საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლომ და იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ ჭამს ფაფას, ეს არის საჯარო ინტერესი" - ნიკა გვარამია
"სასამართლომ და იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ ჭამს ფაფას, ეს არის საჯარო ინტერესი" - ნიკა გვარამია

"ყვე­ლა ვი­დეო მა­სა­ლა, რაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, რომ ყვე­ლა ლო­კა­ცი­ა­ზე იყო კა­მე­რე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლომ და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ჩათ­ვა­ლეს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რო­გორ ჭამს ფა­ფას, ეს არის სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი. თუ ვსა­უბ­რობთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რეს­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი არის პირ­და­პირ წა­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და არა იმას­თან, ფა­ფას ჭამს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ძი­ნავს თუ ა.შ." - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გვა­რა­მია გან­მარ­ტავს, პრო­კუ­რა­ტუ­რა არის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე იმ ორ­კესრტი­ტე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იგი ფიქ­რობს, რომ არ მოხ­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა­ზე თან­ხმო­ბა.

"ჩვენ­თვის და­ზუს­ტე­ბით არის ცნო­ბი­ლი, რომ ვი­დე­ო­მა­სა­ლა ხან­გრძლი­ვი არ­სე­ბობს და რა თქმა უნდა, და­ზუს­ტე­ბით ჩანს, რომ ყვე­ლა ვი­დეო, რაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, რომ ყვე­ლა ლო­კა­ცი­ა­ზე, მათ შო­რის რე­ა­ნი­მო­ბილ­ში იყო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი და მთა­ვა­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლომ და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ჩათ­ვა­ლეს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რო­გორ ჭამს ფა­ფას, ეს არის სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი და სა­სა­მარ­თლოც და­ე­თან­ხმა ამა­ში და გა­ა­უქ­მა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მე მა­ინ­ტე­რე­სებს, რაში არის უფრო მეტი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფა­ფას ჭამს თუ არა იმა­ში, თუ წა­მე­ბის ფაქტს ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი. თუ ვსა­უბ­რობთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რეს­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი არის პირ­და­პირ წა­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და არა იმას­თან, ფა­ფას ჭამს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, სძი­ნავს თუ ა.შ.”, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ად­ვო­კა­ტებ­მა "არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი მო­პყრო­ბის“ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის თა­ო­ბა­ზე გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნეს.

ად­ვო­კატ ნიკა გვა­რა­მი­ას გან­მარ­ტე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სრუ­ლი წვდო­მა ჰქონ­დეთ იმ მა­სა­ლა­ზე, რო­მე­ლიც ამ საქ­მის ირ­გვლივ არ­სე­ბობს. ნიკა გვა­რა­მია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს მო­უ­წო­დებს გა­მო­აქ­ვეყ­ნოს სრუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის თან­ხმო­ბაც არ­სე­ბობს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SPQR
0

არა ჩაჯვი, ურევ! როცა სააკაშვილმა გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომ ის შიმშილობდა, ამის მერე გახდა საჯარო ინტერესი, ის მართლა შიმშილობდა, თუ იტყუებოდა როგორც ყოველთვის; თორემ ახლა ის ფაფას შეჭამს თუ ჩიბურეკს, ეს არავის აინტერესებს; გასაგებია?

ალექს
1

როგორ თხვრის ფაფაში ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სასამართლომ და იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ ჭამს ფაფას, ეს არის საჯარო ინტერესი" - ნიკა გვარამია

"სასამართლომ და იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ ჭამს ფაფას, ეს არის საჯარო ინტერესი" - ნიკა გვარამია

"ყველა ვიდეო მასალა, რაც გამოაქვეყნეს, არის დამონტაჟებული და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველა ლოკაციაზე იყო კამერები. საქართველოს სასამართლომ და იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ ჭამს ფაფას, ეს არის საჯარო ინტერესი. თუ ვსაუბრობთ სახელმწიფო ინტერესზე, სახელმწიფო ინტერესი არის პირდაპირ წამებასთან დაკავშირებული და არა იმასთან, ფაფას ჭამს მიხეილ სააკაშვილი, ძინავს თუ ა.შ." - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამია განმარტავს, პროკურატურა არის ერთ-ერთი მონაწილე იმ ორკესრტიტებული დანაშაულის, რომელიც განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, იგი ფიქრობს, რომ არ მოხდება პროკურატურის მხრიდან სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაზე თანხმობა.

"ჩვენთვის დაზუსტებით არის ცნობილი, რომ ვიდეომასალა ხანგრძლივი არსებობს და რა თქმა უნდა, დაზუსტებით ჩანს, რომ ყველა ვიდეო, რაც გამოაქვეყნეს არის დამონტაჟებული. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველა ლოკაციაზე, მათ შორის რეანიმობილში იყო ვიდეოკამერები და მთავარი, საქართველოს სასამართლომ და იუსტიციის სამინისტრომ ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორ ჭამს ფაფას, ეს არის საჯარო ინტერესი და სასამართლოც დაეთანხმა ამაში და გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება.

მე მაინტერესებს, რაში არის უფრო მეტი საჯარო ინტერესი, მიხეილ სააკაშვილი ფაფას ჭამს თუ არა იმაში, თუ წამების ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი. თუ ვსაუბრობთ სახელმწიფო ინტერესზე, სახელმწიფო ინტერესი არის პირდაპირ წამებასთან დაკავშირებული და არა იმასთან, ფაფას ჭამს მიხეილ სააკაშვილი, სძინავს თუ ა.შ.”, - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ადვოკატებმა "არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

ადვოკატ ნიკა გვარამიას განმარტებით, დაზარალებულად ცნობა მათ საშუალებას მისცემს სრული წვდომა ჰქონდეთ იმ მასალაზე, რომელიც ამ საქმის ირგვლივ არსებობს. ნიკა გვარამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს გამოაქვეყნოს სრული ვიდეომასალა, რასთან დაკავშირებითაც დაზარალებული სააკაშვილის თანხმობაც არსებობს.