"მე წამართვეს ლაზიკა - ერთი წელი როგორ არ დამაცადა ღმერთმა, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მას რომ დასცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა, თუმცა როგორც მან განმარტა, „ყველაფერი წინ არის“.
"ლაზიკა იქნება აუცილებლად. მთელი მსოფლიოდან თავის კაპიტალს ჩადებენ ქალაქ ლაზიკაში. ლაზიკა იქნება დიდი ქალაქი, სადაც მინიმუმ 3-4 წელიწადში ჩაიდება 5 მილიარდი დოლარი. მე ეს ვიცი ზუსტად. ეს გეგმები 2013 წლიდან დამიპაუზეს. მე წამართვეს ლაზიკა, მეორედ უკვე ხაზარაძეს წაართვეს, ეს მოგვიანებით ისტორია იყოს. ერთი წელი როგორ არ დამაცადა ღმერთმა, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა, ლაზიკა და ამერიკული ტენქოლოგიები ამემუშავებინა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინ არის“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მარტო ლაზიკა კი არა შენ ყველა ბასრი ნივთი და მანქანის მართვის მოწმობაც უნდა ჩამოგართვან, საზოგადოებისათვის საშიშო ფსიქოპატო!
დროშა ჩემიაო,გზები ჩემიაო,შენობები ჩემიაო.... შენ ვის სად დაკარგვიხარ საცოდავს!