პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტი ვეტოთი "ქართულ ოცნებას“ ცივ შხაპს გადაასხამდა, რომ გამოფხიზლებულიყვნენ " - ეკა ბესელია
"პრეზიდენტი ვეტოთი "ქართულ ოცნებას“ ცივ შხაპს გადაასხამდა, რომ გამოფხიზლებულიყვნენ " - ეკა ბესელია

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­ა­ხერ­ხა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი ორ­პო­ლუ­სი­ან ჭრილ­ში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­უს­რუ­ლე­ბელ ომს ვხე­დავთ" - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ ლი­დერ­მა, ეკა ბე­სე­ლი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და.

ეკა ბე­სე­ლი­ას თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­რე­მოს არ­სე­ბო­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ა­კაშ­ვილ­თან "ეს ბრძო­ლა წა­გე­ბუ­ლი აქვს“.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­ა­ხერ­ხა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი ამ ორ­პო­ლუ­სი­ან ჭრილ­ში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. ისევ ვხე­დავთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­უს­რუ­ლე­ბელ ომს. ეს არ არის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი ბრძო­ლა, ეს უფრო ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლაა. სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, კო­ბა­ხი­ძე თუ ვინ­მე სხვა, არ აქვს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, მი­მაჩ­ნია, რომ დე­მოკ­რა­ტია და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი გუ­ლის­ხმობს, ყვე­ლას უნდა მო­ე­პყრო სა­მარ­თლი­ა­ნად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ უამ­რა­ვი პრე­ტენ­ზია და სამ­დუ­რა­ვი მქონ­და წარ­სულ­ში, ამ სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­უძ­ლებს იმ ტესტს თქვა, რომ "ალ­ბათ, და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლია“? - ვერ გა­უძ­ლებს. ამი­ტომ, უკვე წა­გე­ბუ­ლი აქვს მას­თან ეს ბრძო­ლა "ოც­ნე­ბას.“ მან და­ახ­ვედ­რა ისე­თი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა, რა­ზეც თა­ვად თქვა, რომ იყოს "მო­ნო­პო­ლი­ზი­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის ქვეშ სა­სა­მარ­თლო და არ იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ისა­უბ­რა "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ“ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბებ­სა დ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ზე, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ხელი მო­ა­წე­რა. ეკა ბე­სე­ლი­ას თქმით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო პრე­ზი­დენტს აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნე­ბის­თვის ვეტო და­ე­დო.

ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით­ვე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ხი­ფა­თო ხიბლშია ჩა­ვარ­დნი­ლი და ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვეტო ერ­თგვა­რი "ცივი შხა­პი“ იქ­ნე­ბო­და მის­თვის.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და მე­ქა­ნიზ­მის, რაც მხო­ლოდ პრე­ზი­დენტს აქვს გა­მო­ყე­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ახლა ვხე­დავთ სუ­რათს, რო­დე­საც ხიბლში ჩა­ვარ­დნი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტია და ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ხიბ­ლია, მას რე­ა­ლუ­რად აღა­რა­ვინ ჰყავს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამ­წე­ვი და ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აძ­ლევს თავს. ერ­თა­დერ­თი, ვი­საც სწრაფ, არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ თავ­დაღ­მარ­თში დაშ­ვე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა შე­ეძ­ლო, პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოა. მას ექ­ნე­ბო­და რამ­დე­ნი­მე გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ეფექ­ტის ვე­ტოს ფუნ­ქცია. ცივი შხა­პი უნდა გა­და­ას­ხა ადა­მი­ანს, რომ გა­მო­ა­ცო­ცხლო. პრე­ზი­დენ­ტთან ახლო კო­მუ­ნი­კა­ცია მაქვს და არ ვიც­ნობ, რო­გორც შე­ში­ნე­ბულ ქალს და შე­ში­ნე­ბულ პრე­ზი­დენტს. შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი ბა­რი­ე­რი იყოს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს­თვის, მაგ­რამ იქ ხომ დიდი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სია, რომ მას შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ეს პრო­ცე­სი?! - ის ამით პი­რი­ქით, და­ეხ­მა­რე­ბო­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას,“ რომ ცოტა გა­მო­ფხიზ­ლდნენ. ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოდ მო­დუნ­დნენ და ვერ ხე­და­ვენ რე­ა­ლურ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, ფა­ტა­ლურ და და­მა­ზი­ა­ნე­ბელ შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
0

ერთი შენმა წასვლამ მიაღებინა ცივი შხაპი ოცნებას და მეორე სალომე იქნებოდა. ხომ ხედავ ვინც ახტა, დახტა და გადახტა, ყველა ჩახტა.

ნოე
0

წინა პრეზიდენტმა ყველაფერს ვეტო დაადო, რასაც მიწვდა, მაგრამ შხაპი არავის გადასხმია და თვითონ კი თავი კი მაგრად გაიმასხრა - ანეგდოტების გმირად იქვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"პრეზიდენტი ვეტოთი "ქართულ ოცნებას“ ცივ შხაპს გადაასხამდა, რომ გამოფხიზლებულიყვნენ " - ეკა ბესელია

"პრეზიდენტი ვეტოთი "ქართულ ოცნებას“ ცივ შხაპს გადაასხამდა, რომ გამოფხიზლებულიყვნენ " - ეკა ბესელია

"ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ პოლიტიკური პროცესი ორპოლუსიან ჭრილში დაებრუნებინა, ისევ "ნაციონალური მოძრაობისა“ და "ქართული ოცნების“ დაუსრულებელ ომს ვხედავთ" - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია დემოკრატიული სასამართლო გარემოს არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას სააკაშვილთან "ეს ბრძოლა წაგებული აქვს“.

"ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ პოლიტიკური პროცესი ამ ორპოლუსიან ჭრილში დაებრუნებინა. ისევ ვხედავთ "ნაციონალური მოძრაობისა“ და "ქართული ოცნების“ დაუსრულებელ ომს. ეს არ არის ღირებულებითი ბრძოლა, ეს უფრო ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. სააკაშვილი იქნება, კობახიძე თუ ვინმე სხვა, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მიმაჩნია, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები გულისხმობს, ყველას უნდა მოეპყრო სამართლიანად. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ უამრავი პრეტენზია და სამდურავი მქონდა წარსულში, ამ სასამართლოს პირობებში გამოტანილი განაჩენი გაუძლებს იმ ტესტს თქვა, რომ "ალბათ, დანაშაული ჩადენილია“? - ვერ გაუძლებს. ამიტომ, უკვე წაგებული აქვს მასთან ეს ბრძოლა "ოცნებას.“ მან დაახვედრა ისეთი სასამართლო სისტემა, რაზეც თავად თქვა, რომ იყოს "მონოპოლიზირებული გავლენების ქვეშ სასამართლო და არ იყოს თავისუფალი“, - განაცხადა ბესელიამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ისაუბრა "საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებსა დ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა. ეკა ბესელიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტს აღნიშნული კანონებისთვის ვეტო დაედო.

ბესელიას განცხადებითვე, "ქართული ოცნება“ სახიფათო ხიბლშია ჩავარდნილი და ზურაბიშვილის ვეტო ერთგვარი "ცივი შხაპი“ იქნებოდა მისთვის.

"გადაწყვეტილების და მექანიზმის, რაც მხოლოდ პრეზიდენტს აქვს გამოყენება იქნებოდა მნიშვნელოვანი. ახლა ვხედავთ სურათს, როდესაც ხიბლში ჩავარდნილი მმართველი პარტია და ეს ძალიან სახიფათო ხიბლია, მას რეალურად აღარავინ ჰყავს წინააღმდეგობის გამწევი და ყველაფრის უფლება აძლევს თავს. ერთადერთი, ვისაც სწრაფ, არადემოკრატიულ თავდაღმართში დაშვებული ხელისუფლების შეჩერება შეეძლო, პრეზიდენტის ვეტოა. მას ექნებოდა რამდენიმე გამაჯანსაღებელი ეფექტის ვეტოს ფუნქცია. ცივი შხაპი უნდა გადაასხა ადამიანს, რომ გამოაცოცხლო. პრეზიდენტთან ახლო კომუნიკაცია მაქვს და არ ვიცნობ, როგორც შეშინებულ ქალს და შეშინებულ პრეზიდენტს. შესაძლოა გარკვეული ბარიერი იყოს ქალბატონი სალომესთვის, მაგრამ იქ ხომ დიდი საჯარო ინტერესია, რომ მას შეეჩერებინა ეს პროცესი?! - ის ამით პირიქით, დაეხმარებოდა "ქართულ ოცნებას,“ რომ ცოტა გამოფხიზლდნენ. ძალიან სახიფათოდ მოდუნდნენ და ვერ ხედავენ რეალურ წინააღმდეგობას, ფატალურ და დამაზიანებელ შეცდომებს უშვებენ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.