მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მე ვეხმარები ჩემს პაციენტებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში”- მარიამ ალექსიშვილი
“მე ვეხმარები ჩემს პაციენტებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში”- მარიამ ალექსიშვილი

თა­ნა­მედ­რო­ვე ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნა კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რომ ასა­კი მხო­ლოდ ციფ­რე­ბია და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, 21-ე სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს, დახ­ვე­წოს სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა, შეც­ვა­ლოს სა­სურ­ვე­ლი დე­ტა­ლე­ბი და მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, მუ­დამ ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს.

ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­რე­ბი­სას, ხა­რის­ხი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი აქაც გა­დამ­წყვე­ტია. ჩვენს დღე­ვან­დელ რუბ­რი­კა­ში ექიმ-კოს­მე­ტო­ლოგ მა­რი­ამ ალექ­სიშ­ვილს გა­გაც­ნობთ - პრო­ფე­სი­ო­ნალს, რომ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასო­ბით კმა­ყო­ფილ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­მოს­ცა­და.

_ რო­გორც ვიცი, პა­ცი­ენ­ტებს თა­ვის მოვ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­ცე­დუ­რებს სთა­ვა­ზობთ. თუ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­ყე­ვით მეტი თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ…

_ კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა სულ რამ­დე­ნი­მე ათე­ულ წე­ლი­წადს ით­ვლის, თუმ­ცა ამ პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლიო მას­შტა­ბით უკვე მრა­ვა­ლი პრე­პა­რა­ტი, აპა­რა­ტუ­რა, თუ პრო­ცე­დუ­რაა აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და დრო­ში გა­მოც­დი­ლი.

ჩემი მუ­შა­ო­ბის 5-წლი­ა­ნი სტა­ჟის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­თე­ტი­კურ სფე­რო­ში არა­ერთ აპა­რატ­ზე და პრე­პა­რატ­ზე მი­მუ­შა­ვია. რა თქმა უნდა, ჩემი სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტის არ­სე­ნალ­ში ჩემი ფა­ვო­რი­ტი პრო­ცე­დუ­რე­ბი და საყ­ვა­რე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი მაქვს. ყვე­ლა პრე­პა­რა­ტი და აპა­რა­ტი, რომ­ლებ­საც მე პა­ცი­ენ­ტებს ვთა­ვა­ზობ, არის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ნედ­ლე­უ­ლით, მრა­ვა­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­თა და ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის შე­სა­ბა­მი­სი ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­თე­ბით. ეს ყო­ვე­ლი­ვე მეც და ჩემ­თან მო­სულ პა­ცი­ენ­ტსაც აძ­ლევს უსაფრ­თხო­ე­ბის და სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლებ­საც ვთა­ვა­ზობ პა­ცი­ენ­ტებს, მრა­ვა­ლია: სა­ხის კა­ნის სა­ბა­ზი­სო და ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი წმენ­დის პრო­ცე­დუ­რა, ქი­მი­უ­რი პი­ლინ­გი, ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცია, ბი­ო­რე­პა­რა­ცია, ბუს­ტე­რი­ზა­ცია, პლაზ­მო­თე­რა­პია, მე­ზო­თე­რა­პია. ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა კა­ნის თე­რა­პი­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო შე­დე­გით და ყვე­ლა­ზე მო­წეს­რი­გე­ბულ, მოვ­ლილ და პრე­ზენ­ტა­ბე­ლურ შე­სა­ხე­და­ო­ბას გვიქ­მნის. ასე­ვე, ნე­ი­რო­ტოქ­სი­ნით მი­მი­კუ­რი ნა­ო­ჭე­ბის გას­წო­რე­ბა და ჰი­პერ­ჰიდ­რო­ზის (ჭარ­ბოფ­ლი­ა­ნო­ბა) მკურ­ნა­ლო­ბა. სა­ხის კონ­ტუ­რუ­ლი პლას­ტი­კა ბი­ო­თავ­სე­ბა­დი გე­ლე­ბით, ანუ ფი­ლე­რე­ბით ტუ­ჩის, ცხვირ-ტუ­ჩის, საც­რემ­ლე არ­ხის, ცხვი­რის, ყვრი­მა­ლის, ნი­კა­პის მო­დე­ლი­რე­ბა. ასე­ვე, მცი­რე ინ­ვა­ზი­უ­რი მო­დე­ლი­რე ძა­ფე­ბით.

_ რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ამ პრო­ფე­სი­ა­ში, რა გზა გა­ი­ა­რეთ… რა სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი და რო­გორ გა­და­ლა­ხეთ ისი­ნი?

_ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბი­დან­ვე მხიბ­ლავ­და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო, რად­გან ეს ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი და ადა­მი­ან­ზე მზრუნ­ვე­ლი პრო­ფე­სი­აა. მა­ლე­ვე გავ­ხდი ტყუ­პე­ბის დედა და მცი­რე ხნით მო­მი­წია და­პა­უ­ზე­ბა ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში ლი­ცენ­ზი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. თუმ­ცა არ ვნა­ნობ, რად­გან ის პე­რი­ო­დი ყვე­ლა­ზე კარგ საქ­მეს ვა­კე­თებ­დი ჩემი შვი­ლე­ბის­თვის. და­მერ­წმუ­ნე­ბით, არც თუ ისე ად­ვი­ლია ტყუ­პე­ბის გაზ­რდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რა­ვი დამ­ხმა­რე მყავ­და, მცი­რე­წლოვ­ნებს დედა მა­ინც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ. ამას სირ­თუ­ლე­ებ­საც ვერ და­ვარ­ქმევ ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დრო­ით კი მო­მი­წია პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შეც­ვლა, რაც, ვფიქ­რობ, იმ მო­ცე­მუ­ლო­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

_ და ახლა რა ეტაპ­ზე ხართ?

_ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე უკვე მი­ვაღ­წიე ნდო­ბას, სიყ­ვა­რულს და პა­ტი­ვის­ცე­მას ჩემი პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან. ინ­სტაგ­რა­მი­სა და ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დებ­ზე Beauty Hub By Dr.Marisia ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბის პორ­ტფო­ლი­ოა გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც ნა­ხავთ ნა­წილს პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა, რომ­ლებ­საც მე მი­ვე­ცი ერ­თით მეტი მი­ზე­ზი ბედ­ნი­ე­რე­ბის და გა­ღი­მე­ბის­თვის.

_ რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი, რომ­ლებ­საც თქვენ სთა­ვა­ზობთ და რა შე­დე­გის მო­ლო­დი­ნი უნდა ჰქონ­დეთ მათ?

- ვფიქ­რობ, კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ის არ­სე­ნა­ლი, რომ­ლებ­საც მე ვა­კე­თებ ზო­მი­ე­რად, სწორ დროს, ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ჭი­რო ოდე­ნო­ბით ყვე­ლა ჩემს მომ­ხმა­რე­ბელს ბუ­ნებ­რივ და იდე­ა­ლურ შე­დეგს აძ­ლევს რო­გორც აკ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ასე­ვე კონ­ტუ­რუ­ლი პლას­ტი­კით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ყვე­ლა იმ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, რაც ეს­თე­ტი­კურ მე­დი­ცი­ნას შე­უძ­ლია, ხში­რად ძა­ლი­ან ბევ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი­სა და კომ­პლექ­სე­ბის მომხსნე­ლია. ეს­თე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი გარ­და გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბი­სა და კონ­ტუ­რუ­ლი პლას­ტი­კი­სა, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს პა­ცი­ენ­ტის ფსი­ქო-ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს და უმაღ­ლებს თვით­შე­ფა­სე­ბას.

_ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სკეპ­ტი­კუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი სხვადსხვა სა­ხის ინექ­ცი­უ­რი პრო­ცე­დუ­ე­ბის მი­მართ, უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, თქვე­ნი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის აზრი მოგ­ვეს­მი­ნა ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ...

- ინექ­ცი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას და მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას, ისე­ვე რო­გორც შერ­ჩე­ულ პრე­პა­რატს ერ­თპი­როვ­ნუ­ლად უნდა გან­სა­ზღვრავ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რად დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ექი­მი. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე ზო­მი­ე­რად, სწორ დროს და ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა უდა­ვოდ გა­სა­ო­ცარ შე­დეგს იძ­ლე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას შე­საძ­ლოა ახ­ლდეს გარ­კვე­უ­ლი რის­კი გარ­თუ­ლე­ბი­სა. ამი­ტო­მა­ცაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ კოს­მე­ტო­ლო­გი­ურ პრო­ცე­დუ­რებს ატა­რებ­დეს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტი, რათა დრო­უ­ლად ამო­იც­ნოს და გა­დაჭ­რას გარ­თუ­ლე­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ანა­ტო­მი­ის და ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ცოდ­ნის, ის ფაქ­ტი, რომ ყო­ველ­თვის ისე არ არის ესა თუ ის ანა­ტო­მი­უ­რი ერ­თე­უ­ლის ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ლა­გე­ბა, შე­საძ­ლოა იყოს გარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ექი­მის მიერ მარ­ტი­ვად ამო­იც­ნო­ბა და აღ­მო­ი­ფხვრე­ბა.

უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ო­რე ას­პექ­ტია შერ­ჩე­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს სიმ­შვი­დის გა­რანტს რო­გორც პა­ცი­ენტს, ასე­ვე მკურ­ნალ ექიმს.

_ რა არის ის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს ქმნის?

- პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა ცოდ­ნა, გა­ნათ­ლე­ბა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა. ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია პა­ცი­ენ­ტის კმა­ყო­ფი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მუდ­მი­ვად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვარ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბის, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კე­ბი­სა და უსაფრ­თხო პრე­პა­რა­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე.

_ რა­ტომ უნდა მო­ვი­დეს პა­ცი­ენ­ტი სწო­რედ თქვენ­თან?

- ყვე­ლა ჩემ­თან მო­სულ პა­ცი­ენტს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვა­ფა­სებ, ვუს­მენ და ამის შემ­დეგ ვუდ­გენ მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პრო­ტო­კოლს სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

მე მათ­თვის ყო­ველ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ვარ სი­ლა­მა­ზის ცენ­ტრ „MALAT“-ის და კლი­ნი­კა „Raymann“-ის ჩემს ეს­თე­ტი­კურ კა­ბი­ნე­ტებ­ში.

სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით, მუდ­მი­ვად ვა­ნე­ბივ­რებ ჩემს პა­ცი­ენ­ტებს სხვა­დას­ხვა სა­სი­ა­მოვ­ნო და მო­თხოვ­ნად პრო­ცე­დუ­რა­ზე სო­ლი­დუ­რი ფას­დაკ­ლე­ბე­ბით. მიმ­დი­ნა­რედ ვთა­ვა­ზობ 30%-40%-იანი ფას­დაკ­ლე­ბას ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და ბო­ტუ­ლი­ნო­ტოქ­სი­ნის პრო­ცე­დუ­რებ­ზე.

_ და­სას­რულს, გაგ­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა სი­ლა­მა­ზის ტა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ხებ...

- თა­ნა­მედ­რო­ვე სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრია აქ­ცენტს უფრო აკე­თებს მოვ­ლილ, ბრწყინ­ვა­ლე, და­ტე­ნი­ა­ნე­ბულ და ჯან­საღ კან­ზე. თუმ­ცა აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას არ კარ­გავს ფი­ლე­რე­ბით სა­ხის მო­დე­ლი­რე­ბა.

ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი რაც არას­დროს და­კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას, ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ფას­და­უ­დე­ბე­ლი - ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბაა. სწო­რედ ესაა ჩემი სტან­დარ­ტიც, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბის და­კარ­გვის გა­რე­შე. მე ვეხ­მა­რე­ბი ჩემს პა­ცი­ენ­ტებს სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­უ­კე­თე­სო ვერ­სი­ის შექ­მნა­ში.

NS

ავტორი:

“მე ვეხმარები ჩემს პაციენტებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში”- მარიამ ალექსიშვილი

“მე ვეხმარები ჩემს პაციენტებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში”- მარიამ ალექსიშვილი

თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და პროფესიონალების დახმარებით, 21-ე საუკუნის ადამიანს შეუძლია გააუმჯობესოს, დახვეწოს საკუთარი გარეგნობა, შეცვალოს სასურველი დეტალები და მიუხედავად ასაკისა, მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახის სამედიცინო მომსახურების მირებისას, ხარისხი და პროფესიონალიზმი აქაც გადამწყვეტია. ჩვენს დღევანდელ რუბრიკაში ექიმ-კოსმეტოლოგ მარიამ ალექსიშვილს გაგაცნობთ - პროფესიონალს, რომლის მომსახურების ხარისხიც წლების განმავლობაში ასობით კმაყოფილმა მომხმარებელმა გამოსცადა.

_ როგორც ვიცი, პაციენტებს თავის მოვლის სხვადასხვა სახის პროცედურებს სთავაზობთ. თუ შეიძლება მოგვიყევით მეტი თქვენი საქმიანობის შესახებ…

_ კოსმეტოლოგიური მომსახურება სულ რამდენიმე ათეულ წელიწადს ითვლის, თუმცა ამ პერიოდში მსოფლიო მასშტაბით უკვე მრავალი პრეპარატი, აპარატურა, თუ პროცედურაა აპრობირებული და დროში გამოცდილი.

ჩემი მუშაობის 5-წლიანი სტაჟის განმავლობაში ესთეტიკურ სფეროში არაერთ აპარატზე და პრეპარატზე მიმუშავია. რა თქმა უნდა, ჩემი სამუშაო კაბინეტის არსენალში ჩემი ფავორიტი პროცედურები და საყვარელი პრეპარატები მაქვს. ყველა პრეპარატი და აპარატი, რომლებსაც მე პაციენტებს ვთავაზობ, არის უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, მრავალი ლაბორატორიული კვლევებითა და ევროპისა და ამერიკის შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკათებით. ეს ყოველივე მეც და ჩემთან მოსულ პაციენტსაც აძლევს უსაფრთხოების და საუკეთესო შედეგის მიღების საშუალებას.

რაც შეეხება პროცედურების ჩამონათვალს, რომლებსაც ვთავაზობ პაციენტებს, მრავალია: სახის კანის საბაზისო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი წმენდის პროცედურა, ქიმიური პილინგი, ბიორევიტალიზაცია, ბიორეპარაცია, ბუსტერიზაცია, პლაზმოთერაპია, მეზოთერაპია. ეს პროცედურები გამოირჩევა კანის თერაპიული სამკურნალო შედეგით და ყველაზე მოწესრიგებულ, მოვლილ და პრეზენტაბელურ შესახედაობას გვიქმნის. ასევე, ნეიროტოქსინით მიმიკური ნაოჭების გასწორება და ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობა) მკურნალობა. სახის კონტურული პლასტიკა ბიოთავსებადი გელებით, ანუ ფილერებით ტუჩის, ცხვირ-ტუჩის, საცრემლე არხის, ცხვირის, ყვრიმალის, ნიკაპის მოდელირება. ასევე, მცირე ინვაზიური მოდელირე ძაფებით.

_ როგორ აღმოჩნდით ამ პროფესიაში, რა გზა გაიარეთ… რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი და როგორ გადალახეთ ისინი?

_ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ბავშვობიდანვე მხიბლავდა სამედიცინო სფერო, რადგან ეს ყველაზე ჰუმანური და ადამიანზე მზრუნველი პროფესიაა. მალევე გავხდი ტყუპების დედა და მცირე ხნით მომიწია დაპაუზება ჩემი პროფესიული განვითარების ვიწრო სპეციალიზაციაში ლიცენზირების თვალსაზრისით. თუმცა არ ვნანობ, რადგან ის პერიოდი ყველაზე კარგ საქმეს ვაკეთებდი ჩემი შვილებისთვის. დამერწმუნებით, არც თუ ისე ადვილია ტყუპების გაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დამხმარე მყავდა, მცირეწლოვნებს დედა მაინც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამას სირთულეებსაც ვერ დავარქმევ ჩემს პროფესიაში, თუმცა გარკვეული დროით კი მომიწია პრიორიტეტების შეცვლა, რაც, ვფიქრობ, იმ მოცემულობისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

_ და ახლა რა ეტაპზე ხართ?

_ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე უკვე მივაღწიე ნდობას, სიყვარულს და პატივისცემას ჩემი პაციენტებისგან. ინსტაგრამისა და ფეისბუქის გვერდებზე Beauty Hub By Dr.Marisia ჩემი ნამუშევრების პორტფოლიოა განთავსებული, სადაც ნახავთ ნაწილს პაციენტებისა, რომლებსაც მე მივეცი ერთით მეტი მიზეზი ბედნიერების და გაღიმებისთვის.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის პროცედურები, რომლებსაც თქვენ სთავაზობთ და რა შედეგის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მათ?

- ვფიქრობ, კოსმეტოლოგიური პროცედურების ის არსენალი, რომლებსაც მე ვაკეთებ ზომიერად, სწორ დროს, ჩვენების მიხედვით, საჭირო ოდენობით ყველა ჩემს მომხმარებელს ბუნებრივ და იდეალურ შედეგს აძლევს როგორც აკნეს მკურნალობიდან დაწყებული, ასევე კონტურული პლასტიკით დამთავრებული.

ყველა იმ ნაკლოვანების გამოსწორება, რაც ესთეტიკურ მედიცინას შეუძლია, ხშირად ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური სტრესისა და კომპლექსების მომხსნელია. ესთეტიკური პროცედურები გარდა გაახალგაზრდავებისა და კონტურული პლასტიკისა, ასევე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, ცხოვრების ხარისხს და უმაღლებს თვითშეფასებას.

_ ბევრი ადამიანი სკეპტიკურადაა განწყობილი სხვადსხვა სახის ინექციური პროცედუების მიმართ, უპრიანი იქნებოდა, თქვენი, როგორც პროფესიონალის აზრი მოგვესმინა ამ პროცედურების ავკარგიანობისა და უსაფრთხოების შესახებ...

- ინექციური პროცედურების საჭიროებას და მიზანშეწონილობას, ისევე როგორც შერჩეულ პრეპარატს ერთპიროვნულად უნდა განსაზღვრავდეს სპეციალურად დატრენინგებული და განათლებული ექიმი. როგორც უკვე აღვნიშნე ზომიერად, სწორ დროს და ჩვენების მიხედვით ჩატარებული პროცედურა უდავოდ გასაოცარ შედეგს იძლევა.

რაც შეეხება უსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა, ყველა სამედიცინო მანიპულაციას შესაძლოა ახლდეს გარკვეული რისკი გართულებისა. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს ატარებდეს უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტი, რათა დროულად ამოიცნოს და გადაჭრას გართულებები. მიუხედავად ანატომიის და ფიზიოლოგიის ცოდნის, ის ფაქტი, რომ ყოველთვის ისე არ არის ესა თუ ის ანატომიური ერთეულის ტოპოგრაფიული განლაგება, შესაძლოა იყოს გართულება, რომელიც ექიმის მიერ მარტივად ამოიცნობა და აღმოიფხვრება.

უსაფრთხოების მეორე ასპექტია შერჩეული პრეპარატების უმაღლესი ხარისხი, რომელიც გვაძლევს სიმშვიდის გარანტს როგორც პაციენტს, ასევე მკურნალ ექიმს.

_ რა არის ის მთავარი ღირებულებები, პრიორიტეტები და პროფესიული სტანდარტები, რომლებიც თქვენს პროფესიონალიზმს ქმნის?

- პროფესიულ საქმიანობაში ჩემთვის ყველაზე მთავარი ღირებულებაა ცოდნა, განათლება და კეთილსინდისიერება. ჩემთვის პრიორიტეტულია პაციენტის კმაყოფილება. შესაბამისად, მუდმივად ორიენტირებული ვარ პაციენტებისთვის პროფესიული ცოდნის ამაღლების, თანამედროვე ტექნიკებისა და უსაფრთხო პრეპარატების შეთავაზებაზე.

_ რატომ უნდა მოვიდეს პაციენტი სწორედ თქვენთან?

- ყველა ჩემთან მოსულ პაციენტს ინდივიდუალურად ვაფასებ, ვუსმენ და ამის შემდეგ ვუდგენ მხოლოდ აუცილებელი პროცედურებით ინდივიდუალურ პროტოკოლს სასურველი შედეგის მისაღწევად.

მე მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ სილამაზის ცენტრ „MALAT“-ის და კლინიკა „Raymann“-ის ჩემს ესთეტიკურ კაბინეტებში.

სეზონის მიხედვით, მუდმივად ვანებივრებ ჩემს პაციენტებს სხვადასხვა სასიამოვნო და მოთხოვნად პროცედურაზე სოლიდური ფასდაკლებებით. მიმდინარედ ვთავაზობ 30%-40%-იანი ფასდაკლებას ბიორევიტალიზაციის და ბოტულინოტოქსინის პროცედურებზე.

_ დასასრულს, გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება სილამაზის ტანამედროვე სტანდარტების შესახებ...

- თანამედროვე სილამაზის ინდუსტრია აქცენტს უფრო აკეთებს მოვლილ, ბრწყინვალე, დატენიანებულ და ჯანსაღ კანზე. თუმცა აქტუალურობას არ კარგავს ფილერებით სახის მოდელირება.

ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი კი რაც არასდროს დაკარგავს აქტუალურობას, ყოველთვის იქნება ფასდაუდებელი - ეს ინდივიდუალურობაა. სწორედ ესაა ჩემი სტანდარტიც, არსებული რეალობის გაუმჯობესება ინდივიდუალურობის დაკარგვის გარეშე. მე ვეხმარები ჩემს პაციენტებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში.

NS