სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა. ქველმოქმედებაც მისი სიყვარულის გამო დავიწყე. სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია..." - გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე და მის მიღმა
"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა. ქველმოქმედებაც მისი სიყვარულის გამო დავიწყე. სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია..." - გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე და მის მიღმა

იყო დრო, რო­დე­საც UFC-ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის მოხ­ვედ­რა სა­ნატ­რე­ლი და თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კი იყო. MMA ჩვენ­თან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სრუ­ლად კო­მერ­ცი­უ­ლია და მას­ზე სა­ხელ­მწი­ფო ფე­დე­რა­ცი­ებს თით­ქმის არა­ნა­ი­რი ზე­გავ­ლე­ნა არ აქვთ, შე­სა­ბა­მი­სად, მებ­რძო­ლებს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით უწევთ ვარ­ჯი­ში, ახა­ლი დის­ციპ­ლი­ნე­ბის დახ­ვე­წა, მოგ­ზა­უ­რო­ბა და ასე შემ­დეგ. UFC კი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბე­ბის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლია, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ამ სპორ­ტის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გაა. იქ მოხ­ვედ­რა კი იმას ნიშ­ნავს, რომ მსოფ­ლიო მას­შტა­ბის დო­ნეს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დე.

ვის ვის და მებ­რძო­ლებს ნამ­დვი­ლად სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით, თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მი­თა და ნი­ჭით უწევთ UFC-მდე გზის გაკ­ვლე­ვა. უკა­ნას­კნელ წლებ­ში ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით "შე­ვარ­დნენ" UFC-ში და უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში გა­ით­ქვეს სა­ხე­ლი. მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი, ილია თო­ფუ­რია, გუ­რამ ქუ­თა­თე­ლა­ძე, რო­მან დო­ლი­ძე და რაღა თქმა უნდა, დღე­ვან­დე­ლი სტა­ტი­ის გმი­რი, გიგა ჭი­კა­ძე.

მე­რა­ბი ტრა­დი­ცი­ულ ჭი­და­ო­ბას იყე­ნებს წარ­მა­ტე­ბით და თა­ვის წო­ნა­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გის წაქ­ცე­ვის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა აქვს. ილია თო­ფუ­რია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია, რო­მე­ლიც ჯიუ-ჯით­სუს შავ ქა­მარს ფლობს, და­უ­მარ­ცხებ­ლად მი­ი­წევს წინ და 1 კვი­რა­ში მო­რიგ ბრძო­ლას გა­მარ­თავს. გიგა ჭი­კა­ძის ფეხი კი მთელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ცნო­ბი­ლია და ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მრის­ხა­ნე გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

16 იან­ვარს გიგა კელ­ვინ კა­ტარ­თან და­მარ­ცხდა, თუმ­ცა ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის უტე­ხი სუ­ლის­კვე­თე­ბა და ჩემ­პი­ო­ნის ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და წინ აღ­დგე­ნა და დას­ვე­ნე­ბა ელო­დე­ბა.

ჭი­კა­ძე ძი­უ­დო­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ზაზა ჭი­კა­ძე რამ­დენ­ჯერ­მე გახ­და კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი და 23 წლის ასაკ­ში ოლიმ­პი­ა­და­ზე წას­ვლის შან­სიც მი­ე­ცა, თუმ­ცა მუხ­ლის ტრავ­მა მი­ი­ღო და კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბა მო­უ­წია. როცა ვაჟი შე­ე­ძი­ნა, მტკი­ცედ გა­და­წყვი­ტა, რომ მას ჩემ­პი­ო­ნად გაზ­რდი­და.

როცა მა­მას შვი­ლი სამ­შო­ბი­ა­რო­დან გა­მოჰ­ყავ­და, ვი­დეო ჩა­წე­რა: "ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ბა­და გიგა ჭი­კა­ძე - ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი და მო­მა­ვა­ლი ჩემ­პი­ო­ნი ძი­უ­დო­ში“. წლე­ბის შემ­დეგ ეს ვი­დეო კი­დევ უფრო ემო­ცი­უ­რად აღიქ­მე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უფ­რო­სი ჭი­კა­ძე ძი­უ­დო­ის­ტი იყო, 4 წლის ასაკ­ში უმ­ცრო­სი კი­ო­კუ­ში კა­რა­ტის სექ­ცი­ა­ზე შე­იყ­ვა­ნა. პა­ტა­რას პირ­ვე­ლი ვარ­ჯი­შე­ბი უჭირ­და და ტი­რო­და, როცა შპა­გატ­ზე ჩა­დი­ო­და. თუმ­ცა არ ნებ­დე­ბო­და და მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობ­და. მა­ლე­ვე ბიჭს სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­და და ბრი­უს ლის ფა­ნიც გახ­და.

როცა გი­გას 9 წელი შე­უს­რულ­და ის გო­ძიუ-რიუს სექ­ცი­ა­ში გა­და­ვი­და. კა­რა­ტეს ეს სა­ხე­ო­ბა ჰგავს MMA-ს - დაშ­ვე­ბუ­ლია იდაყ­ვე­ბი­თა და მუხ­ლე­ბით დარ­ტყმა, გდე­ბა და პარ­ტერ­ში ბრძო­ლაც. სწო­რედ იქ გა­იც­ნო სენ­სეი პა­ა­ტა ჭე­ლი­ძე, რო­მელ­თა­ნაც 18 წლამ­დე დარ­ჩა და სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით ახლა გიგა UFC-ის იპყრობს.

მა­მას­თან ერ­თად

ჭი­კა­ძე პე­რი­ო­დუ­ლად სენ­სე­ის დრა­მა­ტულ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს ხოლ­მე. პა­ა­ტა ჭე­ლი­ძე წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­დან არის, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ია­პო­ნი­ა­ში წა­ვი­და, რათა მა­სუ­ტა­ცუ იო­მას­თან ევარ­ჯი­შა. როცა აფხა­ზე­თის ომი და­ი­წყო, სენ­სეი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი სახ­ლი გა­ნად­გურ­და, ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი და­ე­ხო­ცა. კა­რა­ტის­ტი თბი­ლის­ში გა­და­ბარ­გდა და ბავ­შვე­ბის გაწ­ვრთნა და­ი­წყო, ერთ-ერთი კი გიგა იყო. სენ­სეი ღრმად მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნი გახ­ლდათ, კვი­რა­ო­ბით ბავ­შვე­ბი ეკ­ლე­სი­ა­ში დაჰ­ყავ­და, წირ­ვის შემ­დეგ კი ავარ­ჯი­შებ­და.

პა­ა­ტა ჭე­ლი­ძეს­თან ერ­თად

გიგა კა­რა­ტე­ში უკვე წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევ­და: მო­ი­გო რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი, და­იმ­სა­ხუ­რა შავი ქა­მა­რი.

18 წლის ასაკ­ში მებ­რძოლ­მა ცოლი მო­იყ­ვა­ნა. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სკო­ლის ასა­კი­დან უყ­ვარ­და. მას არ სურ­და მშობ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა აც­ნო­ბი­ე­რებ­და, რომ თუ კა­რა­ტე­ში დარ­ჩე­ბო­და, ფი­ნან­სუ­რად მყა­რად ვერ იქ­ნე­ბო­და. იმ პე­რი­ოდ­ში ჭი­კა­ძე კი­კბოქ­სინ­გის ყვე­ლა­ზე დიდი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, K-1-ის ფანი იყო და სწო­რედ ამ სპორ­ტში გა­და­წყვი­ტა ბედი ეცა­და. მა­ლე­ვე ჰო­ლან­დი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რო­მე­ლიც კი­კბოქ­სის ერთ-ერთი "ზე­სა­ხელ­მწი­ფოა“.

კა­რა­ტეს მსგავ­სად, ახალ სპორ­ტშიც გი­გამ თავი გა­მო­ი­ჩი­ნა და 36 გა­მარ­ჯვე­ბა­სა და 8 მარ­ცხს მო­უ­ყა­რა თავი. 2010-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­კოტ­რდა (მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისევ აღ­დგა, თუმ­ცა უწინ­დე­ლი დი­დე­ბა ვე­ღარ და­იბ­რუ­ნა) და გი­გაც თა­ვის მო­მა­ვალ­ზე და­ფიქ­რდა. მას ორი არ­ჩე­ვა­ნი ჰქონ­და: კრი­ვი ან შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკეთ მი­სა­ღე­ბად აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა.

ოკე­ა­ნის გაღ­მა გა­დას­ვლის­თა­ნა­ვე, ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა თა­ვის რე­ზი­უ­მე რამ­დე­ნი­მე დარ­ბაზს გა­უგ­ზა­ვა, მა­ნამ კი შტა­ტი­დან შტატ­ში ცდი­ლობ­და კარ­გი სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზის მო­ძებ­ნას. სა­ბო­ლო­ოდ 2014 წელს მის­თვის Kings MMA-ს დარ­ბა­ზის კარი აღ­მოჩ­ნდა ღია, რომ­ლის მფლო­ბე­ლი და მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი რა­ფა­ელ კარ­დე­ი­როა. რაფა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწვრთნე­ლია. სხვა­დას­ხვა დროს მას­თან ვარ­ჯი­შობ­დნენ: ან­დერ­სონ სილ­ვა, ფაბ­რი­სიო ვერ­დუ­მი, ვან­დერ­ლეი სილ­ვა. 2020 წელს კი კარ­დე­ი­რო მაიკ ტა­ი­სონს დაბ­რუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რა. მა­იკ­მა როი ჯონსთან სა­გა­მო­ფე­ნო ბრძო­ლა მო­ა­წყო.

რა­ფას გიგა მო­ე­წო­ნა და მისი სტი­ლის სრულ­ყო­ფი­ლე­ბას შე­უდ­გა. 2014 წლი­დან გიგა ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს. მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მას 7 მო­გე­ბა და 1 მარ­ცხი აქვს. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ხე­ლო­ვა­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის და­მარ­ცხე­ბაც მო­ას­წრო - მან კაბ სუ­ან­სო­ნი და ედსონ ბარ­ბო­სა და­ა­ნო­კა­უ­ტა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჭი­კა­ძე დგო­მის მებ­რძო­ლია, ის იშ­ვი­ა­თად "ჩე­ხა­ობს“. ქარ­თვე­ლი ძი­რი­თა­დად ცივ­სის­ხლი­ა­ნად მოქ­მე­დებს და ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა გათ­ვლი­ლი აქვს. გარ­და ამი­სა, მდი­და­რი არ­სე­ნა­ლი აქვს და ყვე­ლა პო­ზი­ცი­ი­დან სა­ხი­ფა­თოა.

თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბუ­რი კა­ტარ­თან მარ­ცხამ­დე მის დი­ვი­ზი­ონ­ში ტოპ მებ­რძო­ლებს ხში­რად იწ­ვევ­და. ის ამ­ბობ­და, რომ სა­უ­კე­თე­სო დამ­რტყმე­ლია და მაქს ჰო­ლო­ვე­ის ექიშ­პე­ბო­და: "გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო დამ­რტყმე­ლი ვარ, დგომ­ში მაქს ჰო­ლო­ვე­ი­ზე უკე­თე­სი ვარ. მაქსს ორ რა­უნდში და­ვა­ნო­კა­უ­ტებ“. თუმ­ცა კელ­ვინ­თან მარ­ცხი სი­ტუ­ა­ცი­ას ცოტა ცვლის და გი­გას მაქ­სამ­დე მი­სას­ვლე­ლად სულ მცი­რე 2 ეფექ­ტუ­რი მო­გე­ბა დას­ჭირ­დე­ბა.

  • ოქ­ტა­გონს მიღ­მა...

ოქ­ტა­გონს მიღ­მა გიგა ინ­ტე­ლი­გენ­ტი და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ის სა­მა­გა­ლი­თო მე­ო­ჯა­ხეა. ასე­ვე მებ­რძოლს სა­კუ­თა­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი აქვს და ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა.

ჭი­კა­ძემ ამ ფონ­დის და­არ­სე­ბა დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რო­მე­ლიც მკერ­დის კი­ბო­თი გარ­და­იც­ვა­ლა. დე­დის და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ოჯახ­მა მა­შინ შე­ი­ტყო, როცა გიგა 17 წლის იყო. თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, ექი­მებ­მა სიმ­სივ­ნის ამოჭ­რა შეძ­ლეს. მა­შინ მებ­რძო­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ უკვე ხში­რად იბ­რძო­და და მშობ­ლის­თვის სა­ჩუქ­რე­ბი ჩა­მოჰ­ქონ­და. გა­სამ­ხნე­ვებ­ლად ლო­ზუნ­გიც მო­ი­ფიქ­რა - "და­ა­ნო­კა­უ­ტე კიბო“. მაგ­რამ 2012 წელს და­ა­ვა­დე­ბა დაბ­რუნ­და და მარ­ტში დედა გარ­და­ეც­ვა­ლა.

მებ­რძოლს რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­უდ­გა, დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და. გიგა აღი­ა­რებს, რომ დედა მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა უდი­დე­სი და­ნა­კარ­გია მის­თვის. თუმ­ცა ეტა­პობ­რი­ვად ტკი­ვი­ლი მო­ტი­ვა­ცი­ად გარ­დაქ­მნა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა და­ი­წყო. მან და­ა­არ­სა ფონ­დი - "და­ა­ნო­კა­უ­ტე კიბო“. პირ­ვე­ლი­ვე წელს 20-მდე ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რა, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა ქალი იყო.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

"ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს. ეს ტკი­ვილს მა­ყე­ნებს. რაც არ უნდა გა­ვა­კე­თო, მჯე­რა, რომ დედა სულ ჩემ­თა­ნაა. ქველ­მოქ­მე­დე­ბაც მისი სიყ­ვა­რუ­ლის გამო და­ვი­წყე. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის გან­კურ­ნე­ბა არ შე­მიძ­ლია, თუმ­ცა ამის სურ­ვი­ლი მაქვს. სხვი­სი დახ­მა­რე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბას და და­მა­ტე­ბით ძა­ლას მაძ­ლევს“, - ამ­ბობს გიგა.

გი­გამ და მის­მა დამ მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი გა­ი­ნა­წი­ლეს. კესო ეძებს ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, მისი ძმა კი ფი­ნან­სურ მხა­რეს აგ­ვა­რებს. ჭი­კა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ამ მო­მენ­ტის­თვის, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, თით­ქმის 200 ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რა.

ჭი­კა­ძეს კი­დევ ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­სია აქვს - ის ეხ­მა­რე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქა­ლებს. 2014 წელს სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა მებ­რძოლს UNWomen-ის პრო­ექ­ტში ჩარ­თვა შეს­თა­ვა­ზეს. ის დიდი სი­ხა­რუ­ლით და­თან­ხმდა და მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მოგ­ზა­უ­რობ­და და მო­ზარ­დებს ლექ­ცი­ებს უკი­თხავ­და თუ რა­ტომ არ უნდა ას­წი­ონ ხელი ქალ­ზე...

გუ­შინ, 16 იან­ვარს, გიგა კელ­ვინ კა­ტარს და­უ­პი­რის­პირ­და. კა­ტარ­მა გა­სულ წელს მაქს ჰო­ლო­უ­ეს­თან სას­ტი­კი მარ­ცხი იწ­ვნია და ხან­გრძლი­ვი კრი­ზი­სი და­ე­წყო. სპორ­ტის ფა­ნებ­მა ის ჩა­მო­წე­რეს და თით­ქმის არა­ვის სჯე­რო­და, რომ ის გი­გას და­ა­მარ­ცხებ­და, თუმ­ცა ამე­რი­კელს სხვა გეგ­მე­ბი ჰქონ­და. 5 -რა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში მან ჭი­კა­ძე მსა­ჯე­ბის ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ა­მარ­ცხა. თუმ­ცა ჭი­კა­ძე კი­დევ უფრო ძლი­ე­რი რომ დაბ­რუნ­დე­ბა, ამა­ში ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
0

გიგა ძმაო, არ ვიცი როგორ მოგაწვდინო ხმა. მაგარი ხარ, გაუძელი. უთქვამს ბრძენკაცს "ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვიტკირსო" აბა შენ იცი ყველა შენთან ვართ. გაიხარე და გაგვახარე.

თემო
1

გიგა საქართველოში ყველამ მძიმედ განიცადა, მაგრამ ვიცით შენი ვაჟკაცობისა და ჟინის ამბავი, ვიმედოვნებთ, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდები. ჭიდაობა ძმაო, ქართველი კაცი ხარ, არ უნდა გაგიჭირდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა. ქველმოქმედებაც მისი სიყვარულის გამო დავიწყე. სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია..." - გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე და მის მიღმა

"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა. ქველმოქმედებაც მისი სიყვარულის გამო დავიწყე. სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია..." - გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე და მის მიღმა

იყო დრო, როდესაც UFC-ში ქართველი მებრძოლის მოხვედრა სანატრელი და თითქმის წარმოუდგენელიც კი იყო. MMA ჩვენთან გავრცელებული სპორტული სახეობებისგან განსხვავებით, სრულად კომერციულია და მასზე სახელმწიფო ფედერაციებს თითქმის არანაირი ზეგავლენა არ აქვთ, შესაბამისად, მებრძოლებს საკუთარი ხარჯებით უწევთ ვარჯიში, ახალი დისციპლინების დახვეწა, მოგზაურობა და ასე შემდეგ. UFC კი საბრძოლო ხელოვნებების უმაღლესი მწვერვალია, მარტივად რომ ვთქვათ, ამ სპორტის ჩემპიონთა ლიგაა. იქ მოხვედრა კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მასშტაბის დონეს უნდა აკმაყოფილებდე.

ვის ვის და მებრძოლებს ნამდვილად საკუთარი ხარჯებით, თავდაუზოგავი შრომითა და ნიჭით უწევთ UFC-მდე გზის გაკვლევა. უკანასკნელ წლებში ქართველები ერთმანეთის მიყოლებით "შევარდნენ" UFC-ში და უმოკლეს პერიოდში გაითქვეს სახელი. მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, გურამ ქუთათელაძე, რომან დოლიძე და რაღა თქმა უნდა, დღევანდელი სტატიის გმირი, გიგა ჭიკაძე.

მერაბი ტრადიციულ ჭიდაობას იყენებს წარმატებით და თავის წონაში მოწინააღმდეგის წაქცევის რეკორდული რაოდენობა აქვს. ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც ჯიუ-ჯითსუს შავ ქამარს ფლობს, დაუმარცხებლად მიიწევს წინ და 1 კვირაში მორიგ ბრძოლას გამართავს. გიგა ჭიკაძის ფეხი კი მთელ ორგანიზაციაში ცნობილია და ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე გამანადგურებლად მიიჩნევა.

16 იანვარს გიგა კელვინ კატართან დამარცხდა, თუმცა ნამდვილი ქართველი მებრძოლის უტეხი სულისკვეთება და ჩემპიონის ხასიათი გამოავლინა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და წინ აღდგენა და დასვენება ელოდება.

ჭიკაძე ძიუდოში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ოჯახში დაიბადა. ზაზა ჭიკაძე რამდენჯერმე გახდა კავშირის ჩემპიონი და 23 წლის ასაკში ოლიმპიადაზე წასვლის შანსიც მიეცა, თუმცა მუხლის ტრავმა მიიღო და კარიერის დასრულება მოუწია. როცა ვაჟი შეეძინა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მას ჩემპიონად გაზრდიდა.

როცა მამას შვილი სამშობიაროდან გამოჰყავდა, ვიდეო ჩაწერა: "ამ საავადმყოფოში დაიბადა გიგა ჭიკაძე - ჩემი პირველი შვილი და მომავალი ჩემპიონი ძიუდოში“. წლების შემდეგ ეს ვიდეო კიდევ უფრო ემოციურად აღიქმება.

მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ჭიკაძე ძიუდოისტი იყო, 4 წლის ასაკში უმცროსი კიოკუში კარატის სექციაზე შეიყვანა. პატარას პირველი ვარჯიშები უჭირდა და ტიროდა, როცა შპაგატზე ჩადიოდა. თუმცა არ ნებდებოდა და მუშაობას განაგრძობდა. მალევე ბიჭს სპორტის ეს სახეობა თავდავიწყებით შეუყვარდა და ბრიუს ლის ფანიც გახდა.

როცა გიგას 9 წელი შეუსრულდა ის გოძიუ-რიუს სექციაში გადავიდა. კარატეს ეს სახეობა ჰგავს MMA-ს - დაშვებულია იდაყვებითა და მუხლებით დარტყმა, გდება და პარტერში ბრძოლაც. სწორედ იქ გაიცნო სენსეი პაატა ჭელიძე, რომელთანაც 18 წლამდე დარჩა და სწორედ მისი დამსახურებით ახლა გიგა UFC-ის იპყრობს.

მამასთან ერთად

ჭიკაძე პერიოდულად სენსეის დრამატულ ისტორიას იხსენებს ხოლმე. პაატა ჭელიძე წარმოშობით აფხაზეთიდან არის, მაგრამ მოგვიანებით, იაპონიაში წავიდა, რათა მასუტაცუ იომასთან ევარჯიშა. როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, სენსეი სამშობლოში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მისი სახლი განადგურდა, ოჯახის წევრები კი დაეხოცა. კარატისტი თბილისში გადაბარგდა და ბავშვების გაწვრთნა დაიწყო, ერთ-ერთი კი გიგა იყო. სენსეი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი გახლდათ, კვირაობით ბავშვები ეკლესიაში დაჰყავდა, წირვის შემდეგ კი ავარჯიშებდა.

პაატა ჭელიძესთან ერთად

გიგა კარატეში უკვე წარმატებებს აღწევდა: მოიგო რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი, დაიმსახურა შავი ქამარი.

18 წლის ასაკში მებრძოლმა ცოლი მოიყვანა. მომავალი მეუღლე სკოლის ასაკიდან უყვარდა. მას არ სურდა მშობლებზე დამოკიდებული ყოფილიყო, თუმცა აცნობიერებდა, რომ თუ კარატეში დარჩებოდა, ფინანსურად მყარად ვერ იქნებოდა. იმ პერიოდში ჭიკაძე კიკბოქსინგის ყველაზე დიდი ორგანიზაციის, K-1-ის ფანი იყო და სწორედ ამ სპორტში გადაწყვიტა ბედი ეცადა. მალევე ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც კიკბოქსის ერთ-ერთი "ზესახელმწიფოა“.

კარატეს მსგავსად, ახალ სპორტშიც გიგამ თავი გამოიჩინა და 36 გამარჯვებასა და 8 მარცხს მოუყარა თავი. 2010-იანების დასაწყისში ორგანიზაცია გაკოტრდა (მოგვიანებით ისევ აღდგა, თუმცა უწინდელი დიდება ვეღარ დაიბრუნა) და გიგაც თავის მომავალზე დაფიქრდა. მას ორი არჩევანი ჰქონდა: კრივი ან შერეული ორთაბრძოლები. გადაწყვეტილების უკეთ მისაღებად აშშ-ში გაემგზავრა.

ოკეანის გაღმა გადასვლისთანავე, ქართველმა მებრძოლმა თავის რეზიუმე რამდენიმე დარბაზს გაუგზავა, მანამ კი შტატიდან შტატში ცდილობდა კარგი სავარჯიშო დარბაზის მოძებნას. საბოლოოდ 2014 წელს მისთვის Kings MMA-ს დარბაზის კარი აღმოჩნდა ღია, რომლის მფლობელი და მთავარი მწვრთნელი რაფაელ კარდეიროა. რაფა ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და წარმატებული მწვრთნელია. სხვადასხვა დროს მასთან ვარჯიშობდნენ: ანდერსონ სილვა, ფაბრისიო ვერდუმი, ვანდერლეი სილვა. 2020 წელს კი კარდეირო მაიკ ტაისონს დაბრუნებაში დაეხმარა. მაიკმა როი ჯონსთან საგამოფენო ბრძოლა მოაწყო.

რაფას გიგა მოეწონა და მისი სტილის სრულყოფილებას შეუდგა. 2014 წლიდან გიგა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მსოფლიოში საუკეთესო ორგანიზაციაში მას 7 მოგება და 1 მარცხი აქვს. ამ პერიოდში სახელოვანი მოწინააღმდეგეების დამარცხებაც მოასწრო - მან კაბ სუანსონი და ედსონ ბარბოსა დაანოკაუტა.

მიუხედავად იმისა, რომ ჭიკაძე დგომის მებრძოლია, ის იშვიათად "ჩეხაობს“. ქართველი ძირითადად ცივსისხლიანად მოქმედებს და ყველა მოძრაობა გათვლილი აქვს. გარდა ამისა, მდიდარი არსენალი აქვს და ყველა პოზიციიდან სახიფათოა.

თავდაჯერებული ჩვენებური კატართან მარცხამდე მის დივიზიონში ტოპ მებრძოლებს ხშირად იწვევდა. ის ამბობდა, რომ საუკეთესო დამრტყმელია და მაქს ჰოლოვეის ექიშპებოდა: "გარანტიას გაძლევთ, მე ორგანიზაციის საუკეთესო დამრტყმელი ვარ, დგომში მაქს ჰოლოვეიზე უკეთესი ვარ. მაქსს ორ რაუნდში დავანოკაუტებ“. თუმცა კელვინთან მარცხი სიტუაციას ცოტა ცვლის და გიგას მაქსამდე მისასვლელად სულ მცირე 2 ეფექტური მოგება დასჭირდება.

  • ოქტაგონს მიღმა...

ოქტაგონს მიღმა გიგა ინტელიგენტი და მოკრძალებული ადამიანია. ის სამაგალითო მეოჯახეა. ასევე მებრძოლს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი აქვს და ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებს ეხმარება.

ჭიკაძემ ამ ფონდის დაარსება დედის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა, რომელიც მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. დედის დაავადების შესახებ ოჯახმა მაშინ შეიტყო, როცა გიგა 17 წლის იყო. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ექიმებმა სიმსივნის ამოჭრა შეძლეს. მაშინ მებრძოლი საზღვარგარეთ უკვე ხშირად იბრძოდა და მშობლისთვის საჩუქრები ჩამოჰქონდა. გასამხნევებლად ლოზუნგიც მოიფიქრა - "დაანოკაუტე კიბო“. მაგრამ 2012 წელს დაავადება დაბრუნდა და მარტში დედა გარდაეცვალა.

მებრძოლს რთული პერიოდი დაუდგა, დეპრესიაში ჩავარდა. გიგა აღიარებს, რომ დედა მისი უახლოესი მეგობარი იყო და მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია მისთვის. თუმცა ეტაპობრივად ტკივილი მოტივაციად გარდაქმნა და სხვა ადამიანების დახმარება დაიწყო. მან დააარსა ფონდი - "დაანოკაუტე კიბო“. პირველივე წელს 20-მდე ადამიანს დაეხმარა, რომელთა უმეტესობა ქალი იყო.

მეუღლესთან ერთად

"ქველმოქმედებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ეს ტკივილს მაყენებს. რაც არ უნდა გავაკეთო, მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა. ქველმოქმედებაც მისი სიყვარულის გამო დავიწყე. სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია, თუმცა ამის სურვილი მაქვს. სხვისი დახმარება ბედნიერებას და დამატებით ძალას მაძლევს“, - ამბობს გიგა.

გიგამ და მისმა დამ მოვალეობები გაინაწილეს. კესო ეძებს ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდებათ, მისი ძმა კი ფინანსურ მხარეს აგვარებს. ჭიკაძეების ოჯახი ამ მომენტისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის 200 ადამიანს დაეხმარა.

ჭიკაძეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მისია აქვს - ის ეხმარება ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს. 2014 წელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებმა მებრძოლს UNWomen-ის პროექტში ჩართვა შესთავაზეს. ის დიდი სიხარულით დათანხმდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა და მოზარდებს ლექციებს უკითხავდა თუ რატომ არ უნდა ასწიონ ხელი ქალზე...

გუშინ, 16 იანვარს, გიგა კელვინ კატარს დაუპირისპირდა. კატარმა გასულ წელს მაქს ჰოლოუესთან სასტიკი მარცხი იწვნია და ხანგრძლივი კრიზისი დაეწყო. სპორტის ფანებმა ის ჩამოწერეს და თითქმის არავის სჯეროდა, რომ ის გიგას დაამარცხებდა, თუმცა ამერიკელს სხვა გეგმები ჰქონდა. 5 -რაუნდიან ბრძოლაში მან ჭიკაძე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. თუმცა ჭიკაძე კიდევ უფრო ძლიერი რომ დაბრუნდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ავტორი: ანრი კურტანიძე