პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ქალბატონის" ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ სცადა მიტინგის მოწყობა..." - რა მოხდა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც ცოტნე გამსახურდია გადის მკურნალობას?
"ქალბატონის" ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ სცადა მიტინგის მოწყობა..." - რა მოხდა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც ცოტნე გამსახურდია გადის მკურნალობას?

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ და მის­მა მომ­ხრე­ებ­მა აქ­ცი­ის გა­მარ­თვა სცა­დეს წე­რო­ვა­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრთან, სა­დაც ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სამ­კურ­ნა­ლო-აღ­დგე­ნით კურსს რამ­დე­ნი­მე თვეა გა­დის.

"ქალ­ბა­ტო­ნის" ობ­სე­სი­ურ­მა და ბო­რო­ტი ში­ზოფ­რე­ნი­ით სნე­ულ­მა სექ­ტამ, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია უხე­შად ერე­ვა ცოტ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბა­ში და გაჰ­ყი­ვის, თით­ქოს მას ორი წე­ლია მკურ­ნა­ლო­ბის მა­გივ­რად წამ­ლა­ვენ, სცა­და მი­ტინ­გის მო­წყო­ბა წე­რო­ვა­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრთან. "ჩვენ უნდა წა­ვიყ­ვა­ნოთ ცოტ­ნე", იყო მათი მო­თხოვ­ნა. "აქ­ცი­ის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მე­გა­ფონ­ში გაჰ­ყვი­როდ­ნენ, იგი­ნე­ბოდ­ნენ, იწყევ­ლე­ბოდ­ნენ და კა­რე­ბის შემტვრე­ვას ცდი­ლობ­დნენ. წე­რო­ვა­ნის მა­ღა­ლი დო­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გან­ცვიფ­რე­ბულ­ნი შეჰ­ყუ­რებ­დნენ ამ სა­ნა­ხა­ო­ბას. სა­ჭი­რო გახ­და და­მა­ტე­ბი­თი დაც­ვის გა­მო­ძა­ხე­ბა. მომ­ხვდუ­რებს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან გა­ნე­მარ­ტათ, რომ სამ­ხედ­რო ბა­ზებ­თან ან ობი­ექ­ტებ­თან, სა­დაც ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­დი­ან რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, და­უშ­ვე­ბე­ლია მი­ტინ­გი, მე­გა­ფო­ნე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი ხრი­ა­ლი და ხმა­უ­რი. და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლებს კი 15 - დღი­ა­ნი სა­კა­ნი ემუქ­რე­ბათ. ამის შემ­დეგ მათ დას­ტო­ვეს იქა­უ­რო­ბა. სექ­ტან­ტე­ბი თავს ისუ­ლე­ლე­ბენ, თით­ქოს გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია სა­ერ­თოდ არ არის საქ­მის კურ­სში. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი არის ცოტ­ნეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ანას­თან ერ­თად და ჩვენ­თან ერ­თად თვალ­ყურს ადევ­ნებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს. ცოტ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბენ სა­უ­კე­თე­სო რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გე­ბი. მისი მკურ­ნა­ლო­ბა აყ­ვა­ნი­ლია პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის, ასე­ვე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კონ­ტროლ­ქვეშ. ნუთუ მად­ლო­ბის მა­გი­ე­რია ასე­თი მო­ვარ­დნა და უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ლან­ძღვა-გი­ნე­ბა", - წერს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, 2019 წლის 19 დე­კემ­ბერს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დაჭ­რეს. ჭრი­ლო­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ ბევ­რჯერ დად­გა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ მისი გა­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხი. ამ უმ­ძი­მე­სი დღი­დან 2 წელი გა­ვი­და. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ცოტ­ნე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე უცხო­ეთ­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას. რამ­დე­ნი­მე თვეა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს სა­ქარ­თვე­ლო­ში, წე­რო­ვა­ნი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში გა­დის.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქვეყნის გულშემატკივარი
3

mananas xuSturebma zviadzec cudad imoqmeda

URO
9

ხომ ხედავთ, რომ დაგიჩემებიათ მიშა შეშლილიაო, მარტო ის არაა სამკურნალო!

ავტორი:

"ქალბატონის" ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ სცადა მიტინგის მოწყობა..." - რა მოხდა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც ცოტნე გამსახურდია გადის მკურნალობას?

"ქალბატონის" ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ სცადა მიტინგის მოწყობა..." - რა მოხდა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც ცოტნე გამსახურდია გადის მკურნალობას?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა აქციის გამართვა სცადეს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც ცოტნე გამსახურდია სამკურნალო-აღდგენით კურსს რამდენიმე თვეა გადის.

"ქალბატონის" ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ, რომელიც დიდი ხანია უხეშად ერევა ცოტნეს მკურნალობაში და გაჰყივის, თითქოს მას ორი წელია მკურნალობის მაგივრად წამლავენ, სცადა მიტინგის მოწყობა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან. "ჩვენ უნდა წავიყვანოთ ცოტნე", იყო მათი მოთხოვნა. "აქციის" მონაწილეები მეგაფონში გაჰყვიროდნენ, იგინებოდნენ, იწყევლებოდნენ და კარების შემტვრევას ცდილობდნენ. წეროვანის მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ ამ სანახაობას. საჭირო გახდა დამატებითი დაცვის გამოძახება. მომხვდურებს პოლიციის მხრიდან განემარტათ, რომ სამხედრო ბაზებთან ან ობიექტებთან, სადაც ჯარისკაცები გადიან რეაბილიტაციას, დაუშვებელია მიტინგი, მეგაფონების აგრესიული ხრიალი და ხმაური. დაუმორჩილებლებს კი 15 - დღიანი საკანი ემუქრებათ. ამის შემდეგ მათ დასტოვეს იქაურობა. სექტანტები თავს ისულელებენ, თითქოს გიორგი გამსახურდია საერთოდ არ არის საქმის კურსში. შეგახსენებთ, რომ გიორგი არის ცოტნეს ოფიციალური მხარდამჭერი ანასთან ერთად და ჩვენთან ერთად თვალყურს ადევნებს რეაბილიტაციის პროცესს. ცოტნეს მკურნალობენ საუკეთესო რეაბილიტოლოგები. მისი მკურნალობა აყვანილია პრემიერ - მინისტრ ღარიბაშვილის და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ. ნუთუ მადლობის მაგიერია ასეთი მოვარდნა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

შეგახსენებთ, 2019 წლის 19 დეკემბერს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ ბევრჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი გადარჩენის საკითხი. ამ უმძიმესი დღიდან 2 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ცოტნე როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გადიოდა მკურნალობას. რამდენიმე თვეა ცოტნე გამსახურდია სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში, წეროვანი სარეაბილიტაციო ცენტრში გადის.