მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შობის ღამეს ვიღაც არაბი აედევნათ, მათთვის ტელეფონის წართმევა უნდოდა... ალექსიმ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გულში ჩაარტყა" - საფრანგეთში ქართველი მოკლეს
"შობის ღამეს ვიღაც არაბი აედევნათ, მათთვის ტელეფონის წართმევა უნდოდა... ალექსიმ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გულში ჩაარტყა" - საფრანგეთში ქართველი მოკლეს

7 იან­ვარს, შო­ბის ღა­მეს მარ­სელ­ში 25 წლის ალექ­სი გო­გუა მოკ­ლეს. მას სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქემ მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 10 თვის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო და მე­უღ­ლეს­თან, ას­მათ კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში 4 თვის წინ წა­ვი­და.

AMBEBI.GE ას­მა­თის ბი­ძაშ­ვილს, თამ­თა კა­ლან­დი­ას ესა­უბ­რა:

"ალე­კო და ას­მა­თი 10 თვეა, რაც შე­უღლდნენ და 3 თვეა, სა­მუ­შა­ოდ საფ­რან­გეთ­ში წა­ვიდ­ნენ. წყვი­ლი მარ­სელ­ში ცხოვ­რობ­და. შო­ბის ღა­მეს ისი­ნი მე­გო­ბარ­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, შინ რომ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, მათ მეტ­რო­სად­გურ­ში ვი­ღაც არა­ბი აე­დევ­ნათ (იქ თურ­მე ხში­რია არა­ბე­ბის თავ­დას­ხმე­ბი). ის ას­მა­თის­თვის ტე­ლე­ფო­ნის წარ­თმე­ვას ცდი­ლობ­და, ალექ­სიმ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა, რა დრო­საც იმ ადა­მი­ან­მა ალე­კოს სამი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, პირ­და­პირ გულ­ში ჩა­ურ­ტყამს.

ას­მა­თი მათ შო­რის ჩამ­დგა­რა, გაშ­ვე­ლე­ბას ლა­მობ­და თურ­მე. ამ­ბობს, ვერც კი მივ­ხვდი, დანა რო­გორ ჩა­არ­ტყაო. ალექ­სი ეს­კა­ლა­ტორ­ზე თა­ვი­სი ფე­ხით ასუ­ლა და მერე და­ცე­მუ­ლა. მას 6 სა­ა­თი უკე­თებ­დნენ ოპე­რა­ცი­ას, მაგ­რამ ექი­მებ­მა ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა დამ­ნა­შა­ვე 1 სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლიც იყო და­კი­თხვა­ზე. ას­მა­თი შოკ­ში იყო, ძლივს მო­ვი­და გონს, იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბი უდ­გა­ნან გვერ­დში და ეხ­მა­რე­ბი­ან.

ას­მა­თი და ალე­კო ერთი ასა­კი­სა­ნი არი­ან, მათ ერ­თმა­ნე­თი სეუ-ში გა­იც­ნეს, იქ სწავ­ლობ­და ორი­ვე. სას­წა­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ, "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბის" პერ­სო­ნა­ჟებს - გე­გას და თი­ნას ვა­და­რებ­დით და ასე­თი­ვე სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა მათი სიყ­ვა­რუ­ლი. საფ­რან­გეთ­ში წას­ვლამ­დე ას­მა­თი სუ­პერ­მარ­კეტ­ში მუ­შა­ობ­და, ალე­კო - "თე­გე­ტა­ში", მაგ­რამ თბი­ლის­ში უნ­დო­დათ ბი­ნის ყიდ­ვა, ამი­ტომ წა­ვიდ­ნენ. ამ­ბობ­დნენ, 5 წელ­ში ჩა­მო­ვალთ სა­ქარ­თვე­ლო­შიო, იქ დარ­ჩე­ნას არც აპი­რებ­დნენ. ახ­ლა­ხან მათ იქ ბი­ნაც კი მის­ცეს, კარ­გად აე­წყვნენ და ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ...

ძა­ლი­ან უნ­დო­დათ ბავ­შვი, მაგ­რამ... ას­მა­თი და მე ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, ამ ზა­ფხულ­საც ერ­თად ვის­ვე­ნებ­დით და ალე­კო ახ­ლოს იქ გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან მა­გა­რი, ნი­ჭი­ე­რი ბიჭი იყო, რო­გორც ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე ამ­ბობ­დნენ - მო­მავ­ლის ბი­ჭიო, ამა­ზეც იმა­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი. ვიცი, ბევ­რს მი­აღ­წევ­დნენ, მაგ­რამ ვინ აცა­ლა? ერთი წე­ლიც არ არის გა­სუ­ლი, რაც ალე­კოს დედა გარ­და­ეც­ვა­ლა, მამა და ერთი და დარ­ჩა. მამა ჩხო­რო­წყუ­შია, და კი თბი­ლის­ში მუ­შა­ობს. გად­მოს­ვე­ნე­ბას რაც ეხე­ბა, მას­ში ეგ­რე­ვე ჩა­ერ­თო ჩხო­რო­წყუს გამ­გე­ო­ბა და სა­ელ­ჩოც გვეხ­მა­რე­ბა. რო­გორც გვპირ­დე­ბი­ან, ალე­კოს კვი­რის ბო­ლომ­დე ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ".

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

ვაჟკაცი კაცი იყო და ვაჟკაცურად დაიღუპა

Khatuna
1

Natelshi amkopos misi suli dalian samtuxaroa !!! Evropashi sxovrebas pexis atkoba unda ar sheidleba exla mitumetes dalian midis kurdoba mkvleloba ara sachiro gamis satebshi mobilit xelshi jer dgisita sashishi gamit mitumetes ise gamogtaseben es marokoelebi ruminelebi sul jibis kurdebi arian metroebshi kuchebshi gamitas jobia taxsi gamoisaxo ise taxvide adgilze sul chamosulebi arian kriminalebi tore adgilobrivebi arspers ashaveben ukve 20 telia espanetshi var mes makvs eg chveva mobilit xelshi sul magas maprtxileben espanelebi 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შობის ღამეს ვიღაც არაბი აედევნათ, მათთვის ტელეფონის წართმევა უნდოდა... ალექსიმ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გულში ჩაარტყა" - საფრანგეთში ქართველი მოკლეს

"შობის ღამეს ვიღაც არაბი აედევნათ, მათთვის ტელეფონის წართმევა უნდოდა... ალექსიმ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გულში ჩაარტყა" - საფრანგეთში ქართველი მოკლეს

7 იანვარს, შობის ღამეს მარსელში 25 წლის ალექსი გოგუა მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი 10 თვის დაოჯახებული იყო და მეუღლესთან, ასმათ კვარაცხელიასთან ერთად საფრანგეთში 4 თვის წინ წავიდა.

AMBEBI.GE ასმათის ბიძაშვილს, თამთა კალანდიას ესაუბრა:

"ალეკო და ასმათი 10 თვეა, რაც შეუღლდნენ და 3 თვეა, სამუშაოდ საფრანგეთში წავიდნენ. წყვილი მარსელში ცხოვრობდა. შობის ღამეს ისინი მეგობართან სტუმრად იმყოფებოდნენ, შინ რომ ბრუნდებოდნენ, მათ მეტროსადგურში ვიღაც არაბი აედევნათ (იქ თურმე ხშირია არაბების თავდასხმები). ის ასმათისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდა, ალექსიმ წინააღმდეგობა გაუწია, მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც იმ ადამიანმა ალეკოს სამი ჭრილობა მიაყენა, პირდაპირ გულში ჩაურტყამს.

ასმათი მათ შორის ჩამდგარა, გაშველებას ლამობდა თურმე. ამბობს, ვერც კი მივხვდი, დანა როგორ ჩაარტყაო. ალექსი ესკალატორზე თავისი ფეხით ასულა და მერე დაცემულა. მას 6 საათი უკეთებდნენ ოპერაციას, მაგრამ ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. პოლიციელებმა დამნაშავე 1 საათში დააკავეს, ჩემი ბიძაშვილიც იყო დაკითხვაზე. ასმათი შოკში იყო, ძლივს მოვიდა გონს, იქაური ქართველები უდგანან გვერდში და ეხმარებიან.

ასმათი და ალეკო ერთი ასაკისანი არიან, მათ ერთმანეთი სეუ-ში გაიცნეს, იქ სწავლობდა ორივე. სასწაული სიყვარული ჰქონდათ, "ჯინსების თაობის" პერსონაჟებს - გეგას და თინას ვადარებდით და ასეთივე საბედისწერო აღმოჩნდა მათი სიყვარული. საფრანგეთში წასვლამდე ასმათი სუპერმარკეტში მუშაობდა, ალეკო - "თეგეტაში", მაგრამ თბილისში უნდოდათ ბინის ყიდვა, ამიტომ წავიდნენ. ამბობდნენ, 5 წელში ჩამოვალთ საქართველოშიო, იქ დარჩენას არც აპირებდნენ. ახლახან მათ იქ ბინაც კი მისცეს, კარგად აეწყვნენ და ისეთი ბედნიერები იყვნენ...

ძალიან უნდოდათ ბავშვი, მაგრამ... ასმათი და მე ერთად გავიზარდეთ, ამ ზაფხულსაც ერთად ვისვენებდით და ალეკო ახლოს იქ გავიცანი. ძალიან მაგარი, ნიჭიერი ბიჭი იყო, როგორც ნიკა კვარაცხელიაზე ამბობდნენ - მომავლის ბიჭიო, ამაზეც იმავეს თქმა შეიძლება, საოცარი ადამიანი, ძალიან განათლებული. ვიცი, ბევრს მიაღწევდნენ, მაგრამ ვინ აცალა? ერთი წელიც არ არის გასული, რაც ალეკოს დედა გარდაეცვალა, მამა და ერთი და დარჩა. მამა ჩხოროწყუშია, და კი თბილისში მუშაობს. გადმოსვენებას რაც ეხება, მასში ეგრევე ჩაერთო ჩხოროწყუს გამგეობა და საელჩოც გვეხმარება. როგორც გვპირდებიან, ალეკოს კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ".