მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადარებზე არ ჩანს ოპოზიციური ერთობა - არ იქნება ერთობა, არ იქნება ვადამდელი არჩევნები" - ნინო ბურჯანაძე
"რადარებზე არ ჩანს ოპოზიციური ერთობა - არ იქნება ერთობა, არ იქნება ვადამდელი არჩევნები" - ნინო ბურჯანაძე

"ზო­გა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, მი­თუ­მე­ტეს ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ოპო­ზი­ცია არის ერ­თი­ა­ნი - თუ ოპო­ზი­ცი­ას უნდა, რომ მი­აღ­წი­ოს ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს, ამას სჭირ­დე­ბა ერ­თო­ბა" - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრში პარ­ტი­უ­ლი გან­სხვა­ვე­ბა გვერ­დზე იქ­ნას გა­და­დე­ბუ­ლი.

რო­გორც ბურ­ჯა­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, დღეს ოპო­ზი­ცი­ის ერ­თო­ბა არ ჩანს და შე­სა­ბა­მი­სად, არც ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს.

"ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს რა­და­რებ­ზე ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, არ ჩანს ის შე­დე­გიც, რაც ამ ოპო­ზი­ცი­ურ­მა ერ­თო­ბამ უნდა მო­ი­ტა­ნოს. არ იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბა, არ იქ­ნე­ბა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ეს არის ორ­ჯერ ორი ოთხი, ძა­ლი­ან ნა­თე­ლია ეს ჩემ­თვის. ოპო­ზი­ცი­აც სხვაგ­ვა­რად უნდა იქ­ცე­ო­დეს დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში და ხალ­ხმაც ალ­ბათ, სხვა­ნა­ი­რად უნდა ამო­ი­ღოს ხმა. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მოგ­წონ­დეს ესა თუ ის პარ­ტია, რომ გა­მოხ­ვი­დე. სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტი იყოს და არა პო­ლი­ტი­კუ­რი. რომ გშია, გა­მო­დი და თქვი, რომ გშია, ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ის გა­რე­შე.

ზო­გა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, მი­თუ­მე­ტეს ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ოპო­ზი­ცია არის ერ­თი­ა­ნი. ამი­ტომ, ჩემს პო­ზი­ცი­ას ემ­თხვე­ვა ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­აც, რაც სწო­რი პო­ზი­ცი­აა, რად­გან თუ ოპო­ზი­ცი­ას უნდა, რომ მი­აღ­წი­ოს ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს ამას სჭირ­დე­ბა მხო­ლოდ ერ­თო­ბა. გვერ­დზე გა­და­ი­დოს ყვე­ლა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნას მო­პო­ვე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზი
1

შენ ხო ხარ 0.1% და ვინც შენ გიწვევს სტუდიაში ისინიც ცოტა ხანში 0,1% გახდება. ისე იჭიმება თითქოს 60% აეღოს არჩევნებში..

ქვეყნის გულშემატკივარი
2

ოპოზიცია თუ ჩამოიშორებს ნაცსექტას და მიშას,ხალხი ოპოზიციას უფრო დაუჭერს მხარს.

ავტორი:

"რადარებზე არ ჩანს ოპოზიციური ერთობა - არ იქნება ერთობა, არ იქნება ვადამდელი არჩევნები" - ნინო ბურჯანაძე

"რადარებზე არ ჩანს ოპოზიციური ერთობა - არ იქნება ერთობა, არ იქნება ვადამდელი არჩევნები" - ნინო ბურჯანაძე

"ზოგადად, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, მითუმეტეს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპოზიცია არის ერთიანი - თუ ოპოზიციას უნდა, რომ მიაღწიოს ვადამდელ არჩევნებს, ამას სჭირდება ერთობა" - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციურ სპექტრში პარტიული განსხვავება გვერდზე იქნას გადადებული.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დღეს ოპოზიციის ერთობა არ ჩანს და შესაბამისად, არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა არსებობს.

"ჯერჯერობით არ ჩანს რადარებზე ოპოზიციური ერთობა და შესაბამისად, არ ჩანს ის შედეგიც, რაც ამ ოპოზიციურმა ერთობამ უნდა მოიტანოს. არ იქნება ოპოზიციური ერთობა, არ იქნება ვადამდელი არჩევნები. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ძალიან ნათელია ეს ჩემთვის. ოპოზიციაც სხვაგვარად უნდა იქცეოდეს დღევანდელ ვითარებაში და ხალხმაც ალბათ, სხვანაირად უნდა ამოიღოს ხმა. არ არის აუცილებელი მოგწონდეს ესა თუ ის პარტია, რომ გამოხვიდე. სოციალური პროტესტი იყოს და არა პოლიტიკური. რომ გშია, გამოდი და თქვი, რომ გშია, ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაციის გარეშე.

ზოგადად, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, მითუმეტეს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპოზიცია არის ერთიანი. ამიტომ, ჩემს პოზიციას ემთხვევა ბატონი სააკაშვილის პოზიციაც, რაც სწორი პოზიციაა, რადგან თუ ოპოზიციას უნდა, რომ მიაღწიოს ვადამდელ არჩევნებს ამას სჭირდება მხოლოდ ერთობა. გვერდზე გადაიდოს ყველანაირი განსხვავებები და ვადამდელი არჩევნები იქნას მოპოვებული“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.