ი­ზარ­დნენ. ვას­წავ­ლი­დით ქარ­თულს, ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვუ­კი­თხავ­დით. წერ­დნენ ქარ­თუ­ლად, გრა­მა­ტი­კა­ში ვა­ვარ­ჯი­შებ­დით. მახ­სოვს, "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" და­ზე­პი­რე­ბაც და­ი­წყეს. უფ­როს­მა, დე­მეტ­რემ 300 სტრო­ფი იცო­და, ეს თით­ქმის მე­ო­თხე­დია "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის". უმ­ცროს­მა 100 სტრო­ფის სწავ­ლა შეძ­ლო, ეს იყო 90-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს, მა­შინ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ. ბავ­შვს ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს და ყვე­ლა­ფერს იწოვს. ორი­ვეს წა­კი­თხუ­ლი ჰქონ­და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე, ვაჟა-ფშა­ვე­ლა, აკა­კი წე­რე­თე­ლი და ბევ­რი სხვა. ვუ­ყუ­რებ­დით სა­უ­კე­თე­სო ქარ­თულ ფილ­მებს. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ: "ბაში-აჩუ­კი", "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა", "შე­რე­კი­ლებ­ზე" ძა­ლი­ან ხა­ლი­სობ­დნენ.

- ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ზეც გი­წევ­დათ ალ­ბათ მათ­თან სა­უ­ბა­რი. რა კი­თხვე­ბი ჰქონ­დათ ბი­ჭებს თქვენ­თან?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვე­სა­უბ­რე­ბო­დით. ცხა­დია, კი­თხვე­ბი ჰქონ­დათ და აი, თუნ­დაც ის, რა­ტომ არ გა­მო­ი­ხა­ტა 87 პრო­ცენ­ტის ნება 6 თვის შემ­დეგ უფრო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლად, უფრო ძლი­ე­რად და რო­გორ შეძ­ლო ერთი მუჭა ვი­გინ­და­რე­ბის გუნ­დმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბა? მა­შინ ჩვენ მათ ვპა­სუ­ხობ­დით, რომ ეს რუ­სე­თის ტექ­ნი­კუ­რი სამ­ხედ­რო სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მოხ­და. აქ უკვე რთუ­ლი ასახ­სნე­ლი იყო ეს, ზო­გა­დად სპე­ცი­ფი­კა უნდა გეს­მო­დეს იმის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის იყო შექ­მნი­ლი 80-იან წლე­ბის მი­წუ­რულს და ზო­გა­დად რუ­სე­თი, რო­გორც ფე­ნო­მე­ნი, რო­გორ მოქ­მე­დებს, რო­გორ ოპე­რი­რებს ყო­ფი­ლი საბ­ჭო­ე­თის სივ­რცე­ში, ეს ცალ­კე თა­ვია ის­ტო­რი­ის და ამას ცალ­კე ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. ჩვენ მა­შინ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და ბავ­შვე­ბის­თვის ამის ახ­სნა, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დით. მახ­სოვს, უფ­როს­მა ვაჟ­მა და­წე­რა მო­თხრო­ბა "თეთ­რი მგე­ლი და ყა­ჩა­ღე­ბი", მა­შინ დე­მეტ­რე 13 წლის იყო და ფაქ­ტობ­რი­ვად ჩეჩ­ნე­თის ამ­ბა­ვი აღ­წე­რა. სა­შინ­ლად სევ­დი­ა­ნი მო­თხრო­ბა იყო. ეს მან და­წე­რა 2000-იანი წლე­ბის ბო­ლოს და იმ დროს და­ი­წყო რუ­სე­თის არ­მი­ამ იჩ­ქე­რი­ის ლიკ­ვი­და­ცია. სევ­დი­ა­ნი და­სას­რუ­ლი აქვს მო­თხრო­ბას, თეთ­რი მგე­ლი მოკ­ლეს რუს­მა ყა­ჩა­ღებ­მა, პირ­და­პირ ასე უწო­დებს მათ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არტ
11

ვინც ზვიადს ერის მტრად აცხადებდა და მისი სიკვდილით დიდად გაიხარა, ვინც მის მის მომხრეებს დევნიდა ავიწროვებს და აბულინგებდა , ჯერ მარტო ლია ელიავას მაგალითია საკმარისი, მოკლედ ყველა იქ იყო. არა მინდა ბატონი კონსტანტინეს განსჯა, მაგრამ მის ადგილას ავიდოდი სცენაზე და გვარების დასახელებით მოვითხოვდი ამ ადამიანებს დაეტოვებინათ დარბაზი.

!
11

თვალთმაქცები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი
ავტორი:

"ჩემი შვილები საქართველოში პირველად 2005 წელს ჩამოვიდნენ, მათ კონცერტს მთელი ოპოზიცია დაესწრო" - კონსტანტინე გამსახურდია შვილებსა და ემიგრაციის წლებზე

"ჩემი შვილები საქართველოში პირველად 2005 წელს ჩამოვიდნენ, მათ კონცერტს მთელი ოპოზიცია დაესწრო" - კონსტანტინე გამსახურდია შვილებსა და ემიგრაციის წლებზე

დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია ახალ წელს სამშობლოში შეხვდა. მოგეხსენებათ, ის ამჟამად გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე მუშაობს. ბატონ კონსტანტინეს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს: 1997-2004 წლებში შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტი იყო; 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტანტინე გამსახურდია გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა, დღეს კი გერმანიიდან ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

- ბატონო კონსტანტინე, გერმანიიდან როგორ ჩანს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება?

- არ არის მარტივი საქართველოში არსებული ვითარება. სიტუაციის დალაგებას ყველა ადამიანის მხრიდან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, კომპლექსური აზროვნება, ბევრი ფაქტორის გათვალისწინება სჭირდება და მათ შორის იმ სისუსტეების გათვალისწინებაც, რომელიც შესაძლოა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას, ყველა ჩვენგანს ჰქონდეს. რა თქმა უნდა, არც ისე მარტივია დავძლიოთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც უკანასკნელი 30 წლის განვლილი გზის შედეგად გადმოგვეცა.

- თქვენს ოჯახს ძალიან დიდხანს მოუწია ემიგრაციაში ყოფნამ.

- ძალიან მძიმე და რთული გზა გამოვიარეთ. არც ახლა არის მარტივი სიტუაცია ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ცოტნეს ეს ამბავი დაემართა. ჩვენ ვცდილობთ ამ მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვიდეთ და ცოტნეს რეაბილიტაციის, გამოჯანმრთელების პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. არის რიგი პოზიტიური შედეგები, რაც გვაახლოებს ჩვენს ორ უმთავრეს მიზანთან, დაიწყოს საუბარი, ანუ დიფერენცირებული მეტყველება. გარკვეულ ხმებს გამოსცემს, უკვე მარცვლების გამოთქმასაც მივაღწიეთ. მეტყველების მერე მეორე მიზანი - სრულფასოვნად ფეხზე დადგომა და გავლაა. ძალიან მარტივად ვიტყვი, ცოტნე ახერხებს კიდურებით ამოძრაოს სპეციალური სავარჯიშო მოწყობილობა, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ახერხებს ფეხზე დადგომას. ეპილეპტიურმა სტატუსმა შეგვაფერხა ძალიან, რომელიც მოულოდნელად დაიწყო. როგორც გაირკვა, მას ეს ჰქონდა თურქეთში გადაყვანისთანავე. ჯამში, 24 დღეში ექიმებმა თურქეთში ისე ჩაახშvეს, რომ პრაქტიკულად ერთი წელი არ განმეორებულა. შემდეგ უკვე გერმანიაში, ვფიქრობ შმიდერის კლინიკაში სათანადოდ არ გაითვალისწინეს ეს საკითხი. გარკვეული წამლები ენიშნება ასეთ დროს, რომელიც პროცესს აკავებს, სტატუსი რომ არ დადგეს. ვფიქრობ, იქ მედიკამენტების ნაკლები დოზა მისცეს.

- როგორც ცნობილია, მას მეტყველება აღუდგა და წინ მიიწევდით...

- დიახ, როცა დაიწყო მეტყველება, წინადადებები თქვა, მაგრამ ყოველთვის ვერ ამბობდა. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა მთელი წინადადება თქვა. შემდეგ უკვე ამას მოჰყვა სიტუაციის დამძიმება, მედიკამენტებმა ეს სტატუსი შეაჩერა, მაგრამ შეაჩერა რეაბილიტაციის პროცესიც. მისი აღქმითი შესაძლებლობები ცოტა უკან წავიდა. ასეთ დროს საკმაოდ ძლიერ პრეპარატებს აძლევენ, ინიშნება კეტოგენური დიეტაც და ახლა თავიდან გვიწევს იმის გავლაც, რაც გავლილი იყო. ეპილეფსიურმა სტატუსმა თავისი კვალი დაამჩნია.

- დავუბრუნდეთ ოჯახთან ერთად ემიგრაციაში, შვეიცარიაში ცხოვრების პერიოდს. როგორ გაიხსენებთ ამ დროს?

- ეს არ იყო ადვილი. ჩვენ ვშრომობდით და ამის წყალობით, ვფიქრობ, სოლიდური განათლება მივეცით შვილებს. დღეს ჩემი ერთი ვაჟი, ზვიადი ბერლინშია, დაასრულა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო რაც შეეხება უფროსს, დემეტრეს, ის შვეიცარიაში მუშაობს ხელოვნების, მუსიკის პერფორმანსების სფეროში. თვითონ არის ავტორი, შემოქმედი, მონაწილე. მის დაწერილ ნაწარმოებებს უკრავენ სხვები, ხან თვითონაც ასრულებს. ამავე დროს სტუდენტებს ასწავლის ფორტეპიანოს. შვეიცარიაში ცხოვრობს დემეტრე, არის 32 წლის. ამ ქვეყანაში 12 წელი ისე ვიცხოვრეთ, რომ საქართველოში პრაქტიკულად, ფეხი არ ჩამოგვიდგამს. ამის მერე კიდევ 5 წელი ვიყავით შვეიცარიაში, მაგრამ საქართველოშიც ჩამოვდიოდი. პირველად 2004 წელს ჩამოვედი. არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და სხვათა შორის, წარმატებული იყო ჩვენი პარტია "პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება", მაგრამ საარჩევნო ზღურბლზე არ გადაგვიშვეს. ასეთი იყო პოლიტიკური ნება, ეს დაადასტურეს კიდეც ზურაბ ჟვანიამ და თინათინ ხიდაშელმა. პოლიტიკური ნება იყო არ შევეშვით პარლამენტში და დაგვაკლეს 2 პროცენტი.

- შვილებისთვის გიწევდათ იმის ახსნა, თუ რატომ ვერ ჩამოდიოდით სამშობლოში?

- ჩვენ შვილებს ვზრდიდით ეროვნული სულისკვეთებით. ისინი იზრდებოდნენ როგორც კარგი ქართველები, ანუ საქართველოს პატრიოტები და ამავე დროს მსოფლიოს მოქალაქეები. ანუ ვაჟა-ფშაველასეული პრინციპით, კოსმოპოლიტიზმი - ეს პატრიოტიზმია და პატრიოტიზმი ეს ამავე დროს კოსპოლიტიზმიცაა. ვაჟა-ფშაველას ეს ცნობილი თეზისია და ამაზე გაიზარდნენ. ვასწავლიდით ქართულს, ქართულ ლიტერატურას ვუკითხავდით. წერდნენ ქართულად, გრამატიკაში ვავარჯიშებდით. მახსოვს, "ვეფხისტყაოსნის" დაზეპირებაც დაიწყეს. უფროსმა, დემეტრემ 300 სტროფი იცოდა, ეს თითქმის მეოთხედია "ვეფხისტყაოსნის". უმცროსმა 100 სტროფის სწავლა შეძლო, ეს იყო 90-იანი წლების მიწურულს, მაშინ პატარები იყვნენ. ბავშვს ძალიან მოქნილი მეხსიერება აქვს და ყველაფერს იწოვს. ორივეს წაკითხული ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდია, გალაკტიონ ტაბიძე, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი და ბევრი სხვა. ვუყურებდით საუკეთესო ქართულ ფილმებს. მაგალითად, ძალიან უყვარდათ: "ბაში-აჩუკი", "დიდოსტატის მარჯვენა", "შერეკილებზე" ძალიან ხალისობდნენ.

- ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაზეც გიწევდათ ალბათ მათთან საუბარი. რა კითხვები ჰქონდათ ბიჭებს თქვენთან?

- რასაკვირველია, ვესაუბრებოდით. ცხადია, კითხვები ჰქონდათ და აი, თუნდაც ის, რატომ არ გამოიხატა 87 პროცენტის ნება 6 თვის შემდეგ უფრო კონცენტრირებულად, უფრო ძლიერად და როგორ შეძლო ერთი მუჭა ვიგინდარების გუნდმა ხელისუფლების დამხობა? მაშინ ჩვენ მათ ვპასუხობდით, რომ ეს რუსეთის ტექნიკური სამხედრო სპეცსამსახურების დახმარებით მოხდა. აქ უკვე რთული ასახსნელი იყო ეს, ზოგადად სპეციფიკა უნდა გესმოდეს იმის, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის იყო შექმნილი 80-იან წლების მიწურულს და ზოგადად რუსეთი, როგორც ფენომენი, როგორ მოქმედებს, როგორ ოპერირებს ყოფილი საბჭოეთის სივრცეში, ეს ცალკე თავია ისტორიის და ამას ცალკე ცოდნა სჭირდება. ჩვენ მაშინ გაგვიჭირდებოდა ბავშვებისთვის ამის ახსნა, მაგრამ ვცდილობდით. მახსოვს, უფროსმა ვაჟმა დაწერა მოთხრობა "თეთრი მგელი და ყაჩაღები", მაშინ დემეტრე 13 წლის იყო და ფაქტობრივად ჩეჩნეთის ამბავი აღწერა. საშინლად სევდიანი მოთხრობა იყო. ეს მან დაწერა 2000-იანი წლების ბოლოს და იმ დროს დაიწყო რუსეთის არმიამ იჩქერიის ლიკვიდაცია. სევდიანი დასასრული აქვს მოთხრობას, თეთრი მგელი მოკლეს რუსმა ყაჩაღებმა, პირდაპირ ასე უწოდებს მათ...წაიკითხეთ სრულად