კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეშინია იმის, როცა "ომიკრონი" ჩემი ასაკის და უფროსი თაობის აუცრელ ადამიანებს შეხვდება" - პაატა იმნაძე
"მეშინია იმის, როცა "ომიკრონი" ჩემი ასაკის და უფროსი თაობის აუცრელ ადამიანებს შეხვდება" - პაატა იმნაძე

აღ­მოჩ­ნდა, რომ რო­დე­საც 60 წელს ზე­მოთ ადა­მი­ა­ნე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე ფი­ნან­სუ­რი წა­ხა­ლი­სე­ბა გა­მო­ცხად­და, და­მა­ტე­ბით 120 ათა­სი ადა­მი­ა­ნი აიც­რა - ბევ­რი ვა­რი­ან­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის გო­ნე­ბამ­დე მი­ვი­დეთ, რომ თა­ვი­ანთ სი­ცო­ცხლეს გა­უფრ­თხილ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე იმის შე­სა­ხებ, რომ მთავ­რო­ბა „ბუს­ტერ“ დო­ზით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ფი­ნან­სურ წა­ხა­ლი­სე­ბას გეგ­მავს, იმ­ნა­ძე ამ­ბობს, რომ ეს მხო­ლოდ ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა.

„ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დეთ - სო­ფელ-სო­ფელ სი­ა­რუ­ლი, ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, ლა­ტა­რი­ის გა­თა­მა­შე­ბა, რო­მე­ლიც დიდი მო­გე­ბე­ბის შანსს იძ­ლე­ო­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ რო­დე­საც 60 წელს ზე­მოთ ადა­მი­ა­ნებ­ზე ფი­ნან­სუ­რი წა­ხა­ლი­სე­ბა გა­მო­ცხად­და, და­მა­ტე­ბით 120 ათა­სი ადა­მი­ა­ნი აიც­რა. 60 წელს ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ ნა­ხე­ვარ­ზე ცოტა მეტი გვყავს აც­რი­ლი და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია დარ­ჩე­ნი­ლი, ვის­თვი­საც კო­რო­ნა შე­საძ­ლოა სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე გახ­დეს. იქ­ნებ ამ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ანთ სი­ცო­ცხლე­ზე წა­ხა­ლი­სე­ბის გზით მა­ინც ვა­ფიქ­რე­ბი­ნოთ“,- გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ „ომიკ­რო­ნი“ ორ­ჯე­რა­დად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ და რიგ შემ­თხვე­ვა­ში „ბუს­ტერ“ დო­ზით აც­რილ ადა­მი­ა­ნებ­საც უდას­ტურ­დე­ბათ, იმ­ნა­ძე ამ­ბობს, რომ „ომიკ­რო­ნი“ კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნას და აც­რის სტა­ტუსს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს“.

"მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­დაც ზუს­ტად ვი­ცით, რომ „ომიკ­რო­ნია“ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ნა­ხე­ვა­რი იყო ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლი და 15% იყო ისე­თი, ვი­საც გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი. ასე რომ, „ომიკ­რო­ნი“ არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას არც გა­და­ტა­ნას, არც აც­რის სტა­ტუსს, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე იყო ისე­თი, ვი­საც „ბუს­ტე­რი“ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დად არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი. ახალ­გაზ­რდებ­მა, რომ­ლე­ბიც აც­რი­ლე­ბი იყ­ვნენ და "ომიკ­რო­ნი" და­ე­მარ­თათ, მსუ­ბუ­ქად გა­და­ი­ტა­ნეს, მე­ში­ნია იმის, რო­დე­საც "ომიკ­რო­ნი" ჩემი ასა­კის და უფ­რო­სი თა­ო­ბის აუც­რელ ადა­მი­ა­ნებს შეხ­ვდე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

გარ­და ამი­სა, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ უპა­სუ­ხა კი­თხვას, შე­საძ­ლოა თუ არა, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ კო­რო­ნა­ვირუს­ზე დღეს არ­სე­ბულ­მა ვაქ­ცი­ნებ­მა და ტეს­ტებ­მა არ იმოქ­მე­დონ. რო­გორც იმ­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ვაქ­ცი­ნის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნო­ბის გა­მო­რი­ცხვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტებს, იმ­ნა­ძე გან­მარ­ტავს, რა შემ­თხვე­ვა­ში მუ­შა­ობს სწრა­ფი ტეს­ტი.

"ამის გა­მო­რი­ცხვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით, რა მო­ნა­ცე­მე­ბი­ცაა, შვე­ი­ცა­რი­ე­ლე­ბის კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა და გა­მო­ვი­და, რომ ორ­ჯერ აცრა "ომიკ­რო­ნის" შემ­თხვე­ვა­ში სიკ­ვდი­ლის­გან 9-ჯერ იცავს, ანუ ადა­მი­ანს 9-ჯერ ნაკ­ლე­ბი რის­კი აქვს სიკ­ვდი­ლის, ხოლო "ბუს­ტე­რი“ 40-ჯერ მე­ტად იცავს. ვაქ­ცი­ნე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან ნაკ­ლე­ბად გვი­ცა­ვენ, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლის­გან ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნად გვი­ცა­ვენ. რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტებს, ბევ­რი ჭორი გავ­რცელ­და. პირ­ვე­ლად რომ გა­მოჩ­ნდა „დელ­ტა“, მა­ში­ნაც იგი­ვე სა­უ­ბა­რი იყო, რომ სწრა­ფი ტეს­ტი არ მუ­შა­ობს.

ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რი სწრა­ფი ტეს­ტი­თაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მაგ­რამ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს დროს, რო­დე­საც ეს სწრა­ფი ტეს­ტი კეთ­დე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი უსიმპტო­მოა, სწრა­ფი ტეს­ტი ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნია, თუ სიმპტო­მე­ბი გა­მომ­ჟღავ­ნდე­ბა, მა­შინ­ვე არ გა­იქ­ცეთ, გა­და­ვი­დეთ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნი­დან მე-2 მე-3 დღეს, სწრა­ფი ტეს­ტი კარ­გად იჭერს. ხან „პი­სი­ა­რიც“ ვერ იჭერს - ამას ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს, მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა ნი­მუ­შის ამ­ღებ­მა ჩხი­რი ცხვირ­ში უბ­რა­ლოდ მო­უ­ცა­ცუ­ნოს. ჩხი­რი ცხვირ-ხა­ხა­ში უნდა გა­და­ვი­დეს, ესაა მა­სა­ლის კარ­გი აღე­ბა და ამა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ჩემთვის პირადად სამწუხარო ის არის რომ, ის ადამიანები ვინც თვლიდნენ რომ აცრა საშიში იყო მათთვის 2 კაპიკის სანაცვლოდ გადაწყვიტეს რომ ჯანდაბას ჩემი თავიო. კიდევ ის რომ ვიღაცას ილუზია აქვს რომ საავადმყოფოში მას თავისივე, ბიუჯეტში შეტანილი ფულით არ მკურნალობენ და მუქარით ამბობენ თუ ვერ გადახდის მკურნალობას და აცრაც არ უნდა მაშინ მოკვდესო. არც იმის ილუზია მაქვს რომ ექიმი გვეტყვის არ აიცრათო,ეს მისი პროფესიის სავალდებულო ნაწილია და სხვანაირად უფლებაც არ აქვს.ისიც ზუსტად ვიცი რომ საქართველო სხვა სამყაროში არ არის და ამ შერყეულ სამყაროს უნდა აუწყოს ფეხი,ეს დაუწერელი კანონია ყველა სახელმწიფოსთვის.თუმცა წინააღმდეგი არ ვარ აცრის მაგრამ მიეცით ხალხს საკუთარი არჩევანის უფლება,ვისაც ჯერა იმან აიცრას ან არ აიცრას. ცოდვას ნუ ჩაადენინებთ ,სულს და საკუთარ თავს ნუ გააყიდინებთ გროშებზე!ბოლოსდაბოლოს საკუთარ თავს "იგდებენ" საფრთხეში. ჯანმრთელობას გისურვებთ სულ ყველას.

ნაცნობი
2

ტრანსპორტი დაკეტვა არა, მაგრამ სადაც შეიძლება დისტანციურად მუშაობა ან სწავლა, უნდა გადავიდეთ

ავტორი:

"მეშინია იმის, როცა "ომიკრონი" ჩემი ასაკის და უფროსი თაობის აუცრელ ადამიანებს შეხვდება" - პაატა იმნაძე

"მეშინია იმის, როცა "ომიკრონი" ჩემი ასაკის და უფროსი თაობის აუცრელ ადამიანებს შეხვდება" - პაატა იმნაძე

აღმოჩნდა, რომ როდესაც 60 წელს ზემოთ ადამიანების ვაქცინაციაზე ფინანსური წახალისება გამოცხადდა, დამატებით 120 ათასი ადამიანი აიცრა - ბევრი ვარიანტი განიხილება, როგორ შეიძლება მოსახლეობის გონებამდე მივიდეთ, რომ თავიანთ სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ მთავრობა „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანების ფინანსურ წახალისებას გეგმავს, იმნაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ ასაკოვან ადამიანებზე გავრცელდება.

„ყველაფერი ვცადეთ - სოფელ-სოფელ სიარული, ადამიანებთან შეხვედრები, ლატარიის გათამაშება, რომელიც დიდი მოგებების შანსს იძლეოდა. აღმოჩნდა, რომ როდესაც 60 წელს ზემოთ ადამიანებზე ფინანსური წახალისება გამოცხადდა, დამატებით 120 ათასი ადამიანი აიცრა. 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ ნახევარზე ცოტა მეტი გვყავს აცრილი და წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია დარჩენილი, ვისთვისაც კორონა შესაძლოა სასიკვდილო საფრთხე გახდეს. იქნებ ამ ადამიანებს თავიანთ სიცოცხლეზე წახალისების გზით მაინც ვაფიქრებინოთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ „ომიკრონი“ ორჯერადად ვაქცინირებულ და რიგ შემთხვევაში „ბუსტერ“ დოზით აცრილ ადამიანებსაც უდასტურდებათ, იმნაძე ამბობს, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის გადატანას და აცრის სტატუსს ყურადღებას არ აქცევს“.

"მონაცემების მიხედვით, სადაც ზუსტად ვიცით, რომ „ომიკრონია“ დადასტურებული, ნახევარი იყო ორჯერადად აცრილი და 15% იყო ისეთი, ვისაც გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი. ასე რომ, „ომიკრონი“ არ აქცევს ყურადღებას არც გადატანას, არც აცრის სტატუსს, მხოლოდ რამდენიმე იყო ისეთი, ვისაც „ბუსტერი“ ჰქონდა გაკეთებული. ძირითადად არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდებმა, რომლებიც აცრილები იყვნენ და "ომიკრონი" დაემართათ, მსუბუქად გადაიტანეს, მეშინია იმის, როდესაც "ომიკრონი" ჩემი ასაკის და უფროსი თაობის აუცრელ ადამიანებს შეხვდება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

გარდა ამისა, პაატა იმნაძემ უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ გარკვეული დროის შემდეგ კორონავირუსზე დღეს არსებულმა ვაქცინებმა და ტესტებმა არ იმოქმედონ. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ვაქცინის არაეფექტიანობის გამორიცხვა შეუძლებელია, რაც შეეხება ტესტებს, იმნაძე განმარტავს, რა შემთხვევაში მუშაობს სწრაფი ტესტი.

"ამის გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა ჯერჯერობით, რა მონაცემებიცაა, შვეიცარიელების კვლევა გამოქვეყნდა და გამოვიდა, რომ ორჯერ აცრა "ომიკრონის" შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ანუ ადამიანს 9-ჯერ ნაკლები რისკი აქვს სიკვდილის, ხოლო "ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს. ვაქცინები ინფიცირებისგან ნაკლებად გვიცავენ, მაგრამ სიკვდილისგან ძალიან ეფექტიანად გვიცავენ. რაც შეეხება ტესტებს, ბევრი ჭორი გავრცელდა. პირველად რომ გამოჩნდა „დელტა“, მაშინაც იგივე საუბარი იყო, რომ სწრაფი ტესტი არ მუშაობს.

ახალი შემთხვევების ნახევარი სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, როდესაც ეს სწრაფი ტესტი კეთდება. თუ ადამიანი უსიმპტომოა, სწრაფი ტესტი ნაკლებად ეფექტიანია, თუ სიმპტომები გამომჟღავნდება, მაშინვე არ გაიქცეთ, გადავიდეთ თვითიზოლაციაში და სიმპტომების გაჩენიდან მე-2 მე-3 დღეს, სწრაფი ტესტი კარგად იჭერს. ხან „პისიარიც“ ვერ იჭერს - ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად შეიძლება ნიმუშის ამღებმა ჩხირი ცხვირში უბრალოდ მოუცაცუნოს. ჩხირი ცხვირ-ხახაში უნდა გადავიდეს, ესაა მასალის კარგი აღება და ამასაც აქვს მნიშვნელობა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.