მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის "რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რატომ არის "რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გან­მარ­ტავს, რა­ტომ არის "რემ­დე­სი­ვი­რი“ და მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი კო­ვიდ-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ეფექ­ტი­ა­ნი.

ამის შე­სა­ხებ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ "რემ­დე­სი­ვი­რი“ ინ­ფი­ცი­რე­ბულ, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ ავად­მყო­ფებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სიკ­ვდი­ლო­ბის რის­კებს 87%-ით, ხოლო მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი 70%-დან 85%-მდე ამ­ცი­რებს.

"კი­დევ ერთხელ "რემ­დე­სი­ვი­რის“ და მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ: ქალ­ბა­ტონ­მა ლია გო­ლი­ა­ძემ ახლა უკვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთე­რით (გა­და­ცე­მა­ში "რე­ა­ლუ­რი სივ­რცე“, 15.01.2022) გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სი უკი­დუ­რე­სი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქალ­ბა­ტო­ნი ლია კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ცნობს "რემ­დე­სი­ვირს“ და მო­ნოკ­ლო­ნურ ან­ტის­ხე­უ­ლებს COVID-ის სამ­კურ­ნა­ლო ან­ტი­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენ­ტე­ბად. პრინ­ცი­პუ­ლად არ იყე­ნებს მათ და რაც ყვე­ლა­ზე უა­რე­სია - სხვებ­საც უშ­ლის მათ გა­მო­ყე­ნე­ბას.

აქვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს ამა­ვე გა­და­ცე­მა­ში ბა­ტონ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და მკა­ფი­ოდ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი ამა­ვე სა­კი­თხზე.

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი COVID სი­ტუ­ა­ცი­ის სწო­რი მარ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მინ­და კი­დევ ერთხელ მოკ­ლედ და­ვა­ფიქ­სი­რო, რომ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბის კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დო­ნის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის (ამე­რი­კის ჯან­მრთე­ლო­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი - NIH და სხვ.) გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით "რემ­დე­სი­ვი­რიც“ და მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბიც და­სა­ხე­ლე­ბე­უ­ლია COVID-ის (მათ შო­რის "ომიკ­რო­ნის“ შტა­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი) სამ­კურ­ნა­ლოდ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ან ან­ტი­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენ­ტე­ბად ("პაქსლო­ვიდ­თან“ ერ­თად), კერ­ძოდ: "რემ­დე­სი­ვი­რი“ (3 გა­დას­ხმა) ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ COVID ავად­მყო­ფებ­ში 87%-ით ამ­ცი­რებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და/ან სიკ­ვდი­ლო­ბის რის­კებს, ხოლო ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ ავად­მყო­ფებ­ში (5 გა­დას­ხმა) 20%-დან 61%-მდე (სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბით) ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლო­ბის ალ­ბა­თო­ბას. მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი დამ­ძი­მე­ბის რის­კის მქო­ნე ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ COVID ავად­მყო­ფებ­ში 70%-დან 85%-მდე ამ­ცი­რებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და სიკ­ვდი­ლო­ბის რის­კებს, ამას­თან ერთ-ერთი მათ­გა­ნი - სოტ­რო­ვი­მა­ბი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ომიკ­რო­ნის შტა­მის­თვი­საც, ხოლო კა­სი­რი­ვი­მა­ბი+იმ­დე­ვი­მა­ბი ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ COVID ავად­მყო­ფებ­ში 20%-ით ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლო­ბას.

დღეს, რო­დე­საც ვდგა­ვართ COVID პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ("ომიკ­რო­ნი“), არ არის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის და კაპ­რი­ზე­ბის დრო. ყვე­ლა ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი და სამ­კურ­ნა­ლო მიდ­გო­მა უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ავად­მყო­ფი მოხ­ვდეს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, ნაკ­ლე­ბი იყოს ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით გა­მო­ვი­დეთ COVID პან­დე­მი­ის მო­რი­გი, შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ტალ­ღი­დან“,- წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექსპერტი
0

მესამე ეტაპის მიქმედების დინამიკა ვერტიკალურია და ოდნავ ფლუქტუაციური რასაც ემატება ვაკუუმური უჯრედებში შეჭრის მესამე ზონის ღერივანი შთანთქმის ბიოჰემატო განვითარება რომელიც ა 3 და ა4 გარსშიბკონცენტრირებას იწვევს განვითარების ყველა საფეხურზე

ნიკოლოზი
8

ამის და მისნაირი ფულისტების ბოდვას მეორე წელია აღარ ვუსმენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ არის "რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რატომ არის "რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არის "რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები კოვიდ-19-ის მკურნალობის პროცესში ეფექტიანი.

ამის შესახებ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ "რემდესივირი“ ინფიცირებულ, ამბულატორიულ ავადმყოფებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის რისკებს 87%-ით, ხოლო მონოკლონური ანტისხეულები 70%-დან 85%-მდე ამცირებს.

"კიდევ ერთხელ "რემდესივირის“ და მონოკლონური ანტისხეულების შესახებ: ქალბატონმა ლია გოლიაძემ ახლა უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით (გადაცემაში "რეალური სივრცე“, 15.01.2022) გადაწყვიტა თავისი უკიდურესი არაკომპეტენტურობის ტირაჟირება. როგორც ცნობილია, ქალბატონი ლია კატეგორიულად არ ცნობს "რემდესივირს“ და მონოკლონურ ანტისხეულებს COVID-ის სამკურნალო ანტივირუსულ მედიკამენტებად. პრინციპულად არ იყენებს მათ და რაც ყველაზე უარესია - სხვებსაც უშლის მათ გამოყენებას.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამავე გადაცემაში ბატონ ბიძინა კულუმბეგოვის ძალიან კვალიფიციური და მკაფიოდ არგუმენტირებული კომენტარი ამავე საკითხზე.

ქვეყანაში შექმნილი COVID სიტუაციის სწორი მართვის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ დავაფიქსირო, რომ ყველაზე მაღალი სანდოობის კვლევების საფუძველზე ყველაზე მაღალი დონის ინსტიტუტების (ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტები - NIH და სხვ.) გაცემული რეკომენდაციების მიხედვით "რემდესივირიც“ და მონოკლონური ანტისხეულებიც დასახელებეულია COVID-ის (მათ შორის "ომიკრონის“ შტამით გამოწვეული) სამკურნალოდ ყველაზე ეფექტიან ანტივირუსულ მედიკამენტებად ("პაქსლოვიდთან“ ერთად), კერძოდ: "რემდესივირი“ (3 გადასხმა) ამბულატორიულ COVID ავადმყოფებში 87%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და/ან სიკვდილობის რისკებს, ხოლო ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში (5 გადასხმა) 20%-დან 61%-მდე (სხვადასხვა კვლევებით) ამცირებს სიკვდილობის ალბათობას. მონოკლონური ანტისხეულები დამძიმების რისკის მქონე ამბულატორიულ COVID ავადმყოფებში 70%-დან 85%-მდე ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის რისკებს, ამასთან ერთ-ერთი მათგანი - სოტროვიმაბი რეკომენდებულია ომიკრონის შტამისთვისაც, ხოლო კასირივიმაბი+იმდევიმაბი ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში 20%-ით ამცირებს სიკვდილობას.

დღეს, როდესაც ვდგავართ COVID პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ("ომიკრონი“), არ არის არაკომპეტენტურობის და კაპრიზების დრო. ყველა ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტი და სამკურნალო მიდგომა უნდა გამოვიყენოთ რაციონალურად, რათა რაც შეიძლება ნაკლები ავადმყოფი მოხვდეს რეანიმაციაში, ნაკლები იყოს ლეტალობის მაჩვენებელი და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ COVID პანდემიის მორიგი, შესაძლოა ყველაზე ძლიერი ტალღიდან“,- წერს თენგიზ ცერცვაძემ.