პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს" - კონსტანტინე გამსახურდია სააკაშვილის განცხადებას პასუხობს
"საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს" - კონსტანტინე გამსახურდია სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს.

მისი თქმით, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი უკა­ნო­ნოდ არ გად­მო­უკ­ვე­თავს და ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად გარ­კვე­უ­ლი ფაქ­ტე­ბი მოჰ­ყავს.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის გამო, ანუ მათ­თვის, ვინც არ იცის:

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჯერ კი­დევ 1992 წლის 2 იან­ვარს აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ამ დროს სამ­ხედ­რო-კრი­მი­ნა­ლუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ჯერ კი­დევ მი­დი­ო­და თბი­ლის­ში და დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ იყო. იგი აღ­ძრეს სი­გუა-კი­ტო­ვა­ნი-იო­სე­ლი­ა­ნი-შე­ვარ­დნა­ძის ხუნ­ტის ნა­ფიც­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა, ვახ­ტანგ რაზ­მა­ძემ და მის­მა მო­ად­გი­ლემ, ან­ზორ ბა­ლუ­აშ­ვილ­მა.საქ­მე გაგ­რძელ­და, შე­ივ­სო ახალ-ახა­ლი და­ნა­მა­ტე­ბით და გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და, რო­გორც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მისი მომ­ხრე­ე­ბის საქ­მე. ბრალ­დე­ბე­ბის უსა­ფუძ­ვლო­ბით, აბ­სურ­დუ­ლო­ბით და ჭრა-კერ­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბით ეს საქ­მე მიჩ­ნე­უ­ლია იუ­რი­დი­ულ "შე­დევ­რად". სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი­ერ პრე­ზი­დენტს, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ზღვა­რი უკა­ნო­ნოდ არ გა­და­უკ­ვე­თავს. იქ, სა­დაც გროზ­ნო­დან გა­მოფ­რე­ნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი დაჯ­და 1993 წლის 24 სექ­ტემ­ბერს, ანუ სე­ნა­კის აე­რო­პორ­ტში, მას დახ­ვდნენ კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. დიახ, კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 1993 წელს დარ­ჩე­ნი­ლი იყო ორ ად­გი­ლას - აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში და სა­მეგ­რე­ლოს 6 რა­ი­ონ­ში.საქ­მის მსვლე­ლო­ბა გაგ­რძელ­და წლე­ბის მან­ძილ­ზე ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც. ათო­ბით ფი­გუ­რან­ტი იქნა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მხა­რის იუს­ტი­ცი­ის მიერ. არა­ერთ შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად ად­გი­ლი ჰქონ­და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას და წა­მე­ბას. ეს ამაზ­რზე­ნი პრო­ცე­სე­ბი სა­დღაც 2001 წლამ­დე გრძელ­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს:2011 წლის 24 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სე­სი­ამ მო­ი­წო­ნა ძი­რი­თა­დი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც გა­მოკ­ვლე­უ­ლი იყო მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ძი­რი­თა­დი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. დრო­ე­ბი­თი (ad hoc) სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის მიერ შედ­გე­ნილ 370 გვერ­დი­ან დო­კუ­მენტზე ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დარ­თუ­ლი იყო კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დას­კვნა, ასე­ვე 48 ადა­მი­ა­ნის სია, რომ­ლე­ბიც არა­სო­დეს და­უ­კი­თხავთ და სა­ერ­თოდ არც შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. ამ ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლოა ჰქო­ნო­დათ ფა­სე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი პრე­ზი­დენ­ტის დევ­ნი­სა და მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, ან თა­ვად ყო­ფი­ლიყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი ამ პრო­ცე­სებ­ში.დას­კვნა სე­სი­ის მომ­დევ­ნო დღეს პირ­და­პირ გა­და­იგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. დღემ­დე რჩე­ბა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა, რა­ტომ შე­მო­დო ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი-მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე თა­რო­ზე?" - წერს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუქ­ში".

მსჯავ­რდე­ბულ­მა მე-3 პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, სა­სა­მარ­თლო­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მო­სა­მარ­თლეს კი­თხვით მი­მართ - თუ რა­ტომ არ ასა­მარ­თლე­ბენ გარ­დაც­ვლილ პრე­ზი­დენტს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის­თვის.

"ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას რა­ტომ არ ასა­მარ­თლებთ სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის­თვის? აა, უკვე ვე­ღარ ასა­მარ­თლებთ იმი­ტომ, რომ მო­კა­ლით ხომ? თო­რემ, რომ და­ე­ჭი­რათ ზვი­ა­დი, რო­მელ­საც მე მი­ვა­ნი­ჭე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლუი გმი­რის წო­დე­ბა, ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­მარ­თლდე­ბო­და უკა­ნო­ნო რე­ჟი­მის მიერ, რო­მელ­მაც რუ­სე­თის ჯა­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ახ­დი­ნა გა­დატ­რი­ა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში,"- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაჰ
0

ფსიქიატრმა გასინჯოს ეს გაურკვეველი ქვეყნის მოქალაქე :D

ორდე
2

შეშლილმა არც იცის და არც აინტერესებს რა და როგორ; მოადგა პირზე და თქვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს" - კონსტანტინე გამსახურდია სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

"საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს" - კონსტანტინე გამსახურდია სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს.

მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას საქართველოს საზღვარი უკანონოდ არ გადმოუკვეთავს და ამის დასადასტურებლად გარკვეული ფაქტები მოჰყავს.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, ანუ მათთვის, ვინც არ იცის:

ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1992 წლის 2 იანვარს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ დროს სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება ჯერ კიდევ მიდიოდა თბილისში და დასრულებული არ იყო. იგი აღძრეს სიგუა-კიტოვანი-იოსელიანი-შევარდნაძის ხუნტის ნაფიცმა გენერალურმა პროკურორმა, ვახტანგ რაზმაძემ და მისმა მოადგილემ, ანზორ ბალუაშვილმა.საქმე გაგრძელდა, შეივსო ახალ-ახალი დანამატებით და გადაკვალიფიცირდა, როგორც ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების საქმე. ბრალდებების უსაფუძვლობით, აბსურდულობით და ჭრა-კერვის ინტენსივობით ეს საქმე მიჩნეულია იურიდიულ "შედევრად". საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს. იქ, სადაც გროზნოდან გამოფრენილი თვითმფრინავი დაჯდა 1993 წლის 24 სექტემბერს, ანუ სენაკის აეროპორტში, მას დახვდნენ კანონიერი ხელისუფლების ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლები. დიახ, კანონიერი ხელისუფლება 1993 წელს დარჩენილი იყო ორ ადგილას - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამეგრელოს 6 რაიონში.საქმის მსვლელობა გაგრძელდა წლების მანძილზე ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდეგაც. ათობით ფიგურანტი იქნა დაპატიმრებული და გასამართლებული გამარჯვებული მხარის იუსტიციის მიერ. არაერთ შემთხვევაში სასურველი ჩვენების მისაღებად ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას და წამებას. ეს ამაზრზენი პროცესები სადღაც 2001 წლამდე გრძელდებოდა. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს:2011 წლის 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სესიამ მოიწონა ძირითადი დოკუმენტი, რომელშიც გამოკვლეული იყო მისი გარდაცვალების ძირითადი გარემოებები. დროებითი (ad hoc) საპარლამენტო კომისიის მიერ შედგენილ 370 გვერდიან დოკუმენტზე ჩემი ხელმძღვანელობით დართული იყო კრიმინალისტიკური დასკვნა, ასევე 48 ადამიანის სია, რომლებიც არასოდეს დაუკითხავთ და საერთოდ არც შეუწუხებიათ იქიდან მოყოლებული. ამ ადამიანებს შესაძლოა ჰქონოდათ ფასეული ინფორმაციები პრეზიდენტის დევნისა და მკვლელობის შესახებ, ან თავად ყოფილიყვნენ ჩართულნი ამ პროცესებში.დასკვნა სესიის მომდევნო დღეს პირდაპირ გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვა, რატომ შემოდო ზურაბ ადეიშვილი-მურთაზ ზოდელავას პროკურატურამ საქმე თაროზე?" - წერს კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქში".

მსჯავრდებულმა მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს კითხვით მიმართ - თუ რატომ არ ასამართლებენ გარდაცვლილ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას საზღვრის უკანონო კვეთისთვის.

"ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო კვეთისთვის? აა, უკვე ვეღარ ასამართლებთ იმიტომ, რომ მოკალით ხომ? თორემ, რომ დაეჭირათ ზვიადი, რომელსაც მე მივანიჭე საქართველოს ეროვნულუი გმირის წოდება, ის აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ, რომელმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.