საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმდენად რთული სიტუაციაა, გადაღება შეუძლებელია... მსახიობები ინფიცირებულები არიან" - რას ამბობს ჩცდ-ს პროდიუსერი სერიალის გადაღების შეჩერებაზე?
"იმდენად რთული სიტუაციაა, გადაღება შეუძლებელია... მსახიობები ინფიცირებულები არიან" - რას ამბობს ჩცდ-ს პროდიუსერი სერიალის გადაღების შეჩერებაზე?

"დამ­ძი­მე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გამო, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­და­ღე­ბე­ბი დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია. სე­რი­ე­ბის ეთერ­ში გას­ვლის თა­რიღს მალე შე­გა­ტყო­ბი­ნებთ. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას!“ - ვკი­თხუ­ლობთ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ფე­ის­ბუქ გვერ­დზე.

ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გამო "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­მა" სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­და­ღე­ბა შე­ა­ჩე­რა. სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი, ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე ამ­ბობს, რომ ორ­კვი­რი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა, მხო­ლოდ არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბის გამო გა­მო­ა­ცხა­დეს.

რო­გორც ამ­ბობს, კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი თან­და­თან მა­ტუ­ლობს და ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- გარ­შე­მო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და და ამ კო­ვი­და­ფეთ­ქე­ბის გამო, სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბა შე­ვა­ჩე­რეთ და აქ სხვა არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. იმ­დე­ნად რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ღე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამას­თან, სახ­ლში ბევ­რს ჰყავს რის­კჯ­გუ­ფის მქო­ნე ოჯა­ხის წევ­რი. ასე­ვე ამა თუ იმ ობი­ექ­ტზე უჭირთ გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის შეშ­ვე­ბა, ეში­ნი­ათ, ვერ ბე­და­ვენ და ეს გა­სა­გე­ბია.

არა­და, თუ ლო­კა­ცია არ გვექ­ნე­ბა, გა­და­ღე­ბას სხვა­ნა­ი­რად ვერ შევ­ძლებთ. ამ შა­ბათ-კვი­რას თით­ქმის მზად იყო ეთერ­ში გა­სას­ვლე­ლი სე­რია, მაგ­რამ ერთი ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბა ვერ შევ­ძე­ლით იმის გამო, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ში იყო, ავა­დაა... ამი­ტომ დღე­ვან­დე­ლი და ხვა­ლინ­დე­ლი სე­რია ეთერ­ში ვერ გავა. ვი­მე­ო­რებ, ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ორი კვი­რით გავ­ჩერ­დით. და­ვაკ­ვირ­დე­ბით. შევ­ხე­დავთ... თუ ორი კვი­რის მერე ეპიდსი­ტუ­ა­ცია და­წყნარ­და, გან­ვაგ­რძობთ მუ­შა­ო­ბას. თუ კო­რო­ნა მო­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და ყვე­ლას და­ე­მარ­თა, ცხა­დია, ვერ ვი­მუ­შა­ვებთ.

- ე.ი. მსა­ხი­ო­ბე­ბიც არი­ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი?

- კი, კო­რო­ნა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და და იზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
17

მსოფლიოში გამორჩეული და განსხვავებული სერიალია ! მხოლოდ ამ სერიალში ყოველთვის ბოროტი კეთილს ამარცხებს, ყველა გმირი უარყოფითია, დადებითი არ ყოლიათ არასდროს, უკულტურობა, ცინიზმი, ველურობა, უზრდელობა და ბილწსიტყვიანობა ნორმაა სერიალის! რატომ არ კრძალავთ ამ სერიალს? თუ საქართველოს სახეა და ვერავინ ვერ ამჩნევს, რა ფენომენთან გვაქვს საქმე?! 

Bendu
12

ანტივაქსერებო არ აცრათ ჩვილი შვილებიც ყვავილზეც, პოლიომელიტზე, და ა.შ. მერე სინდისშიც ჩაიხედეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"იმდენად რთული სიტუაციაა, გადაღება შეუძლებელია... მსახიობები ინფიცირებულები არიან" - რას ამბობს ჩცდ-ს პროდიუსერი სერიალის გადაღების შეჩერებაზე?

"იმდენად რთული სიტუაციაა, გადაღება შეუძლებელია... მსახიობები ინფიცირებულები არიან" - რას ამბობს ჩცდ-ს პროდიუსერი სერიალის გადაღების შეჩერებაზე?

"დამძიმებული ეპიდვითარების გამო, "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებები დროებით შეჩერებულია. სერიების ეთერში გასვლის თარიღს მალე შეგატყობინებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - ვკითხულობთ "ჩემი ცოლის დაქალების" ფეისბუქ გვერდზე.

ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარების გამო "ფორმულა კრეატივმა" სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღება შეაჩერა. სერიალის პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ ორკვირიანი შესვენება, მხოლოდ არსებული მძიმე ვითარების გამო გამოაცხადეს.

როგორც ამბობს, კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან მატულობს და ასეთ სიტუაციაში მუშაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

- გარშემო ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და ამ კოვიდაფეთქების გამო, სერიალის გადაღება შევაჩერეთ და აქ სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს. იმდენად რთული სიტუაციაა, ამ მდგომარეობაში გადაღება შეუძლებელია. ამასთან, სახლში ბევრს ჰყავს რისკჯგუფის მქონე ოჯახის წევრი. ასევე ამა თუ იმ ობიექტზე უჭირთ გადამღები ჯგუფის შეშვება, ეშინიათ, ვერ ბედავენ და ეს გასაგებია.

არადა, თუ ლოკაცია არ გვექნება, გადაღებას სხვანაირად ვერ შევძლებთ. ამ შაბათ-კვირას თითქმის მზად იყო ეთერში გასასვლელი სერია, მაგრამ ერთი ეპიზოდის გადაღება ვერ შევძელით იმის გამო, რომ კონკრეტული პერსონაჟი, რომელიც სცენაში იყო, ავადაა... ამიტომ დღევანდელი და ხვალინდელი სერია ეთერში ვერ გავა. ვიმეორებ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ორი კვირით გავჩერდით. დავაკვირდებით. შევხედავთ... თუ ორი კვირის მერე ეპიდსიტუაცია დაწყნარდა, განვაგრძობთ მუშაობას. თუ კორონა მოდებული იქნება და ყველას დაემართა, ცხადია, ვერ ვიმუშავებთ.

- ე.ი. მსახიობებიც არიან დაინფიცირებულები?

- კი, კორონა რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა და იზოლაციაში არიან.