მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამინისტრო მოითხოვს შეწყდეს გამოცემის გავრცელება, რას ამბობს ლაშა ბაქრაძე? - სკანდალი ელენე ბაქრაძის წიგნის გარშემო, რომელშიც  ანა კალანდაძის 2 ლექსი შეცდომით დაიბეჭდა
სამინისტრო მოითხოვს შეწყდეს გამოცემის გავრცელება, რას ამბობს ლაშა ბაქრაძე? - სკანდალი ელენე ბაქრაძის წიგნის გარშემო, რომელშიც  ანა კალანდაძის 2 ლექსი შეცდომით დაიბეჭდა

სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა ელე­ნე ბაქ­რა­ძის (და­რი­ა­ნი) შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმ­მა თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს პროგ­რა­მის "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თბი­ლი­სი“ და პრო­ექ­ტის "თბი­ლი­სი - წიგ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი“ ფარ­გლებ­ში, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით გა­მოს­ცა.

17 იან­ვარს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წიგნ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მუ­ზე­უმს იმ შეც­დო­მა­ზე მი­უ­თი­თა, რო­მე­ლიც ელე­ნე ბაქ­რა­ძე (და­რი­ა­ნის) წიგნ­ში გა­ი­პა­რა. წიგ­ნი 2021 წლის ბო­ლოს და­ი­ბეჭ­და, მისი პრე­ზენ­ტა­ცია ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმ­ში 23 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მას­ში ელე­ნე და­რი­ა­ნის სა­ხე­ლით ანა კა­ლან­და­ძის ორი ლექ­სი მოხ­ვდა, 2 იან­ვარს თა­ვად ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლაშა ბაქ­რა­ძემ გა­ავ­რცე­ლა.

"ელე­ნე ბაქ­რა­ძის (და­რი­ა­ნის) ჩა­ნა­წე­რე­ბის, მო­გო­ნე­ბე­ბის, წე­რი­ლე­ბის, დღი­უ­რე­ბის წიგნ­ში უაღ­რე­სად სამ­წუ­ხა­რო შეც­დო­მა გაგ­ვე­პა­რა - ორი ლექ­სი, რო­მე­ლიც ელე­ნე ბაქ­რა­ძეს გა­და­წე­რი­ლი ჰქონ­და, მის ლექ­სე­ბად მი­ვიჩ­ნი­ეთ და წიგნ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ, არა­და, ეს ლექ­სე­ბი ანა კა­ლან­და­ძი­საა. შეგ­ვე­შა­ლა და ბო­დიშს ვიხ­დით. ამ შეც­დო­მის შე­სა­ხებ ჩვენ გა­სულ წელს უკვე ვი­ცო­დით, მაგ­რამ არ გვინ­დო­და შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა ჩა­კარ­გუ­ლი­ყო ამ სა­ა­ხალ­წლო ეი­ფო­რი­ა­ში.

არა­ნა­ი­რი ბო­რო­ტი გან­ზრახ­ვა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აქ არ არის და არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ყო­ფი­ლი­ყო.

მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმს ბევ­რი არა­კე­თილ­მო­სურ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა, დიდი ხნის წინ გარ­დაც­ვლილ ელე­ნეს კი ისე­დაც ჰყავს - რომ­ლებ­მაც გა­ი­ხა­რეს ამ უნებ­ლიე შეც­დო­მით და მათ­თვის ჩვე­უ­ლი ზი­ზღი­სა და სი­ძულ­ვი­ლის ნთხე­ვა და­ი­წყეს" - და­წე­რა ლაშა ბაქ­რა­ძემ "ფე­ის­ბუქ­ზე" 2 იან­ვარს.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო 17 იან­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში წერს, რომ მათ არა­ერ­თმა "სა­მარ­თლი­ა­ნად აღ­შფო­თე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქემ" მი­მარ­თა ამ წიგ­ნი­სა და მას­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის შე­სა­ხებ.

"2021 წლის 31 დე­კემ­ბრი­დან, სა­მი­ნის­ტროს მო­მარ­თა არა­ერ­თმა სა­მარ­თლი­ა­ნად აღ­შფო­თე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქემ, მათ შო­რის, ღია წე­რი­ლი­თაც. ფაქ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის უკვე ცნო­ბი­ლია: გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმ­მა გა­მოს­ცა ელე­ნე ბაქ­რა­ძის (და­რი­ა­ნი) წიგ­ნი, სა­დაც ხსე­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­რის კუთ­ვნი­ლე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ანა კა­ლან­და­ძის ორი ლექ­სი. ეს სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ შეს­წავ­ლის შე­დე­გად, ახლა უკვე უდა­ვოდ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მძაფ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან საქ­მე გვაქვს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კოს­თან, სი­ცო­ცხლე­ში­ვე პო­ე­ზი­ის დე­დოფ­ლად აღი­ა­რე­ბულ შე­მოქ­მედ­თან, ვისი ორი ლექ­სიც სხვა ავ­ტორს მი­ა­კუთ­ვნეს. ისიც არ არის შემ­თხვე­ვი­თი, რომ აუ­ცი­ლე­ბელ რე­ა­გი­რე­ბას ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი უწყე­ბის­გან, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­გან მო­ი­თხო­ვენ. წიგ­ნის შემ­დგე­ნე­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ლაშა ბაქ­რა­ძე, რე­დაქ­ტო­რი - დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე თეა თვა­ლა­ვა­ძე. რე­დაქ­ტო­რი გულ­წრფე­ლად გა­ნიც­დის აღ­ნიშ­ნულ შეც­დო­მას, რა­საც მისი ავად გახ­დო­მაც კი მოჰ­ყვა. სა­მი­ნის­ტრო პა­ტივს მი­ა­გებს თეა თვა­ლა­ვა­ძის მუ­ზე­უმ­ში მრა­ვალ­წლი­ან კე­თილ­სინ­დი­სი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბას და მას მო­მა­ვალ­შიც მხნე­ო­ბას უსურ­ვებს. რაც შე­ე­ხე­ბა წიგ­ნის შემ­დგე­ნელ­სა და, იმავდრო­უ­ლად, მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნელს, ის კო­ვი­დით არის ავად. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, სა­მი­ნის­ტრო მას­თა­ნაც გეგ­მავს სა­კი­თხის სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ხილ­ვას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­ირ­კვეს, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ესო­დენ მას­შტა­ბუ­რი რე­ზო­ნან­სის გა­მომ­წვე­ვი შეც­დო­მა ისეთ სო­ლი­დურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­გო­რიც ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მია. სა­მი­ნის­ტროს­თვის, ასე­ვე, პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმის პრე­ვენ­ცი­ას, რომ სის­ტე­მის შიგ­ნით მსგავ­სი სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­რი­ცხოს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვე ვაც­ნო­ბებთ, რომ სა­მი­ნის­ტრომ უკვე მო­ი­თხო­ვა მუ­ზე­უ­მი­სა­გან, რომ შე­წყდეს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის გავ­რცე­ლე­ბა და მუ­ზე­უმ­მა მი­მარ­თოს შე­სა­ბა­მის ზო­მებს, მე­სა­მე პი­რებ­ზე გა­და­ცე­მუ­ლი ეგ­ზემპლა­რე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლა იმ პირს, ვინც წიგნ­ში არ­სე­ბუ­ლი შეც­დო­მის შე­სა­ხებ მას დრო­უ­ლად შე­ა­ტყო­ბი­ნა", - ვკი­თხუ­ლობთ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლაშა ბაქ­რა­ძემ ამ გან­ცხა­დე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით უპა­სუ­ხა.

"ამა წლის 16 იან­ვარს, კვი­რა­დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრომ მო­ი­თხო­ვა, რომ მთე­ლი ტი­რა­ჟი წიგ­ნი­სა "ელე­ნე ბაქ­რა­ძე (და­რი­ა­ნი)“ სა­მი­ნის­ტროს გა­და­ე­ცეს. ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ამ წიგ­ნის ბეჭდ­ვა სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია. ამა­ვე მო­თხოვ­ნის თა­ნახ­მად, უნდა დავ­ბრუ­ნოთ უკვე გა­ყი­დუ­ლი და გა­ჩუ­ქე­ბუ­ლი ეგ­ზემპლა­რე­ბი. წიგ­ნის მყიდ­ვე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბას ჩვენ ვერ და­ვად­გენთ და გა­ყი­დუ­ლი წიგ­ნე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვერ მო­ხერ­დე­ბა, და მუ­ზე­უ­მი ვე­რაფ­რით "მი­მარ­თავს შე­სა­ბა­მის ზო­მებს, მე­სა­მე პი­რებ­ზე გა­და­ცე­მუ­ლი ეგ­ზემპლა­რე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად“. მუ­ზე­უმ­ში დარ­ჩე­ნი­ლი წიგ­ნე­ბი დღეს უკვე გა­და­ვე­ცით სა­მი­ნის­ტროს გან­კა­რუ­ლე­ბა­ში. ის რომ წიგნ­ში, ბოლო, ლექ­სე­ბის ნა­წილ­ში, შეც­დო­მე­ბია გა­პა­რუ­ლი უკვე ვა­ღი­ა­რეთ და ვა­პი­რებ­დით დარ­ჩე­ნი­ლი ტი­რა­ჟის­თვის შეც­დო­მე­ბის გას­წო­რე­ბის ფურ­ცე­ლი დაგ­ვერ­თო, ისე, რო­გორც მი­ღე­ბუ­ლი წე­სია, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. ვერც ახა­ლი, ჩას­წო­რე­ბუ­ლი ტი­რა­ჟის გა­მო­ცე­მას მო­ვა­ხერ­ხებთ ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მის უმ­წი­რე­სი ბი­უ­ჯე­ტით, მით უმე­ტეს, როცა სა­მი­ნის­ტრო ბეჭ­ვდის ხარ­ჯე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­საც ითხოვს. მაგ­რამ "არა­ერ­თი სა­მარ­თლი­ა­ნად აღ­შფო­თე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე“ მეტს ითხოვს და, სამ­წუ­ხა­როდ, სა­მი­ნის­ტრომ სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა მათი (ამ ეტაპ­ზე) ასე­თი გან­ცხა­დე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რა­საც დღეს მარ­თლაც "სა­ზო­გა­დო­ე­ბის მძაფ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა“. სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი­ვე მრჩე­ვე­ლე­ბი, ვინც სა­მი­ნის­ტროს ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას ურ­ჩევ­დნენ, ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­მი­ნის­ტრომ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს ამ ტექ­სტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თვის, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რს, სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად, ჩვე­ნი სა­ერ­თო და ჯე­რაც და­უძ­ლე­ვე­ლი საბ­ჭო­თა ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის დრო გა­ახ­სე­ნა. შეც­დო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც, კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, 2 იან­ვარს ვა­ღი­ა­რე, თურ­მე "კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ შეს­წავ­ლის შე­დე­გად, ახლა უკვე უდა­ვოდ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია“. ასე­თი შეც­დო­მე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, არც თუ იშ­ვი­ა­თია სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მე­ში, და ძა­ლი­ან დიდი მონ­დო­მე­ბაა სა­ჭი­რო, რომ აქ რა­ღაც შეთ­ქმუ­ლე­ბა და­ი­ნა­ხო - ამ­ჯე­რად უკვე ანა კა­ლან­და­ძის წი­ნა­აღ­მდეგ. რო­დე­საც რა­ღაც და­ნა­შა­ულ­ზე ჩნდე­ბა ეჭვი, მო­ტი­ვიც უნდა არ­სე­ბობ­დეს, და რა მო­ტი­ვი შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს გა­მომ­ცე­მელ­სა და რე­დაქ­ტორს, რომ ისე­დაც პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის ლექ­სე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ ელე­ნე და­რი­ანს ახლა კი­დევ ანა კა­ლან­და­ძის ლექ­სე­ბი "მი­ვა­კუთ­ვნოთ“? კრი­ტი­კი­სა და თვითკრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში თით­ქოს უკვე გაგ­ვა­ტა­რეს, მაგ­რამ სა­მი­ნის­ტრო ჩემ­თან "გეგ­მავს სა­კი­თხის სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ხილ­ვას“ და კი­დევ ერთხელ გარ­კვე­ვას, თუ "რამ გა­ნა­პი­რო­ბა ესო­დენ მას­შტა­ბუ­რი რე­ზო­ნან­სის გა­მომ­წვე­ვი შეც­დო­მა“, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, სა­მი­ნის­ტროს თვალ­საზ­რი­სით "სის­ტე­მის­თვის“ საფრ­თხის შემ­ცვე­ლია", - წერს ლაშა ბაქ­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭ. წ.
0

ბუნება მართლა ისვენებს ჭკვიანი ხალხის შვილებზე!: გახსოვთ, ეს კაცი რომ ჩამოვიდა განსწავლული ევროპიდან, რა მარგალიტები "გვესროლა" მიხაი ზიჩთან დაკავშირებით!? გამგები გაიგებს......................

ეჰ, ეტყობა მუქთა ფული მართლა კარგი რამაა - რაღაც "სიაში" ხარ შეყვანილი და ცხოვრობ ზღაპარში...

ადვოკატი მამუკა ნინუა
1

უბრალოდ გადადექი და შეინარჩუნე ღირსება!

ავტორი:

სამინისტრო მოითხოვს შეწყდეს გამოცემის გავრცელება, რას ამბობს ლაშა ბაქრაძე? - სკანდალი ელენე ბაქრაძის წიგნის გარშემო, რომელშიც  ანა კალანდაძის 2 ლექსი შეცდომით დაიბეჭდა

სამინისტრო მოითხოვს შეწყდეს გამოცემის გავრცელება, რას ამბობს ლაშა ბაქრაძე? - სკანდალი ელენე ბაქრაძის წიგნის გარშემო, რომელშიც  ანა კალანდაძის 2 ლექსი შეცდომით დაიბეჭდა

სკანდალი გრძელდება ელენე ბაქრაძის (დარიანი) შესახებ გამოცემული წიგნის გარშემო, რომელიც ლიტერატურის მუზეუმმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროგრამის "შემოქმედებითი თბილისი“ და პროექტის "თბილისი - წიგნის დედაქალაქი“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა.

17 იანვარს, კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ წიგნთან დაკავშირებით და მუზეუმს იმ შეცდომაზე მიუთითა, რომელიც ელენე ბაქრაძე (დარიანის) წიგნში გაიპარა. წიგნი 2021 წლის ბოლოს დაიბეჭდა, მისი პრეზენტაცია ლიტერატურის მუზეუმში 23 დეკემბერს გაიმართა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასში ელენე დარიანის სახელით ანა კალანდაძის ორი ლექსი მოხვდა, 2 იანვარს თავად ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ გაავრცელა.

"ელენე ბაქრაძის (დარიანის) ჩანაწერების, მოგონებების, წერილების, დღიურების წიგნში უაღრესად სამწუხარო შეცდომა გაგვეპარა - ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, მის ლექსებად მივიჩნიეთ და წიგნში გამოვაქვეყნეთ, არადა, ეს ლექსები ანა კალანდაძისაა. შეგვეშალა და ბოდიშს ვიხდით. ამ შეცდომის შესახებ ჩვენ გასულ წელს უკვე ვიცოდით, მაგრამ არ გვინდოდა შეცდომის აღიარება ჩაკარგულიყო ამ საახალწლო ეიფორიაში.

არანაირი ბოროტი განზრახვა, რასაკვირველია, აქ არ არის და არ შეიძლება, რომ ყოფილიყო.

მაგრამ, სამწუხაროდ, ლიტერატურის მუზეუმს ბევრი არაკეთილმოსურნე აღმოაჩნდა, დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ელენეს კი ისედაც ჰყავს - რომლებმაც გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყეს" - დაწერა ლაშა ბაქრაძემ "ფეისბუქზე" 2 იანვარს.

კულტურის სამინისტრო 17 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ მათ არაერთმა "სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ" მიმართა ამ წიგნისა და მასში დაშვებული შეცდომის შესახებ.

"2021 წლის 31 დეკემბრიდან, სამინისტროს მომართა არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ, მათ შორის, ღია წერილითაც. ფაქტი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ. წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი - დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე. რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს. რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად. კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა", - ვკითხულობთ თეა წულუკიანის უწყების განცხადებაში.

ლაშა ბაქრაძემ ამ განცხადებას მოგვიანებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა.

"ამა წლის 16 იანვარს, კვირადღეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოითხოვა, რომ მთელი ტირაჟი წიგნისა "ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ სამინისტროს გადაეცეს. ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ამ წიგნის ბეჭდვა სამინისტროს დაფინანსებულია. ამავე მოთხოვნის თანახმად, უნდა დავბრუნოთ უკვე გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარები. წიგნის მყიდველების ვინაობას ჩვენ ვერ დავადგენთ და გაყიდული წიგნების უკან დაბრუნება, რასაკვირველია, ვერ მოხერდება, და მუზეუმი ვერაფრით "მიმართავს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად“. მუზეუმში დარჩენილი წიგნები დღეს უკვე გადავეცით სამინისტროს განკარულებაში. ის რომ წიგნში, ბოლო, ლექსების ნაწილში, შეცდომებია გაპარული უკვე ვაღიარეთ და ვაპირებდით დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების გასწორების ფურცელი დაგვერთო, ისე, როგორც მიღებული წესია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვერც ახალი, ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას მოვახერხებთ ჩვენი მუზეუმის უმწირესი ბიუჯეტით, მით უმეტეს, როცა სამინისტრო ბეჭვდის ხარჯების დაბრუნებასაც ითხოვს. მაგრამ "არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქე“ მეტს ითხოვს და, სამწუხაროდ, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მათი (ამ ეტაპზე) ასეთი განცხადებით დაკმაყოფილება, რასაც დღეს მართლაც "საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა“. სავარაუდოდ, იგივე მრჩეველები, ვინც სამინისტროს ამ განცხადების გაკეთებას ურჩევდნენ, ახლა საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისკენ მოუწოდებენ, ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ ბოდიში მოიხადოს ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრს, სრულიად სამართლიანად, ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა. შეცდომები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2 იანვარს ვაღიარე, თურმე "კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია“. ასეთი შეცდომები, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათია საგამომცემლო საქმეში, და ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, რომ აქ რაღაც შეთქმულება დაინახო - ამჯერად უკვე ანა კალანდაძის წინააღმდეგ. როდესაც რაღაც დანაშაულზე ჩნდება ეჭვი, მოტივიც უნდა არსებობდეს, და რა მოტივი შეიძლება გვქონდეს გამომცემელსა და რედაქტორს, რომ ისედაც პაოლო იაშვილის ლექსების მისაკუთრების მცდელობაში ეჭვმიტანილ ელენე დარიანს ახლა კიდევ ანა კალანდაძის ლექსები "მივაკუთვნოთ“? კრიტიკისა და თვითკრიტიკის ქარცეცხლში თითქოს უკვე გაგვატარეს, მაგრამ სამინისტრო ჩემთან "გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“ და კიდევ ერთხელ გარკვევას, თუ "რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა“, რომელიც, როგორც ჩანს, სამინისტროს თვალსაზრისით "სისტემისთვის“ საფრთხის შემცველია", - წერს ლაშა ბაქრაძე.