საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძილში მომესმა ნიკას არანორმალური სუნთქვა, გადმოვატრიალე და ბოლოჯერ ამოისუნთქა... ბავშვებს მამა თვალწინ მოუკვდათ" - ნიკა ქაცარიძის მეუღლის ემოციური ინტერვიუ
"ძილში მომესმა ნიკას არანორმალური სუნთქვა, გადმოვატრიალე და ბოლოჯერ ამოისუნთქა... ბავშვებს მამა თვალწინ მოუკვდათ" - ნიკა ქაცარიძის მეუღლის ემოციური ინტერვიუ

5 იან­ვარს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, 43 წლის ნიკა ქა­ცა­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვაა. ნიკა ქა­ცა­რი­ძე 2005 წლი­დან დღემ­დე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

ნიკა ქა­ცა­რი­ძის მე­უღ­ლემ ნინო ბე­რი­ძემ მისი ცხოვ­რე­ბის მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი დღე გა­იხ­სე­ნა და თქვა, რომ მა­მის სიკ­ვდილს მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბიც შე­ეს­წრნენ.

"და­ლე­ვით, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ან და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე სვამ­და. ამას ყო­ველ­დღი­უ­რი ხა­სი­ა­თი არ ჰქონ­და. სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულ­ზე ვინ არ სვამს? რო­გორც ასე­თი, ნიკა მსმე­ლი არ იყო.

ჩემი აზ­რით, ეს იყო აც­რი­დან და სასმლი­დან პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი თრომ­ბი. და­ვა­ზუს­ტებ რას ვგუ­ლის­ხმობ, არ მინ­და ისე გა­მო­ვი­დეს, თით­ქოს აც­რის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არის მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბის­გან მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა და­ლე­ვა ერთი თვე ან ორი თვე. მო­უ­წია სას­მე­ლის და­ლე­ვა, თუმ­ცა ეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არ იყო. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­ძი­ნა, ადრე დაწ­ვა, რად­გან მე­ო­რე დღეს რე­პე­ტი­ცია ჰქონ­და.

ბავ­შვე­ბი მას­თან დაწ­ვნენ. პა­ტა­რა ბიჭი ჩა­უწ­ვა სა­წოლ­ში, აღარ შორ­დე­ბო­და და ასე ჩა­ე­ძი­ნა. ღამე გა­მო­მეღ­ვი­ძა, 3 სა­ათ­ზე და ლა­ზა­რე ცხე­ლი მო­მეჩ­ვე­ნა და რომ ავიყ­ვა­ნე და გა­უ­ზო­მე სი­ცხე, ამ დროს ნი­კამ გა­იღ­ვი­ძა, მკი­თხა, რა ხდე­ბაო? ვუ­თხა­რი, რომ ლა­ზა­რეს და­ბა­ლი სი­ცხე ჰქონ­და. წყა­ლი და­მა­ლე­ვი­ნეო, და­ლია წყა­ლი, ამის შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­ძი­ნა.

ძილ­ში მო­მეს­მა არა­ნორ­მა­ლუ­რი სუნ­თქვა მისი, გა­მეღ­ვი­ძა და ვე­ძა­ხი, ნიკა... გად­მო­ვატ­რი­ა­ლე და და­ას­რუ­ლა სუნ­თქვა. ვერც და­ვი­ჯე­რებ­დი მა­შინ, რომ ეს იყო მისი ბოლო ამო­სუნ­თქვა. ამ დროს ორი­ვე ბავ­შვმა გა­იღ­ვი­ძა. ამის შემ­დეგ დე­და­ჩე­მი გა­ვაღ­ვი­ძე. სას­წრა­ფო­შიც დავ­რე­კე, მო­ვიდ­ნენ ძა­ლი­ან სწრა­ფად, მაგ­რამ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

ეს არის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი, მძი­მე ახა­ლი წელი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბავ­შვებს მამა თვალ­წინ მო­უკ­ვდათ. მა­რი­ტა 5 წლის არის, ლა­ზა­რე - 2 წლის. მა­რი­ტა დღემ­დე არ შე­მო­დის იმ ოთახ­ში, სა­დაც ნი­კამ და­ლია სული. გუ­შინ ლა­ზა­რემ მი­თხრა, დედა ეს არის შავი ოთა­ხიო. იმ ოთახ­ში არც ერთს არ უნდა და­ძი­ნე­ბა. მა­რი­ტამ და­ი­ნა­ხა მისი ამო­სუნ­თქვა" - აღ­ნიშ­ნა ნინო ბე­რი­ძემ "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" სტუმ­რო­ბი­სას.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Adk
3

ძალიან დიდი ტკივილია ძალიან...((((ოღონდ ნანულას შოუში რა გინდოდა...

აუსწრებლად მიყვარდა ...
3

აუსწრებლად მიყვარდა ნიკა შვილივით,ჯერ რა დსაყვარელი მოყოლა იცოდა,ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი,,ნეტა არ აცრილიყო.

დაუსწრებლად მიყვარდა ნიკა შვილივით,ჯერ რა დსაყვარელი მოყოლა იცოდა,ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი,,ნეტა არ აცრილიყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ძილში მომესმა ნიკას არანორმალური სუნთქვა, გადმოვატრიალე და ბოლოჯერ ამოისუნთქა... ბავშვებს მამა თვალწინ მოუკვდათ" - ნიკა ქაცარიძის მეუღლის ემოციური ინტერვიუ

"ძილში მომესმა ნიკას არანორმალური სუნთქვა, გადმოვატრიალე და ბოლოჯერ ამოისუნთქა... ბავშვებს მამა თვალწინ მოუკვდათ" - ნიკა ქაცარიძის მეუღლის ემოციური ინტერვიუ

5 იანვარს რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევაა. ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ნიკა ქაცარიძის მეუღლემ ნინო ბერიძემ მისი ცხოვრების მომხდარი უმძიმესი დღე გაიხსენა და თქვა, რომ მამის სიკვდილს მისი მცირეწლოვანი შვილებიც შეესწრნენ.

"დალევით, როგორც ყველა ქართველი მამაკაცი, დღესასწაულებზე ან დაბადების დღეებზე სვამდა. ამას ყოველდღიური ხასიათი არ ჰქონდა. საახალწლო დღესასწაულზე ვინ არ სვამს? როგორც ასეთი, ნიკა მსმელი არ იყო.

ჩემი აზრით, ეს იყო აცრიდან და სასმლიდან პროვოცირებული თრომბი. დავაზუსტებ რას ვგულისხმობ, არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს აცრის წინააღმდეგი ვარ. თუმცა ამ შემთხვევაში არ არის მედიცინის მუშაკებისგან მკაცრი გაფრთხილება, რომ არ შეიძლება დალევა ერთი თვე ან ორი თვე. მოუწია სასმელის დალევა, თუმცა ეს დიდი რაოდენობით არ იყო. ჩვეულებრივად დაიძინა, ადრე დაწვა, რადგან მეორე დღეს რეპეტიცია ჰქონდა.

ბავშვები მასთან დაწვნენ. პატარა ბიჭი ჩაუწვა საწოლში, აღარ შორდებოდა და ასე ჩაეძინა. ღამე გამომეღვიძა, 3 საათზე და ლაზარე ცხელი მომეჩვენა და რომ ავიყვანე და გაუზომე სიცხე, ამ დროს ნიკამ გაიღვიძა, მკითხა, რა ხდებაო? ვუთხარი, რომ ლაზარეს დაბალი სიცხე ჰქონდა. წყალი დამალევინეო, დალია წყალი, ამის შემდეგ ჩვეულებრივად დაიძინა.

ძილში მომესმა არანორმალური სუნთქვა მისი, გამეღვიძა და ვეძახი, ნიკა... გადმოვატრიალე და დაასრულა სუნთქვა. ვერც დავიჯერებდი მაშინ, რომ ეს იყო მისი ბოლო ამოსუნთქვა. ამ დროს ორივე ბავშვმა გაიღვიძა. ამის შემდეგ დედაჩემი გავაღვიძე. სასწრაფოშიც დავრეკე, მოვიდნენ ძალიან სწრაფად, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო.

ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი, მძიმე ახალი წელი. ფაქტობრივად, ბავშვებს მამა თვალწინ მოუკვდათ. მარიტა 5 წლის არის, ლაზარე - 2 წლის. მარიტა დღემდე არ შემოდის იმ ოთახში, სადაც ნიკამ დალია სული. გუშინ ლაზარემ მითხრა, დედა ეს არის შავი ოთახიო. იმ ოთახში არც ერთს არ უნდა დაძინება. მარიტამ დაინახა მისი ამოსუნთქვა" - აღნიშნა ნინო ბერიძემ "ნანუკას შოუში" სტუმრობისას.