სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენებურმა დათვებმა რომ მოილხინეს, სულ სხვაგვარი მოლხენა იყო" - რაში სჭირდებათ ცხოველებს ჩიჩილაკები? (ფოტოები)
"ჩვენებურმა დათვებმა რომ მოილხინეს, სულ სხვაგვარი მოლხენა იყო" - რაში სჭირდებათ ცხოველებს ჩიჩილაკები? (ფოტოები)

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბას სთხოვს, ახა­ლი წლის შემ­დეგ ჩი­ჩი­ლა­კე­ბი გა­დაყ­რის ნაც­ვლად, მათ­თან მი­ი­ტა­ნონ. რო­გორც ზო­ო­პარ­კის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობთ, ჩი­ჩი­ლა­კებს ცხო­ვე­ლე­ბის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია.

"ცოტა ხნის წინ ჩი­ჩი­ლა­კე­ბის მო­ტა­ნა რომ გთხო­ვეთ, ხომ გახ­სოვთ? ალ­ბათ ისიც გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ხომ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს ეგო­ნოს, და­ე­ზა­რე­ბო­დათ და ნა­გავ­ში გა­და­უ­ძა­ხებ­დნე­ნო. ან იქ­ნებ იფიქ­რეს, კო­ცო­ნი და­ა­გიზ­გი­ზეს და ფერ­დე­ბი გა­ით­ბე­სო. არა, ბა­ტო­ნო. ცხო­ვე­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას მო­ვახ­მა­რეთ პა­ტი­ოს­ნად", - ვკი­თხუ­ლობთ ზო­ო­პარ­კის ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე". .

რაში სჭირ­დე­ბათ ცხო­ვე­ლებს ჩი­ჩი­ლა­კე­ბი?

"ზო­ო­პარ­კის ბი­ნად­რე­ბის­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბის, თავ­სა­ტე­ხის, რა­ი­მე სი­ახ­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა. თა­ნაც პერ­მა­ნენ­ტუ­ლად. ამ აქ­ტი­ვო­ბებს "ენ­რიჩ­მენტს“, ანუ გა­რე­მოს გამ­დიდ­რე­ბას ეძა­ხი­ან. თა­ნა­მედ­რო­ვე ზო­ო­პარ­კებ­ში ეს ისე­თი­ვე რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მეა, რო­გორც ცხო­ვე­ლის კვე­ბა, წყლის გა­მოც­ვლა და ვო­ლი­ე­რის და­ლა­გე­ბა. ხში­რად დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი ხეზე მო­კონ­წი­ა­ლე ხორცს, ან ბოსტნე­ულს რომ და­ი­ნა­ხა­ვენ, კო­პებ­შეყ­რილ­ნი გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, ცხო­ვე­ლებს რა­ტომ აწ­ვა­ლებთ, არ შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პირ აჭა­მო­თო? ცი­ვი­ლუ­რა­დო. ადა­მი­ა­ნუ­რა­დო. არა, ბა­ტო­ნო. არ შე­იძ­ლე­ბა. გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის საკ­ვე­ბის ლან­გრით მირ­თმე­ვა სუ­ლაც არაა სა­სარ­გებ­ლო. პი­რი­ქით. გა­რე­მოს გა­სამ­დიდ­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც სწო­რედ იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ცხო­ველ­მა ბუ­ნებ­რი­ვი ქცე­ვე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნოს - ეძე­ბოს და მო­ი­პო­ვოს საკ­ვე­ბი, ის­წავ­ლოს ხეზე ცოც­ვა, აი­შე­ნოს ბუ­ნა­გი, ან ბუდე და ა.შ. და­ვუბ­რუნ­დეთ ჩი­ჩი­ლა­კებს.

პირ­ველ რიგ­ში სპი­ლოს­ხე­ლა მად­ლო­ბა, რომ არ და­ი­ზა­რეთ და მოგ­ვი­ტა­ნეთ რო­გორ და­ვა­საქ­მეთ თქვე­ნი სა­ჩუქ­რე­ბი?

ჯერ აფ­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბი გა­ვა­ხა­რეთ - ფაფ­რი­ა­ნი ცხვრე­ბი, მარ­ტორ­ქა, მა­კა­კე­ბი...

თუმ­ცა, რა იცი­ან აფ­რი­კე­ლებ­მა გუ­რუ­ლი ჩი­ჩი­ლა­კე­ბის ფასი?! მშვე­ნივ­რად გა­ერ­თნენ, მაგ­რამ აი, ჩვე­ნე­ბურ­მა დათ­ვებ­მა რომ მო­ილ­ხი­ნეს, სულ სხვაგ­ვა­რი მოლ­ხე­ნა იყო. ვერ გე­ტყვით, რომ ცას სწვდე­ბო­და მათი კრი­მან­ჭუ­ლი და ხა­სან­ბე­გუ­რა, მაგ­რამ ზრი­ა­ლი კი გა­უ­დი­ო­და მი­წას. მო­ვუ­კაზ­მეთ გა­ფუ­ე­ბუ­ლი ჩი­ჩი­ლა­კე­ბი ლო­ყა­წი­თე­ლი ვაშ­ლე­ბით, სტა­ფი­ლო­ე­ბი­თა და ბუთ­ქუ­ნა სკუმბრი­ე­ბით და შე­ვუბ­რძა­ნეთ დიდი ზარ-ზე­ი­მით. ზოგ­მა ხილ-თევ­ზე­უ­ლი ჩა­მოგ­ლი­ჯა, ზოგ­მა გაბრდღვნა და თავ­ზე და­ი­ყა­რა, ზოგ­მა გა­ფან­ტა და შიგ იკოტ­რი­ა­ლა, ზოგ­მაც ბუ­ნაგ­ში გა­ა­ქა­ნა და სა­ვა­რა­უ­დოდ, თავ­ქვეშ ამო­ი­დო, ქე რომ ჩვენ ბუმ­ბუ­ლის ბა­ლიშს ამო­ვი­დებ­დით, ისე." - ვკი­თხუ­ლობთ თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
0

კაი იდეაა,მადლობა

მშვენიერი აზრია
6

აწი მეც მოვრთავ ჩიჩილაკს სკუმბრიებით,სილიოტკებით,პურებით და ხახვებით.

ავტორი:

"ჩვენებურმა დათვებმა რომ მოილხინეს, სულ სხვაგვარი მოლხენა იყო" - რაში სჭირდებათ ცხოველებს ჩიჩილაკები? (ფოტოები)

"ჩვენებურმა დათვებმა რომ მოილხინეს, სულ სხვაგვარი მოლხენა იყო" - რაში სჭირდებათ ცხოველებს ჩიჩილაკები? (ფოტოები)

თბილისის ზოოპარკი უკვე რამდენიმე წელია, მოსახლეობას სთხოვს, ახალი წლის შემდეგ ჩიჩილაკები გადაყრის ნაცვლად, მათთან მიიტანონ. როგორც ზოოპარკის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ჩიჩილაკებს ცხოველების ზრდა-განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

"ცოტა ხნის წინ ჩიჩილაკების მოტანა რომ გთხოვეთ, ხომ გახსოვთ? ალბათ ისიც გაინტერესებთ, როგორ გამოვიყენეთ. ხომ შეიძლება ვინმეს ეგონოს, დაეზარებოდათ და ნაგავში გადაუძახებდნენო. ან იქნებ იფიქრეს, კოცონი დააგიზგიზეს და ფერდები გაითბესო. არა, ბატონო. ცხოველების კეთილდღეობას მოვახმარეთ პატიოსნად", - ვკითხულობთ ზოოპარკის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე". .

რაში სჭირდებათ ცხოველებს ჩიჩილაკები?

"ზოოპარკის ბინადრებისთვის მეტად მნიშვნელოვანია სხვადასხვა გასართობის, თავსატეხის, რაიმე სიახლის შეთავაზება. თანაც პერმანენტულად. ამ აქტივობებს "ენრიჩმენტს“, ანუ გარემოს გამდიდრებას ეძახიან. თანამედროვე ზოოპარკებში ეს ისეთივე რუტინული საქმეა, როგორც ცხოველის კვება, წყლის გამოცვლა და ვოლიერის დალაგება. ხშირად დამთვალიერებლები ხეზე მოკონწიალე ხორცს, ან ბოსტნეულს რომ დაინახავენ, კოპებშეყრილნი გვსაყვედურობენ, ცხოველებს რატომ აწვალებთ, არ შეიძლება პირდაპირ აჭამოთო? ცივილურადო. ადამიანურადო. არა, ბატონო. არ შეიძლება. გარეული ცხოველებისთვის საკვების ლანგრით მირთმევა სულაც არაა სასარგებლო. პირიქით. გარემოს გასამდიდრებელი ღონისძიებებიც სწორედ იმას ემსახურება, რომ ცხოველმა ბუნებრივი ქცევები გამოავლინოს - ეძებოს და მოიპოვოს საკვები, ისწავლოს ხეზე ცოცვა, აიშენოს ბუნაგი, ან ბუდე და ა.შ. დავუბრუნდეთ ჩიჩილაკებს.

პირველ რიგში სპილოსხელა მადლობა, რომ არ დაიზარეთ და მოგვიტანეთ როგორ დავასაქმეთ თქვენი საჩუქრები?

ჯერ აფრიკელი მეგობრები გავახარეთ - ფაფრიანი ცხვრები, მარტორქა, მაკაკები...

თუმცა, რა იციან აფრიკელებმა გურული ჩიჩილაკების ფასი?! მშვენივრად გაერთნენ, მაგრამ აი, ჩვენებურმა დათვებმა რომ მოილხინეს, სულ სხვაგვარი მოლხენა იყო. ვერ გეტყვით, რომ ცას სწვდებოდა მათი კრიმანჭული და ხასანბეგურა, მაგრამ ზრიალი კი გაუდიოდა მიწას. მოვუკაზმეთ გაფუებული ჩიჩილაკები ლოყაწითელი ვაშლებით, სტაფილოებითა და ბუთქუნა სკუმბრიებით და შევუბრძანეთ დიდი ზარ-ზეიმით. ზოგმა ხილ-თევზეული ჩამოგლიჯა, ზოგმა გაბრდღვნა და თავზე დაიყარა, ზოგმა გაფანტა და შიგ იკოტრიალა, ზოგმაც ბუნაგში გააქანა და სავარაუდოდ, თავქვეშ ამოიდო, ქე რომ ჩვენ ბუმბულის ბალიშს ამოვიდებდით, ისე." - ვკითხულობთ თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.